ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2017


ჩაილდ ინ თაიმ

ჩემი მოგონებები დაიღუპნენ და სამოთხეში და ჯოჯოხეთში განაწილდნენ.

როცა იღვიძებ და დაკარგულ მოგონებებს ეძებ.
როცა ფხიზლდები და სადღაც აქ აგდია მთვარე
შენზე გაბრუებულს მერე ძლვს აყენებ ფეხზე.
მერე ძლივს ნახულობ ღამის დასიებულ თვალებს.
სუსტი რითმებით და ნელთბილ მელოდიით ივსები.
სადღაც წაგიკითხავს, კარგად უნდა იყო ასეთი
მონაცემებით და სხვა რა დაგრჩენია, ისევე
ჯგუფში იცინი და მაინც მარტოსულად ფასდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები