ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2018


აი ასე!

ჩვენი სიყვარული -
მარადიული ცეცხლი ჩვენს შორის.
შენ - მაწანწალა ძაღლივით თავისუფალი,
ჩამოირბენ როცა ისურვებ
და მიაფსამ კიდეც ამ ცეცხლს
თუკი ისურვებ.
მე - საპატიო მცველი -
ხელებდამწვარი,
მხრებდამწვარი
თვალებდამწვარი -
რადგან ქარი მხოლოდ ჩემსკენ უბერავს.

აი ასე,  ძლივს არ დავლაგდით?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები