ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2018


შეუძლებელი

ახლა ქარები იმეტებენ იმაზე მეტად
გუბეებისთვის მოტორმტანე ბზართა იარებს,
ვიდრე სხეულში, ღრმად სხეულში უცნობმა მეტას-
ტაზების რიგმა ფეხაკრეფით გადაიარეს.
და ბაყაყებიც გაიტყორცნენ დუმფარებიდან...
და ბაყაყებმაც გამოტყორცნეს ყიყინი წყალზე,
მედიდურობა შეიმჩნიეს დაუფარავი
ჯერ არნახული ჩემი თვალით და ვიცი ხვალ-ზეგ
მივაჩერდები მოძრაობას უძრაობაში,
მომაჩერდება პირაქეთ და პირიქით მწყრალი,
საყვედურები ბუშტუკებად ამოძვრებიან
გუბის ფსკერიდან, სანატრელი რომ გახდა წყალი
მარადიული წყურვილების დასაოკებლად;
მარად უბრალო მწყურვალები ვმარცვლავდით ქვიშას,
ქვიშასთან ერთად - წლებს, ერთმანეთს. ზეცას კოკები
ქვემეხებივით მივუშვირეთ და რაღა გვიშავს,
თუ ვერ შევწყვიტეთ არსებობა, ჩვენზე ახია,
ცრუ მოლოდინმა ამოშრიტა სულის ემბაზი;
როცა ხეები ქარიშხლებში ტოტებს დახრიან,
ბუმბულს დაყრიან ფრინველები როცა გემბანზე
-შესამჩნევია არსებობის დაქუცმაცება.
მაინცდამაინც ,,ბრინჯის ყანებს წასკდათ გოდება’’,
მაინცდამაინც დავყრუვდით და არ გავიგონეთ,
ვერ გავამხილეთ ნიაღვარი რად გვიგროვდება
მარტოობისას, დამძიმებულ ქუთუთოებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები