| ავტორი: ტომი1981 ჟანრი: პოეზია 17 ივნისი, 2017 |
ვეღარაფერი შემაჩერებს, ეს უკვე მოხდა! ჩემი ცხოვრება თითქოს ემსგავსა გასროლილ ტყვიას. თუმცა მსმენია, ყოფილან უწინ მსგავსი ხურჯინით, უნდა გავასწრო, იქნებ როგორმე გამოვრჩე სიას. ჩემი დარჩენით, არაფერი განმოსწორდება, გამოვლილს ვერ ვცვლი სამომავლო მხურვალე ფიცით. საღამოს წავალ! სიბნელის ლაქა დღეს მოშორდება, ჩაგიგდებ რამეს ყუთში, რომელიც მე და შენ ვიცით. ვეღარ დავრჩები! დილით მანახეს, რომ ფეხები არ მაქვს. და ყველა სიტყვა, რომელიც მითქვამს ყოფილა ფუჭი, რითიც მოვედი და რაც კი შემრჩა, კვლავ უკან გამაქვს, გულს კი გიტოვებ, როგორც შეგპირდი, ჩაგიგდებ ყუთში. ----------------------- ეძღვნება ტერენტი გრანელს
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი მიძღვნაა. კარგი მიძღვნაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|