ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2017


საქანელები ("ლექსების გამოფენა 2017")

საქანელები

ეს საქანელები
ვერგაჩენილი ბავშვებისთვისაა,
შენთვისაც...
მხოლოდ ქარი
თუ შებედავს შეხებას.
ეს საქანელები
ვერგადადგმული ნაბიჯებისთვისაა,
შენც აქ უნდა გერბინა.
სხვა ბედი შეგირჩიე...
ვწუხვარ!
ზოგჯერ ჩემ თავთან
მარტო დარჩენილი,
წარმოგიდგინო ვცდილობ.
შენ დავიწყებასაც ვცდილობ _
რთულია.
ეს საქანელები
ვერშემდგარი ურთიერთობებისთისაა,
მიტოვებული იმედების,
თითიდან გამოწოვილი მიზეზების.
ვცდილობთ ვიმართლოთ თავი,
ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი,
შევაღოთ ვერშეღებული კარი.
ეს საქანელები
ვერშემდგარი დედებისთვისაა,
ვერშენარჩუნებული გზების,
ვერგადადგმული მთების,
ვერდანახული თვალების,
თმების.
ბოლოს ჩვენ თავთან უთქვენოდ ვრჩებით.
ეს საქანელები
ვერდამარხული შვილებისთვისაა,
შენთვისაც...
მხოლოდ ქარი თუ შებედავს,
ჩვენ უკვე ვეღარ შეგბედავთ,
ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ,
რომ ჩავანაცვლოთ ქარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები