ფორუმი


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია

1 2 3
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2020 15:43:04
"სიდნი" დაწერა:
...  ფეისბუქზე ურაკპარაკის ჯგუფი აქტიურია?


სამწუხაროდ არაა აქტიური
მე და ცუკერა ვერ ვმეგობრობთ, უფრო სწორად მე და ფეისბუკი
შესაბამისად არც იმ გვერდზე ხდება აქტიურად არაფერი
თავის დროზე ერთი კარგი ადამიანი თავისი ინიციატივით დებდა კარგ აქტივობებს, მაგრამ კარგა ხანია აღარ ხდება ეს
თუკი ვინმე ითავებს და რამე საინტერესოს შემოგვთავაზებს, განვიხილავთ და იქნებ ფეისბუკშიც გავააქტიუროთ ურაკპარაკი

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2020 15:44:00
"ლ. ლორია" დაწერა:
  მშვენიერი იდეაა, დღეს დღის ბოლომდე საიტს  სამი ლარი ჩემგან და უფრო მეტი სიყვარული..


მიღებულია 
მადლობა თანადგომისთვის ლევან

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2020 15:50:00
"ტენდი" დაწერა:
ძალიან მიყვარს ეს საიტი, ირმაც და ნიკიც...ჯონიკასაც უყვარს.  <3

"jonatan livingstoni" დაწერა:

ტენდი   ჯონიკას მე არ ვუყვარვარ, ნეტავ ?


ამხანაგო თოლია!!!
გარკვევით წერია: ირმაცო 
ტენდის უყვარხარ ანუ

ჯონიკამ თქვა, კიო, შორიდან რავა არ მიყვარს, კაი ტიპიაო, მარა არც კი მინახავს და აბა ახლოდან როგორ შევიყვაროო? 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2020 16:24:10
ახლა პერსონალური მადლობები 

როგორც ვთქვი, განცხადების დადების დღესვე დაუყოვნებლივ ჩარიცხეს ფული ლელა მგელაძემ და ირაკლი ასლანიკაშვილმა
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ

ასევე დიდი მადლობა თითოეულ მომდევნო დღეს საიტის დასახმარებლად გაღებული თანხებისთვის  :

საიტის ინკოგნიტო გულშემატკივარს, რომელმაც პეიბოქსიდან ჩარიცხა 100 ლარი
სამწუხაროდ პეიბოქსი არ აფიქსირებს მონაცემებს, შესაბამისად საიტის ეს გულშემატკივარი ინკოგნიტოდ რჩება
თუმცა ფაქტია ჰოსტინგის ფულის შეგროვებისასაც ჩაირიცხა 100 ლარი. თანხების თანხვედრით თუ ვიმსჯელებთ, ისევ ის ადამიანია
დიდი მადლობა მას ასეთი თანადგომისთვის

დიდი მადლობა თამარ ბუკიას, საიტის უძველეს წევრს, რომელიც საიტის პირველივე დღეებიდანაა საიტზე და ყოველთვის გვერდში უდგას მას

მადლობა საიტის ერთერთ წევრ ქალბატონს, რომელმაც წინა აქციაზეც იაქტიურა და რამოდენიმეჯერ ჩარიცხა თანხა და ახლაც, როგორც მაშინ, უცნობად ამჯობინა დარჩენა

მადლობა საიტის ერთერთ საინტერესო წევრს mrs.smith რომელიც ასევე თითქმის დასაწყისიდანაა და გვერდში უდგას საიტს

მადლობა ლევან ლორიას

მადლობა თემური57-ს

ერთერთ წევრს, რომელმაც ასევე უარი თქვა ვინაობის გაცხადებაზე

და კიდევ ერთ წევრს, რომელმაც ასევე პეიბოქსიდან ჩარიცხა 3 ლარი და მისი ვინაობაც უცნობია ანალოგიურად

ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის

და აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ არის პრობლემა თუნდაც პატარა თანხების ჩარიცხვა, რადგან ბევრჯერ მცირე თანხა ჯამში დიდი თანხაა

ამ მომენტისათვის გვაქვს შეგროვილი 174 ლარი რაც არის 11.5% საჭირო თანხისთვის
იმედია მეტი აქტიურობა იქნება და მალე მივაღწევთ სასურველ შედეგამდე  ( კიდევ გვაქვს მორჩენილი წინა აქციიდან ცოტაოდენი თანხა და ისიც დაემატება )

ასევე, გავხსნით თემას, სადაც კარგი იქნება, რომ დავპოსტოთ ის პრობლემები, რაც გვაწუხებს მობილურით შემოსვლისას, რომ გავითვალისწინოთ

მადლობა ყველას ერთხელ კიდევ











ანანე კიკნაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2020 16:47:13
მშვენიერი. ნელ-ნელა შეივსება. <3

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2020 17:53:22
იმედი მაქვს, იმედი 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 მარტი, 2020 11:56:57
13.6% გახდა უცებ 

10 წუთის წინ ჩარიცხა ერთმა კარგმა ადამიანმა 30 ლარი და არ გამამხილოთო გვთხოვა
დიდი მადლობა მას

204 ლარი ანუ 13.6%
მივიწევთ ჯიუტად წინ, მობილური ვერსიისაკენ
ალექსანდრე ნარსია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 მარტი, 2020 17:34:24
ურაკპარაკელების პოეზიის საღამოებიც რომ გაიმართოს კარგი იქნება, ურაკპარაკი როგორც ლიტერატურული პორტალი მართავს საღამოს და მსგავსი, რაც შემიძლია თქვენს გვერდით ვიქნები, იდეები უნდა იყოს ბევრი. ლიტერატურული გაზეთი ურაკპარაკი თუნდაც პატარა , რომ დაიბეჭდოს კარგი იქნება

ნინა გორდაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 მარტი, 2020 23:13:59
ლიტ. კაფე ურაკპარაკი

აბა წამოვიდა იდეები!

მარი მემანიშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 მარტი, 2020 12:00:35
ლიტერატურული კაფე  "ურაკპარაკი" ძალიან კარგი იდეაა.
რამდენ  ვირტუალურ ნაცნობს შეახვედრებდა
რამდენს კიდევაც შეარიგებდა 

ანანე კიკნაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2020 01:24:39
დრო იყო, კვირაში რამდენჯერმე თუ არა ერთხელ მაინც იყო რაიმე საღამო ან შეკრება. რამდენი მეგობარი და კარგი ნაცნობი გაგვიჩნდა აქაურობის მეშვეობით...

სამყაროს მიღმა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2020 22:35:39
"მარი მემანიშვილი" დაწერა:
ლიტერატურული კაფე  "ურაკპარაკი" ძალიან კარგი იდეაა.
რამდენ  ვირტუალურ ნაცნობს შეახვედრებდა
რამდენს კიდევაც შეარიგებდა 


ბოლო გაჭირდება :დ

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 29 მარტი, 2020 19:53:50
"ალექსანდრე ნარსია" დაწერა:
ურაკპარაკელების პოეზიის საღამოებიც რომ გაიმართოს კარგი იქნება, ურაკპარაკი როგორც ლიტერატურული პორტალი მართავს საღამოს და მსგავსი, რაც შემიძლია თქვენს გვერდით ვიქნები, იდეები უნდა იყოს ბევრი. ლიტერატურული გაზეთი ურაკპარაკი თუნდაც პატარა , რომ დაიბეჭდოს კარგი იქნება


კარგია ეგ იდეა, ადრეც იყო და იმართებოდა კიდეც, გაზეთის ან ჟურნალის იდეაც იყო, მაგრამ თანხა აბრკოლებს ყველაფერს
თანხების გარეშე, სუფთა ენთუზიაზმით როგორც ჩანს ძნელია რაღაცეების კეთება

თორემ აგერ ურაკპარაკი კი არის და არის

აგერ ანანემაც დამიდასტურა
"ანანე კიკნაძე" დაწერა:
დრო იყო, კვირაში რამდენჯერმე თუ არა ერთხელ მაინც იყო რაიმე საღამო ან შეკრება. რამდენი მეგობარი და კარგი ნაცნობი გაგვიჩნდა აქაურობის მეშვეობით...


"ნინა გორდაძე" დაწერა:
ლიტ. კაფე ურაკპარაკი

აბა წამოვიდა იდეები!

აბა კაფეს უნდა თუ უნდა ფული 
იმედია მაგისი დროც მოვა და გაკეთდება ყველაფერი
ცხოვრება გვიჩვენებს

ციტატა:
ბოლო გაჭირდება :დ

ნუ იტყვი, რა აღარ ხდება... 



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 29 მარტი, 2020 19:58:42
ჩვენ 13.6 %-ზე ვართ გაჩერებულები, როგორც ურაკპარაკის მეჭურჭლეთუახალგაზრდავესი მამცნობს.
გასაგებიცაა
ამ კორონა ვირუსის გამო სახლშია უმეტესობა გამოკეტილი და ბევრს ხელფასიც არ ექნება ალბათ რადგან ბევრი სამსახური დაკეტილია დროებით
ამიტომ მოვხსნი დროებით ამ მორბენალსაც და თემასაც გავხსნი კორონავირუსზე ფორუმში “და სხვაში“
იქნებ იქ იაქტიუროთ და შევიყაროთ ხოლმე იქ და მოვყვეთ ჩვენი ამბები

აქ კიდევ თუ ვინმეს სურვილი ექნება თანხის ჩარიცხვის, მეჭურჭლეთუახალგაზრდავესის ანგარიშის ნომრები ისევ ისაა

წარმატებები ყველას




ალექსანდრე ნარსია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 აპრილი, 2020 20:56:08
ეს კორონა რომ ჩაივლის მოვბილიზდეთ და ზაფხულში ან შემოდგომაზე აარჩიეთ ავტორები ადმინებმა და პოეზიის საღამო გაკეთდეს სადმე, ხო კაი იქნება, მარტივია ამის გაკეთება არაა ძნელი, ურაკპარაკის სახელით,
ელადა
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 17 აპრილი, 2020 16:55:57
მომწონსკაფის იდეა, წევრების წიგნების პრეზენტაციებიც იქ გაიმართება.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 20 აპრილი, 2020 16:23:45
"ელადა" დაწერა:
მომწონსკაფის იდეა, წევრების წიგნების პრეზენტაციებიც იქ გაიმართება.


მოგესალმებით ელადა, კი შესაძლებელია წარდგინებების ჩატარება ურაკპარაკზე და არის ამისთვის უკვე თემები ფორუმზე
ახალი თემების გახსნაც შესაძლებელია

"ალექსანდრე ნარსია" დაწერა:
ეს კორონა რომ ჩაივლის მოვბილიზდეთ და ზაფხულში ან შემოდგომაზე აარჩიეთ ავტორები ადმინებმა და პოეზიის საღამო გაკეთდეს სადმე, ხო კაი იქნება, მარტივია ამის გაკეთება არაა ძნელი, ურაკპარაკის სახელით,

ჩაიაროს ჯერ ამ კორონამ და მერე უკვე შეიძლება ყველაფერი
ალბათ უფრო შემოდგომისკენ
მისის სმიტი გაუკეთებს მაგას შესანიშნავ ორგანიზებას 


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 20 აპრილი, 2020 16:29:58
"ნ-ი-კ-ი" დაწერა:
13.6% გახდა უცებ 

10 წუთის წინ ჩარიცხა ერთმა კარგმა ადამიანმა 30 ლარი და არ გამამხილოთო გვთხოვა
დიდი მადლობა მას

204 ლარი ანუ 13.6%
მივიწევთ ჯიუტად წინ, მობილური ვერსიისაკენ


ამავე კარგ ადამიანს კიდევ 20 ლარი ჩაურიცხავს რამოდენიმე დღის წინ და ცხადია ისევ არ გამამხილოთო
მეორე კარგმა ადამიანმა და ასევე საიტის დიდმა გულშემატკივარმა  11 ლარი ჩარიცხა და ასევე ითხოვა არ გამამხილოთო
ანუ გამოგვივიდა სულ 235 ლარი
რაც 15,7%-ია

ასე ნელა ნელა მივიწევთ დასახული მიზნისკენ

ვინც არ იცის, მათ შეუძლიათ ამ თემაში სულ პირველი პოსტი წაიკითხონ და ყველაფერს გაიგებენ
მოკლედ კი ვიტყვი, რომ საიტის მოდერნიზებისთვის და მობილური ვერსიის შექმნისთვის ვაგროვებთ ფულს
დაწვრილებით კი სულ პირველ პოსტში

მადლობა ყველას, ვინც გვერდში უდგას ურაკპარაკს





ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 16 ივლისი, 2020 13:03:04
კიდევ ერთი ინკოგნიტო დამფინანსებელი
რომელმაც 3- კვირის წინ ჩარიცხა ჯერ 100 ლარი და მერე რამდენიმე დღეში 200 ლარი
თან ისიც დააყოლა არ გამამხილოთო

დავპირდით და არ ვამხელთ ვინაობას, მაგრამ დიდ მადლობას ვუხდით საიტისთვის ამხელა თანხის შემოწირვისთვის

ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები თქვენც ყველა საქმეში

ამრიგად გვაქვს სულ გვაქვს 535 ლარი და შესაბამისად  35.67% მიზნამდე მისასვლელად




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 16 ივლისი, 2020 13:57:01
აქვე შეგახსენებთ, რომ ფულის შეგროვების აქცია მობილური ვერსიისათვის გრძელდება
იმასაც გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი არაა რამდენს შემოსწირავთ ამ საქმეს
არამედ მნიშვნელოვანია რომ ბევრმა და გულით გაიღოთ თანხები

1 ან 2 ლარიც კი მისაღებია, რადგან 1 ლარი გამრავლებული 1000 კაცზე ( ამდენი და ამაზე მეტი სხვადასხვა ადამიანი შემოდის ხოლმე ხან დღეში ) უკვე ათასი ლარია
და მიზანიც მიღწეული იქნება

წინასწარ მადლობა ყველას, ვისაც გული შეგტკივათ საიტზე
1 2 3

ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 1 სტუმარი და 0 წევრი