ამ ჩემს ჭაღარას ჩვეულებრივი წევრი გაწევრიანდა: 1 აპრილი, 2010 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 21 მაისი, 2010 23:31:09
უცნაური მონატრება
არ მინდა ლექსები! ვერ ვიტან სტრიქონებს! – შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა! ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ – არ მინდა ლექსები!.. აღარც შენ მინდიხარ!.. . მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი – მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს, გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი: მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს . ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და მაცხოვრის დედასაც მშობლები ვუგინო! გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა... უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ! . რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!.. მთავარი დედობის მანდილის ამბავში... თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები! . ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას – შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!.. სხვა სიყვარულობის მეობის გაგება – ეს არის კაცობის პირველი პრინციპი! . მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე... დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი... . შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი, არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ! ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე... . არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული! თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!.. არ მინდა ქალები!.. არ მინდა ბუმბული!.. არ მინდა ლექსები!.. ფ ე ხ ე ბ ზ ე მ კ ი დ ი ხ ა რ ...
გასაბერი ქალი
შენ დამიმტკიცე – სილამაზე არის ნაგავი! და სიყვარული სულელების ცრუ სატყუარა! ჩემი ღირსება ბავშვი არის გასალახავი და გაბერილი საპნის ბუშტი – ჩემი მუქარა... . შენ დამანახე – შემიძლია ვიარო ლეშმა და ვერასოდეს შევასრულო დანაპირები... რომ ჩემნაირებს არ სჭირდებათ ვირებზე შესმა, რადგან ვერასდროს შეჯდებიან ვირზე ვირები! . მე ვარ მეზღაპრე! – ვნების ზღაპარს ვერ ავისრულებ! გვიანიც არის ჩემთვის ალბათ იმის შეტყობა, რომ ჭკვიანია ვინც არ ეძებს ტრფობის სირთულეს და სულ მარტივად – გასაბერი ქალით ერთობა... . სულ გულში ცქერაც არ ყოფილა თურმე საჩემო, სჯობდა გარედან შემეხედა – ღირდა თუ არა... და ჩემს სიყვარულს ისე ვუვლი ახლა გარშემო მაგელანმა რომ დედამიწას შემოუარა... . ის არც კი ბრუნავს და არც ვინმეს სითბოს უნახავს, გასაბერ ქალზე არის მგონი ისიც თანახმა... და ისე მიკვირს, გაუკვირდა როგორც უნახავს მოულოდნელად დედიმისის მძღნერის დანახვა: . ნუთუ ასეთი იყო ღმერთი, რომელიც მწამდა და სამოთხეზე უფრო მეტად ისურვა სულმა! მე არ ვიცოდი იმის გემო, მუდამ რომ ვჭამდი... არც ახლა ვიცი რომელი ვარ – ვირი თუ ხურმა... . ამის მნახველი თვალიც რაღა გასახელია, მინდა საფლავზე დამაწეროთ დანაბარები: სუყველა ქალი ბოლოს მაინც გასაბერია! და სულერთია ვის რა ფერის დააქვს თვალები... . არც კიტრად ღირდა ნატარები დღემდე ღირსება, მისი დაკარგვით არაფერიც არ დამაკლდება! ბევრი ცდილობდა უშედეგოდ ამის მტკიცებას... შენ დაამტკიცე... მე გილოცავ ამ წარმატებას! . ამის შემდეგ კი არც აზრი აქვს ამარჩევინო – ასე შემდეგი გაგრძელდება თუ ეტ ცეტერა... ეს შენ შეძელი – ბოლოს მაინც დამაწერინე ლექსი, რომელიც არ მინდოდა რომ დამეწერა!