ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 მარტი, 2017


განაჩენი


ვწერდი, ვწერ, დავწერ...
მაგრამ რას?
რაც აქამდე ვწერე, ვწერ და დავწერ?
მაგრამ რა იყო,
არის და იქნება?
ალბათ მოხდება,
მაგრამ რა?!
რაც აქამდე ვწერე, ვწერ და დავწერ!
შენ რას დაარქმევ?
იყო და არა იყო რას?
რას?
იმას რაც იყო,
არის და იქნება!
შენ რას წერდი?
იმას რაც ისარს შევაბი!...
და მერე?
მერე, მრავალ სამიზნეს მოვარტყი.
შემდეგ?
ინკვიზიცია,
ჩამოხრჩობა...
ჩამოხრჩობის შემდეგ უკეთ ვხედავდი.
რას?
იმას რასაც
ვწერდი და დავწერდი!
ვისთვის?!
ბანალურია - თქვენთვის!
მისაღებია - ჩვენთვის...
მათთვის?
ბანალურია - მუნჯი.
მისაღებია - ზღვის პირთან მზეზე ბზინვარე ქვა წარწერით.
რისთვის?
გიპასუხოთ?
თქვით!
განაჩენია მოქმედებისთვის!
წერდე ნიშნავს
შე(ნ) მოქმედებას!
დაფრინავს ისარი...


გიგო რიონელი
7 მარტი 2017 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს