ჯერ მხოლოდ სამი თვე გამოვგლიჯეთ წარსულს ხელიდან და მას მერე თითოეულ დღეს ერთმანეთს ვუყოფთ ბედნიერებას.
მინდა შენს ბაგეებზე მარადიული ღიმილი დავთესო, რომ შენს თვალებში ხედავდეს ქვეყნიერება ვარსკვლავთა ციმციმს.
მე შენი გულის ყოველ უჯრედში მინდა ჩავსახლდე. სულში ჩაგიძვრე და სუნთქვად დაგიჩემო. შეგიცვალო სისხლის მოძრაობის მიმართულება შუბლზე კოცნისას.
ორიოდ დღის წინ მითხარი: "ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა"-ო. მე კი გეტყვი, რომ: სწორედ ისაა ჩვენში საერთო, რომ განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
შენამდე წიგნს ვგავდი - ცარიელი ფურცლების დასტით, დღეს შენთან ერთად ვიწერები ნანატრ ბედივით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|