დღიურები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე
როგორ ხარ თეა მე ცუდად როდის გადავიტანე ნეტა წუხანდელს

დღიური: უვაშლო ევა.
ხოოო? ყველა ეგრე ამბობს ერთს მოვკბეჩო, მერე მე რაღა დამრჩება ყველამ თითო რომ მოკბიჩოს? არა, არა მეთქიი
უვაშლო ევა 2008-04-30 11:19:38

მეც გეფერებიიიიიიიი, მონატრებულო მალე შეხვედრის იმედით

ბატონიშვილს ჩემი მოკითხვა და სალამი

დღიური: ლელა-65.
ლელა გაიხარე  ძვირფასო. ნეკერ.რა მინდა გთხოვო კარგო,შენს გვერდზე რო ვშაირობდით,ხო გახსოვს?მგონი გაქ მაგი და სკაიპზე ვერ გადმომიგზავნი ამ მისამართზე ბექაახალაია.კაი? მოგეფერე.

დღიური: ლელა-65.
დროებით უნდა აცალო, ნუ შეაწუხებ ბექაოო, ქალია მაინც ხო იცი! გულში არ ჩაჰყვეს წყენაოო!...
ლელა-65 2008-04-30 01:53:06

დღიური: ლელა-65.
ნეკერას სიცხემ უმატა, თავი ასთკივდა ძალიან! ასე თქვა ვეღარ გავკაფავ, სადღა მაქვს მაგის თავია!...
ლელა-65 2008-04-30 01:51:01

დღიური: ლელა-65.
ხო კიდევ ერთი ნეკერავ, კოლხებიც ნაღდი მგლებია, სვანისა ჩემო ძვირფასო, არასდროს შამშინებია, დამნაშავესა მიწაზე, კი დაუწყია შხვართალი, გულლომ ვაჟკაცად იგულე, კაცი ნაღდი და მართალი.

დღიური: ლელა-65.
რაღას აკეთებს ნეკერა, ვითომ ამ შუაღამითა, ახლა მიზეზობს რაღაცას, მოწამლულია შხამითა. ჩემზე ფიქრებში ისველებს, მაგ ლამაზ თვალებს ნამითა, ცოლად მოყვანას დავპირდი, კმაყოფილია ამითა.

დღიური: ლელა-65.
რას ამბობ თამარ ძვირფასო, ვინცხას შევმოსავ შავითა, სვანს არ გავატან ნეკერას, ჩემი ცოცხალი თავითა. ჩემთვის ვიტოვებ ნეკერას, თავისსა გულის სწორთანა, ბაღნებს გამიზრდის მაინცა, ნაყოლებს პირველ ცოლთანა.

დღიური: ლელა-65.
უუუჰ, შენ რა გითხრა, ბექუნა, მომხადე ლეჩაქ-მანდილი... მე კოლხი ბიჭი მეგონე, - ლენჩი ყოფილხარ ნამდვილი! მე სვანთან არ გაგატანო ნეკერა, ჩემი გაზრდილი!

დღიური: ლელა-65.
სასაცილოა ღმერთმანი ამ ბიჭის კამყოფილება, ნეტავ მეცალოს ნახავდით მეორე განყოფილებას, სვანეთში მე შენ მიტაცებ? კბილი არ მოგჭრა შვილოსა, დეიდაშვილნი სვანნი მყავს გაგგზავნენ საიქიოსა, შაირს თვალს ვეღარ ვადევნებ საქმე მაქვს თამარ, ლელაო, თქვენ ჩაგაბარებთ ამ ბიჭსა უპოვეთ  თავის ყველაო.
ნეკერა 2008-04-30 01:30:58

მადლობ ნატა გაიხარე ქრისტე აღსდგა!!! ყველას გილოცავთ
ბარნომუსია 2008-04-30 01:30:33

დღიური: ლელა-65.
თქვენ გაიხარეთ ქალებო, ქალი ხო მაინც ქალია. სად დამიმალეთ ნეკერა, მაგას დაუდგეს თვალია, მე ,,პაჟარნიას" ვურეკავ, ჩაუქროს ცეცხლის ალია.

დღიური: ლელა-65.
ბიჭო, გადამჭერ ყურებთან არ მოსაჭრელი თავია? სვანისთვის მიგყავს ნეკერა? სვან კაცის შესართავია?

დღიური: ლელა-65.
დილიდან ლექსის წერითა გამლაყებია თავია, ვერ დავასვენე კალამი გადავიღალე ძალიან, მე სათვალავში ნუ მაგდებთ, აღარ მაქვს ლექსის ძალია ხელი არ მემორჩილება, ვერც მოვიქნიე ხმალია! ერტი ორ სიტყვას ვიტყვი და მე მოვიხადე ვალია!
ლელა-65 2008-04-30 01:27:08

დღიური: ლელა-65.
სად დაიფანტნენ კაცები? ვკაფიობ, განა ვსტირიო? ბავშვებთან ბრძოლას ჯობია ისევ გავხედნო ვირიო!

დღიური: ლელა-65.
შეკერილი მყავს ნეკერა, მე უკვე კაი ხანია, ისე მადლობა თამარი, რომ მაინც მომეც ბანია, ნეკერა მიმყავს სვანეთში, ძმაკაცი კი მყავს სვანია.

დღიური: ლელა-65.
სადაა გეკო ნეტავი? ამოგიდგება მხარშიო... ისიც არ ვიცი, რა გითხრა, - ჩემთან ხარ თოთო ბავშვიო...

დღიური: ლელა-65.
ან ვინმე კაცი მოიხმე მოსაშველებლად, შვილოსა... თორო სამ ქალს ვერ გაგვიძლებ, უკვე შეგეტყო კილოსა!

დღიური: ლელა-65.
სხვისი არ ვიცი ბექა და მართლა მიყვარხარ ძალიან, შენთან საომრად ძვირფასო, იმიტომ არა მცალია!
ლელა-65 2008-04-30 01:20:37

დღიური: ლელა-65.
ბექა, ჩავიცვამ შარვალს და ამოგიდგები გვერდსაო... მიდი, ნეკერა შეკერე, მე ლელას ვეტყვი ლექსსაო...

დღიური: ლელა-65.
დამპატიჟებელს ნუ გგონავ, რომ გამოვიწვევ ხმალშია, ისედაც ვიცი გიყვარვარ, სულ გელანდები თვალშია, ჩემზე ფიქრებში იწვები, მაგ შენი ტრფობის ალშია.

დღიური: ლელა-65.
ისე, არა ვართ მართლები, - ბექა დავჩაგრეთ ქალებმა! (ქურთულად რეჩი დავარტყა - დაიფსას ჩემი თვალებმა!...)

დღიური: ლელა-65.
რაის კანკალი რას ამბობ? ნუ დამიჩაგრე ბავშვია! ბექა ყველაფერს ნუ ამბობ! რაც კი მოგივა თავშია! ქალს ლამაზად ეკაფიე, რომ მოაწონო რითმები! ყურში ჩურჩულით უთხარი, ქალაუ ჩემი იქნები, ისე დაჰკივი საბრალოს როგორცა მგელი კრავსაო აბა მასეთი კილოთი ქალს შაააყვარებ თავსაოოო?!....
ლელა-65 2008-04-30 01:16:20

დღიური: ლელა-65.
უკვე თანდათან ქალებო, ხო გაგითხარეთ სამარე? გული მაქ სანეკერე და კაფია კი- სათამარე.

დღიური: ლელა-65.
სად წახველ, ბექა, ნეტავი, ჩემს დანახვაზე ქრებიო? კაფია შემოგელევა, - დაიხმარ ანდაზებიო!

დღიური: ლელა-65.
შაირი არ დამლევია, არვინ იფიქროს ამაზე, შემომირეკეს მობილზე ვიღაც მპატიჟებს ყავაზე... ბეკას კი დიდი ბოდიში, ორგულობას და ღალატზე
ნეკერა 2008-04-30 01:11:56

დღიური: ლელა-65.
არ მოიწყინოთ, აქა ვარ! მოვედი ქალი თამარი! ჩემთან კაფიის მსურვალმა შემოიჭიროს ქამარი!

დღიური: ლელა-65.
ნეკერ გაგიცვდა შაირი, ნუ ამწკლარტუნებ ენასა, ნუ ეტანები,არ გირჩევ, მაგ ლამაზ თითზე კბენასა.


1 2 3 ... 1478 1479 1480 ... 1486 1487 1488