| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 1 მარტი, 2017 |
როგორ ვთქვა ახლა მართლა არ ვიცი: ჰო ეძებს ქარი კვლავ შენს მისამართს და უსინათლო კაცის თვალივით, ახელს ტუჩებს და ყვირის მიყვარხარს, რომ გაგაგონოს ხმები წარსულის, და მოგონება გქონდეს მთლიანად.
როგორ ვარ ახლა ამას ნუ მკითხავ, არ მაქვს პასუხი რადგან კითხვაზე. და სიბნელეში ერთი კუთხიდან, როგორც პეპელა სხეულს მივათრევ, მეორე კუთხის თითქმის ბოლომდე, როცა მიკვდება სახლში ნათურა.
როგორ წვიმს გარეთ ახლა ვერ ვამჩნევ, რატომ წუხს ზეცა ესეც არ ვიცი. ყოველთვის როცა ქუჩის შესახვევს, ვხვდები პირისპირ თითქოს თავისით, თითქოს მივყავარ სწორი გზისაკენ და იმედს მაძლევს თითქოს ხვალისთვის, რომ ყველაფერი უკვე ხვალიდან, კარგად იქნება, მე კი დამღლელი, მჟავე სახლების ხილვა არ მინდა, რადგან იქიდან მუდამ ფანჯრები, მიყურებენ და მითვალთვალებენ, თითქოს ჰაერს და გზას ვიპარავდე, როცა მივდივარ ჩემთვის ქუჩაში,
როცა არც ერთი გზისკენ ვიხრები, მხოლოდ და მხოლოდ შენს გზას ვადგავარ.
და გთხოვ გულწრფელად ნუ მეკითხები, როგორ ვარ? რას ვგრძნობ? ანდა სადა ვარ?
ნუ ღელავ, არ მსურს ჩემზე ღელავდე, მე ცუდად რომ ვარ ეს ჩემს გამოა. ის რაც შენია ვტოვებ ყველაფერს და მხოლოდ ჩემი გული გამომაქვს, შენიდან, რადგან ის მე მეკუთვნის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დავაკოპირებდი. ანანეს კომენტარს..
დავაკოპირებდი. ანანეს კომენტარს..
3. ფინალი კარგია! ფინალი კარგია!
2. დიდი ხანია ეს ავტორი აღარ მინახავს აქ ან მეჩვენება, მაგრამ გამოჩენა გამეხარდა.
ნაწერს რაც შეეხება... შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფორმის შექმნის მცდელობას გადაყოლილია. ასევე შეიძლებოდა მოკლედ თქმა, ეფექტურობისთვის. კარგი რაცაა ისეა გაბნეული, მთლიანობის განცდას არ მაცდის :) წარმატებები და ეს იყ ძალიან კარგი: და უსინათლო კაცის თვალივით, ახელს ტუჩებს და ყვირის მიყვარხარს დიდი ხანია ეს ავტორი აღარ მინახავს აქ ან მეჩვენება, მაგრამ გამოჩენა გამეხარდა.
ნაწერს რაც შეეხება... შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფორმის შექმნის მცდელობას გადაყოლილია. ასევე შეიძლებოდა მოკლედ თქმა, ეფექტურობისთვის. კარგი რაცაა ისეა გაბნეული, მთლიანობის განცდას არ მაცდის :) წარმატებები და ეს იყ ძალიან კარგი: და უსინათლო კაცის თვალივით, ახელს ტუჩებს და ყვირის მიყვარხარს
1. ნუ ღელავ, არ მსურს ჩემზე ღელავდე, მე ცუდად რომ ვარ ეს ჩემს გამოა. ის რაც შენია ვტოვებ ყველაფერს და მხოლოდ ჩემი გული გამომაქვს, შენიდან, რადგან ის მე მეკუთვნის. +++ ნუ ღელავ, არ მსურს ჩემზე ღელავდე, მე ცუდად რომ ვარ ეს ჩემს გამოა. ის რაც შენია ვტოვებ ყველაფერს და მხოლოდ ჩემი გული გამომაქვს, შენიდან, რადგან ის მე მეკუთვნის. +++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|