ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2017


* * *

ეხლა დავასხამ ლექსებს
მშვიდი ღიმილით შვიდით
ჯამში გასროლილ ისრებს
თვალზედ აზიდულ მშვილდის
შევკრებ. შევზიდავ . გაქებ
რა გამეგება კიცხვის
თავაუწევლად თავქვედ
გადღეგრძელებ და იცი?
ე, მაგ ბადაგის ცხადით
უცხადებია სურვილს:
რომ მერიქიფე გავხდი
მაგ ხოხბისყელა სურის...
მაგრამ ერთს გეტყვი მოდი
განა რა გითხრას-ათმა:
ისეთი ზეცა გქონდეს
მიწამ დაგიდოს აღთქმა.


ალავერდით თქვენთან- დასცხეთ ისეთნი ზანზარნი იწყონ საძვლე ალაგებმა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები