| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 8 აპრილი, 2017 |
ეყრდნობა სული იმ ჯვარცმის მხრებზე, რომელიც ჩემს გულს არასდროს ტოვებს, და უჰაერო სივრცეში ვეძებ, საკუთარ თავში დაკარგულ პოეტს.
არადა იყო წარსული, აწმყო თავისით ახლაც მომავალს მისდევს, მომავალი კი მართმევს და აწყობს თაროზე, ჩემით მიღწეულ იმედს.
მე ახლა ისევ მგონია მაინც, რომ სადღაც მიცდის,უთუოდ ვიღაც, არა აქვს აზრი სხვა გზით თუ ამ გზით, ვიცი,რომ ბოლოს მე მასთან მივალ.
ვიძინებ - დიდი ხანია უკვე სახლში დამალულ ოცნების ძვლებზე. და ვყლაპავ ახლა პოეტის ლუკმებს, რომელიც ჩემში აქამდე ვძებნე.
ოთახი სადაც კედლები, წყალი, თამბაქოს სუნი და მხოლოდ მე ვარ, მგონია არის სამოთხის გავლით ჯოჯოხეთი და მაკლია ევა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მოვიდა გულთან!
+5 მოვიდა გულთან!
+5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|