 | ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 3 დეკემბერი, 2017 |
აბრაჰამ მასლოუ (Abraham Maslow) — ამერიკელი ფსიქოლოგი, დოქტორი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამფუძნებელია. ცნობილია ე.წ. „მასლოუს პირამიდა“, - დიაგრამა, რომელიც იერარქიულად წარმოადგენს ადამიანის მოთხოვნილებებს. მან კლასიკური ბიჰევიორისტული განათლება მიიღო და მისი პირველი ნაშრომი, რომელიც მას ბრწყინვალე მომავალს უქადდა, ეძღვნებოდა სექსუალურობისა და სოციალური ქცევის ურთიერთკავშირს პრიმატებთან.
მასლოუ იყო ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც დაიწყო ადამიანის ქცევის დადებითი მხარეების შესწავლა. მის მიერ ჩატარებულმა თვითაქტუალიზირებადი პიროვნებების კვლევამ შესაძლებელი გახადა ადამიანის ბუნებაზე პოზიტიური, ჰუმანისტური შეხედულების ჩამოყალიბება. თუკი ადრე ფსიქოლოგია, განსაკუთრებით კი ფსიქოანალიზი, სწავლობდა ადამიანებს სხვადასხვა ფსიქიკური გადახვევებით და ამის საფუძველზე ქმნიდა პიროვნების თეორიებს, მასლოუმ ეტალონად ჩათვალა ჯანმრთელი და რეალიზებული ადამიანები და შედეგად მიიღო ახალი მონაცემები ადამიანის ბუნების შესახებ.
ბიჰევიორიზმი და ფსიქოანალიზი, ანუ დეფიციტარული ფსიქოლოგიები, როგორც მათ მასლოუ უწოდებდა, გვერდს უხვევდნენ ადამიანის თვითგამოვლენის ბევრ კულტურულ, სოციალურ და ინდივიდუალურ ასპექტს, ისეთებს, როგორებიცაა კრეატიულობა, სიყვარული, ალტრუიზმი და სხვა. ყოფიერებითი ფსიქოლოგიისათვის, რომელიც მასლოუმ შემოგვთავაზა, ადამიანის სწორედ ეს გამოვლინებები წარმოადგენდნენ განსაკუთრებული ინტერესის საგანს. მასლოუს ყველაზე ცნობილი თეორია მოტივაციის თეორიაა, დაფუძნებული მოთხოვნილებათა იერარქიის მოდელზე. უმაღლესი მოთხოვნილება, რომელიც ადამიანს უბიძგებს თავისი შესაძლებლობებისა და ტალანტების გაშლისაკენ, მასლოუს აზრით, თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებაა.
შესაძლებელია გამოიყოს ამ თეორიის განვითარების სამი ეტაპი. პირველ ეტაპზე მასლოუ უკუაგდებს მოთხოვნილებათა ხისტ იერარქიას მოტივების ერთობლიობას ორ ჯგუფად წარმოადგენს: დეფიციტარულ და ყოფიერებით მოთხოვნილებებად.
პირველი ჯგუფი მიმართულია დეფიციტის შევსებაზე, როგორც, მაგალითად საკვების ან ძილის მოთხოვნილება. ეს გარდაუვალი მოთხოვნილებებია, რომლებიც ადამიანის არსებობას უზრუნველყოფენ.
მოტივების მეორე ჯგუფი განვითარებას ემსახურება - ეს ყოფიერებითი მოტივებია; ისინი წარმოიქმნებიან არა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის, არამედ სიამოვნების მიღებისათვის, კმაყოფილებისათვის, უფრო მაღალი (შედარებით პირველი ჯგუფის მოტივებთან) მიზნების ძებნისა და მიღწევისათვის.
მესამე ეტაპზე მასლოუს თეორიაში მეტამოტივაციისა და მეტამოთხოვნილების ცნებები ჩნდებიან, რომლებიც დაკავშირებული არიან ადამიანის ყოფიერებით ღირებულებებთან: ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება და სხვა. ეს ყოფიერებითი ადამიანს შეიძლება გაეხსნას, მოევლინოს ეგრეთწოდებულ „პიკ-განცდებში“ (peak-experience), რომლებიც წარმოადგენენ აღფრთოვანების, ესთეტიკური ტკბობის და ძლიერი დადებითი ემოციების ცდა-განცდას.
განავითარა რა ეს იდეები, მასლოუ მივიდა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის შეზღუდულობის გაცნობიერებამდე და მონაწილეობს ახალი, „მეოთხე ძალის“ შექმნაში, რომელიც ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის სახელით არის ცნობილი.
მასლოუს დიაგრამა გვიჩვენებს, თუ როგორი თანმიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს (საშუალოდ). თუმცა კი დიაგრამა სტატისტიკურად მართებულია, არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ადამიანისათვის აღიარების მოთხოვნილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარულის მოთხოვნილება.
მასლოუ თვლიდა, რომ ყველა თვითაქტუალიზირებად ადამიანს ქვემოთ ჩამოთვლილი საერთო დამახასიათებელი თვისებები გააჩნია:
1. რეალობის აღმატებულად ეფექტური აღქმა და მასთან უფრო ხელსაყრელი ურთიერთობა; 2. მიღება, თავსებადობა (საკუთარ თავთან, სხვებთან, ბუნებასთან); 3. უშუალობა; უბრალოება; ბუნებრივობა; 4. კონცენტრირება პრობლემაზე (ეგო-ცენტრირების საწინააღმდეგოდ)' 5. განცალკევების უნარი; განმარტოების მოთხოვნილება' 6. ავტონომია; გარემოცვის კულტურული შტამპებისაგან დამოუკიდებლობა; 7. აღქმის სიახლის მუდმივობა; 8. მისტიკური და უმაღლესი ცდა. 9. სხვებთან ერთობის გრძნობა (გერ. Gemeinschaftsgefühl); 10. აღმატებული სიღრმისა და წვდომის ურთიერთობები' 11. დემოკრატიულობა; 12. უნარი მიზნისა და საშუალებების, კარგისა და ცუდის ერთმანეთისაგან გარჩევის; 13. ფილოსოფიური, უბოროტო, კეთილგანწყობილი იუმორი; 14. კრეატიულობა; 15. კულტურული ზემოქმედების მიმართ წინააღმდეგობა; ნებისმიერი კონკრეტული კულტურის მიღმა ყოფნა.
ასეთი თვითაქტუალიზირებადი პიროვნებები, მასლოუს აზრით, იყვნენ აბრაჰამ ლინკოლნი, თომას ჯეფერსონი, ალბერტ აინშტაინი, ელეონორა რუზველტი, ჯეინ ადამსი, უილიამ ჯემსი, ალბერტ შვაიცერი, ოლდოს ჰაქსლი და ბარუხ სპინოზა.
მასლოუს პირამიდაში ადამიანის მოთხოვნილებები ასე გამოიყურება : + + ______ + + თვით- + + აქტუალობა + + ____________ + + ესთეტიურობა + + _________________ + + შემეცნება + + ____________________ + + პატივისცემა + + ___________________________ + + ფლობა და სიყვარული + + _______________________________ + + უსაფრთხოება + + ____________________________________ + + ფიზიოლოგია (ორგანული) მოთხოვნილებანი +
ანუ დღეს სოციალურ ქსელში ქვეყნდება ფსიქოლოგიური სიმწიფის 15 ნიშანი, აბრაამ მასლოუს დიაგრამის მიხედვით:
1. რეალობის ადეკვატური აღქმა, რაც გამოიხატება თავისუფლებაში აქტუალური მოთხოვნილებების, სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გავლენისაგან. ახასიათებს ინტერესი შეუცნობელისადმი. 2. საკუთარი თავისა და სხვების ისეთებად მიღება, როგორებიც არიან. ხელოვნურობის, ქცევის პრიმიტიული ფორმებისა და სხვების ასეთი მოქცევისადმი მტრული დამოკიდებულება. 3. თვითგამოხატვის თავისუფლება, უბრალოება და ბუნებრივობა. დადგენილი რიტუალების, ტრადიციებისა და ცერემონიების დაცვა, მაგრამ, ამავდროულად, მათდამი სათანადო იუმორისტული დამოკიდებულება. 4. საქმიანი მიდგომა. ჩვეულებისამებრ, ასეთი ადამიანები, დაკავებულნი არიან არა იმდენად საკუთარი თავით, რამდენადაც ცხოვრებისული ამოცანით. ისინი აფარდებენ თავიანთ საქმიანობას უნივერსალურ ღირებულებებთან და მიდრეკილნი არიან, განიხილონ მარადიულობის კუთხით და არა მიმდინარე მომენტით. ამიტომ, ყველა მათგანი რაღაც დოზით ფილოსოფოსია. 5. რიგი მოვლენებისაგან განდგომა ადამიანებს ეხმარება, შედარებით მშვიდად გადაიტანონ უსიამოვნებები და დაცულნი იყვნენ გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან. 6. გარემოსაგან სრული დამოუკიდებლობა და ავტონომია. ანუ გამაღიზიანებელი ფაქტორებისადმი მდგრადობა. 7. აღქმის მრავალფეროვნება – უკვე ნაცნობში ყოველ ჯერზე რაღაც ახლის მოძებნა. 8. ზღვრული განცდები, საკუთარი მე-ს გაუჩინარების შეგრძნება. 9. ერთიანობის, სამყაროსთან შერწყმის შეგრძნება. 10. მეგობრების ვიწრო წრე, რომელთანაც გაკავშირებთ სიღრმისეული ურთიერთობები. 11. ურთიერთობებში დემოკრატიულობა. მზაობა – ვისწავლოთ სხვებისგან. 12. მყარი შინაგანი მორალური ნორმები. ავისა და კარგის მძაფრი შეგრძნება. მიზანმიმართულობა, ხელშემწყობი გარემო. 13. იუმორის ფილოსოფიურად აღქმის უნარი. ცხოვრებასა და საკუთარ თავთან იუმორისტული დამოკიდებულება. (თუმცაღა, სხვისი ტანჯვა და უბედურება არასოდეს მიიჩნევა სასაცილოდ.) 14. კრეატიულობა საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, განურჩევლად იმისა, თუ რით არის ადამიანი დაკავებული. 15. კრიტიკული დამოკიდებულება იმ კულტურისადმი, რომელსაც მიეკუთვნებიან: კარგის გამორჩევა და ცუდის უარყოფა. საკუთარ თავს მიაკუთვნებენ არა ერთ კულტურას, არამედ მთლიანად კაცობრიობას.
შ ე კ ი თ ხ ვ ა :
შ ე ნ, ვ ი ნ ც ე ს წ ა ი კ ი თ ხ ე, ა მ ნ ი შ ნ ე ბ ი დ ა ნ რ ა მ დ ე ნ ი გ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ს ?
+ ? ? ? + __________________________________________________ პასუხები, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კომენტარებში მიუთითოთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
35. მოგესალმებით, ნეფერტარ! რატომ აღარ ჩანხართ, თქვენ ხომ ურაკპარაკის ერთგული გულშემატკივარი ხართ? „ხელოსნის“ გაგრძელებას ველოდებით. მოგიკითხეთ!
მოგესალმებით, ნეფერტარ! რატომ აღარ ჩანხართ, თქვენ ხომ ურაკპარაკის ერთგული გულშემატკივარი ხართ? „ხელოსნის“ გაგრძელებას ველოდებით. მოგიკითხეთ!
34. მგონი სრულად ვერცერთი პუნქტი ვერ მოვირგე,მეტ-ნაკლებად ვაკეთებ რაღაცეებს ჩამოთვლილთაგან მაგრამ მაინც ბოლომდე არ მერგება. მგონი უფრო - 1,10,11 ახლოსაა
სამაგიეროდ,სხვები დავინახე ამ ნიშნებში:)
მადლობა ნეფერტარ:)
მგონი სრულად ვერცერთი პუნქტი ვერ მოვირგე,მეტ-ნაკლებად ვაკეთებ რაღაცეებს ჩამოთვლილთაგან მაგრამ მაინც ბოლომდე არ მერგება. მგონი უფრო - 1,10,11 ახლოსაა
სამაგიეროდ,სხვები დავინახე ამ ნიშნებში:)
მადლობა ნეფერტარ:)
33. ჩემგანაც უღრმესი მადლობა, იმისთვის რომ ყოველთვის ახერხებ მკითხველზე ზრუნვას )) ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კრიტიკის, მიმოხილვის ან პროზის კითხვა ერთი ასად გამარტივდა.
კვლევას გავეცნობოდი სიამოვნებით, ფსიქ. ტესტებზე თითქმის არაფერი ვიცი (სტატისტიკის და მათი ეფექტურობის თვალსაზრისით) საინტერესო იქნებოდა ამ სიცარიელის ამოვსება, ვინაიდან მოცემულ მომენტში მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია მწირ დასკვნების გაკეთება.
ჩემგანაც უღრმესი მადლობა, იმისთვის რომ ყოველთვის ახერხებ მკითხველზე ზრუნვას )) ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კრიტიკის, მიმოხილვის ან პროზის კითხვა ერთი ასად გამარტივდა.
კვლევას გავეცნობოდი სიამოვნებით, ფსიქ. ტესტებზე თითქმის არაფერი ვიცი (სტატისტიკის და მათი ეფექტურობის თვალსაზრისით) საინტერესო იქნებოდა ამ სიცარიელის ამოვსება, ვინაიდან მოცემულ მომენტში მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია მწირ დასკვნების გაკეთება.
32. მადლობა მხოლოდ ნ-ი-კ-ი-მ გადამიხადა.
ტესტებთან მიმართებით მეც შენნაირი დამოკიდებულება მაქვს "სერენა რომერსონ". მაგრამ არის ერთი კვლევა, რომელმაც დამაინტერესა, პიემში მოგწერ და ნახე. კოგნიტურ ტენდენციას ეხება.
მადლობა მხოლოდ ნ-ი-კ-ი-მ გადამიხადა.
ტესტებთან მიმართებით მეც შენნაირი დამოკიდებულება მაქვს "სერენა რომერსონ". მაგრამ არის ერთი კვლევა, რომელმაც დამაინტერესა, პიემში მოგწერ და ნახე. კოგნიტურ ტენდენციას ეხება.
31. ღმერთო რა ბედნიერებაა ეს პდF ფორმატით ჩამოტვირთვის შესაძლებლობა რომ გაგვიჩნდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ნეფერტარის ინიციატივითვე გაკეთდა და აბა ვინმემ მადლობა თუ გადაუხადა :/ რაც შეეხება მასლოუს და ზოგადად ფსიქოლოგიურ ტესტებს მე პირადად ძალიან, ძალიან სკეპრიკურად ვარ განწყობილი, მეტიც , ნებისმიერი სახის ტესტირება თანამედროვეობის ერთ-ერთ უნიჭო ინიციატივად მიმაჩნია და მათ ფუნქციურობაში ეჭვი მეპარება. ეს ნაწერი ერთგვარი ინსპირაციაა ამ საკითზე კრიტიკა მოვამზადო მას შემდეგ თუ კი რა თქმა უნდა მისი შესწავლა სიღრმისეულად მოვახერხე, სტატისტიკამაც დამაინტერესა. მიუხედავად ამისა საინტერესოდ და სახალისოდ იკითხება ეს ფსიქ. ტესტები )))
ღმერთო რა ბედნიერებაა ეს პდF ფორმატით ჩამოტვირთვის შესაძლებლობა რომ გაგვიჩნდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ნეფერტარის ინიციატივითვე გაკეთდა და აბა ვინმემ მადლობა თუ გადაუხადა :/ რაც შეეხება მასლოუს და ზოგადად ფსიქოლოგიურ ტესტებს მე პირადად ძალიან, ძალიან სკეპრიკურად ვარ განწყობილი, მეტიც , ნებისმიერი სახის ტესტირება თანამედროვეობის ერთ-ერთ უნიჭო ინიციატივად მიმაჩნია და მათ ფუნქციურობაში ეჭვი მეპარება. ეს ნაწერი ერთგვარი ინსპირაციაა ამ საკითზე კრიტიკა მოვამზადო მას შემდეგ თუ კი რა თქმა უნდა მისი შესწავლა სიღრმისეულად მოვახერხე, სტატისტიკამაც დამაინტერესა. მიუხედავად ამისა საინტერესოდ და სახალისოდ იკითხება ეს ფსიქ. ტესტები )))
30. :) თუ სამშაბათსაც არ იქნება შენტანილი აუცილებლად მაცნობე. მაქვს სერიოზული მიზეზი რომ პასუხი მოვკითხო ბიბლუსს.
:) თუ სამშაბათსაც არ იქნება შენტანილი აუცილებლად მაცნობე. მაქვს სერიოზული მიზეზი რომ პასუხი მოვკითხო ბიბლუსს.
29. მივედი დღეს დილით გლდანის ბიბლუსში და წამოვედი გაწბილებული, ველოდებით შემოტანასო :( მივედი დღეს დილით გლდანის ბიბლუსში და წამოვედი გაწბილებული, ველოდებით შემოტანასო :(
28. ვაიმე, რას ამბობ, რა ნელ-ნელა :))) წიგნი ვერ გავაგდე ხელიდან :))) გუშინ ვინც მირეკავდა რას შვები ? და ვეუბნებოდი წიგნს ვკითხულობ, კიდევ რას შვები ? წიგნს ვკითხულობ და ბოლოს რას კითხულობ ამისთანას ტელეფონზე აღარ გველაპარაკებიო, გასასვლელი ვიყავი და არ წავედი, რატომ არ მოხვედიო და წიგნს ვკითხულობდი თქო, ვერ გავაგდე ხელიდან. აუ, გვათხოვეო, მეთქი ხვალ მე კი დასრულებული მექნება, მაგრამ უნდა გაიყიდოს გავარდით ბიბლუსში თქო და დიდი იმედი მაქვს გავარდებიან, უნდა " ვიბოროტო" და არავის ვათხოვო, შეიძინონ :)))) მეც შევიძენ საჩუქრად, შენს ავტოგრაფიანს ვერავის მივცემ :)
ვაიმე, რას ამბობ, რა ნელ-ნელა :))) წიგნი ვერ გავაგდე ხელიდან :))) გუშინ ვინც მირეკავდა რას შვები ? და ვეუბნებოდი წიგნს ვკითხულობ, კიდევ რას შვები ? წიგნს ვკითხულობ და ბოლოს რას კითხულობ ამისთანას ტელეფონზე აღარ გველაპარაკებიო, გასასვლელი ვიყავი და არ წავედი, რატომ არ მოხვედიო და წიგნს ვკითხულობდი თქო, ვერ გავაგდე ხელიდან. აუ, გვათხოვეო, მეთქი ხვალ მე კი დასრულებული მექნება, მაგრამ უნდა გაიყიდოს გავარდით ბიბლუსში თქო და დიდი იმედი მაქვს გავარდებიან, უნდა " ვიბოროტო" და არავის ვათხოვო, შეიძინონ :)))) მეც შევიძენ საჩუქრად, შენს ავტოგრაფიანს ვერავის მივცემ :)
27.
მადლობა შენ ოქროსგულიანო ქადა. :*
ვწუხვარ რომ თვალები იტკინე, ასე არ მინდოდა, მეგონა ნელ-ნელა წაიკითხავდი. :)
მადლობა შენ ოქროსგულიანო ქადა. :*
ვწუხვარ რომ თვალები იტკინე, ასე არ მინდოდა, მეგონა ნელ-ნელა წაიკითხავდი. :)
26. მოიცა, რა დროს მასლოუა, გადამღრებული მაქვს მასწავლებლობის და ჩემი პროფესიის გადამკიდეს :))) მე ის უნდა გითხრა, რომ ინტერნეტით ვერ ვკითხულობდი შენს ბედუინს, ცხელ-ცხელი და გამომცემლობიდან ციმციმ გამოტანილი ხომ საჩუქრად მერგო და ამაზე ათიათასი მადლობა მინდა გითხრა, მაგრააააამ რაც მე ამ წიგნმა დამმართაა.... დილით დავიწყე კითხვა საუზმის დროს, არც ჩაის ფინჯანი გამირეცხავს, არც არანაირი საქმე გამიკეთებია, გამოვიკეტე ოთახში და ღამის პირველის ნახევარზე მოვრჩი კითხვას, ეს ჩემი თვალებისთვის ხომ წარმოგიდგენია რა იქნებოდა, დედამიწამ რომ ტრიალი დააჩქარა და ტრიალებდა გარშემო ყველაფერი, მაააგრამ ღირდა, დავმუნჯდი. ჯერ რამდენი რამის ცოდნა ჩანს, ქართულს და წერას თავი რომ დავანებოთ, მერე თხრობა, თვითონ ამბავი... სიტყვები არ მყოფნის!!! ბოლოს უკვე ცრემლიანი თვალებით ვიჯექი და ბოლო რამდენიმე ფურცელი ძლივს წავიკითხე :) ბესტესლერობა არ ასცდება, ძალიან დიდი იმედი მაქვს !!!! ოქროს ხელებიანი ხარ !!!
მოიცა, რა დროს მასლოუა, გადამღრებული მაქვს მასწავლებლობის და ჩემი პროფესიის გადამკიდეს :))) მე ის უნდა გითხრა, რომ ინტერნეტით ვერ ვკითხულობდი შენს ბედუინს, ცხელ-ცხელი და გამომცემლობიდან ციმციმ გამოტანილი ხომ საჩუქრად მერგო და ამაზე ათიათასი მადლობა მინდა გითხრა, მაგრააააამ რაც მე ამ წიგნმა დამმართაა.... დილით დავიწყე კითხვა საუზმის დროს, არც ჩაის ფინჯანი გამირეცხავს, არც არანაირი საქმე გამიკეთებია, გამოვიკეტე ოთახში და ღამის პირველის ნახევარზე მოვრჩი კითხვას, ეს ჩემი თვალებისთვის ხომ წარმოგიდგენია რა იქნებოდა, დედამიწამ რომ ტრიალი დააჩქარა და ტრიალებდა გარშემო ყველაფერი, მაააგრამ ღირდა, დავმუნჯდი. ჯერ რამდენი რამის ცოდნა ჩანს, ქართულს და წერას თავი რომ დავანებოთ, მერე თხრობა, თვითონ ამბავი... სიტყვები არ მყოფნის!!! ბოლოს უკვე ცრემლიანი თვალებით ვიჯექი და ბოლო რამდენიმე ფურცელი ძლივს წავიკითხე :) ბესტესლერობა არ ასცდება, ძალიან დიდი იმედი მაქვს !!!! ოქროს ხელებიანი ხარ !!!
25. ნეფერტარი წიგნი აუცილებლად მე უნდა შევიძინო, თქვენ არ შეწუხდეთ, საერთოდაც ყოველთვის ასე ვაკეთებ, ჯერ შევიძენ ეს იქნება ჩემი სამაგიდო წიგნი.
კწიგნის გამოსვლას კიდევ ერთხელ ვულოცავ ავტორს და საიტის წევრებს. სულ წარმატებებისკენ ნეფერტარი წიგნი აუცილებლად მე უნდა შევიძინო, თქვენ არ შეწუხდეთ, საერთოდაც ყოველთვის ასე ვაკეთებ, ჯერ შევიძენ ეს იქნება ჩემი სამაგიდო წიგნი.
კწიგნის გამოსვლას კიდევ ერთხელ ვულოცავ ავტორს და საიტის წევრებს. სულ წარმატებებისკენ
24.
კი ნინო, ეს <<ჩვენი წიგნია>> ყველა ურაკპარაკელის წიგნია და ამით ძალიან ვამაყობ.
დიდი წახალისება იყო ჩემთვის, შენი ლექსი, რომელიც მთვარ პერსონაჟს ნილნას მიუძღვენი.
ისიც მიხარია რომ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა.
ახლის გაგრძელების დროა, დაწყებულია უკვე. :*
წიგნი 15 ლარი ღირს და კვირის ბოლომდე გამომცემლობის მაღაზიებშიც გამოჩნდება და ბიბლუსის მთელ ქსელში შევა.
დღეს დამირეკეს და ხვალ მიმიწვიეს საავტორო ეგზემპლარების გადმოსაცემად.
ხვალ, კარგი დღეა. ჩვენი <<ბედუინი>> თავის დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს წიგნად.

23. დიდი მადლობა მუხა,
თქვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა არასდროს დამავიწყდება. ნეტავ რეალურ ცხოვრებაშიც მყოლოდა ასეთი გვერდში მდგომი, თუნდაც ერთი ადამიანი, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში.
პი-ემ ში მაცნობეთ სად მოგაწოდოთ წიგნი. ცხადია მოკრძალებული ავტოგრაფით.
ღრმა პატივისცემით,
დიდი მადლობა მუხა,

22. კიდევ ერთხელ გილოცავ, ნინა! „ჩვენი“ წიგნი! :) ახალის დაწყების დროა, წარმატებები! :-* კიდევ ერთხელ გილოცავ, ნინა! „ჩვენი“ წიგნი! :) ახალის დაწყების დროა, წარმატებები! :-*
21. ნეფერტარი გილოცავ წიგნის გამოცემას, ძვირფასო ადამიანო, ალალმართალო , ნიჭიერო, საოცრად კარგი წიგნის ავტორო. . ურაკპარაკის სიამაყევ და გულშემატკივარო ყველა წევრების მიმართაც. ძალიან მიხარია თქვენი წარმატებები. ბრავო! ნეფერტარი გილოცავ წიგნის გამოცემას, ძვირფასო ადამიანო, ალალმართალო , ნიჭიერო, საოცრად კარგი წიგნის ავტორო. . ურაკპარაკის სიამაყევ და გულშემატკივარო ყველა წევრების მიმართაც. ძალიან მიხარია თქვენი წარმატებები. ბრავო!
20. ნუ წაშლით. საკუთარი თავის შეცნობა ყველას აინტერესებს :) ნუ წაშლით. საკუთარი თავის შეცნობა ყველას აინტერესებს :)
19. არადა წასაშლელად შემოვედი...჻) არადა წასაშლელად შემოვედი...჻)
18. რა საინტერესო იყო. ბევრი რამ ვიპოვე ჩემში აქ ხსენებული. რა საინტერესო იყო. ბევრი რამ ვიპოვე ჩემში აქ ხსენებული.
17. 1, 2, 3, 4, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15 - ეს მახასიათებს.
5, 6, 10 - ეს კი - არა.
საინტერესო იყო.
1, 2, 3, 4, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15 - ეს მახასიათებს.
5, 6, 10 - ეს კი - არა.
საინტერესო იყო.
16. მე-6 გარდა ყველა, მე -15 კი ძალიან Mძაფრად არის ჩემში.
ძალიან საინტერესო პუბლიკაციაა, ნეფერტარ მე-6 გარდა ყველა, მე -15 კი ძალიან Mძაფრად არის ჩემში.
ძალიან საინტერესო პუბლიკაციაა, ნეფერტარ
15. კოლეგებო და მწერლებო, პოეტებო,
ყოველი ჩვენთაგანის PM 500 წერილს იტევს მიღებულ-გაგზავნილს, ჩემი PM მუდმივად სავსეა, თითქმის ყველა, ძალიან გაბედულების გარდა რომლებიც კომენტარში წერენ მოსაზრებებს, PM -ით ამჯობინებს ჩემთან ურთიერთობას. გამოდის რომ მხარს უჭერენ ყველა ჩემს კომენტარს (ხან უხეშსაც, როცა ვერაფერს შეაგნებინებ ზოგიერთს, მერე სახრე უნდა ჰკრა სხვა გზა არ არის) ფარულად, ანუ სამართლიანობას მიწონებენ, მაგრამ ამას ღიად არ დებენ კომენტარად. მადლობა ასეთი თუნდაც ფარული მხარდაჭერისთვის ყველას.
მაგრამ ამჟამად ჩემს PM ში 1000 წერილზე მეტია, მიღებულშიც და გაგზავნილშიც, რადგან უპასუხოდ არავის ვტოვებ.
ამ საიტისთვის ძალიან აქტუალურ სტატიას ვამზადებ, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ წერილების ზღვა რაოდენობა მოჰყვება სწორედ PM -ში. ამისთვის სივრცე არსებული წერილებისგან უნდა გავათავისუფლო რომ ახალი წერილების მისაღებად ვიყო მზად. ამისთვის დროის გარკვეული მონაკვეთი მჭირდება, რადგან ვერცერთ წერილს ვერ წავშლი და ყველა უნდა გადავწერო გარე მეხსიერებაში.
ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ნინაობამდე პირადში წერილს ნუ მომწერთ, თუ აუცილებელი იქნება ჩემთან პირადი კონტაქტი, მომწერეთ აქ: lawyer.geo@gmail.com დღეში ერთხელ აუცილებლად შევდივარ და ყველა წერილს ვკითხულობ.
ყველას ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის და დიდ მადლობას გეუბნებით ღია თუ ფარული მხარდაჭერისთვის. პატივისცემით,
კოლეგებო და მწერლებო, პოეტებო,

14. ნეფერტარი! რა კარგი და რა საინტერესო ხარ! მასლოუს მიხედვით მხოლოდ მესამე მოვირგე.
ნეფერტარი! რა კარგი და რა საინტერესო ხარ! მასლოუს მიხედვით მხოლოდ მესამე მოვირგე.
13. ჰო, მილიონ ვარდზე გამახსენდა, :) პლაგიატის თემა გამოვჩიჩქნე მაგარი, თანაც მილიონ ვარდზე...
https://www.youtube.com/watch?v=IbPdvMOx9YM
ქურდობაც ასეთი უნდა ჰაააააააა... უყურე შენ !!! =))
ჰო, მილიონ ვარდზე გამახსენდა, :) პლაგიატის თემა გამოვჩიჩქნე მაგარი, თანაც მილიონ ვარდზე...
https://www.youtube.com/watch?v=IbPdvMOx9YM
ქურდობაც ასეთი უნდა ჰაააააააა... უყურე შენ !!! =))
12. მასლოუზე სულ ის მახსენდება, რომ არსებობენ გიჟები, რომლებიც საარსებო წყაროს ჰყიდიან და მილიონ წითელ ვარდს ყიდულობენ:)
კარგი პუბლიკაციაა ეს:) მასლოუზე სულ ის მახსენდება, რომ არსებობენ გიჟები, რომლებიც საარსებო წყაროს ჰყიდიან და მილიონ წითელ ვარდს ყიდულობენ:)
კარგი პუბლიკაციაა ეს:)
11. მადლობა თუ არ დამავიწყდა სტუდენტობისას შევიძენ... მადლობა თუ არ დამავიწყდა სტუდენტობისას შევიძენ...
10. ფრიდონ, თქვენ კარლ იუნგი უფრო დაგაინტერესებთ, ალბათ ჯიდუ კრიშნამურტიც... ნახეთ, მოგეწონებათ. თქვენი ნაწერებიდან გამომდინარე ვხვდები ამას.
ფრიდონ, თქვენ კარლ იუნგი უფრო დაგაინტერესებთ, ალბათ ჯიდუ კრიშნამურტიც... ნახეთ, მოგეწონებათ. თქვენი ნაწერებიდან გამომდინარე ვხვდები ამას.
9. და დამ.... 1 2 7 10 13..... უფრო მომანდომა ფსიქოლოგიურზე ჩაბარება... და დამ.... 1 2 7 10 13..... უფრო მომანდომა ფსიქოლოგიურზე ჩაბარება...
8. მასლოუს თუ დავუჯერებთ ყველაზე მეტად ეს ციფრები მოვირგე 1; 2; 3; 5; 10; 11; 12- დანარჩენი პუნქტები მეტ-ნაკლებად...
მასლოუს თუ დავუჯერებთ ყველაზე მეტად ეს ციფრები მოვირგე 1; 2; 3; 5; 10; 11; 12- დანარჩენი პუნქტები მეტ-ნაკლებად...
7. მე სადღაც გულში, ვხვდებოდი რომ კაი ტიპი იყავით ტენდი. გამეხარდა რომ მისაღები აღმოჩნდა თქვენთვის რაც დავწერე და ყველა პუნქტს რომ გამოეხმაურეთ, ისიც გამეხარდა.
7 დეკემბერი კარგი დღე იქნება ჩემთვის. :)
მე სადღაც გულში, ვხვდებოდი რომ კაი ტიპი იყავით ტენდი. გამეხარდა რომ მისაღები აღმოჩნდა თქვენთვის რაც დავწერე და ყველა პუნქტს რომ გამოეხმაურეთ, ისიც გამეხარდა.
7 დეკემბერი კარგი დღე იქნება ჩემთვის. :)
6. ოი, ნეფერტარ, რა საინტერესო რამ მოგიტანია ჩვენთვის! :) აქამდე არ წამიკითხავს და ძალიან ცუდია. ხშირად ვერ შემოვდივარ და ალბათ, ამიტომ.
კაი ტიპი ვყოფილვარ, ნეფერტარ, გამიხარდა. :)))))))))))))) 1, - კიი. მაინტერესებს. 2 - ყველას ისეთად ვიღებ როგორებიც არიან, მაგრამ თუ რელიეფური დამიკიდებულება მაქვს, მაშინ. :) 3. - რამდენად უბრალო და ბუნებრივი ვარ, არ ვიცი, რაცა ვარ, ესა ვარ, მაგრამ თვითგამოხატვაში ტავისუფალი ვარ. :))) 4. - მგონი ესეც. შენ თქვი, ასეა, თუ არა. :)))))))) 5 - აი, მეხუთე ხომ მე ვარ და მე ვარ ნამდვილად. :)))) 6 - ესეც. :))) 7. - ესეც. 8. - ესეც. 9. - რასაკვირველია. :)) 10. - აი, ეს ხომ ნამდვილად. :))) 11 - უჰ, კიიი! ვენახის გასხვლაც კი ვისწავლე. :)) 12. - მგონი, ვიცი კარგისა და ცუდის გარჩევა. :) მგონი არა, ვიცი. :)) 13. - კიი, ნეფერტარ, როგორც თევზი წყალში, იუმორთან მასე ვარ. :)))) 14. - მე არც ვიცოდი, ლალიმ მითხრა რომ კრეატიული ვარ. :)) 15. - ჰოოო. ეგ თავისთავად. :)))
ამას ვწერ, რომ წაკითხო და მერე წავშლი. :)))
ოი, ნეფერტარ, რა საინტერესო რამ მოგიტანია ჩვენთვის! :) აქამდე არ წამიკითხავს და ძალიან ცუდია. ხშირად ვერ შემოვდივარ და ალბათ, ამიტომ.
კაი ტიპი ვყოფილვარ, ნეფერტარ, გამიხარდა. :)))))))))))))) 1, - კიი. მაინტერესებს. 2 - ყველას ისეთად ვიღებ როგორებიც არიან, მაგრამ თუ რელიეფური დამიკიდებულება მაქვს, მაშინ. :) 3. - რამდენად უბრალო და ბუნებრივი ვარ, არ ვიცი, რაცა ვარ, ესა ვარ, მაგრამ თვითგამოხატვაში ტავისუფალი ვარ. :))) 4. - მგონი ესეც. შენ თქვი, ასეა, თუ არა. :)))))))) 5 - აი, მეხუთე ხომ მე ვარ და მე ვარ ნამდვილად. :)))) 6 - ესეც. :))) 7. - ესეც. 8. - ესეც. 9. - რასაკვირველია. :)) 10. - აი, ეს ხომ ნამდვილად. :))) 11 - უჰ, კიიი! ვენახის გასხვლაც კი ვისწავლე. :)) 12. - მგონი, ვიცი კარგისა და ცუდის გარჩევა. :) მგონი არა, ვიცი. :)) 13. - კიი, ნეფერტარ, როგორც თევზი წყალში, იუმორთან მასე ვარ. :)))) 14. - მე არც ვიცოდი, ლალიმ მითხრა რომ კრეატიული ვარ. :)) 15. - ჰოოო. ეგ თავისთავად. :)))
ამას ვწერ, რომ წაკითხო და მერე წავშლი. :)))
5. ამან ის გამახსენა, სკოლაში გოგონებს რომ ჰქონდათ რაღაც შესავსები დღიური,ბიჭები რომ ვართმევდით და ერთმანეთს თავში ვურტყამდით :) მადლობა აბრაჰამ მასლოუსაც და ნეფერტარ,თქვენც.
ამან ის გამახსენა, სკოლაში გოგონებს რომ ჰქონდათ რაღაც შესავსები დღიური,ბიჭები რომ ვართმევდით და ერთმანეთს თავში ვურტყამდით :) მადლობა აბრაჰამ მასლოუსაც და ნეფერტარ,თქვენც.
4. საინტერესოა.... საინტერესოა....
3. ნეფერტარ, ვიცოდი,რომ რაიმე განსხვავებულს და ინოვაციურს შემოგვთავაზებდით "სხვა"-ში. ახლა აღმოვაჩინე,რომ ჩემს თავს მთლად კარგად ვერ ვცნობ :)
1, 5, 7, 8, 9, 10, მგონია ეს ნიშნები მაქვს, თუმცა რიგითი მოვლენების განდგომით ზოგჯერ წლობით ჩაკეტვითაც ვერ "შველის ადამიანი თავს" ეს ყველაზე გამონაკლისი და იშვიათი შემთხვევაა,მაგრამ ფაქტია -არსებობს,ხშირად მიზეზებიც კი გაუგებარია (ეგებ -სიკვდილამდე,მაგრამ დასაწყისსაც აქვს საბედნიეროდ დასასრული,იმისთვის რომ ადამიანმა შვება იგრძნოს მიწიერებისგან ) ეს კი დავწერე ახლა მაგრამ კიდევ გადავავლებ თვალს! (არის აქ ბევრი რამ,რასაც ერთი წაკითხვით მხოლოდ ზედაპირულად აღიქვამს ადამიანი და საჭიროა მისი "გაანალიზება სრულ ასპექტში". სიმართლე რომ გითხრა თქვენს პროზასაც ველოდი ახლა :) ნეფერტარ, :* კარგია საინტერესო სამყაროში მოგზაურობა წიგნით,ძალიან მიმზიდველი,სასიამოვნო და საინტერესო!
ნეფერტარ, ვიცოდი,რომ რაიმე განსხვავებულს და ინოვაციურს შემოგვთავაზებდით "სხვა"-ში. ახლა აღმოვაჩინე,რომ ჩემს თავს მთლად კარგად ვერ ვცნობ :)
1, 5, 7, 8, 9, 10, მგონია ეს ნიშნები მაქვს, თუმცა რიგითი მოვლენების განდგომით ზოგჯერ წლობით ჩაკეტვითაც ვერ "შველის ადამიანი თავს" ეს ყველაზე გამონაკლისი და იშვიათი შემთხვევაა,მაგრამ ფაქტია -არსებობს,ხშირად მიზეზებიც კი გაუგებარია (ეგებ -სიკვდილამდე,მაგრამ დასაწყისსაც აქვს საბედნიეროდ დასასრული,იმისთვის რომ ადამიანმა შვება იგრძნოს მიწიერებისგან ) ეს კი დავწერე ახლა მაგრამ კიდევ გადავავლებ თვალს! (არის აქ ბევრი რამ,რასაც ერთი წაკითხვით მხოლოდ ზედაპირულად აღიქვამს ადამიანი და საჭიროა მისი "გაანალიზება სრულ ასპექტში". სიმართლე რომ გითხრა თქვენს პროზასაც ველოდი ახლა :) ნეფერტარ, :* კარგია საინტერესო სამყაროში მოგზაურობა წიგნით,ძალიან მიმზიდველი,სასიამოვნო და საინტერესო!
2. 1; 3; 5; 6; 11; 13.
საინტერესო იყო. 1; 3; 5; 6; 11; 13.
საინტერესო იყო.
1. ობიექტური რომ ვიყო ჩემი თავით დავიწყებ :
1, 3,4, 7, 9,10, 11,12, 13 - ესენი ნამდვილად მაქვს.
2, 5, 8, 14, 15 - ამ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ ისე, როგორც მასში მოცემული პოსტულატები ითხოვს.
ისე, ადამიანის მოთხოვნილებების ნაძვის ხე საინტერესოდ გამიყურება. :)
ობიექტური რომ ვიყო ჩემი თავით დავიწყებ :
1, 3,4, 7, 9,10, 11,12, 13 - ესენი ნამდვილად მაქვს.
2, 5, 8, 14, 15 - ამ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ ისე, როგორც მასში მოცემული პოსტულატები ითხოვს.
ისე, ადამიანის მოთხოვნილებების ნაძვის ხე საინტერესოდ გამიყურება. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|