ამასწინათ ჩავატარეთ აქცია ურაკპარაკის დასახმარებლად და 3 წლით ჰოსტინგის და დომეინის გადასახადი გადავიხადეთ
მადლობას გიხდით ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ საქმეში
მადლობა ურაკის სიყვარულისთვის და გვერდშიდგომისთვის
ასევე ამ დღეებში გუგლის სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ საიტზე სულ უფრო მეტი მომხმარებელი შემოდის მობილურების დახმარებით
2019 წლის მონაცემებით 67% შემოდის მობილურით და მხოლოდ 31% პერსონალური კომპიუტერით ( იხილეთ მეზობელ თემაში )
თუმცა, იმის გამო, რომ არ არის საიტი გათვლილი მობილურზე და უფრო კომპიუტერზეა მორგებული
საიტის ბევრ წევრს წვალება უხდება საიტზე კითხვისას
ამიტომ გადავწყვიტე მობილური ვერსიის შექმნა, რაც ბევრად გაამარტივებს საიტზე მობილურით შემოსვლას
უკეთესს გახდის მობილურზე საიტის აღქმადობას და ბევრი ფუნქცია, რომელიც მანამდე არ მუშაობდა მობილურში, ახლა უკვე გამოყენებადი იქნება
თუმცა, როგორც ყველა საქმეს, ამასაც ფული ჭირდება და არც თუ ისე ცოტა
დავაზუსტე პროგრამისტთან და საიტის გადაკეთებას ( ანუ საიტი იქნება მორგებული მობილურებზეც და ჩვეულებრივ კომპიუტერებზეც )
დაჭირდება 300$დან 500$-მდე თანხა ( ლარებში ეს დაახლოებით 900 დან 1500 -ლარამდეა )
ვიწყებ კამპანიას "გავამობილუროთ ურაკპარაკი"
ვისაც გექნებათ საშუალება და სურვილი შეგიძლიათ თანხა ( რისი საშუალებაც იქნება ) ჩარიცხოთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე
ან გადაიხადოთ პეიბოქსების საშუალებით, რომელიც ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა.
თანხა ცოტა არაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საიტზე დღის განმავლობაში შემოდის 500-დან 1100 უნიკალური ვიზიტორი
საშუალოდ თუ ჩავთვლით, რომ 750 ადამიანია, თითოეულმა ვთქვათ მარტის თვის რომელიმე დღეს, რომ ჩარიცხოს თუნდაც 2 ლარი
ერთ თვეში შეგროვდება ამის ფული ( ძალა ერთობაშია )
გასაგებია, რომ ყველა არ ჩარიცხავს, ზოგს სურვილი არ ექნება, ზოგს საშუალება, ზოგსაც უბრალოდ დაეზარება
მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომელთათვისაც ურაკპარაკი მნიშვნელოვანია და ისინი აუცილებლად ჩარიცხავენ, ზოგი ცოტა მეტსაც ჩარიცხავს და ასე შეგროვდება
ერთ თვეში თუ არა, სამ თვეში მაინც.
იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში
შეგიძლიათ ეს თემა ფეისბუკზეც გააზიაროთ და ვინმეს იქნებ იქიდანაც გაუჩნდეს სურვილი დახმარების
დანარჩენს დრო გვიჩვენებს
ყველა ჩამრიცხველის სახელი და ნიკი პერსონალურად გახმოვანდება მადლობასთან ერთად
გარდა იმათი, ვინც მოითხოვს ამის დაფარვას.
გარდა ამისა, გავხსნი დამატებით თემას, სადაც თქვენს სურვილებს მოვაგროვებთ
იმაზე, თუ რა ფუნქცია იქნება კარგი, რომ დაემატოს საიტის მობილურ ვერსიას
ახალ დიზაინზეც შეგვიძლია ვიზრუნოთ
ანგარიში საქართველოს ბანკში GE26BG0000000877415200
პირადი ნომერი 53001026974
დანიშნულებაში მიაწერეთ თქვენი ნიკი ან გვარი და სახელი ( საჭიროების შემთხვევაში "გამოქვეყნების გარეშე" )
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიწეროთ jonatan livingstoni ან მოგვწეროთ ადმინზე ( მოგვწერეთიდან )
ან მეილზე urakparaki.ge@gmail.com
წინასწარ გიხდით მადლობას ყველას, ვისაც გულთან მიგაქვთ საიტის გასაჭირი და თანადგომას იჩენთ!
დიდი ხანია ვფიქრობ და მავიწყდებოდა მოწერ. კარგი იდეაა და ვუერთდები. აპლიკაციის გარეშე მიჭირს ბევრი რამის კეთება, კომენტარსაც ვერ ვწერ ზოგჯერ. მიხარია რომ იდეა არსებობს და გამოვა ზუსტად ვიცი.
ჩემი საყვარელი საიტია, ყველანაირად შევეცდები წვლილი შევიტანო, მიხარია ინიციატივა, გილოსი არ იყოს მეც დავშლიგინებ მაგრამ ზოგჯერ გაორმაგებულ კომენტარებს წერს და ქულებს მაშიგენებს
ჩემი საყვარელი საიტია, ყველანაირად შევეცდები წვლილი შევიტანო, მიხარია ინიციატივა, გილოსი არ იყოს მეც დავშლიგინებ მაგრამ ზოგჯერ გაორმაგებულ კომენტარებს წერს და ქულებს მაშიგენებს
მინდა გაგახაროთ, გუშინვე მოხდა ორი ჩარიცხვა ( თან ორ ლარზე ბევრად მეტის ) და იმედი გამიჩნდა, რომ ამ საკითხსაც უპრობლემოდ მოვაგვარებთ
დიდი მადლობა ამ ორ ადამიანს: ლელა მგელაძეს და ირაკლი ასლანიკაშვილს ასეთი დაუყოვნებელი რეაგირებისთვის
და საიტის სიყვარულისთვის
საინტერესო იდეაა, ჩემი საყვარელი საიტია ურაკპარაკი. მე ყოველთვის კომპიუტერით შემოვდივარ საიტზე, მაგრამ ვისაც მობილურით შემოსვლა მოუნდება, იმათთვის კარგი იქნება ეს იდეა თუ განხორციელდება. წარმატებები ადმინისტრაციას ამ კარგ საქმეში.
საიტის განახლება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა მოხდეს, რათა იგი შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ საკითხზე ზრუნვას და თანხის შეგროვებას, მით უკეთესი. ნურავის მოერიდება ორი, ან თუნდაც ერთი ლარის ჩარიცხვა. წაკითხვისთანავე შეიძლება რეაგირება, როგორც ეს ლელას და ირაკლის შემთხვევაში მოხდა. ირაკლი უკვე მესამედ რიცხავს თანხას, თუ არ ვცდები. ნამდვილი სპონსორია
მეც მიყვარს ეს საიტი და სიამოვნებით ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო. თუმცა ხანდახან მავიწყდება და არ გაგიკვირდეთ, მაგრამ პირადი ნომერი მაქვს უკვე და ჩავრიცხავ აუცილებლად. თანახმა ვარ საიტის განახლებაზე.ისე მობილურით მეც დავხრიგინებ თუ როგორც ზოგზოგიერთებმა თქვეს, დავშლიგინებ
ურაკპარაკის ადმინისტრაციის და ურაკპარაკის ყველა წევრი მიყვარს და ვეცდები ყოველთვის მცირედით მაინც გამოვხატო მათი სიყვარული და თანადგომა თუ კი რაიმე განახლება და საუკეთესო იდეები გამხორციელდება საიტის მიმართ.
სიმართლე გითხრათ, მობილურით არასდროს შემოვსულვარ, რადგან მობილურით კითხვასაც ვერიდები და წერასაც (მხედველობის მოფრთხილების მიზნით), მაგრამ მობილური ვერსია აუცილებლია, რადგან ელემენტარული სტანდარტია (ანუ ეს აუცილებლობას წარმოადგენს და არა ფუფუნებას!)...
გარდა ამისა, უბრალოდ უხერხულია: წლების განმავლობაში ერთი ადამიანი ინახავდეს რესურსს, რომლითაც ამდენი ხალხი სარგებლობს (მაგრად ტეხავს!)... თან, მართლა თითო-თითო ლარობითაც კი შეგროვდება ნებისმიერი თანხა, რაც საიტის შენახვას სჭირდება... მოკლედ, ვისაც რამდენი შეუძლია იმდენი რომ გაიღოს: საერთო საქმეც გაკეთდება და თავადაც არაფერი დააკლდება!
თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ყველა საიტს უნდა ჰქონდეს მობილური ვერსია, ფულს გადმოვრიცხავ აუცილებლად და ბარემ აქვე ვიტყვი, ფეისბუქზე ურაკპარაკის ჯგუფი აქტიურია?