ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> "ლიტბუნიობის" რიგით მეორე კონკურსი პროზაში

1 2 3 4 5
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 ნოემბერი, 2011 19:03:50

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 7 ნოემბერი, 2011 10:56:02
"ლიტბუნიობის" რიგით მეორე კონკურსი

ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პროზაში

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას და  ჩატარდება 2012 წლის 20 მარტს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

საკონკურსო პრემიების ოდენობა:
ერთი პირველი პრემია – 1200 ლარი
ერთი მეორე პრემია      – 800 ლარი
ორი მესამე პრემია        – 500 ლარი თითოეულს


საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება  2012 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე:  urakparaki@gmail.com 

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.


კონკურსის მიმდინარეობა და წესები:

კონკურსი იყოფა ეტაპებად:

I –  კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები  გადაირჩევა ჟიურისთვის გადასაცემად.
II – 2012 წლის 15 თებერვალს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
        გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 7 საუკეთესო ნაწარმოებს.
        კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდება გამარჯვებულები
IV – გამოცხადდება კონკურსის შედეგები  და დაჯილდოვდებიან ლაურეატები

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე  აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღების დადასტურების გარეშე ითვლება, რომ ნაწარმოები არ არის კონკურსზე შემოსული. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
საიტზე  urakparaki.com. მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მხოლოდ word –ის ფაილით, იუნიკოდში ან აკადნუსხურში ჩაწერილი.
ნაწარმოების ზომები შეზღუდულია  5 000 ასონიშნიდან 40 000 ასონიშნამდე ( მიახლოებით 3 გვერდიდან 20 გვერდამდე )

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ საიტზე გამოქვეყნდეს ასეთი ნაწარმოების ავტორი, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

16 თებერვლის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და არ გამოქვეყნდება.

გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მაისისა და ივნისის ნომრებში.
ავტორს ეკრძალება გამარჯვებული ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში კონკურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონულ ფოსტაზე ) დადასტურებული სურვილის შემთხვევაში,  ერთად გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასებები.
ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონულ ფოსტაზე ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა რომელიმე ეტაპზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.

ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუკი ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:

1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 7 უმაღლესქულიან ნაწარმოებს.
    ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი    ქულების რაოდენობას.ერთნაირი ქულების არსებობისას გათვალისწინებული იქნება წინა ტურის შედეგები .
2) მესამე ეტაპზე 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
    ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.

3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
    უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის    გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.

6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
    გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

8) მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 16 თებერვალი, 2012 00:05:21
ჟიურის წევრების სია

სია მოცემულია
მათგან თანხმობის მიღების რიგითობის მიხედვით

ბატონი მიშა რატიანი
ბატონი რეზო ჭეიშვილი
ქალბატონი დალი ფანჯიკიძე
ქალბატონი თამრი ფხაკაძე
ბატონი აკა მორჩილაძე


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 მარტი, 2012 22:42:22
დამთავრდა "ლიტბუნიობის" საგაზაფხულო, რიგით მეორე, პროზის კონკურსი.

                                                    შედეგები ასეთია



სამწუხაროდ პირველ პრიზი არავის გადაეცა. 
სულ რაღაც 3 ქულა დააკლდა მეორე ადგილზე გასულს ამ ადგილამდე



მეორე პრიზი გადაეცა
ბატონ ირაკლი ლომოურს მოთხრობისთვის "ჯო(რ)ჯო"

მესამე პრიზები გადაეცათ
ბატონ მიხო მოსულიშვილს მოთხრობისთვის "მერვე ტყვია"
და
ბატონ ირაკლი ჩოფიკაშვილს მოთხრობისთვის "ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა"


ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს შემოქმედებაში

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 მარტი, 2012 22:55:16





ფინალურ ეტაპზე გადასული ავტორების ჩამონათვალი:





1    ირაკლი ლომოური          "ჯო(რ)ჯო"

2    მიხო მოსულიშვილი      "მერვე ტყვია"

3    ირაკლი ჩოფიკაშვილი    "ბუშლატის სახელოდან დანახული ქვეყანა"

4    ლადო კილასონია            "ომი"

5    დავით ალელიშვილი    "ბერიკას გარდაცვალება"

6    ნათია  როსტიაშვილი    "28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ"

7    ტენდი                                  "სამოვარი"





ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 მარტი, 2012 22:56:36





აქ განთავსდება საკონკურსო ნაწერები და ბოლოს კი დაიდება შეფასების ცხრილები ორივე ეტაპისთვის
თხოვნა მექნება. აქ ნუ დაპოსტავთ ( ყველა პოსტი წაიშლება ).განხილვა მეზობელ თემაში მხოლოდ



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 მარტი, 2012 23:00:27

#01  "ემბრიონი, მანდარინი, ალმოდოვარი..."

ავტორს ვერ დავუკავშირდით, შესაბამისად განთავსების ნებართვა არა გვაქვს

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 მარტი, 2012 23:01:06
#02  "პირველი თოვლი"

ავტორს ვერ დავუკავშირდით, შესაბამისად განთავსების ნებართვა არა გვაქვს



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 მარტი, 2012 23:05:11
#03  "მომავალი წარსულში"    ალექსანდრე მაისურაძე




    საღამოს ექვსი საათი იქნებოდა, როდესაც სახლში მოვიდა. ჯერ კიდევ დღე იყო. ნასვამი იყო. მოხუც დედას ჩაი სთხოვა, ჩაჯდა სავარძელში და თვალებამღვრეული ფიქრებში წავიდა. გაახსენდა, დღეს სამი თვის უნახავი ცოლ-შვილი რომ ნახა. მარტოდარჩენილი ყველაფერს თავისთავს აბრალებდა და გული მოსდიოდა. სადღაც, გონებაში, თავის მართლებასაც ცდილობდა, მაგრამ ახსენდებოდა, რომ მარტო იყო ამ წყეულ ფიქრებთან და პრობლემებთან და უმალ წყვეტდა ამ „უმსგავსო“ საქციელს. იმედი მაინც ქონდა, რომ ერთ მძივად  გადაიქცეოდა მისი გაფანტული მარგალიტები. ეს მარგალიტებიც ხომ მან თავად გაფანტა. ჯერ ისე გაჟღინთა სპირტით და „ღვთიური სასმელით“, რომ დაშლის პირას მიიყვანა, მერე კი საბოლოო დაქუცმაცებისთვის „წამალიც“ გაუკეთა. ყველაფერი აერია თავში და ამღვრეულ თვალებს სისხლისფერი შეერია, ფიქრთან ერთად კი, თვალები ისე ჩაუწითლდა, ცრემლის მაგივრად სისხლის წვეთები გადმოუვარდებაო იფიქრებდით. დედამ ჩაი შემოუტანა. თვალებდახუჭული შვილი რომ დაინახა,
აღარ გააღვიძა, ფინჯანი გვერდზე მაგიდაზე დადგა და ფეხაკრეფით გაიპარა. ოთახის კარი გაიხურა, თვალზე ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრლა და სამზარეულოში გავიდა. ცდილობდა გულში შვილის საქციელი გაემართლებინა ოჯახთან მიმართებაში, მაგრამ არ გამოსდიოდა და მწუხარება უფრო და უფრო უნაოჭებდა სახეს.
    გავიდა თუ არა დედა, კვლავ გაახილა თვალები. იცოდა, დედის დანახვა ფიქრებს აურევდა. ახლა არც მისი:-„დაწექი შვილო, დაისვენე“ უნდოდა. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, იგი მაინც მშვიდდებოდა საკუთარ თავთან ლაპარაკით. აიღო ჭიქა და პირთან მიიტანა. არ ესიამოვნა და ცივად დადგა იატაკზე. წავიდა კვლავ ფიქრში და ახლა მისი „ძმაკაცი“ გაახსენდა, რომლის სულიც სამი საათის წინ მიაბარა „ზეცას“.  ფიქრობდა სიტუაციაზე, რომელშიც დღეს თავად იმყოფებოდა და გული უმძიმდებოდა....
    ხალხი  ერთმანეთში ირეოდა, ზუზუნებდა და ხმაურობდა, მათი გონება „მწუხარებით“ იყო სავსე. არ იგრძნობოდა, რომ ღია კარიდან ერთ საათში მიცვალებული უნდა გამოესვენებინათ. დიდი ხნის უნახავი ნაცნობები ერთმანეთს ღიმილით ხვდებოდნენ და დიდი ხნის უნახაობით გამოწვეულ „სევდას“ უზიარებდნენ ერთმანეთს. იქით, კუთხეში უბნის „ბირჟავიკები“ არაყს წრუპავდნენ და შესანდობარს ამბობდნენ. ასაკოვანებიც დანანებით გადააქნევდნენ თავს და იტყოდნენ, – „საწყალი, მოიკლა თავი“. მერე კი ისევ ყოფითი პრობლემების განხილვას შეუდგებოდნენ. ქალები მოდიოდნენ, შედიოდნენ და უკან აღარ ბრუნდებოდნენ, ერთეულების გარდა. ქუჩაშიც მხოლოდ კაცები იდგნენ. ახალგაზრდები „საქმიანად“ მიდი–მოდიოდნენ. უბნის „შავებიც“ ჩვეულ ფორმაში იყვნენ: უკან გადავარცხნილი გრძელი თმით, შავი ტყავის პიჯაკით, შავი შარვლით, შავი ლაკის ფეხსაცმელითა და მთავარი ატრიბუტით – შავი სათვალით, ისინი ყველასგან გამოირჩეოდნენ. მათი საუბარი, მიცვალებულის ცხოვრების ისტორიას არ სცილდებოდა და მწუხარებაც ნამდვილი იყო. ქუჩაზე უამრავი მანქანა იდგა.
    ნელ–ნელა ქალებმაც იწყეს გამოსვლა. ქუჩაში ხმაურმა და სახლში გლოვის ხმამ ერთდროულად იმატა. თითქოს, უნდა შეწყვეტილიყო ხალხის დენა, მაგრამ მეზობლები ახლა შედიოდნენ გამოსათხოვებლად და თვალზე ხელსახოცებსა და ცხვირსახოცებს იჭერდნენ.  მათ კარგად უწყოდნენ, რომ  ეს „ღრმა მწუხარება“ მიცვალებულისთვის კი არ იყო განკუთვნილი, არამედ მისი ოჯახის წევრებისადმი თანაგრძნობას გამოხატავდნენ და  თავს ვალდებულად თვლიდნენ ერთი ცრემლი მაინც გადმოეგდოთ, ამ დიდი „ უბედურების“ შემხედვარესა და მომსწრეთ.  ოჯახი კი აღარ აქცევდა ყურადღებას ნამდვილ და არანამდვილ ცრემლს. მათ, თავისი მდუღარე ცრემლიც უკლავდა და უჭკნობდა გულს. მიცვალებულს კი არც სხვისი და არც თავისების ცრემლი არაფრად მიაჩნდა და ისე ეძინა, როგორც  ბოლო ოთხი დღე, არც კი იმჩნევდა, დის კივილს, არ გაყვე ძმაო, გატყუებენო. მისი ფერგადასული სახე, თითქოს მამის ქვითინს დაემწუხრებინაო, მაგრამ არც მას აქცევდა ყურადღებას.
    ახალგაზრდებს, უბნის ყოჩი ყვავილების გამოსატანად შეუძღვა.  ერთ წუთში კატაფალკა გვირგვინებითა და ყვავილებით აივსო. იმ ოთახის კარი, სადაც მიცვალებული იყო დასვენებული მოხურეს. სამჯერ მიაბრახუნეს კარებზე მაღლა აწეული კუბო და ორ წუთში კუბო უკვე ქუჩაში იყო სკამებზე დასვენებული. ახლა, მას თავის დის გარდა, მთელი უბანი „ტიროდა“.
    იტირეს.
    სკამები წააქციეს და დაიძრა პროცესია. ქუჩის ბოლოში მდგარ მანქანამდე მიაცილეს. მერე, ზოგი    თავის მანქანაში, ზოგიც სპეციალურად ამ დღისათვის დაქირავებულ  ავტობუსში ჩაჯდა და პროცესია კვლავ განახლდა, ამჯერად ტრანსპორტით. სასაფლაოზე მისულები ცდილობდნენ, რომ მანქანა სწრაფად გაეჩერებინათ და მისულიყვნენ მიწაში ჯერ ჩაუშვებელ კუბოსთან. უნდოდათ, მათაც რგებოდათ თოკზე ხელის მოკიდების „პატივი“, ზოგი მიწის მუჭით დაყრითაც იქნებოდა კმაყოფილი.
    სასაფლაოზე საშინელი სურათი დაიხატა: მამას, ქმარს, ძმას, შვილს და ბიძას, მთელი ოჯახი ერთხმად ტიროდა. ოჯახი ემოციისაგან დაიცალა. მუხლმოკვეთილი ქალები გამოიყვანეს, კუბოს თავსახური დააჭედეს და კვლავ ახმაურდნენ: შენ აქედან, მე იქიდან, ხელი არ გაუშვათ, კარგად დაიჭირეთო. მესაფლავეებიც მოიხმარეს და კუბო ჩაუშვეს. ახლა, თოკები გამოახრიალეს, გამოაძვრინეს სახელურებიდან და იწყეს მუჭებით მიწის მიყრა. ახმაურდა სახურავი. მალე ნიჩბებიც მიაშველეს. ეცვლებოდნენ ერთმანეთს შეკრებილნი და ნიჩაბს მიწოდების მაგივრად, მიწაზე უგდებდნენ ერთმანეთს. ამოღებული მიწა, ჩაყრილზე მეტი აღმოჩნდა და მიცვალებულის ალაგს გორად დაადგა. მესაფლავეებმა, ყვავილები შემოუწყვეს გორას და სუფრას მიუსხდნენ, რომელიც ოჯახის წევრებმა გაშალეს, გვერდზე მდგომ სხვა საფლავის მაგიდაზე. როგორც ყველამ, მესაფლავეებმაც მოსვეს ღვინო, თქვენი მკვდრისა იყოსო და ჯვარედინად მოაქციეს გორაკზე, რომელიც ერთი წუთის წინ „აყვავდა“.
    წამოვიდნენ.
    გაიმართა „დარბაზობა“. ყველა მიცვალებულს მისტიროდა, „განიცდიდა“ მის „უდროოდ“ წასვლას და სახეზე მანამდე ჰქონდათ მოუშორებელი ღიმილი, ვიდრე ოჯახის რომელიმე წევრს არ დაინახავდა.  დარბაზში, როგორც ყოველთვის სამარისებური „სიჩუმე“ იდგა, თამადაც „რიხიანად“ და „დალაგებულად“ საუბრობდა, ხალხი საერთოდ არ „სვამდა“, არა, კი სვამდა, მაგრამ „ზომიერად“. ერთმანეთის „მოსმენა“ და „პატივისცემა“ ამ სუფრაზე, გაუგონარი იყო.
    ხალხი კვლავ „წყნარად“ და „სმენად გადაქცეული“ იჯდა, მაგრამ ის ადგა და წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მის სახლამდე ექვსი ან შვიდი კილომეტრი მაინც იქნებოდა, ფეხით წამოვიდა. არაფერზე ფიქრობდა. მის სახეზე არაფრის წაკთხვა არ შეიძლებოდა, გარდა სიმთვრალისა. ღვინისაგან შეჩენილი გრადუსი, უფრო და უფრო ემატებოდა.
    საღამოს ექვსი სათი იქნებოდა, როდესაც სახლში მოვიდა. ჯერ კიდევ დღე იყო. ნასვამი იყო. მოხუც დედას ჩაი სთხოვა, ჩაჯდა სავარძელში და თვალებამღვრეული ფიქრებში წავიდა. ფიქრობდა სიტუაციაზე, რომელშიც დღეს თავად იმყოფებოდა და გული უმძიმდებოდა. ერთ ხანს ასე გაუნძრევლად იდო. ცოტა ხანში უფრო ამღვრეული და სისხლჩაქცეული თვალები გაახილა. წამოდგა მივიდა მაგიდასთან, ამოიღო გასაღები ჯიბიდან, გააღო  მაგიდის უჯრა და ორმოცდაოთხ კალიბრიანი „კოლტის“ სისტემის იარაღი ამოიღო.  მხოლოდ ერთი ვაზნა ჩადო, ზერელედ გაკრა ხელი ბარაბანს და დაატრიალა. თითქოს არ მოეწონა რაღაც, ხელმეორედ დაატრიალა, საფეთქელთან მიიტანა ლულა და  ჩახმახს ხელი გამოჰკრა. ამჯერად უკვე გაუმართლა...

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 მარტი, 2012 23:14:26
#4        "ადამის ენა"          ბექა ისლანდიელი


ლესიას ბავშვობა რომანის დასაწერად მზადებაში გაილია, რომელსაც “ლეთარგია” უნდა რქმეოდა. სათაური უპირობოდ ასეთი უნდა ყოფილიყო. ეს იყო ადამიანის ისტორია, რომელსაც სძულდა სხვა ადამიანები და მეგობრობდა ბუნებასთან.
სიუჟეტი ასეთი იყო:
ერთხელაც, ადამიანს მუხის ქვეშ ჩაეძინება და ტყე მას ხეების ენის საიდუმლოს გაუმხელს. გამოღვიძებისას, მას აღარ ესმის ადამიანის ენა, მაგრამ საუბრობს ბუჩქებთან, ფრინველებთან, ცხოველებთან, მწერებთან, მდინარეებთან... ადამიანს საავადმყოფოში დააწვენენ და წამლებითა და სპეციალური აპარატით დაუწყებენ მკურნალობას.
ადამიანთა მოდგმა არ დაუშვებს, რომ ადამიანი მათ განუდგეს. ადამიანს წაართმევენ ბუნების უნარს... იწყება გაურკვევლობისა და უმიზნობის პერიოდი. ადამიანი ნატრულობს სამუდამო ლეთარგიას, მიღმიერ სამყაროში მოხვედრას. ის ყოველდღე დადის ტყეში და ეხუტება ხეებს, მიწას, მაგრამ გაუნძრევლად მისჩერებია თითოეული ტოტი. ლეთარგია ერთადერთი ხსნაა. ლეთარგია სამუდამო დავიწყებას მოიცავს.
წარმოიდგენდა ხოლმე ლესია:
ყველგან, სადაც არ უნდა შესულიყო იდგნენ თვალებგახელილი მძინარე ადამიანები, უმეტყველო და უნერვო სახეებით. იდგნენ და აკეთებდნენ დაპროგრამებულ ქმედებებს. ლესია დადიოდა სახლიდან სახლში, მაღაზიიდან მაღაზიაში, ქუჩიდან ქუჩაში და ევედრებოდა მათ რაღაცებს. ამ დროს გრძნობდა, რომ ყველა მკვდარი იყო. მერე ქალაქის დაბლობი ადგილებიდან ამოძვრებოდნენ ჭიაყელები და ადამიანებს ესეოდნენ, მაგრამ ადამიანები თავად ჭამდნენ მათ.
ლესია დადიოდა, სიარულში იზრდიდა თმას, ადიოდა მაღალი მთის მწვერვალზე და თმის გარემოცვაში ეხვეოდა. დედამიწაზე საბოლოოდ ისადგურებდა ლეთარგია  და გვამები ვერტიკალური მდგომარეობიდან ჰორიზონტალურისკენ იხრებოდნენ.
წლები მირბოდნენ, ლესია ფიქრობდა, კალმები დნებოდნენ, ფურცლები იცრიცებოდნენ...
გაწონასწორებული გაუწონასწორებლობა
ნაწყვეტი ლესიას დღიურიდან №1:
"ერთი–ორჯერ კიდევ ვუსვამ მხარს და მარჯნის კლდეებამდე მივცურავ, ოღონდ მარჯნის კლდეებზე მარჯანი აღარ არის, უკვე მოუტეხიათ და ჩემთვის ვამბობ: "შენამდე აქ ვიღაც ყოფილა". რადგან აქ უკვე იყო ვიღაც, ისე ეულად აღარ ვგრძნობ თავს. ისევ მივცურავ, მინდა ნაპირზე გავცურო, მაგრამ მკლავის ორიოდე მოსმა და ისევ ვჩერდები..."
ცურვა, გაცურვა, საცურაო სივრცე და ქილვატერები. ბევრი ქილვატერი, წრეები, ხაზები... მისტერიების ისტერიები. ეს დღეებია ჰამსუნის საცურაო სივრცეში ვდგამ მოსპექტაკლო მისტერიებს, და მეღიმება. სასპექტაკლოდ ვემზადებოდი, როდესაც ჩამომაჩერდნენ სულები ზეციდან და თავგზა ამიბნიეს. ისევ მომიწევს გარეთ გასვლა და სეირნობა რომელიმე მწვანემდელოიან პარკში. არადა სულ წვიმს, ხან ცრის, ხანაც თრთის...
არაადეკვატური ზრახვები. ქარ–ცეცხლი, შმაგები. იუჰან ნაგელის სიკეთე – სადღაც გადაკარგულში, დოგვილისნაირ ქალაქში. რატომ ხვდებიან კეთილი ადამიანები, თითქოს კეთილად განწყობილ საზოგადოებაში, მერე კი, თავისივე სიკეთით იჭრიან ყელს, იხსნიან ვენებს, სხვა გზა არ დარჩენიათ: უნდა გასცურონ!
ბავშვობაში, საღამოს საინფორმაციო გადაცემას ჩავრთავდი და ვინიშნავდი: სად რა კატასტროფა მოხდა, სად რა აფეთქდა, სად რამდენი ადამიანი დაიღუპა. მერე დიდი სიფრთხილით გადამქონდა ამ ფურცლებზე. რაც უფრო მეტი იყო მსხვერპლთა რიცხვი, მეტად განვიცდიდი ჩემი იდეის სიჯანსაღეს. თვეების ბოლოს ვაჯამებდი დაღუპულთა რიცხვს, მერე წლის ბოლოს, მერე ალბათ, ჩემი დროც მოვა და ასე...
ჯერ–ჯერობით ჩემი უფლებაა ვითამაშო ჭადრაკის იმ წესებით, რომლებიც მე მსურს. სულაც ვაუპატიურო წამები და ფეხის კენწეროებით ვაყირავო სათამაშო ფიგურები...“
ემპათია
უცნობის წერილი ლესიას №1:
„ტკივილებში ყველაზე მეტად, თავის ყრუ გუგუნს ვერ ვიტან, ადრეც გწერდი, ასეთ დღეებში მინდა გავნადგურდე, მოვკვდე. სიგიჟემდე მივდივარ იმდენად მაცოფებს.
ვჯდები სავარძელში, ხელებს ვიმუშტავ ყბის ქვეშ და ვიწყებ რწევას – ველოდები...
ახლა ძალიან შევშინდი. "სოკრატეს" ვუყურე და იქ, ფილოსოფოსმა თქვა, რომ ბოროტებს ტყუილად უხარიათ, თუკი ჰგონიათ, რომ მათი სიკვდილით, მათ ცოდვებსაც არაფერი მოუვათ. და სწორედ ამიტომ არსებობს ჯოჯოხეთი, რომ ისინი მუდმივად იტანჯნონ... და თუკი ბოროტი ადამიანების ბოროტობები არსად გაქრებიან და ისინი უცილობელი საზღაური იქნება იმ ქვეყანაში, შესაბამისად, ღმერთიც იარსებებს... შესაბამისად...  ესე იგი მართლა... და ღმერთებთან შედარებით თუკი ჩვენ ყველა მახინჯები ვართ, მაშ როგორღა იქნება მშვენიერი ქალიშვილი, ერთდროულად მახინჯიცა და მშვენიერიც? ეს შეფარდებები და ასეთი აზროვნებები მომწონს. ხომ გესმის ჩემი? კარგად თუ გესმის?
და თუკი სოკრატეს დროს სჯეროდათ რომ ოლიმპოს მთაზე ისხდნენ ღმერთები და ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს სისულელეა, მაშ მისი ფილოსოფიაც სისულელე გამოდის. ასე მგონია... ხომ იცი ფილმებს იშვიათად ვუყურებ, შერჩეული განრიგი მაქვს ხელოვნების დარგებისთვის. ყველაფერი გაწერილია და ყველას თავისი დრო აქვს.
ჰო, რაღაც წიგნიც წავიკითხე. საკმაოდ მკვეთრი სიტყვებით ნაწერი რომანი იყო. შუას ვიყავი გადაცილებული, რომ მომბეზრდა კიდეც მისი გადარეული პერსონაჟები, ისეთი სიტყვებით საუბრობდნენ, ისე იქცეოდნენ! რომ არა ფინალისკენ გამოცვლილი ერთ–ერთი გმირი, წიგნს ურნაში ჩაგდებასაც კი ვუპირებდი...
ამეებს რატო გიყვები? მთავარს გვერდს ვუვლი...
სოკრატეც ხომ სულ იმას ამბობდა, მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიციო. ამ დროს რომ ყველაზე მეტი იცოდა?
შესაბამისად, არც მე ვიცი არაფერი.
ამიტომ აღარ(ც) მე მეშინია, და დაე...“
აბსურდული სევდის სიიოლე
ყველაფერს თავისი სევდა აქვს. ნებისმიერ რამეს რასაც თქვენ უყურებთ. ლესიასაც ჰქონდა სევდები და ისეთი ხერხებიც იცოდა, თუ როგორ გაექარვებინა ისინი. თუნდაც მისი საყვარელი ნივთების გადმოლაგება–დალაგება, გადათვალიერება–გადაკითხვა წერილების, დღიურების.
ლესიამ ადრევე აღმოაჩინა სამყაროს საიდუმლოების შესახებ. ყველაფერი შეიტყო ღმერთებსა და ეშმაკებზე. ეგონა ამეების ცოდნა უფრო ბედნიერს გახდიდა, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. თან ეს სულები, რომლებიც ზეციდან ეცხადებოდნენ, ვერაფრით იშორებდა მათ თავიდან, დალაგებულ აზრებს უწეწავდნენ. ყველაფერი შეისწავლა: ანტიკური ფილოსოფია, ფსიქოანალიზი, თერაპიული მეთოდები, გაეცნო ყველა დიდ ადამიანს და გამოსცადა ადამიანობის ყველა მყოფობა: იყო ფროიდისტი, ანთროპოსოფი, ანარქისტი, სოციალისტი, მორწმუნე, ჯალათი, ფემინისტი, ანანისტიც.
და საბოლოოდ რა გამოუვიდა? სევდა შერჩა ხელთ. ისევ ეს უმოწყალო, დაუნდობელი, გაუგებარი სევდა და ეჭვი.
ან უცნობის წერილები რაღას ნიშნავდა? სავსე ჰქონდა უჯრა და არ იცოდა რა ექნა მათთვის, გარდა იმისა, რომ უნდა წაეკითხა და კვლავ ეფიქრა... ახლა რომანსაც ვეღარ დაწერს. თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანობის აღარაფერი ეტყობა და წიგნის პერსონაჟი კი უცილობლად ადამიანი უნდა ყოფილიყო.
ვისთვის იჯაფებ შენ?
ნაწყვეტი ლესიას დღიურიდან №2:
„ცალი ხელით ბალიში მიჭირავს, ცალით კლავიატურაზე ვკრეფ ასოებს. ხელში ის ბალიში მიჭირავს, რომელზეც დედაჩემს ცხრა დღეა სიცხიანი თავი უდევს, სულ 40 აქვს, ხანაც 39. დედას ხშირად ერევა გული, ხშირად სტკივდება კუჭი და შვილებს ნაბეღლავის ამოსატანად გვაგზავნის მაღაზიაში.
დედა ამბობს, ესეთი საშინელება არასოდეს გადამიტანიაო, თვალის უპეები ჩაშავებული აქვს და ხშირად ასლოკინებს. ზოგჯერ სიცხე დაბლა უწევს, მაგრამ მეორე დღეს იგივე მეორდება.
"სახესთან ახლოს არ მიიტანო...", მეუბნება დედა ბალიშზე და ლოგინს ასწორებს. ალბათ, ჰგონია, რომ ვირუსებიანია თეთრი ბალიში და შემთხვევით მეც გადამედება. მან რა იცის, რომ ვირუსები ჭკვიანები და ცბიერები არიან...
ვინ ისმენს ყველაზე მეტ აბდაუბდას? ეს კითხვა დამებადა ბოლო დღეებია.
არა,  არც ადამიანი და არც თავად აბდაუბდა. არც დედაშენი, არც დედაჩემი, არც ბალიშები და ვირუსები. ამაზე თავად ძმები გონკურებიც ბევრს ფიქრობდნენ და მერე კი მიხვდნენ.
ვინები არიან მსხვერპლები, ვინები ჯალათები? ზოგი სიკეთეს ეჯალათება, ზოგი სიკეთე მსხვერპლით მთავრდება. ალბათ:
უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ შენს ჯამს, რამდენი ლიტრი ჯაფით აავსებ...
შეკითხვის პასუხი კი ესაა:
ალბათ, მუზეუმში გამოფენილი სურათი.“
იმიტომ
"მთელი მსოფლიოს "იმიტომისტთა საერთაშორისო ლიბერალურ–დემოკრატიული ფრონტის სახალხო მოძრაობა" აცხადებს, რომ ამა წლის 13 აპრილს, მოხდეს სიტყვის "იმიტომ"–ის საერთაშორისო აღიარება და ლეგალიზაცია, ყოველგვარი ზედმეტი ახსნა–განმარტებების გარეშე. ანუ როდესაც ადამიანს დაუსვამენ შეკითხვას, რომელიც დაიწყება "რატომ"–ით, პასუხი უნდა იყოს "იმიტომ", ყოველგვარი გაწითლებების, დაბნევების, აზრთა ფრქვევის გარეშე. თუკი ჩვენი მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდება ვაპირებთ საყოველთაო გამოსვლებს, ტვინის ხვეულების პარალიზებას, აზრთა ნაკადების გადაკეტვას, სემანტიკის საჯაროდ გამათრახებასა და დაწვას. და ბოლოს, უკიდურესი რეაქცია: ორგანო – ენის საყოველთაო ამოძირკვის ცერემონიულ–ავანგარდულ პერფომანს."
                                                                    კომიტეტის ხელმძღვანელის ჭ.ყ.–ის განაცხადი
ლესიამ გადაიკითხა განცხადება და თავისი პროტესტი მოაგონდა. აღარც კი ახსოვდა რომ ოდესღაც საპროტესტო ბევრი ჰქონდა. ნეტა რომელ კარადაზე შემოაგდო ბოლოს? როგორც კი სახლში დაბრუნდება, სასწრაფოდ დაუწყებს მოძებნას. გამორიცხულია არაა, კარგა ხანია ნაგავს გააყოლა. „არა, შეუძლებელია!“, გაიფიქრა და გზა განაგრძო.
ლესიას პერსონაჟ ადამიანს სულაც არ აწუხებდა თავისი ალცჰაიმერის დაავადება და ყველაზე მეტად ლექსის დაწერა უნდოდა. ადამიანს უყვარდა მცენარეები, ყვავილები. ბავშვობაში მასწავლებელმაც უთხრა შენ დიდი პოეტი დადგებიო და უცნაურობებიც ახასიათებდა. ადამიანს  ვერ გაეგო უხამს ანეგდოტებს რა კავშირი ჰქონდა მშვენიერ პოეზიასთან, ვერც ის გაეგო რატომ ცდილობდა ვიღაც ლესია მისი ისტორიის წიგნზე გადატანას და ვერც ის, თუ რატომ წიწნკიდა მარჯვენა ხელი...
ლესია აბსურდისა და სიცარიელის ფილოსოფიაზე ფიქრობდა. თან ქუჩაში მიმავალ ხალხს გვერდს უქცევდა და მზის მწველ სხივებს ქუდის ქვეშ აფარებდა თავს. „რატომ მომრავლდნენ ჩემ ქალაქში სხეულის გროტესკული კარიკატურის მატარებელი ადამიანები? აი, რამდენი მამრი დადის ჩემს გვერდით, რატომ რომელიმეს არ შევიყვარებ?  ან რისთის უნდა შევიყვარო, რა საჭიროებისთვის, თუკი აბსურდსა და სიცარიელეშია წრმოქმნილი მთელი ეს კოსმოსი?..“ ფიქრობდა ლესია, გაჩერებას უახლოვდებოდა. ხელის მტევნებს ჯიბეებში მალავდა და მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტად უოფლიანდებოდა, ნერვიულად იტენიდა უფრო ღრმად მომუშტულ მტევნებს.
როგორ გავხდეთ იდიოტი
უცნობის წერილი ლესიას №2:
„მეც სულ მეგონა, რომ ჭკუა ადამიანს უფრო მეტად ატკიებს.
და რატომ იტკიებენ ადამიანები ასატკივარს, როცა დედამიწამ ისედაც იცის, "ის".
და თუკი არ გტკივა, რაღატომ ილტვი ტკივილისაკენ, შენ ადამიანო?
თუკი სატკივარი მხოლოდ შენია, ატკიებული გულითა და კლოაქსისკენ მიმავალი სწორნაწლავით, მაშ ნუღა ახვევ სხვას შენი თავის ტკივილებს....
მტკივნეულ ადგილებს სატკივარი ბევრი მოაქვს, საფიქრალიც...
ჭკვიანობა ხელს მიშლის–მეთქი გწერდი. და თუ გაჭკვიანდი, მეტი დარდია. გახსოვს მეც ალკოჰოლიზმით დავიწყე, ოღონდ კათხა ლუდის დალევს შემდეგ კომაში არ ჩავვარდნილვარ და არც საავადმყოფოში მოვუთავსებივარ ვინმეს. მოგვიანებით, თავად მოვთავსი საავადმყოფოში, უკანასკნელი ეტაპის: თვითგანადგურების მცდელობისას. მანამდე სხეულის გაბოზების, მორალური გაპარტახების, გვემისა და ნძრევის, გაფეტიშების ნიშნები იყო, მოძრაობები და მცდელობები. უკომპრომისო.
მერე ფილტვები იყო და საავადმყოფო. მერე ღვიძლი, მერე გულის პარკუჭები და ბოლოს თავის ტვინის შიდა ქალის წნევები. ყველგან ეს შიდა. შიდა მთრგუნავს. ყველაზე მეტად ტკივილებს შორის იცი რას ვერ ვუძლებ? თავის შიდა ყრუ ბრაგუნს... თითქოს რომ გტკივა და თან არ... კედლებზე ავყავარ... ყრუ, ბრმა, მუნჯი ტკივილი...
შიგნითობები მაინტერესებს. და განსაკუთრებით ადამიანის კანის ქვეშ დამალული ადგილები.
სენსუალური ზრახვები.
როდესაც მარინა დე ვანი იღებდა ფილმს "ჩემს კან ქვეშ", მას სულაც არ უფიქრია შემოეღწია ჩვენი კანების ქვეშ. პრობლემა ისაა, რომ ის რაც ხდება ესთერის, მთავარი გმირის თავს, საზოგადოებისთვის არანორმალურად აღსაქმელია. ეს ხორცი ხომ მისი კუთვნილებაა... ესთერი იკვლევს მას შიგნიდან, რადგან ხორცი არაფერს განიცდის, არ აქვს ემოცია, არ აქვს ამბიცია, მხოლოდ იმუნიტეტი. რა იცი, იქნებ სულიც გამოჩნდეს ხორცისა და ძვლის შემდეგ...
ესთერმა იპოვა ფილმის ბოლოს ტრაქტატი. ესეთი რაღაცები მხოლოდ ფილმებში და წიგნებში ხდება. ისე, მე ჯერ არც მსმენია და არც მინახავს. ეს ყველაფერი ხომ რეპროდუქციაა.
ჯერ კარგად ვერ გავერკვიე რა მინდა. საინტერესოები ბევრია და დრო ძალზედ მცირე, და დაიძრა...
და თუკი ჩემი იდიოტობა ჯერ კიდევ განუხორციელებელია და თუ ჯერ არ გამხდარვარ გამჭვირვალე, ისე რომ ჭამაც შემეძლოს და სიცილ–ხარხარიც, ეს მხოლოდ ჩემი ბრალია და ეს გზა კი გარდაუვალი.
არც ესთერივით დამიწყია სხეულის კვლევა,
არც დედაჩემი შემისვამს მხარზე და არც
პანდორა მომაფურთხებს ტკივილის სენებს,
არც რომ ეშმაკი იჯირითებს ფაფუკ სულებზე...
ამეებზე  ვდავობდი, როდესაც შენ გამომეცხადე! შენით უნდა დამეწყო წერილის წერა. „ლესია, ის იდეალური ქალია, როგორი იდეალურებიც აქ არ არსებობენ“. თუ ვერ? თუ ვერ იარსებებენ? მაფრთხილებენ, მაგრამ... მეც მინდა მყავდეს ერთი იდეალი იდეაში. იდეაში? ჰო, ეგრეც...
შენ ძალგიძს ყველაფერი და თუკი მივაღწევ თორმეტი მოციქულის ნაბიჯებს, ბუდას საფეხურების უმაღლეს წერტილს: იქ, მე იდიოტი გამომიწვდის სანატრელ მკლავებს. შენ მე იქ დამხვდები და ჩვენ გავხდებით: მე, შენ, ის...
ჩვენ შევძლებთ ამას, ჩვენ დავამარცხებთ სულებს და ვუარვყობთ სხეულს! მანამდე, პლასტიკურ ოპერაციებს გავიკეთებთ მთელს ხორცზე.
მე ცხვირს გავისწორებ.
შენ კი მკერდს გაიზრდი.“
მიზეზის დასასრული და სიცოცხლე
ღამე ლესიამ თეთრად გაათენა. ისევ ზმანებები და ისევ სულები ზეციდან. ამჟამად ცუდი გასახსნებელი მოუტანეს გასასინჯად. სულ არ აწყობდა ახლა, სწორედ ახლა, როდესაც თითქოს გაიგო სიყვარულის დამოკიდებულბა, გადაამუშავა უცნობის შემოთავაზებული აღიარება და სურვილი, სწორედ ახლა აღმოეჩინა ეს მოგონებები და სოფლის ამბები. ლესია წამოდგა ლოგინიდან, სააბაზანოში სინათლე აანთო, გამოიტანა ბრიტვების შეკვრა, იატაკზე მოირთხა ფეხები, წინ დაილაგა ბრიტვები, უცნობის წერილები და დღიური, ხელები შეატყუპა, მიიღო მლოცველის პოზა და დაიწყო:
როდესაც 9 წლის დავხეტიალობდი სოფლის მჩუმარე ტყეებში, მდინარის ნაპირებში და ჩვენი ორსართულიანი სახლის ხეხილიანბაღებში, ზოგჯერ ჩავიკეცებოდი და ჩუმად ვტიროდი. უკვე ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი როდესღაც დასრულდებოდა და ბუნებისგან ვეღარ მივიღებდი საზრდოს...
ბაღის ერთი ნაწილი დამრეცად უახლოვდებოდა მდინარის კალაპოტს, აქ ყოველთვის კარტოფილს, სიმინდს, გოგრებსა და მზესუმზირებს ვთესავდით. შემოდგომის დღეებში მიწა გრძნობდა, რომ ახლა, კუთვნილი დასვენების დრო უდგებოდა და ნელ–ნელა გრილდებოდა. ჩავჯდებოდი ხავსმოკიდებულ, სარეველაშემოხვეულ, ალაგ–ალაგ დამპალი ღობის ძირში და ვიწყებდი თამაშს...
თამაში იწყებოდა ჯერ მხოლოდ ხელებით, ნელი მოძრაობით ვეფერებოდი მიწას, ვაფხვიერებდი ზედაპირს. ნელ–ნელა ვაღრმავებდი ხელებით და ზედაპირზე ნესტიანი მიწა ამომქონდა, მზე ამათაც აშრობდა და მიწა ნაცრისფერი და თბილი ხდებოდა. მზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო, მის სხივებში ვითენთებოდი და ჩემი "მე" მზის იმპერატორად გარდაისახებოდა.
მიწა მკლავებამდე მწვდებოდა, ალაგ–ალაგ ლოკოკინის უსულო ნიჟარებს წავაწყდებოდი, პატარებსა და ჩახვეულებს, სადაფისფერებსა და სპილოსძვლისფერებს. ავიღებდი და მიწისგან ვათავისუფლებდი, მერე ყურებში ვილაგებდი. ყურის ნიჟარები იგმანებოდა, მხოლოდ მდინარის ხმაური აწვდენდა ბარაბნებს...
ექსტაზი ორკეცდებოდა: მთელი სხეული მიმიწიანდებოდა, ფრჩხილები მიშავდებოდა, ზოგ ადგილას მტყდებოდა და მისივდებოდა. ირგვლივ ტოტები შემაშფოთებლად იწყებდნენ რხევას და მზეს მიჩრდილავდნენ.
მახსენდებოდა:
ბებია აივნის რიკულზე ადის, ვაზს სხლავს. ვაზი უგრძელესია და ბევრფოთლიანი. ყურძენი ხსნას ელის, ისიც მზის სხივებს ელის, ბებო იწევა ფოთლებისკენ და... ვაზის ვარჯი ტყდება... ლაწანი. მძიმე დაცემა ფილაქანზე. მე კაკლის ხეზე ვარ, კენწეროში და ახალ თამაშს: ქართან ბრძოლობანას ვთამაშობ. წამებში ვიაზრებ მომხდარს. მე აღარასოდეს ვეთამაშები ქარს...
როდესაც 19 წლის დავხეტიალობდი კვლავ და ვეძებდი ბუნებას. ისევ მოფრინდნენ დედამიწის უცნობი მკვიდრნი ბებიასთან და ფილტვებში ჩაუსახლდნენ. ამჟამად, ვეღარ მოაბრუნა ვერც ჩემი ფილტვის მკვიდრებმა... და წაიყვანეს. მე ახალი თამაში ვისწავლე: ფოთლებთან ერთად ხიდან ჩამოცვენა, დალპობა და მიწასთან შერწყმა.
ახლა წამის წამებით ვცხოვრობ და გულის კენჭით. სურვილებიც მაქვს, მიზნებიც, ისეთი ოცნებებიც, რომელიც ვიცი, რომ არასოდეს ახდებიან. ყველაზე მთავარი კი მოგონებებია. მხოლოდ ეს მაშინებს: არასოდეს მიმატოვონ, არასოდეს მიმივიწყონ, არასოდეს გამეფანტნენ ჩემი ძვირფასი ხსოვნები, ჩემი ძვირფასი წარსულები...
როდესაც დგება გამომშვიდობების დრო, ირგვლივ უნდა მიმოიხედო და დატკბე ყოველი წუთის ნეტარებით. აჯობებს, არ უთხრა ახლობელ ადამიანებს შენი გამოთხოვების შესახებ, მხოლოდ მას, ვინც კიდევ ემშვიდობება ამ ქვეყანას. შეგიძლია გადაიპარსო თავი, გადაუღო ფოტოები სხვებს, გააბედნიერო სხვები, გასცურო ზღვაზე და მერე, ზღვის ჩამავალ სხივებთან ერთად დახუჭო თვალები...
სამუდამოდ.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 00:07:18
#05    ,,Тетрадь”

ავტორს ვერ დავუკავშირდით, შესაბამისად განთავსების ნებართვა არა გვაქვს

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 00:13:44
#06        "ბერიკას გარდაცვალება"        დავით ალელიშვილი




ყეენი ყინჩად იჯდა წითლად შეღებილ ცხენზე. მაღალი ჩალმა მალიმალ თვალებზე ეფხატებოდა და ისწორებდა. ჩალმას შუაში ძვირფასი ქვად ვირის გამხმარი თვალი ჰქონდა მიმაგრებული. ნაგლეჯ-ნაგლეჯი ფერადი ჭინჭებისაგან დაბლანდული ხალათის მიმალული ჯიბეებიდან ხან მამლის თავს ამოიღებდა და მოწყალედ გადაუგდებდა კაცებს, ხან ცოცხალ გომბეშოს ესროდა ერთად შეჯგუფულ გოგოებს, კივილით რომ გაიფანტებოდნენ აქეთ-იქით, ხან ცხვრის გამხმარ კურკლს გადაუყრიდა ბავშვებს, შემწვარი წაბლი რომ ეგონათ და ჟივილ-ხივილით მიესეოდნენ. ორი ნაბიჯით ჩამორჩენილი თეთრი ვირით ყეენის ხათუნი მოყვებოდა, მაღალი და გამხდარი, თეთრ ზეწარშAემოხვეული, ჩადრადაც თეთრი ნაჭრის ნაგლეჯი აეფარებინა. ტოტყია ფეხებს ლამის მიწას უწვდენდა. კაცები ცდილობდნენ  ფეხით გადმოეთრიათ  ყეენი, მაგრამ ის ხის ხმლით დაუნდობლად უჟაპუნებდა მარჯვნივ და მარცხნივ, წითელჩალმიანი მხლებლებლიც დაუზარლად ეხმარებოდნენ, თუმცა მომხდურებს რიცხვით ბევრად ჩამოუვარდებოდნენ. თუ ხათუნი ცოტათი მაინც ჩამორჩებოდა, ცუდად იყო მისი საქმე – დაუნდობლად ჩქმეტდნენ ძუძუებსა და ტრაკზე. უჩუმრად ყენიის მხლებლებიც კი გაპარებდნენ ხოლმე მრუდედ ხელს. შეჭირვებული ყეენს არ დაავიწყდებოდა, მხარს უკან გადმოხედავდა ხოლმე და გაამხნევებდა – ოღონდ ახლა გაუძელი, ნამუსი შემინახე და ღამით მე ვიცი შენი პატივისცემაო. ისიც უძლებდა და ვერც უძლებდა, ზედმეტად მონდომებულებს უშვერი პირით აგინებდა, ჯორთან ერთად ბრუნავდა, მარცხნივ თუ მარჯვნივ არიგებდა პანღურებსა და მუშტებს, გრძელი სადგისსაც იქნევდა აქეთ-იქით. ესე ბურთივიდ მიგორავდნენ სოფლის შარაგზაზე, ზოგჯერ შეიკუმშებოდნენ ხარხარითა და ჟივილ-ხივილით, ზოგჯერ კი აქეთ-იქით გაიფანტებოდნენ ქორის ჩრდილდაცემული წიწილებივით. უკან კი ხარკის ამკრეფები მოდიოდნენ კამეჩებშებმული ურმის ჭრიალით. ჭარმაგ გლეხებს ღიმილით გამოჰქონდათ ხარკი – თავიანთი მწირი სარჩო-საბადებელი. ღვინოსაც ჩაუმატებდნენ დიდ,  დეკეულის რუმბში და  უკან გაჰყვებოდნენ დინჯი საუბრით. თავადის სახლს მიღწეულები დაშოშმინდნენ, ქუდები მოიშვლიპეს და მორიდებით მიადგნენ ქვითკირით შემოღობილი ეზოს მაღალ ალაყაფის კარს. კარი ყეენის ერთი შეძახილისთანავე  გაიღო და ხნიერი თავადი გამოეგება ხელებგაშლილი. უკან კოხტად შეღერებული ახალგაზრდა თავადი გამოჰყვა გრძელ ხანჯალზე ხელებჩამოყრდნობილი. ორივემ ცალი მუხლით ჩაიჩოქა ყეენის წინაშე და ერთგულება აღუთქვა. კნეინებმაც კისკისით გადმოხედეს აივნიდან. თავადმა შინაყმებს ძღვენის გამოტანა უბრძანა. მათაც ტიკები და გაბერილი ხურჯინები დაუზარლად დაუმატეს ურემს. თავადი თავად წაუძღვა ყეენის ამალას მდინარისპირა ჭალისკენ, სადაც ყეენობა წიწმატობით – სოფლის ქეიფითა და ღრეობით უნდა დამთავრდებულიყო. ქართველებისგან ღალატს ჩვეული ყეენი უნდობლად მიყვებოდა უკან. თან მხლებლებს არიგებდა – აბა გაფრთხილდით, ათი თვალი და ათი ყური გამოიბით და სუფრაზე ჩემგან რჩეული ლუკმა და დიდი თასით ღვინო არ მოგაკლდებათო. ღალატს უფრთხილდით, სხვები არ გაირიოთო. ისინიც ერთგულებას ეფიცებოდნენ, ზურგსუკან კი უშნოდ იღმიჭებოდნენ და თვალს უკრავდნენ ერთიმეორეს. ჭალას მიღწეულებს ხნიერმა თავადმა მორჩილად შესთხოვა -  ქვეშევრდომებთან ერთად გაეტეხა ლუკმა. ყეენმაც ამაყად მოატრიალა თავი, მხლებელთათვის თავისი ყეენური ნება რომ ეცნობებინა, მაგრამ იმათ უკევე მოეძროთ თავისი ხაბაკ-ხუბაკი, ჩალმები და სხვებში გარეულიყვნენ. სხვები კი ერთმანეთს ასწრებდნენ ყეენის ცხენის აღვირის და უზანგების დაჭერას. ვეღარც ხის ხმალი გამოადგა – გადმოათრიეს, ჰაერში ბურთაობით მიიყვანეს მდინარესთან და წყალში მოისროლეს. არც ხათუნი დააშორეს – ისიც უკან მიაყოლეს კაბაწამოხდილი. წყლიდანაც ერთად ამოყვეს თავი. ყეენყოფილმა - სოფლის ოხუნჯმამ და ბერიკამ იორამმა  გაწუწული ძაღლივით დაიბერტყა ფეხები და სიცილით აყვირდა "ჰა, ერთი ჭიქა ჭაჭა დამალევინეთ, თორემ სიცივისაგან გაყინულ კვერცხებს სულ ერთმანეთზე გაუდის ჭახა-ჭუხი@". შერცხვენილი ხათუნი - სოფლის მჭედლის დამხმარე სოსიკა – აღარც ახსოვდა, თუმცა ის ორ ნაბიჯში მოჰყვებოდა –  სველი ქალამნები მდინარის ქვებზე უსრიალებდა და მუშაითივით ხელებგაშლილი, ბუზღუნითა და ბარბაცით მიდიოდა ნაპირისკენ.
თამადა თავადი იყო. უფლისას და წუთისოფლისას იტყოდა. ერთს შემწეობას შესთხოვდა, მეორეს გაძლებასა და ერთმანეთის გატანას. სადღეგრძელოსა და სადღეგრძელოს შორის ყეენყოფილ იორამს შეაცქერდებოდნენ -  ჰა აბა, რას გვეტყვის, რით გაგვაცინებს და გაგვამხიარულებსო. ისიც სიტყვისთვის მდინარის გაღმა არ გავიდოდა, ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. ზოგჯერ სიბნელეს თუ შეაცქერდებოდა და დადუმდებოდა, დაფიქრდებოდა, თითქოს სიცილის ბილიკიდან გადახვევა მოესურვა, მაგრამ არ დააცლიდნენ, შესძახებდნენ აქედან, იქიდან და ისიც ისევ მოტრილდებოდა ლხინისკენ. შუაღამეს კარგად გადაცილებული იყო, როცა ზოგი მარტო, ზოგი ერთმანეთს ხელიხელგადახვეული, ზოგიც ცოლის მხარს ჩამოკიდებული, მთვარით რძისფრად განათებულ ორღობეში გაბანცალდებოდნენ სახლისკენ. იორამიც იმათ შორის ერია. ერია და არც ერია. უნდოდა დამთვრალიყო და ვერ დათვრა. უნდოდა მოელხინა, მაგრამ ლაღობა გულამდე არ ჩადიოდა. მძიმე წუთისოფლის დავიწყება უნდოდა და ვერ ივიწყებდა. თავდაღუნული შეძვრა მიწურ სახლში, ფანჯარა რომ არსაიდან ჰქონდა. ჭრაქი არ აუნთია, შუაცეცხლის ნაკვერჩხლები ჯერ კიდევ ღუოდა. კედელ-კედელ გაუყვა, კონებად შეკრულ ბზეზე დაწვა და გაქუცული ნაბადი დაიფარა ზემოდან. იწვა თავზეწაფარებული, აკანკალებული და არ ეძინებოდა. იცოდა – დაუძახებდა. გაგონება კი არ ენება. ყურებზე ყეენის ჩალმასაც ჩამოიფხარტავდა -  იქნებ ამანც მაინც დამიფაროს ხმისგანო.  ღამე ძალას რომ კარგავდა, მაშინ ჩაეძინებოდა. რამდენიმე წუთში ისევ გაახელდა თვალს – სოფლის ბოლოდან პირველი მამლის ყივილი გააღვიძებდა. იდაყვებზე წამოიწეოდა და ყურს მიუგდებდა. ისიც დიდხანს არ  ალოდინებდა – ნაზად დაუძახებდა "იორამ". პირდაღმა დაეცემოდა და ბზეში ჩაყოფდა თავს. "იორაააამ" -  ხმა სოფელს და იორამსაც ერთნაირად ეკუთვნოდა, მაგრამ მაგრამ მარტო ამას ესმოდა. მესამე დაძახებას აღარ დაელოდებოდა, ხელის ცეცებით მოძებნიდა კედელზე ჩამოკიდებულ ხმალს, ქარქაშიდან ამოაძრობდა და მკრთალად განათებული შემოსასვლელისკენ წავიდოდა. თავდახრილი გაძვრებოდა დაბალ და ვიწრო კარში, იქვე დადგებოდა ხმალშემართული და მზერას მიმოატარებდა, სმენასაც დაძაბავდა, თუმცა ჯერ ჩქამიც არ ისმოდა, ფოთოლიც არ მოძრაობდა, სოფლის მდინარეც კი დადუმებულიყო. ისევ ის გაეცნაურებოდა – შორიახლოს მდებარე ხეს ააშრიალებდა ნელ-ნელა და უფრო ნაზად დაუძახებდა "იორაააამ". ეს გამწარებული გაეპასუხებოდა, აკანკალებული დაიღრიალებდა - "რა გინდა რა, რად არ დამანებებ თავს". სიტყვები რიყის ქვებად მიფრინავდა ნახევრადსიბნელეში, მაგრამ მალევე ბრუნდებოდა უკან და სახეში ხვდებოდა. ვერ დაინახავდა, ვერა, მხოლოდ ფFოთლების შრიალი და მოძრაობა ამხელდა, სინაზეს არ მოიკლებდა, მაგრამ ოდნავი საყვედური კი შეეპარებოდა - "იორაააამ". სახედასისხლიანებული ყვირილს არ შაწყვეტდა, ხმალს მოიქნევდა და ზუზუნით ჩაარჭობდა მიწაში, ხვანჯარს შეიხსნიდა, შარვალს კოჭებამდე ჩაიწევდა, ფალოსს დაიჭერდა მუშტში და მიტყუებით, თითქოს შეურიგდაო, ხმადაბლა მიმართავდა, "მოდი, მოდი, ხომ ვიცი - ეს გინდა, ამისთვისა ხარ მოსული, ამასა ხარ ნატრული."  ის კი აღარც გაეპასუხებოდა. ხე ისევ აშრიალდებოდა, მაგრამ უკვე სხვა ხეებიც გაეპასუხებოდნენ ფოთოლთშრიალით, მდინარეც ამოიღებდა ხმას, მამალიც აყივლდებოდა, ძაღELBLEBლებიც აყეფდებოდნენ ერთმანეთის მიყოლებით, თითქოს ორღობეში მიმავალს ვინმეს მიაცილებდნენ. მზის ამოსავალიც წითელ ოქროს დაიკრავდა და სინათლე მატულობდა ნელა-ნელა.
სოფელი ჩუმად იყო, თუმცა ესმოდა კია. დილით, სოფლის წყაროსთან, წყლის რიგში მდგარი ქალები ხმადაბალი პუტუნით ეტყოდნენ ერთიმეორეს -"ისეთი ხმით ღრიალებდა ეგ პირგასახმობი, ბავშვი გამიღვიძა. დილამდე ტიროდა, ვეღარ დავაძინე." "ეგრე იცის, ქა, დათვრება და ჭკუაზე აღარ არის." "ცეტობას რო არ ეშვება მაინცა? სალაყბოსთან რო ახვიხვინდება ცხენივითა, სახში მესმის ხოლმე. ზოგჯერ ენა მომიბრუნდება ხოლმე სათქმელად – ი ბიჭის დამმარხავს, შენ პირს სიცილი როგორ ეკარება მეთქი. ეტყვი და – ცუდი ხარ." "მარტო ბიჭი, ქალო? ჯერ პატარა გოგო, მერე ცოლიცა." "ერთი დოლაბის ქვა არ დატრიალებულა მაგ საცოდავის თავზედა, თორე უბედურებასა ვინ დათვლის, ვინა." "ნურავიზე იტყვის აუგსა, ისევ თავის თავს დააბრალოს." "რას ამბობ, ქააა..." "იიი... ვითომ არ იცოდე. ალთანაა ნაწოლი და იმან დაისაკუთრა, იმან შემოაცალა და დაუხოცა ყველა ახლობელი." "გამიგია, მაგრამ რო არა მჯერა..." "რა არა  გჯერა... ამ ღამესაც ის მოაკითხავდა და იმიტომ ღრიალებდა." "ალთან როგორ დაწვებოდა, ხო დაწვავდა და დაანახშირებდა... პოლAიკაანთ კოკოლომ მარტო ტიტველი ნახა  ჩქერში მობანავე და ერთი შეხედვით დაადამბლა – საკუთარ ეზოს ვეღარ გასცილებია." "შენ ხო ვერაფერს დაგაჯერებ... მა დაქვრივებულს ზედა სოფლიდან ქალი რად არ გამოატანეს. რა – ტანი დაუწუნეს თუ ფეხი."
სიცილისა და მხიარულების ხმას ძნელად გაიგონებდი ღარიბ, დაბეჩავებულ სოფელში, ლეკების სათარეშო გზა რომ გაუდიოდა სიახლოვეს, მდინარის გადაღმა. საქრისტიანო აქ თავდებოდა. ტყვეებით დატვირთული მოთარეშეები სათიბებს იქით, კუზიან მთას გადაივლიდნენ და უკვე ოსმალოს მიწაზე იყვნენ. სოფელმა იცოდა, როდის გამოჩნდებოდნენ. ფარხმალასხმული სოფლის კაცობა მდინარის პირას დადგებოდა და გაღმა გაჰყურებდა ჩორთით მიმავალ მხედრებს, მარბიელის შიშიც რომ აღარ ჰქონდათ უკვე. ამათ იმათი შეჩერების ძალა არ ჰქონდათ, არც ისინი შემოუხვევდნენ, ნაალაფარი ყოველთვის საკმაო ჰქონდათ. კი გამოხედავდნენ უთქმელად აქეთაც, მაგრამ არც კი შეყოვნდებოდნენ, ისე გაგრძელებდნენ. თუ მოესურვებოდათ იქვე, შეღმართზე, თლილი ქვით ნაგებ, პატარა გალავნიან, ძველ, მიტოვებულ ეკლესიაში დაიბანაკებდნენ. არც იქ ეგულებოდათ ვინმე თავისი შემწუხებელი. ერთადერთი ადამიანი, ვისი მოტაცებაც ბრალდებოდათ სოფლიდან, ადრედაობლებული იორამის ლამაზი ცოლი ნენე იყო. ნენე იმ დღეს გაქრა სახლიდან, ლეკების რაზმმა უკანა გზაზე რომ აიარა. მაგრამ დანამდვილებით არავინ არაფერი იცოდა. ითქვა, რომ უკანა გზაზე ტყვეს, თანაც ქალს არ წაიყვანდნენ, რადგან გაყიდვით ვერ გაყიდნენ. ისიც ითქვა, რომ თავად გაიპარა. ბელადის თეთრ ცხენზე შემომჯდარიც ენახა თითქოს ვიღაცას, მხედარზე უკნიდან ხელებშემოხვეული. მაგრამ როცა ამ ნათქვამს ჩაეძია იორამი, მართლა მნახველს ვერ მიაგნო. იჯდა თავჩაღუნული თავის სახლის წინ და მოულოდნელს ელოდა. ელოდა, როგორც გაქრა მისი ნენე, ისევე გამოჩნდებოდა. მთელი კვირა ელოდა. არ გამოჩნდა. ბოლოს გააქნია თავი და ღონივრად წამოდგა, თითქოს მიწას უნდა ასცილდეს, აიწიოს და ცას ხელით შეეხოსო. მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა - "ვერა". პირველი უბედურება კი ნენეს გაUუჩინარებამდე სამი თუ ოთხი თვით ადრე მოვიდა - ხუთი წლის პატარა თეკლა სახადმა იმსხვერპლა. თავისი ხელით გამოჩორკნა კუბო, თავად ჩააწვინა და სოფლის სასაფლაოსკენ გზაზეც მარტომ ატარა ხელში ჩვილივით ატატებული. საყდრის გვერდით დამარხეს. დიდხანს იჯდა გვერდითა საფლავის ქვაზე და მიწას ჩაჰყურებდა. სხვების მორიდებულ თხოვნაზე, წასულიყვნენ, ცრემლშეყინული თვალით ამოხედავდა და ეტყოდა - "ცოტაც მაცალეთ, ძმებო." ისინიც იდგნენ ესე აწურულები. ბოლოსღა ამოიხვნეშა, მკერდზე მჯიღი დაიკრა ღონივრად და ვიღაცას ზემოთ შესძახა - "ვერა". ნენესა და თეკლას დამკარგავს დარჩა პატარა თედო, დარჩა და ქამარზე მიბმული პატარა ბოჩოლასავით სულ თან დაატარებდა. თანატოლებისგან გამორჩეული პატარა ჩოხაც შეაკერინა ზედა სოფელში და მტკაველნახევარი, პატარა ხანჯალიც გააჭედინა სოფლის მჭედელს მისთვის. სალაყბოზეც გვერდით ჰყავდა, ბაღჩასაც ერთად მარგლიდნენ, თონესაც ერთად გაახურებდნენ და ერთად ჩააკრავდნენ პურს, ნაკვეთშიც ერთად მუშაობდნენ, ნახირის რიგი როცა ჰქონდა, არც მაშინ დატოვებდა. ცხენზე შემოსვამდა, მწყემსის დიდ ნაბადშიც გაახვევდა და თავად წინ მიუყვებოდა აღვირში ხელჩავლებული. უცხოც ნახირში მყოფებმა ნახეს. იორამის დაგეშილ თვალს არ გამოეპარა ტყის პირას, შამბნარიდან ამომავალი კვამლის წვრილი სვეტი, კაცის სიმაღლეზე რომ ადიოდა, მერე ტყდებოდა და ტყისკენ მიიწევდა, ტყემდე არმისული კი იფანტებოდა და ქრებოდა. ცხენის აღვირი პატარა თედოს დააჭერინა და ფრთხილად დაუარა ტყის მხრიდან, გასწრება რომ ვერ მოეხერხებინათ. უცხომაც მანამ ვერ შეამჩნია, ვიდრე თავზე არ წამოადგა. მობუზული პატარა ცეცხლთან ჩაცუცქულიყო და წკნელზე წამოცმული ჩასუქებული მინდვრის თაგვი მიეშვირა ნაკვერჩხლებისთვის. უყურა იორამმა, მერე რამდენიმე ნაბიჯი წინ წადგა, იფიქრა – იგრძნობს რომ აქა ვარ და მობრუნდებაო, მაგრამ იმისი მთელი ყურადღება პატარა ნანადირევისკენ იყო გადატანილი. იორამმა იქვე დაგდებულ კუნძს გადააბიჯა და გვერდით მოუჯდა. დამფრთხალმა ცეცხლთან მჯდომმა წკნელი მიაგდო, გვერდზე გახტა, გულამოღებული რკინის კეტს წამოავლო ხელი და იორამს მიუშვირა. ამან აინუნშიც არ ჩააგდო, წკნელი აიღო და ცალგვერშემწვარ თაგვს დახედა. "გემრიელია?" უცხომ პასუხი არ გასცა, არც განძრეულა. იორამმა წკნელი ცეცხლს მიუშვირა. "შეწვა აკლია." მერეც თავად ლაპარაკობდა. ის კი გაშეშებულივით იდგა რკინის კეტით, არ გაინძრეოდა, არც უკან წადგამდა ფეხს და არც წინ. მხოლოდ თვალს თუ დაახამხამებდა მძიმედ, გეგონება ისე დახუჭა, ჰა და ჰა დაეძინებაო. თაგვის მეორე გვერდიც რომ შეიწვა, იორამმა პირთან მიიტანა და დასუნა. "სუნი კარგი აქვს... ხორციც ნაზი უნდა ჰქონდეს... კი არ მიჭამია სხვა დროსა... ჰა, ხომ არ გამესინჯა მეცა... მარილი მოუხდებოდა ამასა." მწყემსის აბგაში ხელი ჩაყო, ამოიღო და მოაყარა. უცხო ოდნავ შეინძრა. "ჰა, ჯერ შენ გასინჯე, მაინც შენი ნანადირევია" - ბალახზე დადო იმის მხარეს, კიდევ ჩაიყო აბგაში ხელი, კუტი პური ამოიღო, შუაზე გაგლიჯა, ნახევარი ისევ აბგაში ჩაუძახა, მეორე ნახევარი კი შემწვარს მოუდო გვერდზე. უცხოს თითქოს შერცხვა თავისი უნდობლობის, რკინის კეტი გვერდზე დადო, წინ წადგა ნაბიჯი, ფეხი მოირთხა და თავდაღუნულმა დაიწყო ჭამა. ფრთხილად წიწკნიდა, თითქოს ეფერებოდა. არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება, იორამმა სტვენით რომ მოიხმო თედო. მოსულ ცხენს უნაგირის კოხზე ხელი წაავლო, უზანგს ფეხი გაუყარა და შვილის ზურგს უკან ამხედრდა. "წამოხვალ?" ერთი ჩასძახა ქვემოთ. პასუხი რომ ვერ მიიღო, აღვირი მარცხნივ მოქაჩა, ცხენი მოაბრუნა და ერთიღა ჰკითხა, ისე, პასუხის გაცემას დიდადაც რომ არ ელოდა - "ეგ რკინის კეტი რაღაა?" იმან, უკვე დამშვიდებულმა, ქონიანი პირი ხელით მოიწმანდა, ამოასლოკინა და თამამად გამოხედა. "მეხს ისვრის@". "იიი... წადიი". უცხომ მხრები აიჩეჩა – გინდა დაიჯერე, გინდა არაო. "აბა, მესროლე.." უცხომ მარტო თავი გააქნია – არ გირჩევო. არც იორამი მოეშAვა - "ელიას ნასროლი მეხის არ შემშინებია და შენ როგორ უნდა შემაშინო". მართლა არ შეშინებია, რკინის კეტი რომ მიუშვირა და "ქუხ, ქუხ" დაიძახა სერიოზული სახით, ისე, პატარებს რომ აშინებენ. იორამმა ისევ მიაბრუნა ცხენი, მაგრამ ბოლოს მაინც მიაძახა მხარსუკან, ვიდრე მათრახს გადაუჭერდა.  "მესროლე და ამას მოგცემ" - აბგიდან ამოღებული პურის მეორე ნახევარი დაანახვა. იმან თავი მოიფხანა დაფიქრებით, მერე ისევ მიიტანა კეტი თვალთან, მეორე ბოლო იორამს მიუშვირა და დაფიქრებით დასცქეროდა კარგა-ხანს, თითქოს სისწორეს ამოწმებსო. მერე უცებ მოატრიალა და პატარა ნაძვის კენწეროზე შემომჯდარი ყვავისკენ გაიშვირა, გაბრაზებული რომ დასჩხაოდათ ზემოდან. კეტსაც ქვემოდან თითით მოეფერა. იქუხა და ყვავი გაქრა, თავწაძრობილმა  ნაძვმა კი აქეთ-იქით რწევა დაიწყო, თითქოს დაბმულია და გაქცევა უნდაო. სადავემიშვებული ცხენი უკვე ბალახს წიწკნიდა, თეDდოც შეწუხებული იშმუშნებოდა, იორამი კი უხმოდ, გაოცებული უყურებდა უცხოს, ფეხმორთხმული, არხეინად რომ შეექცეოდა პურის მეორე ნახევარს.
ესევე გაოცებული უყურებდა ნურიდ ბეი სალეხი ძველი ეკლესიის გალავანზე შემდგარ კაცს და პატარა ბიჭს, ფარხმალასხმულები რომ დაჰყურებდნენ ზემოდან. ისინიც თვალს არ აცილებდნენ, არც წასვლას ჩქარობდნენ, არც დამალვას. უკნიდან დაღლილი, მოსვენების მოსურნე მხედრები ყაყანებდნენ, დამხვდურებს მუშტებს უქნევდნენ და აგინებდნენ, მაგრამ ბელადის გარეშე ნაბიჯს ვერ წადგამდნენ წინ. ნურიდ ბეი კი არ ჩქარობდა, დროდადრო აბორგებულ თეთრ ცხენს ყელზე მოუთათუნებდა და გააჩერებდა. შემთხვევით გადაყრილებს არ ჰგავდნენ, გალავნის კარი, რომელსაც ნურიდ ბეის რაზმი ყოველთვის მოღიავებულს ტოვებდა, საგანგებოდ ჩაერაზათ და გაემაგრებინათ. ყაჩაღობის მრავალი წლის განმავლობაში გურჯების დაგებულ ბევრ ხაფანგს გადაჰყრია და ჯერ კიდევ ახალგაზრდას წლებისთვის შეუფერებელი სიფრთხილე და შიში ესწავლა. გონება ვერაფრით ეხმარებოდა, რადგან ხიფათის ნიშნებსაც კი ვერ ხედავდა, მაგრამ ვერც იმას ხვდებოდა, ამ ორ კაცს რისი იმედი უნდა ჰქონოდა და ეს უფრო აფიქრებდა. მიბრუნდა, რამდენიმე მხედარი მათრახის ტარით გამოარჩია და უხმოდ მიუთითა კარისკენ. ისევ გალავანზე მყოფებისკენ რომ მიტრიალდა, დაინახა - უფროსს რაღაც ჯოხი დაეჭირა და თვალით სისწორეს ზომავდა. ამ დროს გაიგონა ქუხილი და მისი ცხენი ყალყზე შედგა. მიწაზე დაცემულს ყურში ისევ ხმა ჩაესმოდა და გაკვირვებული შეჰყურებდა ცას, სადაც ღრუბლის ნასახიც არ იყო. მხოლოდ თავისთავზე ბრაზობდა, რადგან ძალას ვერ პოულობდა, ისევ ფეხზე დამდგარიყო და ცხენს მოქცეოდა ზურგზე. რამდენიმე მხედარი დაქვითდა და რკალად შემოერტყა. სხვები ცხენდაცხენ ბრუნავდნენ გარშემო და შიშით უყურებდნენ არემარეს. ნურიდ ბეის ყელი ჰქონდა გაგლეჯილი და სტვენით ამოსდიოდა სქელი, მMუქი სისხლი და ჰაერი. ცას შესცქეროდა და ჰაერის დიდ ყლუპებს ყლაპავდა, თითქოს უნდოდა დანაკარგი შეევსო. ყველაზე ხნიერმა და გამოცდილმა, უზანგებზე შემდგარი გაკვირვებული რომ იყურებოდა აქეთ-იქით, სხვებს უბრძანა, რომ მოცილებოდნენ და სიკვდილი დაეცლიათ. ამ დროს იქუხა მეორედ და ისიც უკან გადავარდა ცხენის გავაზე. შეძრწუნებულმა მეომრებმა ყვირილით მიაბრუნეს ცხენები და გაქუსლეს. მესამე ქუხილის ხმა უკან მიჰყვებოდათ, იქნებ დაწევაც უნდოდა და ესენიც უფრო გამეტებით იქნევდნენ მათრახებს. ქუხილის ხმა შიშით მომზირალმა სოფელმაც გაიგო, გაქცეული მხედრებიც დაინახეს, მაგრამ მათი მდევარი არსად გამოჩნდა. მაინც ვერ ბედავდნენ გაღმა გასვლას. არადა, რომ გაებედათ, ვინ იცის, ფართოდ გახელილი, გაყინულ თვალებიანი  ნურიდ ბეი ვერც დაენახათ წელამდე ბალახში. ცხენს  არ მიეტოვებინა, თავი დაეხარა მისკენ და მთრთოლავი ნესტოებიდა ორთქლს უშვებდა, თითქოს გათბობა, სულის ჩაბერვა უნდოდა უძრავი სხეულისთვის. იორამი და თედო გარშემო უტრიალებდნენ და ცდილობდნენ დაეჭირათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. მიახლობისთანავე უკანა ფეხებით იგერიებდა ან კბილებდაკრეჭილი ხვიხვინით გაეკიდებოდა საკბენად. შორს არ გაჰყვებოდა, რამდენიმე ნაბიჯს გაირბენდა, წინა ჩლიქებს მუქარით აათამაშებდა მიწაზე და ისევ უკან ბრუნდებოდა პატრონთან. დაღლილი იორამი თედოს ამხნევება - "მოერიდე, ბიჯოუ... ქრისტიანის სუნი აგიჟებს ამ პატრონძაღლს" - დაუძახა. რამდენიმე ცდის მერე იორამმა  აღვირს როგორც იქნა სტაცა ხელი. ცხენმა ჯერ გაიწია გასანთავისუფლებლად, მერე, იორამის ხელის ძალა რომ იგრძნო, საკბენად წაეტანა. იორამმა მუშტი უთავაზა შუბლში და და დაბნეულს კისერზე ჩამოეკიდა, თითქოს ნადირივით უნდადა მოეგუდა და ძირს დაეცა. ცხენმაც იქითკენ გაიბრძოლა, სადაც თავისუფლება იგრძნო – ოდნავ დატრიალდა და ისევ უკAANAANAანა ფეხები აიქნია. მარცხენა  თედის მოხვდა, რომელმაც თითქოს თვალში რაღაც ჩაუვარდაო, ფრთხილად ამოისვა ხელი, გაბუტულივით აქცია ზურგი ცხენსა და იორამს და პირქვედ, უხმოდ ჩაწვა წელამდე ბალახში. იორამს ეს არ დაუნახავს, მაგრამ იგრძნო რომ ცხენს ვეღარ ერეოდა და ისევ დაეხსნა. იდგნენ ესე პირისპირ, არც ერთი აღარ იხევდა უკან. კაცი დაღლილი და აქოშინებული ბოროტად შეჰყურებდა ქვემოდან, ცხენს კი დაღლისა არაფერი ემჩნეოდა, მუქარით აბაკუნებდა ფეხებს და დახრილ თავს იქნევდა აქეთ-იქით. ნურიდ ბეის გარშემო ბალახი უკვე თანაბრად, წრეზე  იყო გათელილი და იგი უკვე მთელი ტანით ჩანდა მიწაზე გაშოტილი, გაყინული თვალებით ცას მიბჯენილი მზერით. თედოს ვერ ხედავდა და ვერც იმას  ხვდებოდა, სად უნდა წასულიყო ან დამალულიყო. მაგრამ რამდენჯერაც წინ წადგა ფეხი, იმდენჯერ ცხენი გადაეღობა ფრუტუნით. ის პატრონს ერთგულობდა, მკვდარიც არ მიეტოვებინა, იორამს კი იმ ერთადერთი ადამიანის ნახვა ესურვა, ამ ქვეყანასთან რომ აკავშირებდა სიცოცხლის ხიდით. ცხენი სიკვდილს დარაჯობდა, ამას სიცოცხლე და სიცოცხლით ტკბობა ესურვა. ცხენს აღარც იმედი უნდა ჰქონოდა, ამისთვის კი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო. ჯიუტად უყურებდნენ ერთმანეთს და არც ერთი უკან დახევას არ აპირებდა. იორამი მიხვდა, რომ ცხენიც ლეკების ბელადის ნაწილი, გაგრძელება იყო და თუ მხედრის მოკვლა სურდა, ესეც უნდა გაეწირა. ხმალი გაიძრო ქარქაშიდან და ერთი მოქნევით გააგდებინა თავი. ტანმა მორჩილად მოხარა ფეხები მის წინაშე და გვერდზე გადაბრუნდა. თავმა ენა გამოუყო, თითქოს დასცინისო.
მოკვდა.
ესეც. ისიც. ისიც.
ორი კვირის მერე კი, სოფლის ყეენობის წინა დღეს ბერიკების დასტას დაადგა თავზე, სოფელზე ლაშქრობის და ხარკის აკრეფის გეგმას რომ ადგენდნენ – "უჩემოდ არაფერი გამოგივათ და თუ არ ჩავერიე, წიწმატობას მართლა წიწმატზე გადამატარებთ."

კიდევ ორი კვირის მერე იორამი ისევ საყდრის გალავანზე იდგა, წვიმისაგან გალუმპული და აკანკალებული. გვერდით აღარავინ ჰყავდა. ქვემოდან ისევ ლეკების რაზმი ამოჰყურებდა. ბელადი კვლავაც თეთრ ცხენზე იჯდა, რომელიც სხვებზე ნახევარი ნაბიჯით წინ იდგა, მოუთმენლად ფრუტუნებდა, ლაგამს ღრღნიდა და ჩლიქებს ბრაზით ურტყამდა მიწაზე. ბელადი ამასაც მოფერებით უთათუნებდა კისერზე და ამშვიდებდა. იორამს ამირანის ზღაპარი გაახსენდა, ბაყბაყ-დევს თავს რომ აჭრიდა და იმას ახალ-ახალი ამოსდიოდა. ბელადმა სანახევროდ  მიაბრუნა ცხენი, ისე რომ იორამისთვის თვალი არ მოუცილებია და უკან რაღაც გასძახა, მხოლოდ ერთერთმა მხლებელმა გასცა პასუხი და თოფიც გადაუგდო. ბელადმა თითქმის დაუმიზნებლად გაისროლა. იორამმა დაინახა პატარა ღრუბელი, საიდანაც ტყვია გამოძვრა და მისკენ გამოფრინდა. წუთისოფელზე საბოლოოდ ხელჩაქნეულს გასროლასა და ტყვიის მოფრენას შორის დროშDი ძალიან, ძალიან მოუნდა სიცოცხლე, მაგრამ ოცნების დამთავრებაც არ დასცალდა. ტყვიამ მარჯენა თვალში გაიარა და უკან კეფაც გაანგრია. მარცხენა თვალმა კი იმის დანახვა მაინც მოასწრო, ბელადმა თოფს რომ აკოცა და ისევ მხლებელს გადასცა. იორამი თავქვე გადაეშვა გალავანზე. ვეღარაფერს გრძნობდა – ვერც სიცივეს, ვერც შიშს და ვერც ტკივილს. მხოლოდ ცალი თვალი ხედავდა, რა სწრაფად უახლოვდებოდა მიწა. სულ ახლოს რომ მოვიდა, ესეც ჩაქრა.
მეორე დღეს მჭედლის შეგირდი სოსიკა თედოსა და თეკლას საფლავებს შორის ახლადგაჭრილ სამარესთან იჯდა, თავი ჯიუტად ჩაეღუნა და გრძელი ფეხები შიგ ჩაეყო. ორი ნაბიჯით უკან დოსტები ედგნენ მორიდებით თავდახრილები. სიბერისგან წელში მოხრილი და თვალებჩაწითლებული სოფლის მღვდელი მოჩუქურთმებულ, სიძველისაგან აპრიალებულ კვერთხზე დაყრდნობილი მიწას ჩასცქეროდა, თითქოს იმას უხსნის, იმას ელაპარაკებაო "წესი არის ალთან ნაწოლის საყდართან დაკრძალვა, ღმერთის უკადრებელს ნუ იზამთ, შვილებო. სასჯელი არ გვაკლია მისგან ჩვენი ცოდვებისთვის და კიდევ ნუ დავიმძიმებთ სულსა." ზურგსუკან ამომდგარი კაცებიც დასტურად უკანტურებდნენ თავს. ხომ არ იტყოდნენ, მაგრამ სოსიკას და სოსიკას დოსტებსაც ახსოვდათ მღვდლის ნათქვამი, ღამისMმთევლებად რომ ესხდნენ იორამს. ღარიბული სუფრაც გაეშალათ და შესანდობარსაც იტყოდნენ. ხმადაბლა იცინოდნენ იმის ცეტურ სიტყვასა და საქციელს რომ გაიხსენებდნენ. ღვინო მეტი ჰქონდათ, ვიდრე საჭმელი და კარგადაც მოეკიდათ. ზოგჯერ რომელიმეს სულ დაავიწყდებოდა, იქვე, შუაცეცხლი რომ ჰყოფდა, იორამი იწვა გულხელდაკრეფილი, ცალთვალდახუჭული და ხმამაღლა გადაიხარხარებდა. თანამეინახენი ჩუმი ხითხითით გააჩერებდნენ. შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, პირველმა მამალმა რომ იყივლა, ისევ სოსიკამ თქვა სიტყვა. "მართალია, მოსე მღდელმა არ გვიზიარა ჩვენი ძმობილი, მაგრამ აქა იმიტომა ვააართ, მისი სული მარტო არ დავტოვოთ უფლისკენ მიმავალ გზაზედა. თქვენი არ ვიცი, მაგრამა მე ვერცა განვსჯი და ვერცა განვიკითხავ. არც ვინაა გამკითხველი. ისევ უფალმა განიკითხოს. არა მგონია, იმანა სათითაოდ უთვალოს რამდენი კელაპტარი დაუნთო ან რამდენჯერ გადაიწერა პირჯვარი. თავის სასწორზე დაულაგებს ერთ მხარეს გაკეთებულ სიკეთესა, მეორეზედა ჩადენილ ბოროტებასა და უკეთურობას. იმ ქვეყნის კარამდე ჩვენ მივიყვანოთ და მერე თავად უფალმა განსაჯოს - სასუფეველში ამყოფოს თუ სასჯელი მოუვლინოს." ყველაზე ღვინომოკიდებულმა, აქამდე თავი რომ ჩაეღუნა და სკამზე ირწეოდა, თავი ასწია და ყინჩადა სთქვა  "ვის ვეკითხებით რააა, წავიყვანოთ და დავმარხოთ თავი შვილებთანა." მაგრამ იქვე სხვამ გააჩერა - "რას ამბობ კაცოუ, სოფელმა რო დაგვინახოს, ხო გაგვიდო წიხლქვეშა.""ამ კუნაპეტში ვინ დაგვინახავს." "პირველმა მამალმა იყივლა, ბიჯო, ერთმაც რო გვკრას თვალი, გამოეფინებიან გარეთა და დაგვიხეთქავენ თავებსა." "ჰოდა, თავის გატეხვა თუ არ გვინდა, ჩვენ ნუ დავმარხავთ." - ისევ სოსიკა ჩაერია. ყველა გაჩუმდა და ამას შეაჩერდა. სოსიკამ დარჩენილი წიწმატი დაახვია და პირში ჩაიტენა ცერა თითით. "ოჩოპინტრეს მსახურებმა დამარხონ... იმათ ვინ რას გაუბედავს.@@ ყველამ კედელს შეხედა, სადაც იორამის მწირი ქონება და დანატოვარი – ბერიკას შესამოსები ეკიდა – ყეენის ჩალმა, ფერად-ფერადი ძონძებისაგან შეკერილი ხიფთანები და ხანუმის კაბები, დევების, ტყაშიმაფრების, ელიასა და ოჩოპინტრეს მსახურების ნიღბები, ხის ხმლები, ცარიელი ტიკები, ხაბაკ-ხუბაკით გამოტენილი აბგები.
აღმოსავლეთით მზის ასავალი უკვე შეთეთრებული იყო, სოფლის გზაზე გამოჩნდნენ ჩქარი ნაბიჯით მიმავალნი. წინ მაშხალით ხელში თხის რქებიანი მიუძღოდა და გზას უნათებდა, შუაში რამდენიმე მოდიოდა ერთად შეჯგუფებული, თითქოს რაღაცას მალავენო. ბოლოში კი, ათი ნაბიჯით ჩამორჩენილი, კაბაში გამოწყობილი სახეგამურული მიჰყვებოდა ბანცალ-ბანცალით. უნდოდა დაწეოდა და ვერ ეწეოდა - ხან ყორეზე გადაეკიდებოდა და ისვენებდა, ხან კაბის ბოლოზე დააბიჯებდა და ძირს გაითხლაშებოდა. მხოლოდ ეს თუ შეიგინებოდა ხმადაბლა, ადამიანის ენაზე. არც არავის დაუნახავს. გინდაც დაენახათ, ვერაფერს იეჭვებდნენ, რადგან ამათ ხმაც მიჰყვებოდა უკან. რომ ვერ გაარჩევდი – სიხარულისა იყო თუ წუხილის, საყვედურისა თუ გამხნევების, ან იქნებ დასცინოდა კიდეც, ერთნაირად ტკბილად მიაძახებდა - "იორააააამ".

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 00:17:38
#07          "ხიდი"      ლევან მაისურაძე



                                                                                                                                                                      სიზმარი, ეს არის განდევნილი სურვილების,
                                                                                                                                                                      მოთხოვნილებების შენიღბული ასრულება
                                                                                                                                                                                                                    ზიგმუნდ ფროიდი



    ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ცოტა ძინავთ, უბრალოდ სუსტები არიან. სიმართლე გითხრათ ახლაც ასე ვფოქრობ. რატომ? პასუხია – სიზმრები. ისინი სუსტები არიან იმდენად, რამდენადაც არ შეუძლიათ საკუთარი სიზმრების მართვა, რომლებიც მეტწილად არც თუ ისე სასიამოვნონი არიან. ადამიანებმა მათ კოშმარები დავარქვით. საბოლოოდ ყველაფერს შიშამდე მივყავართ. არ აქვს მნიშვნელობა სასიამოვნოზე ვსაუბრობთ თუ არა, ყველაფრის მიმართ არსებობს შიში, მარტივი მაგალითისთვის ისიც საკმარისია, რომ “უნდა გვეშინოდეს ღმერთის” - სრული აბსტრაქცია. ეს ერთადერთია რისიც არ უნდა ეშინოდეს ადამიანს. თუ გეშინია, მაშასადამე, დამნაშავე ხარ. მე ამ მხრივ ყველაფერი რიგზე მქონდა. მეძინა საკმარისად, შეიძლება ითქვას საკმარისზე მეტიც და რაღათქმაუნდა ვნახულობდი სიზმრებს. მათ შორის კოშმარებსაც, თუმცა მათ ჩემში არასდროს გამოუწვევია შიში. ბოლო დროს აღმოვაჩინე, უფრო სწორად მეგობრებმა მითხრეს, რომ ღამით გაუგებარ ენაზე ვსაუბრობდი, ვდგებოდი, დავდიოდი. ისიც კი იყო, როდესაც მეორე სართულიდან გადავხტი მძინარე და სრულიად უვნებელი დავბრუნდი საწოლში. ეს არავის უნახავს. ერთია, ცივ მიწაზე დახტომისთანავე გამოვფხიზლდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გულიანად უნდა გამეცინა  და ასეც მოვიქეცი. თუმცა ეს არაა საინტერესო. ყველაფერი იქიდან დაიწყო რომ საბოლოოდ ჩემებური გაგებით რეალობამდე დავიყვანე სიზმრის ფენომენი და გავთიშე სხვა დანარჩენი: დრო, სივრცე. წარმოუდგენელი შეგრძნებაა. იქ არ არსებობს ღმერთი, რადგან ის შენ ხარ. ყველაფერი ფილმის გადაღებას გავს, ოღონდ ყველაფერი ბევრად საინტერესოა. მე რეჟისორი ვარ, რომელიც თავისივე გადაღებულ ფილმში თამაშობს მნიშვნელოვან, მაგრამ არამთავარ როლს.
    ყველაფერი 6 თებერვალს დაიწყო. ეს ერთადერთი სიზმარი იყო, რომელიც ასე დეტალურად მახსოვს. შეიძლება ითქვას, სიზმრის ხელოვნების შეცნობის ზენიტი მქონდა. მე შევძელი, შემდეგ ღამეებშიც დავბრუნებოდი იგივეს და გამეგრძელებინა. ვბრუნდებოდი იქ, სადაც ყველაფერი მხოლოდ შეგრძნებების დონეზე იყო დაყვანილი. იქ მარტო მაღალი, უსასრულო ხიდი იყო, რომელსაც არ უჩანდა საყრდენის ბოლო, რადგან ხშირი ნისლი გაწოლილიყო ქვემოთ. ყოველ ორასიოდე მეტრში უშველებელი თაღი იყო წამოჭიმული. ყოველთვის მიყვარდა მაღალი ხიდები, თავისებურად მისტიკურობის განცდას რომ გიტოვებენ. ყველაზე უცნაური კი ის იყო რომ არ იყო ცა.
    ხიდის ვიწრო ბილიკზე მივდიოდი, როცა ახალგაზრდა კაცმა გამაჩერა. ასე 30 წელამდე თუ იქნებოდა. წვერს ატარებდა და ძველმანებში იყო გამოწყობილი. მითხრა რომ არაიმქვეყნიურს ვგავდი და ჩემთან მეგობრობა უნდოდა. უცნაური, უფრო სწორად არაბუნებრივი იყო მისი ქცევა, თუმცა ამავდროულად არ იყო ხელოვნური. სახლში წამიყვანა. მისი სახლი, როგორც სხვა დანარჩენების, ხიდის კიდეზე იყო ჩამოკიდებული. მე არაფერს ვიმჩნევდი და ისე ვიქცეოდი როგორც იმ სამყაროს ნაწილი, თუმცა შეგრძნება მქონდა ჩემი მეგზური ყველაფერს ხვდებოდა.
სახლში დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც არასდროს ლაპარაკობდა და ყოველთვის უემოციო სახე ჰქონდა. მოგვიტანა საჭმელი, რომელსაც არაფრის გემო არ ჰქონდა.
    დილით ადრე გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. ნანახზე ვფიქრობდი. წარმოუდგენელი იყო ის, რომ ასე დეტალურად მახსოვდა ყველაფერი. მივხვდი რომ მოვახერხე, შეევძელი რეალურ შეგრძნებამდე დამეყვანა სიზმარი. გადავწყვიტე ყველაფერი ჩამეწერა, ასე ვთქვათ, დღიური მეწარმოებინა.
    ეს სიგიჟე იყო.

7 თებერვლის ღამე

    ხიდზე ვბრუნდები, ზუსტად იმ ადგილას სადაც ჩემი მეგობარი გავიცანი. რამდენიმე წუთში ის მოდის, შორიდანვე მიღიმის, ხელს მართმევს და სახლში მივყავარ. დედამისი ისევ უგემო სადილს გვიმზადებს და ისევ კრინტს არ ძრავს. ალბათ მუნჯია. მეგობარი მეკითხება ვინ ვარ და საიდან. ვპასუხობ რომ ავად ვარ და არაფერი მახსოვს. მიღიმის და მეუბნება, რომ ჩვენ ყველა ავად ვართ და ყველას შიში გვჭირს. აშკარად ორაზროვანია. მან საკუთარი თავი არ იგულისხმა. არ ვეპასუხები. უგემო ჩაის ვსვამ და ვიღვიძებ.

8 თებერვლის ღამე

    ყველაფერი რადიკალურად იცვლება. მეგობარი მეუბნება რომ ხიდის შუაში უნდა წავიდეთ. დედაც თან მოყავს. როგორც ჩანს ხიდსგარეთ ვცხოვრობთ. მანქანით მივდივართ. ძველი, მონგრეული მანქანა ყავს ჩემს მეგზურს. ისეთივე ძველი და უბრალო როგორიც ტანისამოსი აცვია. ნელა მიდის. ნისლია ამოსული და ძნელად ჩანს რაიმე. ხიდის შუაში ბევრი ხალხია, ბევრი მანქანა. ხიდის კიდეებზე ჩამოკიდებულია სკოლა, საავადმყოფო, მაღაზია, სასამართლო. მოულოდნელად უკნიდან მსუბუქად მანქანა გვეჯახება. ალბათ ნისლში ვერ შენიშნა კარგად. ვაჩერებთ და გადავდივართ. მოხუცი კაცია მელოტი და სრული. ბოდიშს გვიხდის და ამბობს რომ ზარალს აანაზრაურებს. ვგრძნობ რომ ვიკარგები და სიზმრის მართვა არ შემიძლია, თუმცა სულაც არ მაღელვებს, ასე ბევრად საინტერესოა.

9 თებერვლის ღამე

  ხიდის შუაში ვბრუნდები. მელოტი, სრული კაცი ისევ იქ დგას და რაღაცას უხსნის ჩემს მეგობარს. ვხედავ, როგორ გადმოდის მანქანიდან დედამისი, ხელში რაღაც უჭირავს, რკინის ნაჭერს გავს. მელოტ კაცთან მიდის და თავში ურტყამს რამდენჯერმე. ვიბნევი, ცუდის შეგრძნება მაქვს. კაცს თავი უსკდება, მაგრამ სისხლი არ მოსდის. ჭრილობას ვხედავ, ღრმადაა ჩასული თავში. საავადმყოფოში მიგვყავს. ექიმი გვეუბნება რომ გადარჩება. მე და ჩემი მეგობარი ველოდებით როდის გაუკერავენ თავს. ვიღაც შავგვრემანი ახალგაზრდა კაცი მოდის, ჩვენთან ჩერდება და გვეკითხება, ვინ ქნა ეს. ამბობს რომ იმ მელოტი კაცის შვილია. ჩემი მეგობარი ეუბნება, რომ მან ჩაარტყა თავში რკინა.
10 თებერვლის ღამე

  ხიდის დასაწყისთან ვბრუნდები და მეგობარს ველოდები. აგვიანებს. მის ნაცვლად ვიღაც შავებში ჩაცმული გამხდარი კაცი მოდის და მეუბნება რომ უნდა წავიდე. გადავიდე ხიდს იქით, სადაც უნდა ვიყო და აღარ დავბრუნდე. არ ვუსმენ და ჩემი მეგობრის სახლისკენ გავრბივარ. მუხლებს ვერ ვგრძნობ და ყოველ ნაბიჯზე ვიქცევი. ვხედავ. ხიდის შუაში გდია და ფართხალებს. ყურებში მიწუის მისი ხროტინი და ვიღაცის დამცინავი კივილი.

    დილით მეზობელმა გამაღვიძა, მითხრა რომ ვყვიროდი. შუადღით კი საინფორმაციო გამოშვებაში ვნახე ჩემი სიზმარი.
    ახლა მხოლოდ დღისით მძინავს, ისიც რამდენიმე საათით, რადგან დღისით სიზმრებს არ ვნახულობ. როცა ღამით ვიძინებ ყოველთვის ხიდზე ვბრუნდები, ვგრძნობ როგორ გავრბივარ, როგორ მეკვეთება მუხლები და გარკვევით მესმის როგორ მიწუის ყურებში ჩემი მეგობრის ხროტინი და ვიღაცის დამცინავი კივილი.
  ექიმმა სიმშვიდე გამომიწერა. ჩემი შეყვარებული კი, რომელსაც არ უყვარს სიტყვა შეყვარებული, მეუბნება რომ სიზმრისფერი ვარ.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 00:20:48
#08              "მამაკაცთა კონსულტაციები"          ნატა ვარადა



მე ვარ ქსუშა შუდრა. პროფესიონალი მძღოლი 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე (ბბცბდ კატეგორიები). რამოდენიმე წელი ვიმუშავე კერძო შამპანურის მწარმოებელ კომპანია „ეგრისში“ მძღოლ-დისტრიბუტორად. 1978-2000 წლებში ვმუშაობდი საერთაშორისო ნავთობის კომპანიებში მძღოლად და ტრანსპორტის მენეჯერის ასისტენტად (ქართულ-ბრიტანულ ნავთობის კომპანია), მუშაობის დროს ურთიერთობა მქონდა ამერიკელ-კანადელ-ინგლისელ სპეციალისტებთან. მოვალეობაში შედიოდა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების უსაფრთხო გადაყვანა ჭაბურღილზე და სეისმური გამოკვლევების დროს. მაქვს გამოცდილება VIP მანქანების ტარებისა და ექსპლუატაციისა. მაქვს თავისუფალი ორიენტაციის უნარი, თბილისსა და რეგიონებში. ბოლო ორი წელი ვმუშაობდი სადისტრიბუციო კომპანია „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზაში“. თავიდან დისტრიბუტორად, შემდეგ მშრალ საწყობში. შემდეგ კი ლოჯისტიკისა და მიწოდების სამსახურის უფროსად. (პასუხისმგებელი ვიყავი კომპანიის ავტოტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე, შესრულებული შეკვეთების დროულ მიწოდებაზე და ეფექტურ ექსპლუატაციაზე). მაქვს უმაღლესი განათლება (მოსკოვის ტიმირიაზევის სახ. სასოფლო-სამეურნეო აკადემია). სრულყოფილად ვფლობ ქართულ და რუსულ ენებს. ინგლისური სასაუბროს მეშვეობით.
პატიოსანი, სერიოზული, გაწონასწორებული, მოწესრიგებული ილი პუნქტუალურ. შრომისმოყვარე, მეგობრული, ინიციატივიანი, მობილური, ყველაფერში წესრიგის მოყვარული, დიდი პასუხისმგებლობით, მავნე ჩვევების გარეშე მუშაკი.
არ ვარ ნასამართლევი.
მაქვს დიდი გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის.
მყავს მეუღლე იუნონა კალაიტზიდი.
ველოდებით ახალ წლებზე პატარას, წინასწარ შერჩეული სახელით - შუსტრა.   
Too:
ме вар ,пропесионали мдзголи 20 целзе мети гамоцдилебис мконе(В,С,Д категориеби) .рамодениме цели вимушаве кердзо шампанурис мцармоебел компаниа "Рио"-ши мдзгол-дистрибуторад..1998-2008 цлебши вмушаобди саерташорисо навтобис компаниебши мдзголад да транспортис менеджерис асистентад(картул британули навтобис компаниа,канарго джоджиа,нориос саоперацио компаниа).ам компаниебши мушаобис дрос уртиертоба мконда америкел,канадел,инглисел,чинел специалистебтан.чем мовалеобаши шедиода картвели да уцхоели специалистебис усапртхо гадаквана чабургилебзе да сеисмури гамоквлевис дрос.маквс гамоцдилеба VIP манканебис таребиса да експлуотацииса.маквс тависуплад ориентациис унари тбилисса да регионебши.боло ори цели вмушаобди садистрибуцио компаниа "Кантши" тавидан дистрибуторад, шемдег-мшрал сацкобши,шемдег ки лоджистикис да мицодебис самсахурис упросад(пасухисмгебели викави компаниис автотранспортис гамартул мушаобазе,шесрулебули шекветебис дроул мицодебазе савачро кселши,сатадариго нацилебит узрунвелкопазе,дроул ремонтзе да эфектур эксплуатациазе).маквс умаглеси ганатлеба(московис тимириазевис сах.сасопло самеурнео академиа).срулкопилад вплоб картул да русул енебс,инглисурс - сасаубро донезе.вар патиосани,сериозули,гацонасцоребули,моцесригебули,пунктуалури,шромисмокваре,мегобрули,инициативиани,мобилури,квелаперши цесригис мокварули,диди пасухисгрдзнобит,мавне чвевебис гареше мушаки.ар вар насамартлеви.маквс диди гамоцдилеба халхтан уртиертобис.

ახლა  წარმოიდგინეთ  ჩემი სახის გამომეტყველება და განწყობა.
მეილის ინბოქსი გადატვირთულ-გადავსებული სასწრაფოდ ჩავხურე და მოციმციმე ეკრანს მზერა გავუსწორე. „ტრანსმომსახურების” ოფისი ახალი კადრების მოძიებისა და მოზიდვის მიზნით, დამსაქმებელთა ცნობილ ვებგვერდზე განცხადებას რომ განათავსებს, დაახლოებით მსგავს cv-ს კი უნდა ელოდოს და მაინც რამ მიმიყვანა, თითქმის ისტერიკამდე, ვერაფრით ავხსნი.
- არა, ეს რუსული შრიფტი საიდან ჩაწერა თავის ვორდში, - ხელები გავასავსავე და ადამიანის რესურსების სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, აპარატის უფროსსა და აიტის სამსახურს ერთობლივ თათბირზე ვუხმე საკონფერენციო დარბაზში. დაგვიანებით, მხოლოდ ერთმა დააგვიანა. გასათხოვარმა, ადამიანის რესურსების მართვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, რომელიც ბავშვობაში მიღებული სტრესის გამო მუდმივად 25 სანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი ცხადდებოდა სამსახურში და მეც ვპატიობდი, რადგან მის სახეს და სიმწრის ოფლს რომ ვხედავდი, გული მიბრუნდებოდა.
- შუსტრაად, გამოადგი ნაბიჯი, - ვიკივლე გულში. რაო? ეს შუსტრაად რას ნიშნავს,  ჯანდაბაა, საიდან მოვიტანე?!  ერთიანად გამაკანკალა და მოწყვეტით ჩავეშვი იქვე მდგარ, რბილ ტყავის სავარძელში.
აიტის სამსახურის თანამშრომელმა, წინაერთკბილა ჭაბუკმა, აუღელვებლად ჩართო ღილაკზე თითის ნაზი მიჭერით, ერთი ფანჯრის სისტემით აწყობილი პროგრამა და მონიტორზე გამოჩნდა ახალი წერილების ყუთი, უფრო სწორედ გაუხსნელი ყვითელი საქაღალდეების ჩამონათვალი, შემდეგ ასევე უხმაუროდ მიაწკაპა ქსუშა შუდრად დასათაურებულ მეილს და გახსნა. რუსული შრიფტი სწრაფი კონვენტირების საშუალებით გადაიყვანა სილფაინზე და სამარისებური სიჩუმეც დადგა.
მოულოდნელად, სანამ ფეხსაცმლის წვრილი ქუსლით ლამინატს ვაკაკუნებდი და ვხვრეტდი, ასევე ფანქარს წითელპომადიანი ტუჩებით ვღრღნიდი და ნერვს კი თითქმის არ ვიტოკებდი, აპარატის უფროსი, დაბალი, წყლის ცხოველის მსგავსი, ხვლიკის ფორმის გველხოკერა 30 წლამდე ასაკის  ტრანსსექსუალი მამაკაცი, დაკუნთული, მაგრამ მაინც საშინლად გამხდარი, მელოტი,  წამოფრინდა სკამიდან და სცენაზე ქათამივით  ახტა, გამორთულ მიკროფონს მიაფრინდა. -რაზ, რაზ, დვა - ჩააფცხიკინა კიდეც და სცენის სიღრმეში შეიჭრა. ასევე განვლო მან რამდენიმე ნაბიჯი და მთლად ეკრანის ქვეშ მოექცა. წიკვინა ხმით კი მხოლოდ ამის თქმას მოაბა თავი:
- ჩვენ გვაქვს საშუალება მცირე ექსპერიმენტი ჩავატაროთ. გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, შანსს კი ხელიდან არ ვუშვებთ. ქსუშა შუდრა ამ CV-ს წყალობით, ჩვენი თავისუფალი ვაჭრობისა და ბიზნესის ორგანიზაციის არა მხოლოდ მსხვერპლი გახდება, არამედ  უფასო მომხმარებელი.
რას ბოდავს?! ესღა მაკლდა ამ დილაადრიან, თანამშრომელი ფსიქიატრიულ კლინიკაში წასაყვანი გამიხდეს. - თუ შეიძლება მოკლედ, ამ ფრაზით დავასრულე ნაფიქრი, ოღონდ მხოლოდ ბოლო სიტყვები გავახმოვანე.
- მოვიწვიოთ ის და უფასოდ ისარგებლოს „ტრანსმომსახურების” სრული კომპლექტით.
სანამ თავს გავიქნევდი, მოულოდნელად ფეხზე ავდექი, ხელები გავასავსავე და თანხმობის ნიშნად, ხმის ამოუღებლად საკუთარ კაბინეტში შევედი.
ასე გახდა ქსუშა შუდრა, პროფესიონალი მძღოლი 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე (ბბცბდ კატეგორიები). რამოდენიმე წელი იმუშავა კერძო შამპანურის მწარმოებელ კომპანია „ეგრისში“ მძღოლ-დისტრიბუტორად. 1978-2000 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ნავთობის კომპანიებში მძღოლად და ტრანსპორტის მენეჯერის ასისტენტად. (ქართულ-ბრიტანულ ნავთობის კომპანია), მუშაობის დროს ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ-კანადელ-ინგლისელ სპეციალისტებთან. მოვალეობაში შედიოდა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების უსაფრთხო გადაყვანა ჭაბურღილზე და სეისმური გამოკვლევების დროს. აქვს გამოცდილება VIP მანქანების ტარებისა და ექსპლუატაციისა. აქვს თავისუფალი ორიენტაციის უნარი, თბილისსა და რეგიონებში. ბოლო ორი წელი მუშაობდა სადისტრიბუციო კომპანია „მეფრინველეობის სამეცნიერო ბაზაში“. თავიდან დისტრიბუტორად, შემდეგ მშრალ საწყობში. შემდეგ კი ლოჯისტიკისა და მიწოდების სამსახურის უფროსად. (პასუხისმგებელი იყო კომპანიის ავტოტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე, შესრულებული შეკვეთების დროულ მიწოდებაზე და ეფექტურ ექსპლუატაციაზე). აქვს უმაღლესი განათლება (მოსკოვის ტიმირიაზევის სახ. სასოფლო-სამეურნეო აკადემია). სრულყოფილად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. ინგლისური სასაუბროს მეშვეობით.
პატიოსანი, სერიოზული, გაწონასწორებული, მოწესრიგებული ილი პუნქტუალურ. შრომისმოყვარე, მეგობრული, ინიციატივიანი, მობილური, ყველაფერში წესრიგის მოყვარული, დიდი პასუხისმგებლობით, მავნე ჩვევების გარეშე მუშაკი.
არ არის ნასამართლევი.
აქვს დიდი გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის.
ჰყავს მეუღლე იუნონა კალაიტზიდი.
ელოდება ახალ წლებზე პატარას, წინასწარ შერჩეული სახელით - შუსტრა.   
დიახ, აი, ეს ადამიანი, როგორც ოფისის ახალი, დამწყები სტაჟიორი, ასევე უფასო კლიენტი ერთბაშად გახდა. ო, უფალო, რა დაგიშავე.
დიდი ხანი არ არის, რაც ფუნცქიონირებს ორგანიზაცია მამაკაცთა უფასო კონსულტაციები. ის გახსნილია ყველა ვეტ.კლინიკის ოფისების ფოიესა და ასევე, სამშენებლო ობიექტების გვერდით. ჩვენი კომპანია „ტრანსმომსახურება”, ზუსტად წელიწადი და სამი თვეა ამ მიყრუებულ, ნესტიან ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებელ, ბავშვობაში რახიტით გაწამებულ მამაკაცებს აძლევს ფსიქოლოგიურ-სექსოლოგიურ პრობლემებთან გამკლავების შანსს და ისინიც, გაგიკვირდებათ და აქტიურობით გამოირჩევიან.
თავდაპირველად, ტელეგრაფის ბოძებზე ვაკრავდით და მსხვილი წარმოების ფუნთუშეულის წინ ვარიგებდით განცხადებებს. მამაკაცთა საყურადღებოდ! სრული გარანტია  +100 % განკურნება მამაკაცური პრობლემებისგან! სარეკლამო ტრიუკმა გაჭრა და პირველი სატელეფონო ზარიც გაისმა ოფისში.
ეს გახლდათ 80 წელს გადაცილებული ადგილობრივი სკოლის რუსული ენის პედაგოგი ვინმე ლავრენტი, რომელსაც თურმე 15 წელი მეუღლე ავადმყოფი ჰყავდა. მისმა მასთან თავსექსშეკავებულობამ საგრძნობლად იმოქმედა პოტენციაზე და ახლა, როცა აგერ ცხოვრებამ კვლავ გაუღო სიცოცხლისა და სიყვარულის კარი და ზაფხულში ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე დასასვენებლად ჩამოსული ქორფა უკრაინელი ქალი შეახვედრა, მისმა დასუსტებულმა ჯოხმა, ოდნავ დაიმორცხვა. მას სამთვიანი პროგრამა შევაჩეჩეთ. ბოლოს, დამშვიდობების წინ გვითხრა, თქვენ გაიხარეთ, ორსაათნახევარი ახლა ისეთი დროა ტელეფონზე ვინ გესაუბრებაო და მაღალფარდოვნად მოგვიბოდიშა. თუმცა, მალევე გვესტუმრა და სამთვიანის მერე კიდევ სამთვიანის გაგრძელება მოითხოვა და ა.შ. ასე პედაგოგიურად ღრმა პასუხისმგებლობით მომზადებული პენსიონერი, მერე მეორე აღარც გვინახავს. რამდენიმე წელი აქტიურად გვეკლიენტ-გვეპაციენტებოდა. - ღმერთმა გაცოცხლოს, რა დროს თქვენი სიბერე და პროსტატაა. - შარდვაც მომიწესრიგდა, ჯოხიც სტაფილოსავით გამიმაგრდა და თქვენ გაიხარეთ, მარილებიც კი დაიშალა და წელში გავსწორდი. ის უკრაინელი ლამაზმანი, როგორც ჩანს მალევე დაივიწყა, რადგან მეზობლად, ასევე ნესტიან დაბაში მცხოვრებ, სანიტარ 63 წლის ქალწულ ნათელაზე იყო ჩაციკლული. აცხონოს ორივე ყოვლადმოწყალემ. სამთვიან პროგრამაში ნათელამაც გაყო თავი, თავის და უნებურად. 
შემდეგ რიგი გვედგა კაბინეტთან, რომლის ნომერი გახლდათ 999. ცხრიანი ხომ სიმბოლურად წარმატების რიცხვია. აქაც როგორ გაგვიმართლა. ვის არ ნახავდით აქ. პირდაპირ აისახებოდა შემოსავლებზე სოციალური მძიმე ფონი, სტრესული ვითარება ქალაქად თუ სოფლად, ნიკოტინისა და ალკოჰოლის ჭარბი დოზების ნორმად მიღება საზოგადოებისთვის, რაშიც ქალები ტოლს არ უდებდნენ თავად მამაკაცებს. წარმოგიდგენიათ, მსუბუქი სქესის წარმომადგენელი თუ ორ ბოთლ „ნემიროვს” დალევს და ორ კოლოფ შავ „მალბოროს” მიაყოლებს, რა გზა რჩება მის კავალერს?! ამას, მიგრაციაც დაერთო. საშუალო ასაკის მამაკაცების უმეტესობამ ოჯახში მარტოდ აღმოაჩინა ერთ დილასაც საწოლში თავი და ქართველ კომუნიზმში გაზრდილ ვაჟკაცს ამ სიბერეში მოვრჩი კაცოს თქმა ეკადრება?! არც ჩუკენობა იკადრა ბევრმა და კი მივედით სავალალო შედეგამდე. მამაკაცთა გადაშენებისა და წითელ წიგნში შეტანის რისკამდე. გაუფრთხილდით სახლის პირობებში მამაკაცს - ხშირად ამოიკითხავდით ელექტრობოძებზე, გაჩერებაზე და დედაქალაქის მეტროს რადიოშიც კი ხმოვანდებოდა ეს ლოზუნგი. თუმცა შედეგი დიდად კარგ მაჩვენებელს არ იძლეოდა. კომპლექსების გამო ღიად სექსოლოგთან არავის უნდოდა თავის გამოჩენა, ღამით კი დაკეტილი გახლდათ სახელმწიფო საავადმყოფოები. ამიტომაც, ჩვენმა ქსელურმა მარკეტინგმა და ორგანიზაციამ „ტრანსმომსახურება“ - მამაკაცთა უფასო კონსულტაციები - დიდი გამოხმაურება და პოპულარულობა ჰპოვა შავ ბაზარზე. რამდენი ასაკოვანი ქალი გვეწვია, იმდენი სიცოცხლე და ჯანმრთელი სექსი თქვენს შთამომავლობას.  ზოგმა ალკოჰოლზე სამკურნალოდ თავისი ქმრისთვის საბერძნეთიდან დარეკა, ზოგმა ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან და ასევე გვყავდა, ცნობილი ტელე-პორნო ვარსკვლავი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ქართველი მამაკაცის იმპოტენტური შიმშილი და ჩვენს პრეპარატებს სრულფასოვნების მიზნით საკუთარ კლიენტურის მოტივაციის ასამაღლებლად აქტიურად იყენებდა. არ გვავიწყდება, ერთი ფრიად მოჟღალო, დასავლეთ საქართველოს მკვიდრი ასე 35 წლამდე ასაკის დაბალი მამაკაცის ჩვენთან ვიზიტი. არც მეტი არც ნაკლები, მან პირდაპირ კარიდან იკითხა, გასინჯვა თუ არისო საჭირო. ვიუარეთ. შემდეგ მხოლოდ მთავარ ექიმთან მარტოდ გასაუბრება ისურვა. აქაც დავუთმეთ. საწყალს, ფრიად დიდი სასქესო ორგანო ცუდ და გამოუვალ დღესა თუ ღამეში ატარებდა. მასთან სექსუალურ პარტნიორს არ დაედგომებოდა, ფსიქოლოგიური ჩართვა გახდა საჭირო და მგონი, წელიწადნახევრიანი აქტიური პროგრამის შემდეგ, იპოვა ათი ათას უკაცრავად და, სპორტული ტერმინით აგიხსნით, ჭოკზე მხტომელი ქალი ვინმე საშა, რომელიც ახალი ექსპორირებული გახლდათ თურქეთიდან.
ქსუშა შუდრა მეორე კვირის ორშაბათს დავიბარეთ გასაუბრებაზე. რეფლეისით ვაცნობეთ ეს ინფორმაცია. არ ვიცი მას გაუხარდა თუ როგორ, მაგრამ დილის 7 საათიდან, როგორც შემდეგ დარაჯი კოჭლი და სამჯერ სამაჩაბლოდან ლტოლვილი ნიკოლოზი ყვებოდა, ფეხმოუცვლელად ყურყუტებდა ოფისის  დაკეტილ კართან.  ღია 10:00, დაკეტილია 6:00. - გარკვევით ეწერა დაფაზე და ამჯერად, როგორც ჩანს ეს დაკეტილია თვალში ეპატარავებოდა ახალ წევრს თუ პაციენტს.
თავდაპირველად, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, ქსუშა შუდრას თადარიგის დაჭერა და დილის შვიდ საათზე ოფისის კართან დარჭობის საკითხი, დარაჯი აქ შეცდა, თუმცა მისი დახასიათება საფუძველს მოკლებულად აღარც უნდა მიგვეჩნია, მას შემდეგ, რაც ამ დისტროფიკმა ჩემი მანქანის დანახვაზე როგორ იშვლიპა კეპი და მეც დავამუხრუჭე. ღვედის მოხსნას დროზე მეტი წამი დავახარჯე _ ახალგაზრდა საძაგლად გამხდარი კაცი, შავი შარვლითა და გრძელწვერიანი შავი ფეხსაცმლით გაშეშებული იდგა და წყლიანი ჩაწითლებული თვალებით მზერას არ მაცილებდა. თავზე აქა-იქ ამოშვეროდა თითო ღერი გრძელი, გამხმარი თმა, თითქოს მელირების ქუდი გაეკეთებინათ და ისე, ამოეხშირათ. უიშვიათესი სიმელოტე. დავასკვენი ნახევარწამში და მანქანა დავკეტე.
- ია, ია, ააა, ბეზ წებია.
- დიახ. თქვენ ააა.. რა დიდი მიხვედრა სჭირდება ამას, ბატონი ქსუშა ბრძანდებით? - ხმაზე შევნიშნე ნერვიულად მაკანკალებდა და გვერდით ატუზულ სამაჩაბლოდან ხო სამჯერ დევნილს და ამასთან, ოთხჯერ საშიშ დანაშაულზე ნასამართლევ დარაჯს გავხედე. მას ჩვენმა კოქტეილმა არამხოლოდ უნებლიე შარდვაში უშველა, არამედ გონება გაეხსნა, როგორც ჩანს შლაკებისგან განწმენდამ თავისი ქნა და გამოსწორების სტადიაში იმყოფებოდა. თავი დამიქნია და მანიშნა: ცერა თითი საფეთქელთან მიიდო და ფრთხილად გადაატრიალა. ვერ არისო, მგონი, - რაც უეჭველი ამას ნიშნავდა. მე უდარდელად გავუქნიე ხელი და ჩქარი ნაბიჯით გავაღე ოფისის კარი, ასევე უდარდელად მივაგდე სავარძელზე კურდღლის შავბეწვიანი ქურქი, გავიძრე ხელიდან მგლისქურქიანი ხელთათმანი და ისლანდიური თხის ბეწვის ჩექმებით გამოვწიე სკამი. - ახალგაზრდავ, დისტანცია არ გაწყენდათ, - ქსუშას სუნთქვა პირდაპირ სახეში მცემდა, ვითომ გავეხუმრე და მანაც გაიცინა მთელი გულით და პირის ღრუში არც ერთი კბილი არ გამოუჩნდა. გავკვირდი ფრიად. კბილცვენა რას უნდა გამოეწვია მასში?! შესაძლებელია სეისმურად საშიშ ზონაში რომ დაატარებდა უცხოელ ექსპერტებს, როცა ჭაბურღილებზე მუშაობდა, ადვილად გამოვიცანი, სტრესული სამუშაო ჩავიჩურჩულე და მოწყვეტით დავეშვი სკამზე. არ მაცალა გონზე მოსვლა, ქსუშა შუდრა ჩემს წინა სკამზე გამოიჭიმა და კვლავ უტიფრად მიცინოდა, ჩვილი ბავშვივით და უცნაურად ქოთილა სუნმა შემამცივა. ეს სუნი, როგორც ჩანს, კანის ასევე რომელიმე დაავადების გამო ასდის, - ერთიანად ამაკანკალა და ამ უტიფარ არსებას თევზივით წითელ თვალებში ჩავხედე. ჩემს წინ სრული კურსით სამკურნალო პაციენტი იჯდა, ხოლო მისი აყვანა ოფისის თანამშრომლად, ერთი-ორად გაზრდიდა მოგებას. აბა, წარმოიდგინეთ, მისი შემხედვარე აქ მოსული აუარება კლიენტი. განა ისინი არ დარწმუნდებიან, რომ უმძიმეს შემთხვევებთან გამარჯვებულნი და გამკლავებულნი გამოვდივართ და თანაც, სერიალების არ იყოს, როცა სხვას შენზე უარეს გაჭირვებაში ხედავ, რაღაც გულს იმედი გესახება, კიდევ კარგი ეგ მაინც არ მჭირსო და ხელს აღარ იქნევ, უხეშად ვთქვა იშტაზე მოდიხარ, სიცოცხლეს ებღაუჭები წყალწაღებული შემოსავლით და თან ამას დაურთეთ ქართველი დაკომპლექსებული მამაკაცი, რომელსაც ნაადრევი იმპოტენცია და უნებლიე შარდვა აქვს დამართებული, თმის ცვენაზე და სიდაბლეზე აღარაფერს ვამბობ. ფსიქოლოგიური ფაქტორი, ბატონებო, დღეს მედიცინაში და ბიზნესში ფსიქოლოგიურ მომენტებს უდიდესი როლი და მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. ერთი სიტყვით ავიყვანეთ ოფისში თანამშრომლად, ოღონდ, მძღოლად როგორ დავსვამდი მაგ ტყიდან გამოვარდნილ ცხოველს. - იცით, მე ვფიქრობდი, რადგან „ტრანსმომსახურება” წავიკითხე, ტრანსპორტით მომსახურებას ეწეოდით. ამიტომაც, ბევრი ვიწვალე, ჩემი სოფლის ფასიან ინტერნეტკაფეში ორი კურდღელი დამიჯდა, რომ ეს რაღაც ცვ თქვენს მიერ მითითებულ მეილზე გამოეგზავნა ინტერნეტკაფეს უმფროსს. - გამარჯვებული ქსუშა უამბობდა დარაჯს და აპარატის უფროსს, გასათხოვარ გოგონას, რომელსაც ახალი ერთი ზომით პატარა და 25 სანტიმეტრიან ქუსლზე ფეხსაცმელი ეცვა. საწყალს ეფიქრა ასეთი ცვ-ს პატრონსაოო.. თუმცა მწარედ შემცდარი სიტყვას ვერ ძრავდა.
      მაშ, ასე. პრეპარატების მიღება ახალმა დაკვირვების ობიექტმა იმსაღამოსვე დაიწყო. ის აღმოჩნდა ვინმე მაყვალას ნაშვილები ერთადერთი შვილი, რომელიც გამოკვებილი ჰყავდა ტყე-ტყე შეგროვილი მაყვლითა და კენკრით. სკოლაში ოთხიოდე კლასის დამთავრების შემდეგ, პროფესიული განვითარების მიზნით ადგილობრივ სამარშრუტო ხაზის მფლობელს აუყვანია თავის ერთ-ერთ რიგით რეისზე მძღოლის დამხმარედ და მგზავრების შემგროვებლად ამუშავებდა მიმდებარე ავტოსადგურ „ოკთევზში“.  პროგრამა, რომელიც ჩვენ შევუდგინეთ სრული დატვირთვით, ადვილად დასაძლევი გამოდგა. ცოტა ხანში გონებაგახსნილობით თუ თანდაყოლილი დოყლაპიობით, პრეპარატებს კი დავაბრალეთ, გულგახსნილი გახადა იგი და მთავარი საიდუმლო დაფქვა: ცოლს ვეძებ. აქაც ამიტომ მოვხეტიალდი. არ მიმართლებს. მამაკაცთა კონსულტაციებში ვის გავიცნობ?! აკი გწერდით, ორიეტანცია კარგი მაქვს, უბრალოდ ბედმა დამცადა. გვებრალებოდა ასეთი გულის ქსუშა, თუმცა პროგრამას ვართულებდით და დაკვირვებასაც არ ვადუნებდით.  არც ერთ ჩემს თანამშრომელს, ეს კი ჩვენ რაც მართალია კარგად გამოგვდის, არ მოგვსვლია აზრად, შეგვეხსენებინა მეილზე მოსული ინფორმაცია ქსუშასთვის . იგი ხომ წერდა რომ მყავს ცოლიო და ველოდებითო პატარას შუსტრად თუ შუსტრას?!  ან იქნებ დაეკარგა ეს იუნონა და მის მოსაძებნად ყველა ღონეს ხმარობდა?! არა, როგორც ჩანს, ცოლს ვეძებ, ნიშნავდა  იმას, რომ მას მეუღლის შერთვა ეწადა. ეს ნაკლებად გვაინტერესებდა. როგორც ჩანს, მის მიერ გამოგზავნი CV სულაც არ ეკუთვნოდა პატრონს. მისმა არანაკლებ ბედდაცდილმა დედამ უმატა ქალაქს სიარული, ტყეში წაბლს აღარ ტოვებდა ხეზე და ბუჩქზე კი კენკროვან ხილს. ხანდახან ოფისში შემოგვივლიდა, გვემადლიერებოდა, უშველეთო ჩემს ბიჭს და თან ხანდახან ასევე, ლარს გვთხოვდა,  ვაძლევდით ზოგჯერ.
გადიოდა თებერვალი და სუბსარქისში ტესტების რეჟიმში გადავიყვანეთ, კოქტეილებით შლაკებგაწმენდილი ორგანიზმით, ჩვენი საცდელი ობიექტი თავს არ გვაბეზრებდა. მორჩილად გვისმენდა, გვთხოვდა რეცეპტის სახით ჩამოგვეწერა ყველაფერი და სახლში გულდასმით ასრულებდა, როგორც სიმაღლეში ზრდის სავარჯიშოებს, ეგრეთ წოდებულ გაჭიმვებს, ასევე თმის ამოყვანის პროცედურებს. დღეობით იჯდა ნიორწასმული და ელოდებოდა, როდის ამოყოფდა თავს მის ადგილ-ადგილ ბუდოვრად გაცვენილი ქაჩალი თავის გაფშეკილი თმა. პირადი ნომრის ნაცვლად მობილუში ეს რეცეპტი ჰქონდა მონიშნული: 1 სადილის კოვზი წვრილად გახეხილი ჯანჯაფილი, 1 სადილის კოვზი ქუნჯუთის ზეთი ერთმანეთში აურიეთ. 
მამაკაცთა კონსულტაციებში რა დასამალია ჩვენ ვურთავით მსოფლიოში აღიარებულ მეთოდებს, სავარჯიშოებს როგორც ფიზკულტურაში ასევე გონებრივად. ტესტები, რომელიც მამაკაცმა აუცილებლად ყოველდღიურად უნდა შეასრულოს, შემუშავებული და აპრობირებული იყო ამერიკის წამყვან სექსოლოგიურ-ფსიქოლოგიურ დარღვევათა მქონე სამკურნალო დაწესებულებებში. ქსელური მარკეტინგი საქართველოში ფეხს იკიდებდა და ძლიერდებოდა, ქსუშა შუდრასნაირების წყალობით. ქსუშას მცირე ბროშურაც შევაძლიეთ ფასდაკლებით, თან არ დაიზარა და ავტოსადგურის მგზავრებში რამდენიმე პროცენტიანი ფასდაკლებით გაავრცელა, მოგებაც ვნახეთ, ოღონდ თვითონ ეს უსასყიდლოდ ჩაიდინა. აქვე სრულად გთავაზობთ ტესტებს.

ჯანმრთელობის ტესტი

1. ასაკი. ყოველი წელიწადი იძლევა ერთ ქულას. თუ თქვენ 40 წლისა ხართ, მაშასადამე 40 ქულაც გაქვთ.
2. წონა. ნორმალური წონა პირობითად უდრის სიმაღლეს, გაზომილს სანტიმეტრებში, მინუს 100. ნორმაზე ზემოთ ყოველ ერთ კილოგრამს 5 ქულა აკლდება. დავუშვათ, 176 სანტიმეტრი სიმაღლის დროს თქვენი წონა შეადგენს 85 კილოგრამს. მაშასადამე, მეორე მაჩვენებლის თანახმად, თქვენ მინუს 45 ქულა გაქვთ. ნორმის ქვემოთ ყოველ კილოგრამზე დამატებით 5 ქულა ეძლევა.
3. თამბაქოს წევა. არამწეველი იღებს 30 ქულას. ყოველ მოწეულ სიგარეტზე აკლდება ერთი ქულა. თუ თქვენ დღეში 20 სიგარეტს სწევთ, მაშინ თქვენ ქულათა ჯამს დააკლდება 20.
4. ამტანობა. თუ თქვენ ყოველდღე ვარჯიშის შესრულებას 12 წუთზე ნაკლებს არ ანდომებთ ამტანობის გასავითარებლად (რბენა თანაბარ ტემპში, ცურვა, თხილამურები, ველოსიპედი, ნიჩბოსნობა, ანუ ის, რაც უფრო ეფექტიანად ამაგრებს გულისხლძარღვთა სისტემას), მიიღებთ 30 ქულას. მაგრან, თუ ამ ვარჯიშს კვირაში ოთხჯერ შეასრულებთ, მაშინ მიიღებთ 25 ქულას. კვირაში სამჯერ - 20 ქულას, კვირაში ორჯერ - 10 ქულას, ერთხელ - 5 ქულას. დანარჩენ ვარჯიშებზე (დილის გამახნევებელი ვარჰიში, სეირნობა, ყოველგვარი თამაშობები) ქულები არ იწერება. ხოლო, თუ ამტანობაზე არავითარ ვარჯიშს არ ასრულებთ, მაშინ მინუს 10 ქულა გაქვთ. ამასთან, თუ ნაკლებმოძრავი ცხოვრების პირობები გაგაჩნიათ, მაშინ თქვენი ქულების ჯამს გამოაკლდება კიდევ 20 ქულა.
5. მშვიდი პულსი. თუ თქვენი პულსი გაზომილი სიმშვიდის დროს 90-ზე ნაკლებია, ყოველ დარტყმაზე ერთ ქულას იღებთ. მაგალითად, თუ პულსის სიხშირე 72 დარტყმაა წუთში, 18 ქულას მიიღებთ.
6. პუსლის აღდგენა. ისევე როგორც პულსის სიხშირე, ჯანმრთელობის ძალზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია აგრეთვე პულსის აღდგენის სისწრაფე დატვირთვიდ შემდეგ. პულსის აღდგენის რეაქციის გაზომვა შემდეგნაირად ხდება. ორწუთიანი მსუბუქი გარბენის შემდეგ დაისვენეთ მწოლიარემ 4 წუთის განმავლობაში. თუ ამის შემდეგ პულსის სიხშირე საწყისის ტოლია, თქვენ მიიღებთ 30 ქულას; თუ საწყისზე მეტია მხოლოდ 10 დარტყმით, 20 ქულას იღებთ. ისეთი სიხშირის დროს, როცა საწყისზე 15 დარტყმით მეტია - 10 ქულას; 20-სა და მეტ დარტყმაზე ეძლევა ნული ქულა.
თუ თქვენ მიერ დაგროვილი ქულების რიცხვი 20-ს არ აღემატება, მაშინ თქვენი ჯანმრთელობა საფრთხეშია. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, მიიღოთ ზომები ჭარბი წონის დასაკლებად, შეზღუდოთ თამბაქოს წევა, დაიწყოთ მოკლე მანძილზე რბენები.

21-60 ქულის შემთხვევაში საჭიროა სერიოზული ყურადღება დაეთმოს ბრძოლას თქვენში არსებულ „რისკის ფაქტორებღთან“ (ჭარბი წონა, თამბაქოს წევა ანდა მცირე ფიზიკური აქტივობა).
61-დან 100 ქულამდე რაოდენობისას საჭიროა მეტი დრო დაეთმოს ფიზიკურ ვარჯიშებს ამტანობის გასავითარებლად.
100 ქულაზე ზევით - ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. რეგულარულ ვარჯიშს რბენაში, ცურვაში, თხილამურებით სრიალში შეუძლია მოგვცეს მაღალი სპორტული შედეგები.
ქსუშა შუდრა არ გვეკამათება.  მისი ქულათა ჯამი ნიშნულს გაცილებით ჩამორჩება.

ტესტი სტრესის შესახებ

თანამედროვე ადამიანი რისკის მრავალი ფაქტორის ზეგავლენას ემორჩილება. ცხრილი უნდა შეივსოს ყოველდღიურად. აღნიშვნა კეთდება იმ პუნქტების გასწვრვ, სადაც დადებითი პასუხის გაცემაა საჭირო. თითოეული აღნიშვნა ერთ ქულას იძლევა. კვირის ბოლოს ქულები მთლიანად ჯამდება

რისკის ფაქტორი                                                        ორშაბათი  სამშაბათი  ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი  შაბათი  კვირა
1. ძილი არასაკმარისი, ანდა ცუდი
2. ცუდი გუნება-განწყ. სამუშაოდ გზად                                                                                                                                     
  მიმავალს ან შინ დაბრუნებისას
3. გუნების წახდენა სამსახურში
4. უსიამოვნო სამუშაო
5.  გადამეტებული ხმაური
6. სამ ჭიქაზე მეტი მაგარი ყავა
7. მოწეულია 10 სიგარეტზე მეტი
8. ძალიან ბევრი სპირტიანი სასმელი შესვა
9. ძალიან მცირე ფიზიკური აქტივობა აქვს
10. ზომაზე ბერვი ჭამა
11. ზომაზე ბევრი ტკბილეული
12. პირადი პრობლემები
13. ზეგანაკვეთური სამუშაო
14. შინწამხდარი გუნება
15. ეჭვი შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობაზე
16. თავის ტკივილი
17. გულის სისუსტე
18. ტკივილები კუჭის არეში

1-20 ქულა მდგომარეობა ნორმალურია. ყოველი შემთხვევისათვის შეამოწმეთ თავი კიდევ ერთი კვირის მანძილზე, ვინაიდან თქვენი სუბიექტური აღქმა - „ძალზე მცირე“ - შეიძლება არათვითკრიტიკული აღმოჩნდეს.
21-40 ქულა. ჯერჯერობით სიტუაცია ძალიან საგანგაშო არ არის, მაგრამ უკვე საჭიროა ყურადღების გამახვილება იმ პუნქტებზე, რომლებიც ქულებს იძლევიან. მოკლე ხანში შეიძლება ისინი შეუმჩნევლად სერიოზულ მუქარაში გადაიზარდონ.
41-60 ქულა მუქარა აშკარაა. სულ მოკლე ხანში თუ გადამწყვეტ ზომებს არ მიმართავთ თქვენი ცხოვრების წესის შესაცვლელად, სამწუხაროდ, დიდი უსიამოვნებაა მოსალოდნელი.
60 ქულაზე ზევით. თქვენს ჟანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. საჭიროა თქვენ მიერ შევსებული ცხრილის ყველა პუნქტი თანამიმდევრულად გააანალიზოთ და შეეცადოთ სასწრაფოდ გადაარჩინოთ ის, რისი გადარჩენაც შეიძლება. იქ, სადაც გადამჭრელი ზომები დაუყოვნებელ ეფექტს არ იძლევიან, უნდა გადახედოთ ცხოვრებაში მომხდარ დამოკიდებულებას თქვენსავე შემთხვევების მიმართ. ვინაიდან თქვენ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს არა იმდენად თვით შემთხვევა, რამდენადაც თქვენი დამოკიდებულება მისდამი.

ტესტის პასუხები, რომელიც ქსუშა შუდრას ბოლო მონაცემების მიხედვით ამოვიღეთ, თან ვურთავთ სანიმუშოდ, განსაზღვროთ, თუ რა მძიმე პაციენტ-თანამშრომელი ჩაგვივარდა ხელთ: არც ერთი დადებითი ქულა.
აი, მაგალითად, პუნქტი ნომერი სამი, გუნების წახდენა სამსახურში, მთელი კვირა მინუსები მიუწერია, ხოლო პუნქტ 10-ის გასწვრივ (ზომაზე მეტი ჭამა) აცაბაცა ბატიფეხურით მიუჩხაპნია - თითქმის ვმშიმშილობდი, მხოლოდ ზღმარტლი და ხურმა.

ერთმა შემთხვევითმა თანამშრომლობის სურვილით აღტკინებულმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ანკეტის შესავსებად შაბათს შუადღეს გვეწვია ვარაუდი გამოთქვა, ქსუშიასთვის მომავლინესო ზევიდან. საზეიმო მარში აკლდა, თორემ სხვა მის სადღესასწაულო აღკაზმულობას არანაირი წუნი არ დაედებოდა. ისე იყო მორთულ-მოკაზმული, თავზე მელიის კუდიც კი დაეგრაგნა და თუმცა მელია, როგორც ჩანს, მის სამეზობლოში დაეჭირა, ალბათ საქათმეში დაგებულ ხაფანგს და ვერ იყო მთლად კარგად გამოყვანილი, უცნაური ტყავის და მარილის სუნი ასდიოდა. ამ მონდომებულმა ყმაწვილმა ქალმა, სურვილი გამოთქვა შუდრას დახმარებოდა. ჩვენ ავუხსენით, იგი ცეცხლს ეთამაშებოდა, მაგრამ ვის დაკარგვია. ფეხი ფეხზე შემოიდო და სული არ გამიმწარდესო წარმოსთქვა, მე მაგას ცოლად ვერ გავყვები, გინდ მითხოვოსო. შემეფერება ალბათ შვილად, არადა, შვილიშვილადაც ძალიან კარგად წავიდოდა, უბრალოდ, ამასწინეებზე ბანკში ვალის პროცენტის დასაფარავად ვიყავი ცოცხალ რიგში და ჩემს წინ მდგარ რიგით კონგრესმენს წიგნს რომ ჰკითხულობდა, ფეხზედგომელაო, წავუსწარი ცალი თვალიო, რომაა, თურმე „პასიური ღეჭვისა და აქტიური ყლაპვისა“ პრინციპით კვება  ანელებს ძღომას, საჭმელი ცუდად მუშავდება და მასში არსებული ღირებული ნივთიერებები ორგანიზმის მიერ კვლავ აუთვისებელი რჩება. სხვათაშორის, კბილებიც ამასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე ჯანსაღი აქვთ. - ჩვენ მას გაღიმებულ შუდრასკენ მივანიშნეთ, რომელიც ჩვილის ღიმილით უციცინებდა ქალს. 

შემდეგ ჩვენ მას ტანვარჯიში ჰანტელებით გამოვუწერეთ:

ტანვარჯიში ჰანტელებით


1. ასწიეთ ჰანტელები ვერტიკალზე. 3-5 კგ. წონისა.
2. მკლავები გამართეთ თავს უკან 3-5 კგ. წონისა.
3. დახრები. 5-10 კგ. წონისა
4. მკლავები გამართეთ ზურგზე წოლისას 5-10 კგ. წონისა.
5. ჩაჰდომა 5-10 კგ. წონისა.
6. დახრები მარცხნივ-მარჯვნივ. 5-10 კგ. წონისა
7. ზეტანის წრიული მოძრაობები მარჯვნივ და მარცხნივ 5-10 კგ. წონისა.
8. წოლბჯენში ფეხები ასწიეთ მართ კუთხემდე, ცალ-ცალ ტერფზე მიბმული ჰანტელების წონაა 1 კგ.
9. ტანი ასწიეთ და ერთდროულად წელში მოიხარეთ. 3-5 კგ. წონისა.
10. წრიული მოძრაობები ხელით გვერდით სიბრტყეში. 3-5 კგ. წონისა.
11. ტანის ბრუნვა მარჯვნივ და მარცხნივ 3-5 კგ. წონისა
12. ზურგზე წოლისას გაშალეთ მკლავები განზე. 3-5 კგ. წონისა. 13. მკლავები ასწიეთ წინ და ზემოთ 3-5 კგ. წონისა
14. წრიული მოძრაობა ხელის მტევნებით წინ და უკან. 1-3 კგ. წონისა.

თუმცა გული გვეწურებოდა, რადგან ეს ვარჯიშები რეკომენდებულია იმ მამაკაცთათვის, რომელთაც კარგი ჯანმრთელობა აქვთ, თან მას ჰანტელები მხოლოდ ტელევიზორში ენახა.
და როგორ, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, აბსტინენტობასთან მასზე გამოკვლევები თავიდანვე განწირულად  მივიჩნიეთ. იგი ნებაყოფლობითი აბსტინენტი გახლდათ, საერთოდ არ უგემია ღვინო. ჩვილობაში გადატანილი ქუნთრუშის წყალობით.  გარდა ამ ტესტებისა და ვარჯიშებისა, ქსუშიამ გულგახსნილობით აიტაცა ჩვენი ყველა სარეკლამო კამპანია, თავში ჩაუდგა, ილიდერა. არ ჰყოვნდებოდა, განააახლებდა და აზრად არ მოსდიოდა რომ თავისი კოორდინატებიც მიეწერა. იგი კვირაობით მიდიოდა დედაქალაქში, იდგა უამინდობაშიც კი მეტროს ამოსასვლელებში და ჩვენს მიერ მიწოდებულ მამაკაცთა კონსულტაციების განცხადებებს აქსეროქსებდა, ხოლო შემდეგ ასევე დიდი მონდომებით ავრცელებდა, როგორც იატაკქვეშეთელი პროკლამაციებს. ერთი ორად გაზარდა სატელეფონო ზარები ამ დაუღალავმა ადამიანმა, არაფერს ვამბობთ.  მომხმარებელო, თუ ჩვენს შიდა ჟურნალს ჩახედავდით, იქნებ გეფიქრათ განა ამ ქვეყანაში დარჩა მამაკაცი, რომელსაც მამაკაცური პრობლემები არ აწუხებსო?! -მიხარია, სოციალურად აქტიური ვარ, მეგობრები შევიძინე თქვენის სახით (ამ დროს ჩვენი სახეები უნდა გენახათ), თამამად გავდივარ „ოკთევზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხმით ომახიანით ვაგროვებ მგზავრებს, მე ხომ თქვენი რიგგარეშე (საიდან მოიტანა), თანამშრომელი ვარ.
და, აი, არც მეტი, არც ნაკლები  ქსუშიამ  ერთ დილას კარგ გუნებაზე გამოიღვიძა და მოქმედების პროგრამაც ამოქმედდა.  გვერდით ხორცის მაღაზიის კუთხეში გახსნილ სადალაქოს მიაკითხა, თმა-წვერი, თუ რამ სადმე გააჩნდა პირწმინდად მოიპრიალა და პრესის ჯიხურს პირველ მყიდველად გამოეცხადა. ჟურნალ „ოვალის“ ახალი ნომერი ბოლო გვერდზე გადაფურცლა, თან საჩვენებელ თითს ხშირად აწებებდა თავის წებოვან თეთრ ნერწყვში, ბოლოს გაცნობა-მოკითხვას მიაჩერდა. „წესიერი ურთიერთობების მიზნით გავიცნობ ნამდვილ ქართველ ვაშკაცს. ნუ გამემეხმაურებით ერთი ვიღაცა ვიგინდარები და ღლაბუცები, დამღალეთ ნიშანდობლივად. მოვლიან. თაია სენაკი“. და მობილურის ნომერიც მიეწერა თაიას. ქსუშამ რა გადაიკითხა ხელმეორედ, ასევე წებოვანი თითის მიყოლებით და ბორძიკით, გულმა რეჩხი უყო. დაბრუნდა სახლში, გადაჰკრა კოქტეილი სამასსამოცდაჩვიდმეტი და ვარჯიში იაპონური ნელი ძუნძულიც არ დაიზარა, შემდეგ პულსი დაითვალა. ნელი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გააკეთა და შესანიშნავ ფორმაში ვარო, იაზრა ვაი ჭკუისაგან. გადმორეკა ოფისში დღეს არ მელოდოთო, თითქოს, მართლაც და, ვინმე ელოდებოდეს რომელიმე დღეს მაინც და სენაკი-თბილისი-ლესელიძის მატარებელს გორში დაეწია.
მეორე დღის შუადღის სამისკენ, ოფისში როცა ლანჩი გვქონდა გაცხარებული, შემოიხსნა ფრთხილად კარი, მორიგი კლიენტი ვიგულვეთ და პირმოწმენდილზე დავხვდით, მაგრამ სქუშიამ აწითლებული ლოყები ვერსად დამალა.  თვალი მოგვავლო, შემდეგ მორცხვად გახსნა ბაგე და უკბილო ღრძილებით გაგვიღიმა, შემდეგ ისევ გავიდა გარეთ და მოდი, გოოს შეძახილით საპატარძლო შემოიყვანა, ბურთივით გაბერილი თეთრზე თეთრი თაია. მივიღეთ, მოვუფერეთ, თავიც გადავაქნიეთ-გადმოვაქნიეთ და მუცელიც მოხვდა ფოკუსში. სქუშიამ სამარშუტოთი სცადა გულისსწორის თავის სოფელში ჩაბრძანება, მაგრამ სენაკელმა თავმოყვარე ახალგაზრდა ქალმა იუკადრისა და სხვა გზა არ იყო, შევუკრიბეთ ლარ-ლარი და ახლობელ მოტაქსავეს გავაყოლეთ. ახალ  წლამდე შუდრა მამა გახდა, დიახ. ასე შუსტრად. სხვა დროს თუ თქვენს მეილზეც შემთხვევით გამოგიგზავნათ მოკლე დახასიათება, ჩვენი რეკომენდაციით აუცილებლად აიყვანეთ, სტაჟიორად მაინც. არაფერს დაკარგავთ და თან რასაც წერს, შემდეგ თავისდა უნებურად ასრულებს ან იქნებ მამაკაცთა კონსულტაციებმა თავისი ჰქმნა?!
და აქვე, თითქმის უფასო კონსულტაციაც, მამრობითი სქესის მკითხველისათვის:
ვწევარ. მივდივარ მთაზე. მე კარგად ვგრძნობ თავს.
ავდივარ მაღლა და მაღლა. უკეთ და უკეთ ვგრძნობ თავს.
ვწევარ. კარგად ვარ.
ახლოსაა მთის მწვერვალი. უკეთესად ვარ აშკარად.
ვწევარ. მივდივარ მთაზე. მე კარგად ვგრძნობ თავს.
ავდივარ მაღლა და მაღლა. უკეთ და უკეთ ვგრძნობ თავს.
ვწევარ. კარგად ვარ.
ახლოსაა მთის მწვერვალი. უკეთესად ვარ აშკარად.
ვწევარ. მივდივარ მთაზე. მე კარგად ვგრძნობ თავს.
ავდივარ მაღლა და მაღლა. უკეთ და უკეთ ვგრძნობ თავს.
ვწევარ. კარგად ვარ.
ახლოსაა მთის მწვერვალი. უკეთესად ვარ აშკარად.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 01:30:19
#09  "სირაქლემას + ეკლესიური დიეტა + ძროხა = ქართველ ქალს - ერთეულები                              "ხვიჩა ყალიბეგაშვილი



                                                                                                                                                          ვეთანხმები მამარდაშვილის მოსაზრებას -
                                                                                                                                                                    ჭეშმარიტება პატრიოტიზმზე მაღლა უნდა იდგეს;
                                                                                                                                                          ვფიქრობ ბეთჰოვენივით -
                                                                                                                                                                    არ არსებობს წესები უფრო უკეთესისათვის;
                                                                                                                                                          ვითვალისწინებ ნიცშეს რჩევას -
                                                                                                                                                                    ქალებთან მიდიხარ? მათრახი არ დაგავიწყდეს...



                                            პროლოგი

ანტიკური ქალების ბედნიერი გამომეტყველება ტილოებზე თუ სკულპტურებში - ქალღმერთები, ნიმფები, ვენერები, დედოფლები, ბარონესები, გლეხები,  მონები, ჩაცმულები და დახდილები. კინომატოგრაფიული შედევრები უმშვენიერესი ქალებით - ოდრი, ნატო, მონიკა, სოფიკო, ნანკა... სამოდელო სახლების გამორჩეული მანეკენები - შიფერი, ნაომი, პამელა, კრისტი... მეგა ვარსკვლავები - მერლინი, ჯოპლინი, მადონა... ჟურნელები, ბანერები, ბილბორდები... მომღიმარი ქალები - ბანკებში, სასტუმროებში, ბიზნეს შეხვედრებზე, ბანკეტებზე, ქუჩებში თუ სახლებში, გათხოვილები თუ გასათხოვრები, ლამაზები თუ უშნოები, გამხდრები თუ მსუქნები... მოკლედ, ქალთა სახეზე აღბეჭდილი ბედნიერება ათასგვარად შეფუთული სიყალბეა და სხვა არაფერი. ქალის ჭეშმარიტად ბედნიერი სახის ნახვა მხოლოდ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი, ისიც რამდენიმე წუთით - როდესაც ქალი ორგაზმს განიცდის და როცა, ის საკუთარ პირმშოს ხედავს პირველად. სანამ შემეკემათებოდეთ მიიყვანეთ ქალი ორგაზმამდე, ან აჩუქეთ ბავშვი და ნახავთ, რომ ეს იშვიათი გამომეტყველება სხვა შემთხვევაში არ მეორდება. მშვენიერ სქესთა სახეზე აღბეჭდილი რეალური თუ იმპროვიზირებული ბედნიერებები მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია იმ ჭეშმარიტი განცდისა, რომელსაც ის ორგაზმის დროს განიცდის; ეს ზეაღმატებული მდგომარეობა დასრულებისთანავე ინახება ნეკნისგანშობილთა ქვეცნობიერში იმფორმაციის სახით, რათა საჭიროების ჟამს ფიზიკურმა სხეულმა ადვილად შეძლოს განცდილის გამეორება, ანუ სიხარულის ვიზუალიზაცია. თუმცაღა ყველაზე უკეთესად შესრულებული რეპროდუქციაც კი ყოველთვის რამდენჯერმე ჩამოუვარდება დედანს, ხოლო ზოგიერთ ცივილიზაციებში ასლებიც თავად ასლისგან არის კოპირებული და მისი ხარისხი იმდენად მდარეა, რომ ქალთა ფსევდობედნიერი გამომეტყველება სიბრალულს უფრო იწვევს დამკვირვებელში, ვიდრე აღტაცებას, ან სიხარულს...

"არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს..." რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში და წერას მოვკიდე ხელი - ეს არც ახირებაა, არც მოზღვავებული ნიჭის ტრანსფორმაცია და არც ის, ზეგარდმო მადლით ცხებას, რომ ეძახიან... სისხლს უნდა მივაწეროთ ჩემი მწერლობანა, სისხლს... კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, თუ გაგანდობთ, რომ სისხლით არისტოკრატი გახლავართ, მაგრამ მოვლენათა ბრმა ტირანიის გამოისობითა და ბოლშევიკების დიდი გარჯით საბოლოოდ გამოეთხრა ძირი ჩვენი ჯიშის უზრუნველ ყოფას, ამ დროში კი მხოლოდ მწერლობანა მოერგო ჩემს ზარმაც, ამპარტავან და ცინიკურ ბუნებას... მოკლედ ასე, მწერლობა მექცა საქმედ და როგორც ყველა დიდ საქმის კაცს მეც უნდა გამომეძებნა რაიმე ჰობი, რადგან იშვიათად მაინც გავქცეოდი უსაშველოდ დამქანცველ შრომას - კალმოსნობას, სიტყვასთან ჭიდილს, ლიტერატორობას, რომ ეძახიან... ჰობიც მეტად არისტოკრატული გამოვნახე - ქალები. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ცხოვრების სამოცდაათ პროცენტს ზემოთ ხსებებულ ჰობს ვუთმობ, დანარჩენ ოცდაათს კი მწერლობანა, ძილი, მეგობრები, წიგნები, მუსიკა და სხვა ასეთები ინაწილებენ. კარგად თუ დაუკვირდებით აღმოჩნდება, რომ მექალთანე ვყოფილვარ, რომელიც მოცლილობის ჟამს წერით ერთობა. შეიძლება ასეც არის, თქვენი არ იყოს დღემდე ვერ დამიდგენია - მწერლობაა ჩემი საქმე და ქალები ჰობი, თუ პირიქით. ადგილთა გადანაცვლებით ჯამი, რომ არ შეიცვალოს მექალთანე მწერალის სტატუსით შემოვიფარგლები და ამ ნაწარმოებშიც ქალებზე ვისაუბრებ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ არისტოკრატული სისიხლის ჭურჭელი გახლავართ და კონსერვატორულობა ჩემი სისხლისმიერი მოვალეობაა, ამიტომ აზიის, ევროპის, ამერიკის, აფრიკის ქალებისგან თავს შორს დავიჭერ და ჩვენს ქალებზე მოგიყვებით, ქართველ ქალებზე, აი, იმათზე მანდილოსნების სადღეგრძელოზე, რომ მივმართავთ ხოლმე: ბრძანდებოდეთ! ბრძანდებოდეთ! ქალის ფეხზე ადგომა სად გინახავთო?!
ქართველი ქალის სახეზე გადმოკოპირებული ბედნიერება იმდენად მდარეა, რომ ჩემნაირ ნარცისსა და ინდეფერენტულ ადამიანშიც კი აღვივებს სიბრალულის გრძნობას, სიბრალული მოწყალებისკენ მიბიძგებს და წერის მეტი, რადგან არა ვიცი რა, ამ ფორმით ვეცდები წყალობის გაღებას. კვაზიმენტალურმა ღირებულებებმა და ქრისტიანობის არაჯეროვნად, არასწორად შეცნობამ წყვდიადისფერი სუდარა გადააფარა ჩვენი ქალების ჭეშმარიტ ბედნიერებას; ქართველი ქალებიც ასე მორჩილად გლოვობენ სუდარის ქვეშ გამომწყვდეულ ღვთაებრივ განცდას, რომლის სიხარულით და სიცოცხლით სავსე არსი არასდროს უნახავთ, არასდროს შეუცვნიათ. სურგრძელობა, სხვათა სატკივრის გაზიარება ჩემი სისხლისმიერი მოვალეობაა და მეც წლების მანძილზე ვცდილობ ქალთა სქესში სექსის საშუალებით მოვსპო წყვდიადი, რათა ამ გზით მათ ცნობიერს საშუალება მივცე საჭირო მომენტებში დედნიდან მოახდინოს ბედნიერების კოპირება. გამოგიტყდებით და, ეს  საქმე უფრო რთულია, ვიდრე მწელობანა. ვინმეს ჩემს მამაკაცურ შესაძლებლობში ეჭვი, რომ არ შეეპაროს დავუკონკრეტებ - "ჟიმაობა" და ქალის ქვეცნობიერის წყვდიადისფერი სუდარისგან განთავისუფლება ბევრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ერთ გოგონას ვხვდებოდი, ქალწული გახლდათ. "პანკობდა", "ანარქისტობდა", "ზასაობდა" "ჟიმაობდა", მაგრამ მაინც ქალწული იყო. ალბათ გიკვირთ - თუ "პანკობდა" და "ანარქისტობდა" ქალწული ან რატომ, ან როგორღა იყოვო... რატომ იყო ქალწული? ალბათ იმოტომ, რომ მშობლებმა დამოძღვრეს ასე და სახარებაშიც მხოლოდ ის თავი ჰქონდა ამოკითხული სადაც წერია: პატივი ეცი დედასა და მამასა შენსაო; გაუდექი დედასა და მამასა შენსა და მე შემომიდექია ამაის შესახებ მგონი არაფერი იცოდა; ალბათ ვერც იმას აცნობიერებდა, რომ ქრისტე სიყვარულია, სიხარულია, და არა რომელიმე მღვდლის ღიპზე ჩამოკონწიალებულ ჯვარზე გამოსახული მამაკაცი; ამასთან, მისი კვაზიმენტალურად დახეიბრებული ქვეცნობიერი მცდარ სიგნალს აწვდიდა ფიზიკურ სხეულს საქალწულე აპკის ქორწინებამდე მოვლა-პატრონობაზე... როგორღა იყო ქალწული, თუ კი "ჟიმაობდა"?  მარტივად, მას ანალური სექსი ჰქონდა სამდღეში ერთხელ, ან დღეში სამჯერ. ალბათ მშობლები არაფერს ეუბნებოდნენ ანალურ სექსზე და ქვეცნობიერასც არ მოეპოვებოდა რაიმე იმფორმაცია ამ სახის ურთიერთობაზე; ან კიდევ ქალწულობა უფრო პრიორიტეტული გახლდათ მისთვის, ვიდრე გაუკუღმართებული შესხეულება და გოგონაც თავისებურად უხდიდა ხარკს ჩემს ჰორმონალურ აფეთქებებს. ვარსებობ, მაშასადამე ვაზროვნებ, მაშასადამე გაუჩერებლად მუშაობენ სეკრეციის ჯირკვლები და ქალიც თუ აზროვნებს, უნდა იცოდეს, რომ ჰორმონალური აფეთქებით გამონთავისუფლებული ენერგია იდენტურია სექსისა, ეს მუდმივაა, აქსიომაა და ვრცელდება ცამეტი მილიარდი სინათლის წელიწადის რადიუსზე, ამ მაშტაბებში კი ყოველთვის მოინახება ქალი, რომელსაც სურვილი აქვს იყოს გამტარი ზემოთ ხსენებული სასიცოცხლო ენერგიისა. რა ვუყოთ, თუ ჩემი სეკრეციის ჯირკვლები საშუალოზე უფრო აჩქარებით მუშაობენ, ჰორმონალური აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი ენერგიაც შესაბამისად იზრდება და ფარდობითობის თეოორის გათვალისწინებით სექსა და ქორწინებას შორის მანძილი უსწრაფესად მცირდება, ასეთ მცირე დოში კი მეუღლეობაზე, მეურვეობაზე, მეგუთნეობაზე პასუხისმგებლობის აღება არც ისე ადვილი საქმეა. თუ მე ანალური სექსით შევცოდე განგებისა და კოსმიური ჰარმონიის საზიანოთ ეს გოგონას მშობლების, ან მისი დახეიბრებული ქვეცნობიერის ბრალია. არ იფიქროთ რჩევა არ მიმეცეს, ღმერთია მოწმე ვურჩიე: ტრადიციული სექსი სჯობია-მეთქი, მაგრამ არაო და, ჩემი სეკრეციის ჯირკვლები კი მოგეხსენებათ ძალიან აჩქარებულად მუშაობენ. სიყვარული = ჰორმონალურ ენერგიას + ვიზუალური სიმპათია - ეს მუდმივაა, რომელიც ცამეტი მილიარდი სინათლის წელიწადის რადიუსზე მუშაობს. სიყვარული = ქორწინებას, სიყვარული = კრძალვას, სიყვარული = შიშს, ... - ესენი მცდარი განტოლებებია, რადგან მატერიაში არ არსებობს ჰორმონალურ ენერგიაზე უფრო დიდი ენერგია, რომელიც ვიზუალურ სიმპათიას შეეთავსება და სიყვარულის მისტერიას უტოლდება. თუ ჩემი არ გჯერათ, რა გაეწყობა, საკუთარი, ან სხვათა მიერ შემოთავაზებული ფორმულით სცადეთ სიყვარულის საკითხის გადაჭრა და ვნახოთ რა გამოგივათ...
ზემოთ მონათხრობით იმის თქმა მინდოდა, რომ ანალური კავშირის დროსაც არსებობს სიყვარულის ალბათობა, თუ მეწყვილის ქვეცნობიერი დახეიბრებულია, სექსსა და ქორწინებას შორის მანძილი კი უფრო მცირე, ვიდრე მეუღლეობის, მეურვეობის, მეგუთნეობის პასუხისმგებლობის სურვილი.  მიუხედავად იმისა, რომ გოგონასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხი ადვილად გადავჭერი, რაღაც კითხვები მაინც გამიჩნდა მასთან ურთიერთობის პერიოდში - მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს... ის ბევრჯერ დაულოციათ ღვინით სავსე უზარმაზარი სასმისით, როგორც "მანდილოსანი". მე მის თავზე მანდილი არ მინახავს და სხვა დატვირთვაც ვერაფრით მოვუძებნე ამ ეროვნულ "წოდებას". მოცემულ საკითხზე ფიქრს არ გადავყოლილვარ და ერთადერთ ფანტასმაგორიულ ვარაუდს დავჯერდი - ადრე, ქართველი ქალები მანდილებს ატარებდნენ, მერე მობეზრდათ თავშესამოსელით სიარული და კაცებისგან მალულად დაიწყეს თავის მოშიშვლება. არსთაგამრიგე გაუწყრა ქალებს თვითნებობისთვის და სირაქლემებად აქცია ისინი. დასჯილთ შერცხვათ კაცების და თავები ჩარგეს მიწაში. ქართველ კაცებს დღემდე გონიათ, რომ მათ ქალებს მანდილები აბურავთ და ამიტომ განსაკუთრებულად ისმევა "მანდილოსნების" სადღეგრძელო. სადღეგრძელოს დროს ქალს ფეხზე ადგომა, ანუ თავის მოღერება არ ევალება და მადღეგრძელებლებიც ვერ ხედავენ უმანდილო თავებს. ქართველი კაცები ძალიან ცუდათ არჩევენ ერთმანეთისგან ქალს და სირაქლემას, ზოგჯერ კი სულ ერთია მათთვის ამ ორი არსების მსგავსება-განსხვავება, მთავარი "მანდილია". რატომ აქვს სირაქლემას თავი მიწაში ჩარგული? - ეს კითხვა ჯერ არ წამოჭრილა; წამოიჭრება მხოლოდ მაშინ, როცა "მანდილოსნის" სადღეგრძელო დაიცლება, მანდილოსნის სადღეგრძელო კი არასოდეს დაიცლება, რადგან ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ; ღვინის სმაც არაოდეს მოსწყინდებათ ქართველ კაცებს, რადგან ჩვენს იდენტობას სწორედ დაუსრულებელი სმა და "მანდილი" განსაზღვრავს.
არც ისე დიდი ხნის წინ ერთ შემოდგომასა და ზამთარს შორის გამოკიდებულ ქალბატონს ვხვდებოდი, რომელსაც შვიდჯერ უფრო მეტი დაბადებისდღე ჰქონდა გადახდილი, ვიდრე მე. ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე ქალბატონის ასაკის გაცხადებას მოვერიდები და ჩემს წლოვანებას მოგახსენებთ - ოცდაექვსის გახლდით იმხანად. ეს ქალბატონი ბანკირი იყო, უფრო ზუსტად კი ნაკომუნისტარი მილიონერის პირადი ოპერატორი ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის ფილიალში. ხელფასი დიდი ჰქონდა და დიდებულადაც იცვამდა - შანელი, ვერსაჩე, დიორი, ფერე, პრადა და რა ვიცი, ასე უსასრულოდ... გარაგნულად არაუშავდა, მისი ასაკის ქალბატონებს ნამდვილად სჯობდა, განსაკუთრებით აზიდული მკერდითა და თლილი თითებით, აი, ისეთი იყო გაღატაკებული არისტოკრატი რომ არ დაიწუნებს. პირველ შეხვედრაზე ვიყბედეთ, მეორე შეხვედრაზე "ვიზასავეთ", მესამე შეხვედრაზე "ჟიმაობას" ვგეგმავდი, მაგრამ არაო... ქალბატონი ქალწული არ გახლდათ, უბრალოდ ეკლესიურ დიეტას იცავდა. სამოთხის ბილეთს + მოკლებული ცელულიტები = ეკლესიურ დიეტას + სიგარეტი, სამარხვო შოკოლადი, სოიოს კოტლეტი და ცხრაგზის თვალთმაქცობა დღის განმავლობაში. გეთანხმებით, ამაზრზენი განტოლებაა, მაგრამ ქართველი ქალები დღემდე ამ ფორმულით ჭრიან შექსპირის ყოფნა-არყოფნის საკითხს. ადამიანთა შეხედულებებს დიდ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, ისინი რამდენად მცდარია ჩემთვის. ღმერთია მოწმე, ეკლესიური დიეტის გამო არავინ გამიკიცხავს საჯაროდ, ყოველთვის ვერიდები სხვათა გულის ტკენას. ბანკირ ქალბატონს მარტივად ავუხსენი, რომ ვარსებობ, მაშასადამე ვაზროვნებ, მაშასადამე გაუჩერებლად მუშაობენ სეკრეციის ჯირკვლები და ქალიც თუ აზროვნებს, უნდა იცოდეს, რომ ჰორმონალური აფეთქებით გამონთავისუფლებული ენერგია იდენტურია სექსისა, ეს მუდმივაა, აქსიომაა და ვრცელდება ცამეტი მილიარდი სინათლის წელიწადის რადიუსზე, ამ მაშტაბებში კი ყოველთვის მოინახება ქალი, რომელსაც სურვილი აქვს იყოს გამტარი ზემოთ ხსენებული სასიცოცხლო ენერგიისა. ქალბატონმა ამიხსნა, რომ ძალიან მოვწონდი, მაგრამ თექვსმეტი წლის გოგონა ჰყავდა, ამასთან ტრადიციულ ოჯახში იყო აღზრდილი, ანუ თავის შვილს და ოჯახს ჩემთან დაწოლით შეურაწყოფას ვერ მიაყენებდა, თუმცა ჩემი დაკარგვა არ უნდოდა და იმის გადასაწყვეტად გადაედგა თუ არა ეს მეტად საპასუხისმგებლო ნაბიჯი დრო სჭირდებოდა. არ იფიქროთ - რა თავშეკავებული ქალბატონი ყოფილაო... კოცნის სიმძაფრის გათვალისწინებით დავასკვენი, რომ მისი სეკრეციის ჯირკვლები ჩემსაზე უფრო აჩქარებით მუშაობდნენ, მაგრამ - პატიოსნების ნიღაბს + სექსუალური სურვილების გაღვივება მეწყვილეში = კაი ტიპთან "ლეგალურ მრუშობს", ანუ ქორწინებას. ზოგადად, ეს განტოლება ქართველ კაცებზე კარგად მუშაობას, მაგრამ ყოველივე, რაც განზოგადებულია მე არ მერგება, არ მესატყვისება. ქალბატონისთვის ხელი არ მიკრავს, შემოთავაზებაზე დავთანხმდი - კარგი, ვიყოთ ერთად, ვნახოთ რა გამოვა-მეთქი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ქალები ჩემი ჰობია; მათემატიკურად მოაზროვნე ქალებს კი ძალიან გამძაფრებული ლოგიკა აქვთ და ასეთებთან თამაში ინტერესის თვალსაზრისით, კასპაროვისთვის ეტლის ჩუქებას უტოლდება, ოღონდ კასპაროვს ეტლი, რომ აჩუქო ან სულელი უნდა იყო, ან ოსტატი. მოკლედ დაიწყო ჩვენი პარტია. ვხვდებოდით ყოველდღე, ან ორ დღეში ერთხელ; ვსეირნობდით; დავდიოდით რესტორნებში - ის უხორცო საჭმელებს მიირთმევდა, რადგან ეკლესიურ დიეტაზე იყო, მე ხორციან კერძებს შევექცეოდი; ვეწეოდით თამბაქოს დიალოგებსა და ინტონეციებს შორის, ის მენთოლიან სიგარეტს მოიხმარდა და მე ყოველთვის იმას ვეწევი რასაც მაწევინებენ, ანუ მეც მენთოლიანს გეახლებოდით; "ვზასაობდით" ბევრს და ვჩხუბობდით ცოტას. როგორც მოგეხსენებათ ჩემი სეკრეციის ჯირკვლები საშუალოზე უფრო აჩქარებულად მუშაობენ, ამიტომ პარალელური ურთიერთობის აუცილებლობა გარდაუვალი გახდა.
ბარში, სადაც ჩემი მეგობრები როკენროლს უკრავდნენ თექვსმეტი წლის ახლად სურვილებგაკვირტული გოგონა გავიცანი, ჩვენ პირველივე დღეს დავლიეთ ერთად, ვიცეკვეთ როკენროლი, "ვიზასავეთ" და "ვიჟიმავეთ" ძალიან ბევრი. ორიოდე კვირაში ჩემს ბანკირ ქალბატონს გამოვუტყდი, რომ ჰორმონალურ ენერგიებს ვერაფერი მოვუხერხე და თექვსმეტი წლის გოგონასთან მაქვს პარალელური ურთიერთობა-მეთქი. პედოფილური გამოვლინებებისთვის ცოტა გამიწყრა და თავადვე დამამშვიდა - მთავარია მე არ გნახო მასთან, მისმა არსებობამ ჩვენს გრძნობას არ შეუშალოს ხელი, ჩემზე წინ არასოდეს დააყენო სხვა, ისე კი რამდენიც გინდა და ვისთანაც გინდა "იჟიმავე", მესმის შენი, ბოლო-ბოლო კაცი ხარო. მოკლედ დაწყებული პარტია გაგრძელდა. ბანკირ ქალბატონთან შეყვარებულობანას ვთამაშობდი, გოგონასთან მარკიზ დესადობანას, კაზანოვობანას, ან რასპუტინობანას.
ერთ დღესაც ქალბტონს ნერვებმა უმტყუნა, ჰორმონალური აფეტქებისას გამონთავისუფლებულ ენერგიას ვეღარაფერი მოუხერხა და სასტუმროს ნომერში დამპატიჟა. სწორედ იმ ღამეს ჩამომიყალიბდა წარმოდგენა: ამორძალებზე, კურტიზანებზე, გეიშებზე... ერთი უბრალო ბანკირი თავის არსებაში იტევდა ქალური არსის უჟამდროობას - წრეგადასული მორჩილებითა და დემონური გაცოფებებით. ხარბად დავეწაფე ლანგრით მორთმეულ მეშვიდე მცნებას და ამ წყალობის სანაცვლოდ უარი ვთქვი პარალელურ ურთიერთობაზე. ისეთი პატარა მაშტაბის თამშებში, როგოლიც "ლეგალური მრუშობის" მოსურვილე ქალის გამოაშკარავებაა აკრძალულ ილეთებს არ ვიყენებ, ანუ სუფთად ვთამაშობ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარში გაცნობილ გოგონას ოსტატურად ჩამოვშორდი. თუმცა რამდენიმე თვეში არასრულწლოვანმა პარტნიორმა შემომჩივლა, რომ ორსულად იყო და დედამისი აბორტის გაკეთებას აიძულებდა, რადგან უკანონო ბავშვი მათ ოჯახში სირცხვილად ითვლებოდა. დაბნეულ მეწყვილეს სახარება შევახსენე, აი, ის ნაწილი დედას და მამას რომ უნდა სცეს შვილმა პატივი... ერთ კვირაში ბანკირმაც მახარა, რომ თავის ეკლესიური დიეტით განწმენდილ სხეულში ჩვენი საერთო ემბრიონი ფეთქავდა... სანამ მე და ქალბატონი ემბრიონის ყოფნა-არყოფნის საკითხზე ვფიქრობდით, მანამდე ბარში გაცნობილი გოგონა ყოველდღე მევედრებოდა, რომ დედამისისთვის როგორმე ბავშვის მოშლა გადამეფიქრებინა... როგორც მოგახსენეთ არ მიყვარს ადამიანთა გულის ტკენა და გადავწყვიტე მართლაც დავლაპარაკებოდი გოგონას დედას... ცოტაოდენი ტკბილეული შევიძინე, დათქმულ მისამართზე მივაზარუნე და ბანკირმა ქალბატონმა გამიღო კარი, აი იმან მე რომ არ ველოდი, არც თქვენ ალბათ. ჩემი ხილვით დაბნეულ ქალბატონს შვილმა დაასწრო მოსალმება, გადამეხვია და სევდანარევი სიამაყით მიაძახა დედას: ეს არის ის ბიჭიო... ცოტა კაპლებისა და ბევრი ისტერიკების შემდეგ, სიტუაცია დასტაბილურდა... სანამ დედა-შვილი ფიქრობდნენ მათვის ვინ ვიყავი: სასიძო, სამამობილო, ნახევარძმის მომავალი მამა, შვილიშვილის მეურვე, ორივე ერთად, თუ არც ერთი, მანამდე მე ჰორმონალური ენერგიისთვის ახალ გამტარს ვეძებდი, მოგეხსენებათ როგორ აჩქარებულად მუშაობენ ჩემი სეკრეციის ჯირკვლები.
მიუხედავად იმისა, რომ რძე ძალიან მიყვარს და ყველა ზრდასრული ადამიანის მსგავსად ძირითადათ ძროხისას გეახლებით, ჩლიქოსანი ცხოველებიდან ყველაზე მეტად მაინც ცხენი მომწონს. ესთეტიკურობა არისტოკრატთა სისხლისმიერი მოვალებაა და იგი ჩემში რამდენჯერმე აღემატება მადლიერებას. ძროხასა და ცხენს შორის ესტეტიკურ სხვაობას კი ფეხების სიგრძე განაპირობებს. რადგან ძროხას ცხენზე უფრო მოკლე და უშნო ფეხები აქვს, იგი ძალიან ცუდად დარბის, რქებიც სწორედ ამიტომ ამოუვიდა. სტატისტიკურად მტაცებლებს უფრო მეტი ძროხა ჰყავთ შეჭმული ვიდრე ცხენი, ანუ რქები თავდაცვის საქმეშიც ჩამორჩება გრძელ ფეხებს. მხოლოდ ერთი რომელიმე ჩლიქოსანი ცხოველის ყოლა, რომ იყოს სავალდებულო აუცილებლად ცხენს ვიყოლიებდი, რადგან ძროხა პერიოდულად რძის მოცემას წყვეტს და უსარგებლო, მოკლეფეხაბა, რქიანი არსების მოვლა-პატრონობა არც ისე სახარბიელოა. ათი ქართველი ქალიდან რვა ძროხას ჰგავს, ერთი ცხენს და ერთიც ქალს. თუ ჩემი არ გჯერათ კარგად დააკვირდით ქართველი ქალის ფეხებს და ნახავთ, რომ ქვედა კიდურები ტანზე უფრო მოკლეა, ძუძუებზე კი უფრო უშნო. სხვა ქავეყნებში არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ჩვენთან ტრადიციების იდენტურია ცოლის გინება, დამცირება, ცემა და მისგან ფარულად, ან დაუფარავად საყვარლის ყოლა; ქართველი ქალები არა თუ გაურბიან, არამედ რქებით იცავენ არსებულ მდგომარეობას, რადგან მათ მოკლე ფეხები აქვთ და გაგცევა არ ძალუძთ. საქართველოში გრძელფეხაბა ქალები ან ჰარმონიაში ცხოვრობენ პატრონთან, ან გაურბიან დისჰარმონიას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გამრუშმხეცებულ ფანტაზიებს ძირითადათ მოკლეფეხება ქალები აწოვებდნენ ძუძუს, მაინც მინდა ვურჩიო მამაკაცებს - რადგან ჩვენთან მხოლოდ ერთი ქალის ყოლაა მიზანშეწონილი, ეცადეთ ცხენისმაგვარი ქალი მოძებნოთ, რადგან სათანადოთ თუ ვერ მოუვლით უარეს შემთხვევაში იგი უბრალოდ გაიქცევა; ძროხისმაგვარ ქალს ზრუნვა თუ მოაკელი რძის მოცემას შეწყვეტს, რქენას დაგიწყებთ და ვერასოდეს მოიშორებთ; აბა როგორი ასატანია უსარგებლო, მიკლეფეხება და რქენარა არსება ოჯახში. თუ იმ ერთ გამორჩეულს იპოვით ქალს რომ ჰგავს, ავრორას თქვენთვის გაუსვრია ძმებო და ეს ის შემთხვევაა ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, რომ გისურვებთ: ჯვრისწერის მადლის ჟამსავსეობას, ღვთის წყალობას, დღეგრძელობას, მზეგრძელობას, გახარებას და გამრავლებას.
 
                                                          ეპილოგი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სამყაროს დაახლოებით ოთხ პროცენტს სხვა და სხვა ნაწილაკები ინაწილებენ, ოცდაათ პროცენტზე ცოტა მეტს მასა ითავისებს, სამოცდათხუთმეტი პროცენტი კი ამოუცნობი, უხილავი, ბნელი "მატერიაა". ნუ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ნებისმიერ კოლეიდოსკოპზე მეტად შემიძლია ავაჩქარო აზროვნება, ანუ ყოველგვარი შეჯახება-აფეთქებებისა და ჰიგსის ნაწილაკების გარეშე განვჭვრიტო ის, რაც ასე ბუნდოვანია მთვარეზე ნამყოფი კაცობრიობისთვის. ის სამოცდათხუთმეტი პროცენტი, რომლის შესახებაც არავინ არაფერი იცის - არამატერიალიზებული აზრები და იდეებია, რომლებიც არსებობენ მაგრამ არ ჩანან, არ შეიგრძნობიან. სწორედ ეს სამოცდათხუთმეტი პროცენტია ის, რასაც ჩვენ ღმერთს ვეძახით, რასაც ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ, ვერ ვაცნობიერებთ, სახელს ვერ ვარქმევთ. ადრე ღმერთი, ანუ ბნელი "მატერია" ასი პროცენტისგან შედგებოდა, მერე გაჩნდა იდეა მერწყულის თანავარსკვლავედი, იდეა მზე, იდეა დედამიწა, იდეა წყალი, იდეა კაცი, იდეა ქალი, იდეა ხატვა, იდეა სიმღერა, იდეა ჭექაქუხილი, იდეა წვიმა, იდეა სახარება, იდეა წერა, იდეა ფოტონი, იდეა ნეიტრონი, იდეა "ფარდობითობის თეორია", იდეა როკენროლი, იდეა "მეცხრე სიმფონია", იდეა ინტერნეტი, იდეა ტანგა, იდეა ჰიგსის ნაწილაკი... მოკლედ, დროთა განმავლობაში იდეებისა და აზრების საშუალებით ასპროცენტიანი ბნელი "მატერია", ანუ ღმერთი თანდათან სახელებად გადარდაიქმნა. რაც უფრო მეტი იდეა და აზრი გამონთავისუფლდება ბნელი "მატერიისგან" მით უფრო ნაკლებ სიბნელეში იქნება ღმერთი. თუ იდეები და აზრები კოსმოსისთვის სასარგებლოა, ისინი იმ ოთხ პროცენტს ემატება ნაწილაკები რომ ინაწილებენ; თუ უსარგებლოა მას მასა ითავისებს.
  სირაქლემას + ეკლესიური დიეტა + ძროხა = ქართველ ქალს - ერთეულები, - ამ იდეით, ანუ ლიტერატურული განტოლებით შევეცადე ძალიან, ძალიან, ძალიან პატარა ნაწილით გამომენთავისუფლებინა ბნელი "მატერია", ანუ ღმერთი წყვდიადისაგან. რადგან იმ ღამეს, როცა ეს შედევრი დავასრულე ჩემი კორპუსი, კომპიუტერთან ერთად არ აღიგავა პირისა მიწისაგან და სიბნელისგან გამონთავისუფლებული აზრი უნაწილაკო მასას არ შეერწყა, გამოდის, რომ კოსმოსისთვის სასარგებლო ჯაფა გამიწევია, ანუ კიდევ ერთი ძალიან, ძალიან, ძალიან პატარა ნაწილი შევძინე ელემენტარულ ნაწილაკებს, რომლებიც სამყაროს მხოლოდ ოთხ პროცენტს ინაწილებენ.




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 01:54:21
#10        "28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ"      ნათია  როსტიაშვილი

ავტორმა უარი განაცხადა აქ განთავსებაზე. ალბათ მოგვიანებით განათავსებს თავის გვერდზე

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 02:04:00
#11                "მე ვარ ადამიანი"    თათა            მოხსნილია კონკურსიდან. კონკურსის წესების დარღვევის გამო

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 02:21:05
#12    ,,ბიძაჩემი ( ანუ  როგორ თეთრდება თმები )” 

ავტორს ვერ დავუკავშირდით, შესაბამისად განთავსების ნებართვა არა გვაქვს . ვფიქრობთ მოგვიანებით თვითონ განათავსებს თავის გვერდზე.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 02:29:02
#13                      "მარტო"              თინათინ ბატიაშვილი



ჩაიდანი გულისგამაწყალებლად აშიშინდა გაზზე. ფანჯრის გაყინული მინები დაიორთქლა და გამდნარი წყალი წვეთებად ჩამოეღვარა რაფას. პატარა სამზარეულოს კარი ჭრიალით გაიღო და ქალის სახემ გაიელვა კედელზე მილურსმულ სარკეში. ღმერთო, რამდენი დრო გასულა და ამდენ ხანს მეძინა. აჩრდილივით აბორიალდა წინ და უკან ისედაც ვიწრო ოთახში და ფრთამოტეხილი ფრინველივით მიაწყდა კედლებს. ტანსაცმელიც ვეღარ მიპოვია, მაინც, სად დავდებ, ხოლმე-ბუზღუნებდა ჩუმად. მერე ნიჟარაში დახვავებულ, გასარეცხი ჭურჭლის გროვას გახედა და ისევ აჩქარებით შეუდგა აქა-იქ მიმობნეული ტანსაცმლის შეგროვებას. სამზარეულოში ჰაერი შეგუბდა, ჩაიხუთა. უსიამოვნოდ შიშინებდა გაზის ცისფერი ალი და ჯერ ისევ არ ჩამცხრალიყო გვერდზე გადგმული, აკივლებული ჩაიდანი. როგორც იქნა ჩაცმა მოათავა და გაზქურის თავზე დაკიდებული, თეთრი კარადიდან ფინჯანი გადმოიღო. ჩაი არ უნდოდა, არც ყავა. მაგრამ მაინც ყავაზე შეაჩერა არჩევანი. მისი დილა ყოველთვის ყავით იწყებოდა და არც ახლა უღალატებდა ჩვეულებას. ყავა და რათქმაუნდა სიგარეტი. მაგიდას გადახედა. უწესრიგოდ მიყრილ თეფშებსა და ყავის ლამბაქებს შორის ძლივს მოჩანდა სიგარეტის თითქმის ცარიელი კოლოფი. აღარც სიგარეტი უნდოდა.
პრინციპში, არც არასდროს ქონია მის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნილება. უბრალოდ, თავი ძალიან მოწონდა, როცა ფეხიფეხზეგადადებული, ანთებული სიგარეტით ხელში იჯდა რომელიმე კაფეში და ოდნავ გადახრილი თავით და ზედმეტად მეოცნებე მზერით იძირებოდა ვითომდა უსასრულო სევდის მორევში. არადა, ეს უბრალოდ, დიდი ხნის ნასწავლი, სარკეში დაყენებული მანერა იყო. მანერა, რომელიც მისი აზრით, ბევრ ბიჭს უღვიძებდა ინტერესს მისადმი. ფიქრობდა, საინტერესო იყო, როგორც ქალი, რომელსაც რაღაც სევდით მოცული იდუმალი სამყარო ქონდა და მაინცდამაინც ის ერთი, რომელიმე უნდა გამხდარიყო ოცნების რეალური  რაინდი, რომელიც შეაღწევდა მის სამყაროში და ანუგეშებდა. ასე სჯეროდა თვითონაც, თორემ შეუძლებელია, სიამოვნება მოგანიჭოს საათობით თავგაშეშებულმა და სიგარეტის კვამლგაყოლებულმა მზერით ჯდომამ. შეუძლებელია, არ დაგღალოს წლებით სიყალბემ და მელიის როლის თამაშმა, რომელიც მოთმინებით ელოდება, როდის გაებმება დაგებულ ხაფანგში სასურველი ფრინველი. უბრალოდ, ჯეროდა, რომ მოვიდოდა ის ერთი, მისი ყალბი ნიღბის არაყალბი ჩამომხსნელი და უაზრო მზერისთვის აზრის მიმნიჭებელი. ამ იმედით უშვებდა ყველას თავის ცხოვრებაში, ამავე იმედით წარმოიდგენდა თითოეულს მომავალ ქმრად, შვილების მამად და ბოლოს, როცა ნამდვილი კაცი შერჩებოდა ხელთ, თვითონაც განამდვილებულს და ქალს, ყველანაირი ინტერესი უქრებოდა ხაფანგში გაბმულისადმი და შორდებოდნენ ერთმანეთს მეგობრებად. თუმცა, იყო შემთხვევები, ასე რომ არ მოხდა. ფუ, სულ არ უნდოდა თავის პირველი, არამეგობრად დარჩენილი ქმრის ამ უჟმურ დილით გახსენება. ისედაც ნაცრისფერი განწყობის უფრო ჩაშავება. მაგიდიდან ნელა გამოაცურა თავისკენ ყავა და ზიზღით მოსვა. ემწარა, მაგრამ შაქარი არ ჩაყარა. საერთოდ რა მინდა ამ ცხოვრებაში, ბოღმით გაიფიქრა და საკმაოდ შებერებულ სახეზე ჩამოისვა ხელი. არც ისე დიდია, 45 წლის. ზოგი ამ ასაკში იწყებს ცხოვრებას. გაეღიმა. თვითონ კიდევ გული გაუტყდა ამ ბოლო დროს. მობეზრდა ყველაფერი. აი ეს საზიზღარი ყავაც მობეზრდა, სიგარეტიც. აღარ უნდა ყოველ დილით ადგომა, ცივ სამზარეულოში გაზის ანთება და სამსახურში წასვლამდე თავის მოწესრიგების უხალისო რიტუალი.
მარტო ვარ! პირველად გაიფიქრა ამ ხნის მანძილზე და გული შეეკუმშა. თავი გაიქნია უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად და ხელის ჩვეული მოძრაობით მაღლა აიკეცა მხრებზე ჩამოშლილი, ქერად შეღებილი თმა. ხალათის ჯიბიდან ჩვეულებრივი, უბრალო ფანქარი ამოიღო და თმის სარჭის ნაცვლად დაიმაგრა თავში. ძველი ჩვეულება, რომელმაც არაერთხელ ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში. რამდენ  ბიჭს გაუფანტა იდუმალების ბურუსი ამ გოიმური ჩვევის გამო. გაუფანტა და გაუფანტა, ახლა რაღა ეშველება მაგ ამბავს.
სამსახურში წასვლა არ უნდოდა. დღეს განსაკუთრებით. საშინელი ამინდი იდგა. გარეთ წესიერად არც გაუხედავს, ფარდაც არ გადაუწევია, მაგრამ წვეთების წკაპუნი და გუბეებში მანქანების დაუსრულებელი შრიალი ნერვებს უშლიდა. რა აზრი აქვს ამ ყოველდღიურ, უღიმღამო მოვალეობების შესრულებას. რა აზრი აქვს, როგორ გამოვიყურები, სად ვიქნები, ვისთან. მაინც ყველაფერი ერთ საშინელ, გაყინულ წერტილში იყრის თავს. წერტილში, რომელზეც მთელი ცხოვრება აშტერებდა უმიზნო მზერას და რატომღაც ვერასდროს კითხულობდა მხოლოდ ორ, მარტივ სიტყვას: მარტო ხარ!
ყავის სმა მოამთავრა. სიგარეტიც დიდი ხანია ჩაიფერფლა. თვალი მოავლო სამზარეულოს და მექანიკურად წამოიწია, გასარეცხი ჭიქა ონკანს შეუშვირა. არ ესიამოვნა წყლის ნაკადი ხელებზე. ისეთი განწყობა დაეუფლა, განძრევაც არ შეეძლო. ინატრა, ქცეულიყო გაქვავებულ, უგრძნობელ მუმიად, რომ აღარაფერი ეგრძნო, აღარაფერი დაენახა. არადა, მუმიადქცევის ხელოვნებას ეუფლებოდა მთელი ეს წლები. უგემურად გაეღიმა. პატარა ჩაის ტილოზე შეიმშრალა სველი ხელები და გაიფიქრა, რომ აქამდე მხოლოდ თოჯინა იყო და არა ადამიანი, რადგან ადამიანი რომ ხდებოდა ხოლმე ანუ ისეთი, როგორიც სინამდვილეში, შინაგანად იყო, აღარ სიამოვნებდა იმდენი ფიქრი, ემოცია, რაც ამ გარდასახვას მოყვებოდა. მაინც ყველაზე დამღლელ-საშინელი ფიქრი იყო. რად უნდოდა ფიქრი და იმის ჩაღრმავება-გამოძიება, როგორ ეცხოვრა, რატომ ყვარებოდა, რა იყო ტყუილი და რა მართალი. რაში ჭირდებოდა ეს ყველაფერი, როცა სრულიად დაუფიქრებლად, ზედმეტი ემოციისა და ყოყმანის გარეშეც მშვენივრად დაქორწინდა სამჯერ და სამჯერვე მისმა აწ ქმარყოფილებმა იფიქრეს, იზრუნეს, იყიდეს მისთვის...
კედელზე ჩამოკიდებულ სარკესთან მივიდა. იქიდან ვიღაც ხნიერი ქალის ანარეკლი უყურებდა შეშუპებული უპეებით და წვრილი ნაოჭებით თვალის გარშემო. კანიც აღარ ქონდა ისეთი, როგორც ადრე. ხელი მოისვა ჭორფლიან ცხვირზე და გაუფერულებულ ღაწვებს ჩამოაყოლა. ადრე უხდებოდა ჭორფლი. თითქოს, კიდევ უფრო მეტ “საიდუმლოს” აქსოვდა ჭორფლშიც და ბუნებრივად გაბერილ ზედა ტუჩს კიდევ უფრო აიბზუებდა ამ იდუმალების მატარებლობის ნიშნად.
სარკეში არეკლილმა ქალმა წარსულში გასროლილი მზერით შემოანათა. გაახსენდა უამრავი ბარი, კაფე, რესტორანი. პირველი, მეორე, მესამე ქმრების დაბადების დღეები და სადღესასწაულო საჩუქრები. ჰო, ეს მარტო ქმრების. რამდენი კიდევ ჭორფლითა და სუსტი ქალური ბუნებით მოხიბლული თაყვანისმცემლის სახე ამოუტივტივდა გონებაში.
ზიზღით დაიმანჭა სახე სარკეში. გულზე აზიდებდა, ამ მოგონებისგან. ისეთი მომსუყება იგრძნო, ბევრი ტკბილის ჭამის შემდეგ რომ განიცდიან კრემით პირმოთხუპნული ბავშვები, მაგრამ მაინც იტენიან ბოლო ლუკმას. ხოდა ამანაც ასე გადაყლაპა ბოლო ლუკმად დატოვებული ბოღმა მესამე ქმრის სახით, რომელმაც ყველაფერი, რაც კი რამ ებადა, კაზინოში წააგო და ერთ მშვენიერ დღეს ქარის მოყვანილივით გაყვა სადღაც იმავე ქარს. კარი გაიხურა და წავიდა. ეს დატოვა მოცუცქნული სამზარეულოსა და გაყინული ზამთრის ამარა.
დებილო!-ბოღმიანად მიახალა სარკეში ნაოჭებიან ქალს.
არა, სამსახურში ვერ წავა დღეს. ნამდვილად არ აქვს ჭირვეული კლიენტების თავი. არც მაღაზიის მეპატრონის კომპლიმენტების ატანა შეუძლია. ,,ბებერი ყვავი”-გაიფიქრა ზიზღით. ჭრელი, პირსახოცის ხალათი მჭიდროდ შემოიკრა ტანზე და უცებ, საოცრად დაამშვიდა იმის გაფიქრებამ, რომ მთელი დღე სახლში უნდა იყოს.
ფანჯარას მიუახლოვდა და მუქი, შინდისფერი ფარდები ნელა გადაწია. ეზოს გახედა. საბავშვო სკვერში მხიარულ საღებავებს უმოწყალოდ რეცხდა წვიმა. ნაცრისფერი ნთქავდა წითელ და ყვითელ ფერებს. ნისლში მიცურავდა ფერადი ცხენები, პატარა ორთქლმავალი, ლურჯად სახურავშეღებილი ჩაიდნებისა და ლამბაქების კარუსელი. გადარეცხილი, უფერობის წყვდიადში ჩაძირული ეჩვენა პატარების ჭრელი სამყარო. საბავშვო პარკი ბავშვების გარეშე. დიდი, წვიმადქცეული ცრემლით სავსე თვალებით და უსიცოცხლო მზერით.
გუგა გაახსენდა. არა, კი არ გაახსენდა, სულ ახსოვდა. უბრალოდ არ იხსენებდა. ფანჯრის მინას მიადო გახურებული შუბლი და ისევ ისე ცხადად დაინახა შვილის დიდი, მუქი თვალები და ასაკისთვის შეუფერებელი, ფიქრიანი გამოხედვა.
გუგა პირველი ქმრისგან ყავდა. ერთადერთი დანატოვარი ერთ-ერთისგან. ყოველთვის პატარა მისთვის, მაგრამ უფრო დიდი, ვიდრე თავის ტოლი სხვა ბავშვები. გამუდმებით მდუმარე, გულდახურული და საოცრად ჭკვიანი.
სტაფილოსფრად შეღებილი ცხენი სევდიანად და მარტოდ იდგა ტალახიან სკვერში. ის დღე გაახსენდა...
დილაა და საბავშვო ბაღში გარბიან თვითონ და გუგა. ბავშვი ძლივს მისდევს, აქოშინებული, კაშნეთი და ნაქსოვი ქუდით სახეშებოჭილი. იანვრის თოვლიანი დღეა და ეზოებიდან განუწყვეტლივ ისმის აღტაცებული პატარების სიცილ-კივილი. გარბიან ის და გუგა ბაღში, თან აგვიანდებათ. უფრო სწორად, ამას აგვიანდება. მესამე ქმრის (მაშინ ჯერ არ იყო ქმარი) დაბადების დღეა და საჩუქარი აქვს ასარჩევი. იქამდე სალონში უნდა გაიქცეს, თმა გაიკეთოს, ფრჩხილები მოიწესრიგოს და მერე სახლში გავარდეს, ჩაიცვას. ხო, კიდევ დაქალს უნდა შეუაროს, რომელმაც ახალი ფარდები იყიდა მისაღები ოთახისთვის, ისეთი მაგარი, ისეთი, რომ არ ნახოს, ხვალამდე ვერ მოითმენს. ეს ბავშვი კიდევ მოზოზინებს თოვლიან ქუჩაზე და ძლივს ადგამს ნაბიჯებს. ჩქარა, ჩქარა, რა გჭირს ვერ გავიგე ასეთი. ცალი ხელით გუგას მიათრევს, მეორეთი აწკრიალებულ მობილურს ეძებს ჩანთაში. ის ურეკავს, იუბილარი.
საყვარელო, გილოცააავ-დამტკბარი ხმით პასუხობს ტელეფონს. მეორე, ბავშვისთვის ჩავლებულ ხელს კიდევ საშინლად უჭერს მკლავზე გუგას. მერე ცოტა შეაჯანჯღარებს და წინ უბიძგებს.
-დედიკო, დეეე, მინდა რა, იქ მინდა.
გუგა გაჩერდა და თოვლით გადაპენტილ სკვერში ხარბად მიაჩერდა ფერადი ცხენებით ჩაბმულ კარუსელს.
-დე, მინდა რა, გთხოვ, დედიკო, დეე...
დედამ ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა. ესღა აკლდა. გააჭირა ამ ბავშვმა საქმე. ყოველთვის უდროო დროს როგორ უნდება რაღაცეები.
-წამოდი, ახლავე წამოდი.
ხელი მოკიდა. გუგა არ დაიძრა. თვალებით შეჭამა კარუსელის დათოვლილი სახურავი და იქვე, ნაძვის ქვეშ მოთამაშე, ლოყებანთებული ბავშვები.
-ბაღში გაგიყვანენ ეზოში, გუგა წამო რა დე, მაგვაინდება. გეხვეწები, წამო.
ახლა სხვანაირად სცადა.
-ბაღში ეგეთი არ გვაქვს, მე აქ მინდა - გუგა გაჯიუტდა ისე, როგორც არასდროს.
ოოხ, საზიზღარი ბიჭი, მამამისივით ჯიუტი და თავის ნათქვამი. როგორ აგვიანების მაგის გამო. არადა, ქეთისთან შევლა და იმ ფარდების ნახვა რომ ვერ მოასწროს, ამ რაღაც სულელური კარუსელის გამო, მოკვდება.
-გუგა წამოდი!-მოთმინება გამოელია და სახელოზე მაგრად მოქაჩა ბავშვს, მერე დაიხარა და ხელში აიყვანა, რომ ასე  მაინც გაცლოდნენ იმ ადგილს. მაგრამ გუგა საშინლად აფართხალდა ჰაერში და ისე იყვირა- მამაა- კინაღამ მთელი მსოფლიოს კაცებმა იქ მოიყარეს თავი. რა მამა, გაიფიქრა ქალმა, ესღა აკლდა.
-მამა, მამიკო მინდა, ჩემი მამიკო მინდა. შენ ცუდი ხარ, ცუდი, ცუდი.
პატარა მუშტები გამეტებით დაუშინა კისერთან, პალტოს ღილი სადაც ქონდა შეკრული სწორედ იმ ადგილას. წეღან ცხენები უნდოდა, ახლა მამა, გაგიჟდა ეს ბავშვი. ყველა ანებივრებს და მაგიტომ-გაიფიქრა და უცებ ვერ გადაწყვიტა, როგორ ჩაეხშო, შვილის კივილში გადასული ისტერია. გამვლელები შეწუხებულები უვლიდნენ გვერდს, თუმცა რომელი უფრო ეცოდებოდათ, მაგაზე აღარ უფიქრია, მაშინ.
-მე ჩემი მამიკო მინდა, არ მინდა ბაღი, არც ცხენები, არც შენ მინდიხარ, მამიკო მინდა, მა-მი-კოო-ყვიროდა გუგა და დედამისს გაუწყდა მოთმინებასთან მაკავშირებელი ისედაც სუსტი ძაფი.
სახეში ისე შემოარტყა შვილს, ხელი ეტკინა. ხუთივე თითი წითელ ზოლად დაეტყო გუგას პატარა ლოყას და გაფართოებული თვალებიდან წვრილად ჩამოჟონილ ცრემლების ზოლს შეუერთდა. ტირილი შეწყდა. ბავშვი გაჩუმდა და უცებ, დედისთვისვე მოულოდნელად, კიდერზე მოხვია პატარა ხელები, თავი მიადო და ყურთან ჩუმად, ძალიან ჩუმად უთხრა: მე შენ მიყვარხარ დედიკო, მამასთან არ მინდა. აღარ მინდა.
და იმ ჩურჩულით, მაშინ, რატომღაც, ისევ ვერ გაიგო, მხოლოდ ორი სიტყვა რომ უთხრა შვილმა: მარტო ხარ!@
ფანჯარას სწრაფად მოცილდა. ხელისგულები უხურდა. მთელი მისი ცხოვრება ნუთუ ეს იყო, ეს ორი სიტყვა. და რატომ, რის გამო, ვის გამო. სარკეში ნასწავლი ცხოვრების და ანარეკლის ქალად ქცევის სურვილის და კიდევ იმის გამო, რომ არასდროს დარჩენილა საკუთარ თავთან და ცხოვრებასთან მარტო...
მეხუთე სართულის მეზობელმა ფანჯრიდან რომ გაიხედა და იმ საშინელ წვიმასა და ტალახში, სტაფილოსფერ ცხენზე შემომჯდარი ქალი დაინახა, იფიქრა, მოჩვენებას ხედავდა. მერე დიდხანს უყურა, აივანზეც გამოვიდა და რადგან სკვერი ძალიან ახლო იყო მათ სახლთან, ამ ქალში თავისივე მეზობელი ამოიცნო.
კარგა ხანს ეძახა გუგას დედას აივნიდან, მერე სასწრაფოდ სახლში შევიდა და ვინაიდან ამ წვიმასა და ბობოქარ ამინდში გარეთ მეზობლის გამო ნამდვილად არ გავიდოდა, პატრულს დაურეკა, ქალი გაგიჟდა და იქნება ვინმე გამოგვიგზავნოთო. მერე ისევ ფანჯარას მიაწყდა. იქამდე, რათქმაუნდა, ყველა მეზობელს ჩამოურეკა, საცოდავი გუგას დედა ჭკუიდან შეიშალა, ალბათ, შვილი ციხეში რომ ყავს, ეგ ვეღარ გადაიტანაო.
წვიმით ჩამუქებული, ნაცრისფერი ფარდიდან ახლა უკვე მხიარულად იყურებოდა სტაფილოსფერი ცხენი. ფარდის მიღმა კი ჩუმად, ძალიან ჩუმად ისმოდა წვეთების ხმაში შერეული სიმღერის სიტყვები: ტრიალებს, ბრუნავს, ტრიალებს ბრუნააავს...
გუგას ერთი კვირის მერე უთხრეს, რომ დედა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ბიჭს არაფერი უთქვამს, თავიც არ აუწევია. მხოლოდ, როცა საკნის კარი მიუხურეს, ჩუმად, თავისთვის ჩაილაპარაკა: მარტო ვარ...

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 მარტი, 2012 02:49:18
#14                "ფასადები"        გიგა მანაგაძე



***
მოტეხილი ფეხი სულ უფრო მეტად უშლიდა ხელს გადაადგილებაში. ამიტომაც, უკვე ნახევარ საათზე მეტი იყო წყურვილს იკავებდა, ამის მიზეზი კი ის სიზარმაცე იყო, რომელიც უფლებას არ აძლევდა სამზარეულოში ჩასულიყო წყლის დასალევად. წესით მოტეხილი ფეხით სიარულს უნდა მიჩვეოდა, ბოლოს და ბოლოს ორი კვირა გავიდა რაც ექიმმა ფეხი თაბაშირში ჩაუსვა. ნიკას, ახლაც ახსოვს მისი სიტყვები ,, დაახლოებით ერთი თვე, და შესაძლებელი იქნება თაბაშირი მოვხსნათ, შეიძლება უფრო ადრეც მოუწიოს განთავისუფლება თუ მოტეხილობა სწრაფად შეხორცდა’’- თქვა ექიმმა, როგორც ჩანს შეხორცება სწრაფად სულაც არ მიმდინარეობდა. ამის გამო ნიკა საკუთარ თავზე ბრაზობდა.
ოთახში ბნელოდა. მხოლოდ, კუთხეში მდგარი, პატარა რადიოს ნათურის სუსტი ნათება ხდიდა ცხადს ოთახში მყოფ აურ-ზაურს. მიუხედავად მოღრუბლული ამინდისა, ოთახში დღის სინათლეც აღწევდა, ოღონდ ამ  ძალაგამოცლილი სხივების  ოთახში ბოლომდე შეშვებას, ისევ ნიკა უშლიდა ხელს, რომელიც ფანჯრის წინ იჯდა და თავის  ქუჩას გადაჰყურებდა. სახლები საახალწლო ილუმინაციებით იყო მორთული. ყველაფერი მართლაც ძალიან ლამაზი და ზღაპრულად თვალისმომჭრელი იყო, თუმცა წინასაახალწლო განწყობას ხელს შეუფერებელი, მშრალი ამინდი უშლიდა. მიუხეავად იმისა, რომ სულ რამოდენიმე საათი რჩებოდა ახალი წლის დადგომამდე თოვლი ჯერ არ მოსულიყო. ამ ამბავმა კიდევ უფრო ხმამაღლა აალაპარაკა ისინი ვინც გლობალურ დათბობას აღიქვამენ, როგორც გარდაუვალი, კატასტროფული ცვლილებების წყაროს.
ნიკა კი ამ დროს სულ არ ფიქრობდა არც იმაზე რომ თოვლი ჯერ არ მოსულიყო, არც გლობალურ დათბობაზე, თქვენ წარმოიდგინეთ არც მისი ფეხის შეხორცებაზე. ის მისი ქუჩის სილამაზით ტკბებოდა. განათებულმა სახლებმა და აკაშკაშებულმა ლამპიონებმა რაღაც დროით კვლავ დააბრუნეს  იმ ბავშვობაში, სადაც სანტა კლაუსის არსებობაც კი შესაძლებელი იყო. მას რატომღაც მოეჩვენა, რომ ამ ილუმინაციების მიღმა მცხოვრები ყველა ადამიანი ბედნიერი უნდა ყოფილიყო. იქნებ იმიტომ, რომ თვითონ მაინცდამაინც არ იყო გახარებული იმ რეალობით, რომ ახალ წელს მარტო, ოჯახიდან შორს და თანაც ფეხმოტეხილი უნდა შეხვედროდა. ძველი  რადიო იყო ერთადერთი რამ რასაც მოწყენილობა არ ეტყობოოდა. იგი წამითაც არ გაჩერებულა. ჯერ ქალის წრიპინა ხმამ გვაუწყა, რომ მშრალი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდებოდა და ჰაერი გათბებოდა 15 გრადუსამდე, სხვათაA შორის ამ ხმამ ნიკა საშინლად გააღიზიანადა  და მან გაიფიქრა ,,წესით რადიოში სასიამოვნო ხმის პატრონები არ უნდა მუშაობდნენ’’. ამას მოჰყვა რამოდენიმე წამიანი პაუზა შიშინის სახით და ოთახში გაისმა ,,Lეტ იტ სნოწ’’ ფრენკ სინატრას შესრულებით.
საბოლოოდ, ნიკამ ამოიხვნეშა, თავს ძალა დაატანა და სკამიდან წამოდგა. ფეხი სულაც არ ტკიოდა ისე, როგორც ეგონა რომ ატკივდებოდა. მან პატარა ბავშვივით, ცალი ფეხის გადადგმით ჩაიარა კიბე და სამზარეულოში შევიდა. ფიქრი იმაზე, რომ მის ქუჩაზე ყველა ბედნიერი იყო არ შორდებოდა. ის ნელ-ნელა გამხიარულდა, რომ იტყვიან სხვისი ბედნიერებით გაიხარა. წყალი მოსვა და გარეთ გაიხედა, ასფალტი ისეთი მშრალი იყო, რომ არა სახლის ილუმიმნაციები ვერც იფიქრებდი ახალი წელი მოდისო. ნიკა მიწას უყურებდა და თავისი ოთახიდან გამომავალი მუსიკის ხმა ესმოდა, ნაწყვეტ–ნაწყვეტი ფრაზების სახით. ტელეფონის რეკვის ხმამ გამოაფხიზლა. ყურმილი აიღო თუ არა მხოლოდ შიშინი და რამოდენიმე სიტყვის გაგონებაღა მოასწრო, რომ კავშირი გაწყდა.
- ალბდ, დედაჩემი იყო, როგორც ჩანს მათთან ისევ არ იჭერს.
თქვა და როგორც კი გააცნობიერა რომ საკუთარ თავს ესაუბრებოდა ჩაახველა, ყავარჯნები აიღო და ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. კოკა-კოლის ბოთლი აიღო, შიგნით დარჩენილი სითხე ბოლომდე, ერთი მოყუდებით გამოცალა და სანაგვე ურნაში ჩააგდო. ურნა ისეთი სავსაე იყო, რომ ბოთლი არ ჩაეტია და გარეთ გადმოვარდა. აბა რა იქნებოდა რაც მარტო დარჩა ნაგავი სახლიდან ერთხელაც არ გაუტანია. ფანჯრიდან კიდევ ერთხელ გაიხედა, ნაგვის პარკი აიღო და მის გადასაგდებად გავიდა. შუა ქუჩაში ხალათით იდგა და ნაგვის ბუნკერს თავს ხდიდა, თან არ უნდოდა ხელი მოეკიდა და მხოლოდ ნეკა თითს ხმარონდა, თუმცა თავსახური საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და მაინც მოუწია მთელი ხელის შეშველება. პარკი თავიდან მოიშორა და უკან შეტრიალდა. თავისი სახლის პირდაპირ დადგა და ადგილიდან არ დაძრულა. მისი სახლიც ისევე ლამაზად იყო მორთული, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ამ ქუჩაზე. შიგნით მყოფს ეს აქმდე არ შეუნიშნავს. მას გაახსენდა მისი თეორია საახალწლო ილუმინაციებისა და ბედნიერების ურთიერთდამოკიდებულებაზე და გაიღიმა.
- როგორც ჩანს მე გამონაკლისი ვარ.
უკვე მეორედ დაელაპარაკა საკუთარ თავს, იფიქრა მარტო ყოფნა ჩემზე ცუდად მოქმედებსო. ყავარჯნები მოხერხებულად დაიჭირა და სახლისკენ გზა განაგრძო. უეცრად სამი სახლის დაშორებით დაინახა მისი ერთ-ერთი მეზობელი, რომელსაც ნაგავი გადაეყარა და შინ ბრუნდებოდა.
- იქნებ გამონაკლისი სულაც არ ვარ.
უკვე მესამედ ჩაილაპარაკა თავისთვის და ამჯერად არ გაკვირვებია, რადგან მისი გონება სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა. მისი თვალები ისე კრთოდნენ თითქოს ნიკამ რაღაც დიდი და მნიშნველობანი გააცნობიერა. უკან მოიხედა და უამრავი ნათურით ანთებულ ქუჩას გახედა. იგი მარტო იდგა ცარიელ, მშრალ, გარედან მართლაც ლამაზი ქუჩის შუაგულში და ყოველ სახლს სათითაოდ აკვირდებოდა. ისე იყო გართული თავისი საქმიანობით, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ მოუახლოვდა ანა და გვერდით დაუდგა.
- ლამაზია არა? - იკითხა მან და თვალებმოჭუტულმა დაუწყო ქუჩას ყურება. ნიკა მის ხმაზე შეშინდა. და მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა გვერდით მდგომ გოგოში ამოიცნო თავისი კარის მეზობელი.
- კი ძალიან ლამაზია. როგრო ფიქრობ ახალი წლის მოსვლა ვინმეს უხარია ამ ქუჩაზე? ყველაფერი რაღაც ხელოვნურია. ეს განათბებიც კი, მხოლოდ ფასადია ლამაზი. თითქოს ყველა ყველაფერს მხოლოდ იმტომ აკეთებს, რომ წლების წინ აკეთებდნენ. ახალი წლის აღნიშვნა ისეთი საინტერესო აღარაა როგორც ადრე იყო.
- არ ვიცი, თუმცა მე საახლწლო განწყობა ნამდვილად არ მაქვს. ერთადერთი რასაც თორმეტის მერე ვაპირებ ძილია. ჰო, ნუ იკვირვებ თვითონ ხალათით დგახარ შუა ქუჩაში, რაღაც არ გეტყობა ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდე. მე ჩემი მიზემი მაქვს რატომაც არ მინდა დღევანდელი დღის აღნიშვნა, მაგრამ შენ რა დაგემართა? - ნიკამ მოტეხილ ფეხზე დაიხედა. - აჰ გამახსენდა სკოლაში ფეხი მოიტეხე. - ანას ხმაში ირონია იგრძნობოდა.
- ხომ გითხარი ჩემი ბრალი არ იყო მეთქი. წამოდი სახლში შევიდეთ რაღაც მოვბიფიქრე.
           
                            ***
  ფანჯრის წინ მდგარ ქალს აღელვება Eეტყობოდა. მან ტელეფონი მაგიდაზე დადო და მისაღებში დაბრუნდა.
- ისევ არა იჭერს. რა გაარკვიე დღეს გამგზავრებას შევძლებთ?
- არა მგონია გზები ისევ ჩაკეტილია.
- როგროც კი ჩამოვეიდთ იმ დღესვე უნდა დავბრუნებულიყავით შინ. თოვლი მაინც არ არის. საშინელი საახალწლო შვებულებაა.
საბედნიეროდ ქალი სავსებით დარწმუნებული იყო რომ ნიკა თავის თავს მშვენივრად მოუვლიდა.თუმცა ამაზე მეტად უთოვლობა და სახლიდან ასე შორს ყოფნა აღელვებდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო როცა ახალ წელს ბაკურიანში უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ სხვა დროს მთელი ოჯახი ერთად იყო. თან ამას დაემატა ჩაშლილი დასვენება უთოვლობის გამო და გადაკეტილი გზეი, რაც მდინარის ადიდებამ გამოიწვია. ეს კი საკმაო მიზეზი იყო იმისათვის, რომ კაცს გუნება გაფუჭებოდა.
                       
                              ***
- სხვა დროს არ დაგთანხმდებოდი მაგრამ, კარგი, თანახმა ვარ. ამაზე უკეთესს ვერ ინატრებდი. - ისე დაეთანხმ ანა თითქოს სულაც არ უინდოდა ამ სიგიჟეში მიეღო მონაწილიეობა.
- მართლა? ესე იგი შენ ჩემთან ერთად წამოხვალ? ეხლავე მოვიტან ქილას.
თითქოს ფეხი შეუხორცდაო ნიკა სამზარეულოში სწრაფი ნაბიჯით შევარდა და ცოტა ხნის შემდეგ იქედან თავსახურ გახვრეტილი ქილა გამოიტანა.
- ამით აპირებ წამოსვლას?
- ჰო, რა იყო არ ივარგებს?
- როგორ არა.
ორივენი სახლიდან გავიდნენ და პირველი მასპინძისაკენ გაემართნენ. გარეთ თბილი სიო უბერავდა სახლები კი ძველებურად თვალისმომჭრელად ანათებდნენ.

                          ***
ქალბატონი მირანდა სარკის წინ თმებს ივარცხნიდა და ძველებურ სიმღერას ღიღინებდა. როცა თავის მოწესრიგებას მორჩა სამზარეულოში გავიდა და ტელევიზორი ჩართო. ერთხანს ათვალიერა სხვადასხვა არიხი. საინტერესო, რომ ვერაფერი იპოვა გამორთო. გაზქურა გამოაღო, მზადააო გაიფიქრა და ქურა გამორთო. მაცივარი გამოაღო და იქედან რაღაც წითელ პარკში გახვეული გამოიტანა. მოულოდნელად იგრძნო მსუბუქი თავბრუსხვევა და ხელი გულზე მოიკიდა. ჯიბიდან მომცრო ზომის ფლაკონი ამოიღო, იქედან გადმოვარდნილი თეთრი აბი წყლის გარეშე გადაყლაპა. სასტუმრო ოთახში გავიდა ნელი ნაბიჯით. გაცრეცილ, წითელ სავარძელში ჩაჯდა, ბინოკლი  მოიმაჯვა, ფანჯარაში გაიხედა და აქეთ-იქეთ დაიწყო ყურება. მხოლოდ ათი წუთი იჯდა ასე, ბინოკლმომარჯვებული და უამრავი რამ შეიტყო. მაგალითად ის, რომ ნინა ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას და თან სარკის წინ ახალ კაბას იზომებდა. - ახალი იქნება. ადრე არ მინახავს, ალბად რომელიმე მისმა საყვარელმა აჩუქა. - გაიფიქრა ქალბატონმა მირანდამ და გული ნაცნობი გრძნობით აევსო ერთ დროულად შურითა და სიბრალულით.  გაიგო ის, რომ რომა სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა. ქალბატონ მირანდასა არც მისი შემკობა გასჭირვებია საჭირო სიტყვებით. - სულელი მოხუცი, მე მაინც რას გამომაპარებს. ნეტავ ვიცოდე ვისთვის ამზადებს ამდენ რამეს. სუფრას დღესაც მაინც მარტო მიუჯდება. - მირანდამ შენიშნა ორი ადამიანი, რომელიც ქუჩას მოუყვებოდა. თავდაპირველად ისინი ვერ იცნო თუმცა ცოტა დაკვირვების შემდეგ ნიკასა და ანას სახეების გარჩევა შეძლო.
- რას დაეხეტებიან აქეთ-იქეთ. საქმე არაფერი აქვთ?
მირანდა გაოცდა როცა შენიშნა, რომ ისინი მისი სახლისკენ უხვევდნენ. დიახ, სწორედ ასე იყო თვალი არ ატყუებდა. პირველად ამდენი ხნის შემდეგ მასთან სტუმრად მოდიოდნენ. ზარის ხმა გაისმა. ამ წკრიალა, ცივნა და გამყინავმა ხმამ სახლის ყოველ კუნჭულამდე მიაღწია და მირანდას სხეულიცა და სულიც სულ ერთიანად შეძრა. მირანდა, თითქოს ზარის ხმა ვერ გაიგონაო ადგილიზე დარჩა, ერთიანად გაიყინა და ერთ წერტილს მიაშტერდა.
- ზზზზზ!!!!
გაისმა კიდევ ერთხელ და მერე კიდევ. ეტყობოდა კარს მიღმა მდგომ ადამიანებს ან რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვათ მასპინძლისათვის ან კულტურას ნაკლებად იყვნენ ზიარებულნი. მირანდა წამოდგა, ბინოკლი იქვე მაგიდაზე დადო და ფშლატუნით გაუყვა ვიწრო დერეფანს. კარები გააღო თუ არა დაინახა მეზობლების მომღიმარი სახეები. აათვალ-ჩაათვალიერა ისინი და სხვათაშორის იკითხა:
- რა გნებავთ? - მირანდას კარი ბოლომდე არ გაუღია, მხოლოდ  ვიწროდ შეაღო რათა სტუმრების დანავხა შეძლებოდა. მოხუცმა კითხვა ისე დასვა თითქოს ბევრი საქმე ჰქონოდა და სულაც არ ეცალა იმისათვის რომ ორიოდ წუთი სხვისთვის დაეთმო.
- გამარჯობათ. ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. შემოწირულობებს ვაგროვებთ და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. - ანამ ხელოვნურად გაიღიმა, რატომღაც მოეჩვენა, რომ ეს საჭირო იყო. ვინაიდან მირანდა ხმას არ იღებდა სიტუაცია უხერხული და ცოტა დაძაბული გახდა. - უკაცრავად ხელი ხომ არ შეგიშალეთ თუ ასეა შეგვიძლია მოგვინებით შემოგიაროთ. - მირანდა ანას თვალს არ აშორებდა, თუმცა რთული მისახვედი არ იყო, რომ იგი ღრმა ფიქრებში წასულიყო. მირანდას გონება სრულიად მოეცვა ბობოქარ ფიქრებს წარსულიდან.
- რამე მითხარით?
- გვაპატიეთ თუ ხელი შეგიშალეთ. უმჯობესია წავიდეთ.
- არა, რას ამბობთ უბრალოდ ეს ყველაფერი მეტად უცნაურია. თქვენს ქილას არ ვგულისხმობ. საქმე ისაა, რომ ამ სახლში უკვე წლებია... - მირანდამ რაღაც შინაგანი დამუხრუჭების მაგვარი იგრძნო და გადაწყვიტა საუბარი შეეწყვიტა. იცოდა ასეთი ახალგაზრდა თანაც თითქმის უცნობი ადამიანები მის ტკივილს ვერ გაიგებდნენ. - ეჰ... - მსუბუქად ამოიოხრა მან. - შემობრძანდით. მოდით, მოდით ნუ გერიდებათ. საჭირო არ იყო. თქვენ გამეცანით ჩვენ თქვენი მეზობლები ვართო, ეს საჭირო არ იყო. მე თქვენ გიცნობთ. თუ ნაცნობობას ახლა ამას ეძახიან. მოკლედ არა აქვს მნიშვნელობა. - მირანდა საუბრობდა და თან  სიარულს არ წყვეტდა. როდესაც თავის საყვარელ სავარძელს მიუახლოვდა სტუმრებს თხოვა დამსხდარიყვნენ.  - აბა გისმენთ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- როგორც უკვე გითხარით. ჩვენ შემოწირულობებს ვაგროვებთ. და გვინდა თქვენც მიიღოთ ამ ყველაფერში მონაწილეობა.
- და ფულს რისთვის აგროვებთ?  შეგიძლიათ არ მიპასუხოდ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ხომ ასეა? მე ამის იმედი მქონდა. ღმერთი ყოველთვის გვაძლევს დამატებით შანსს სიკეთე გავაკეთოთ. თუნდაც სხვა ათასი ხელიდან გვქონდეს გაშვებული. - ქალბატონი მირანდა კვლავ ჩაფიქრდა. ნიკამ ჩაახველა. - ჰო რათქმაუნდა, ღმერთო ჩემო სტუმრებთან მოქცევის წესი სულ დამავიწყდა. ახლავე რამეს შემოგთავაზებთ. აბა რას ინებებთ? თუმცა რას გეკითხებით ახალვე მოგიტანც ნამცხვარს. წეღან გამოვაცხე.
  ის-ის იყო, ანას უნდა ეთქვა, რომ საჭირო არ იყო თუმცა ქალბატონ მირანდას სიტყვა დამთავრებული არ ქონდა, რომ უკვე სამზარეულოს გზას მიუყვებოდა.
- ეს ბინოკლი რად უნდა? - იკითხა ნიკამ ჩურჩულით. ანამ კი საპასუხოდ მხრები აიჩეჩა. ამასობაში მირანდაც დაბრუნდა თებშით ხელში და თავის ადგილზე დაჯდა. იგი იღიმოდა. სტუმრებს კი ვერ გაერკვიათ რამ გაახარა ასე ეს ქალბატონი.
- საოცარია. ამდენი წელია ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ და ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. ჩემს დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. მთელი სამეზობლო ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. - მირანდას კვლავ რაღაც ბოჭავდა. ამიტომაც საუბარი კიდევ ერთხელ შეწყვიტა. მას არ უნდოდა ბავშვები მიმხვდარიყვნენ, რომ  წინასაახალწლოდ მას საქმე ბევრი არაფერი ჰქონდა. მას არ უნდოდა მისი მარტოობა აშკარა გამხდარიყო.
- არ ვიცოდი მეუღლე თუ გყავდათ. - თქვა ანამ. წამოდგა. ბუხარს მიუახლოვდა და მის თავზე დადებულ შავ-თეთრი ფოტო ხელში აიღო.
- ო, არა ის ჩემი მეუღლე არაა. მე გათხოვილი არასდროს ვყოფილვარ.
- უცნაურია. საკმაოდ სიმპათიური ქალბატონი ბრძანდებით. - მირანდა საშინდალ გაწითლდა და თავი დახარა. როგორც ჩანს კომპლიმენტებს მიჩვეული არ იყო. -ეს თქვენი ძმაა თუ მამა?
- არცერთი. -მირანდამ ამ მოკლე პასუხით აგრძნობინა ანას რომ ამ თემაზე საუბარი მაინცდამაინც არ ხიბლავდა. თუმცა  ანამ ეს მინიშნება ვერ გაიგო და უფრო ჩაეძია.
- მაშ მასთან რა გაკავშირებთ?
- ახლა? ახლა, ალბად მხოლოდ ერთი წერილი. ადრე კი ჩვენ ერთმანეთზე ახლო არავინ არ გვყავდა. ფული რამდენი უნდა მოგცეთ?
- რატომ ვერ აეწყო თქვენი ურთიერთობა? - ანა უკან დახევას არ აპირებდა.  მისთვის ეს უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება იყო და ვერც კი ხვდებოდა რას განიცდიდა მირანდა.
- ცხოვრებაში აუცილებლად დგება მომენტი, როცა ადამინმა უნდა გადაწყვიტოს რა უფრო მეტად უნდა. უნდა აირჩიოს პრიორიტეტი. მაშინ ჩემთვის სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზნები და საგნები არსებობდა, ვიდრე მასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე სოფელში ცხოვრება. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ეს მართლაც იმაზე მეტი წლის წინ იყო ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. - მირანდას მუხრუჭი მოიშალა. - სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო.  არჩევანი უნდა გამეკეთებინა. მე პირადი წარმატება, ფული, თანამდებობა, უზრუნველყოფილი სიბერე ვარჩიე. ახალ კი ჩეწმს არჩევანში მიწევს ცხოვრება.
- ეს სიყვარული იყო?  - მირანდამ კითხვა უპასუხოდ დატოვა. თუმცა ანამ პასუხის გარეშეც შეძლო მისი მზერიდან ამოეკითხა, რომ ეს ყველაზე დიდი სიყვარული იყო მირანდას ცხოვრებაში.
- მე მას ერთი საცოდავი წერილით გამოვემშვიდობე. არადა მეტის ღისრი იყო, გაცილებით მეტის... რა მითხარით რამნდენი უყნდა გავიღო?
- რამდენსაც საჭიროდ  ჩათვლით. - უპასუხა ნიკამ. რამდენიმე წუთით გავიდა და უკან დაბრუნებულმა ოთხად დაკეცილი კუპიურა ჩააგდო ქილაში.
- მე პირველი ვარ? იმედია კარგი ხელი აღმომაჩნდება. - გაიღიმა მან. ძალიან გამიხარდა, რომ მეწვიეთ.

                              ***
  ძვირფასო ლევან!
მაპატიე აქამდე, რომ ვერ მოგწერე. მთელი კვირაა დაკავებული ვარ. დღეს სახლის სანახავად ვიყავი. ვერ წარმოიდგენ რამდენად კარგია. გული უნდა დაგწყვიტო. კიდევ ერთი თვე მომიწევს აქ დარჩენა. ერთი სული მაქვს როდის გნახავ. ორივემ ცოტაც ნებისყოფა უნდა გამოვიჩინოთ. მალე ყველაფერი ძველებურად იქნება.
                                    გკოცნი, შენი მირანდა!
                                          17.06.1965

                            ***
ვფიქრრობდი რა მომეწერა. მე კარგად მესმის, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო ეს მაინც შეცვლის მთელს ჩემს ცხოვრებას. რთული და მტკივნეული აღმოჩნდა იმის გაანალიზება რაც შენს გამოგზავნილ წერილში ამოვიკითხე. გადაწყვეტილება საბოლოოდ მივიღე, მაშინ როცა სახლის პატრონმა დამირეკა. მე მას დავთანხმდი. სახლს ვყიდულობ.  ჩვენი ურთიერთობა იქნება ის, მსხვერპლი, რომელსაც მე გავიღებ ცხოვრებაში, რათა  მივაღწიო ყველაფერს რაზეც  აქამდე ვოცნებობდი. და თუ წლების შემდეგ ჩემს დანაოჭებულ ხელზე ხელს არავინ ჩამკიდებს, რომ მანუგეშოს ერთი წუთითაც არ ვინანებ, რომ წლების წინ ჩემს ოცნებებზე არ ვთქვი უარი.
                                  მირანდა
                                            26.06.1965
                            ***
სინამდვილეში მიზეზი რომლის გამოც მირანდამ საყვარელ მამაკაცზე თქვა უარი სულაც აერ ყოფილა მისი სწრაფვა წარმატებისკენ. მას შეეძლო უარი ეთქვა წარმატებულ კარიერაზე, მდიდრულ სახლზე ქალაქის პრესტიჟულ უბანში, ზაფხულობით დასვენებაზე მსოფლიოს ცნობილ კურორტებზე. სწორედ ასეთი ცხოვრება ხდებოდა ის ერთადერთი რის გამოც აზრი ეძლეოდა მის უსიყვარულოდ არსებობას. ჭეშმარიტი მიზეზი რის გამოც ლევანს წერილი მისწერა, სადაც მასზე უარს ამბობდა იყო ლევანის რადიკალურობა. მირანდა ხშირად ფიქრობდა, ასე პირდაპირ და გადაჭრით რომ არ დაესვა საკითხი ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. - ან მე ან ყველაფერი დანარჩენი - ამ არჩევანის წინაშე დააყენა ლევანმა საყვარელი ქალი.  ჩემოდნების ჩალაგების შემდეგ, როცა მირანდა რკინიგზის სადგურის გზას ადგა მიხვდა, რომ ის ლევანთან ცხოვრებას ძველებურად ვერ შეძლებდა. ამ ულტიმატუმის შემდეგ ისე ვერ მოიქცეოდა თითქოს არაფერი არ მომხდარიყოს. ამიტომაც იგი უკან დაბრუნდა და წერილი დაწერა სადაც  იუწყებოდა, რომ მოსაფიქრებლად ცოტა დრო სჭირდებოდა. წერილის დაწერი ს შემდეგ კი ისიც გაცნობიერა, რომ მას თავის სიყვარულში ეჭვი შეეპარა. და ეს საკუთარ თავს ვერარ აპატია. სახლის პატრონს დაურეკა და უთხრა, რომ სახლს ხვალვე იყიდდა. მან ამ სახლში გაატარა ნახევარ საუკუნეზე მეტი, თანაც სულ მარტომ. იგი არასოდეს გათხოვილა.
ამ ორმოცდაათი წლის განმავლობაში მას ჰქონდა ყველაფერი რაც საჭირო იყო სრული ბედნიერებისთვის. სამსახურიდან მოსული ხშირად დადიოოდა მდიდრულ წვეულებებზე, შვებულებებს ატარებდა მდიდრულ კურორტებზე, სადაც დასვენების უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ  ნამდვილად შეძლებული ადამიანები მისცემდნენ, ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი, რომლებიც მის გამო ნებისმიერ სისულელეს ჩაიდენდნენ, თუმცაღა მირანდა არავის სერიოზულად არ უყურებდა. მისთვის ცხოვრება ერთ დიდ გართობად იქცა. მას მოსდიოდა ჭორები, რომ ლევანს პირევლი ბავშვი შეეძინა, რომ ცოლთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად.  თუმცა ამ ცნობებს ყურადრებას არ აქცევდა. ამ ორმოცდაათი წლის განმავლბაში მირანდა გაურბოდა რეალობასა და საკუთარ თავს. თუმცა ერთ დღეს ორივე მათგანი მაინც დაეწია და მირანდასაც მოუწია მათთვის თვალი გაეწსორებინა. ეს მოხდა ერთ ჩვეულებრივ პარასკევს, როცა უფროსმა თავის კაბინეთში დაიბარფა და პირდაპირ უთხრა, რომ  კომპანიას მასზე ახალგაზრდა კადრები სჭირდებოდა.
- სამსახურიდან მითხოვთ?
ჰკითხა მირანდამ, ვითომ რაიმეს დაზუსტება სჭირდებოდა. მას არც კი ახსოვს რა ილაპარაკა უფროსმა შემდეგი ათი წუთის განმავლობაში, არც ის მადლობა მოუსმენია კარგი მუშაობისთვის, რომ გადაუხადეს. მან მხოლოდ ორი უკანასკნელი წინდადადება მოისმინა.
- თუ თქვენს დანაზოგს გავითვალისწინებთ რაც წესით უნდა დაგეგროვენინათ და ამას ყოველთვიურო პენსის დავუმატებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიბერე უზრუნველყოფილი გაქვთ. ბევრი თქვენს ადგილზე იამაყებდა, საოცრად სწორად წარმართეთ თქვენი ცხოვრება.
მირანდას საშინლად ჩაესმა სიტყვები: სიბერე, უზრუნველყოფილი, პენსია, შაგიძლიათ იამაყოთ, ცხოვრება სწორად წარმართეთ.
მას წამით შესძულდა საკუთარი თავი. თავქუდმოგლეჯილი სახლში გაიქცა. თავის პასპორტს ჩახედა და მშრალი, უტყუარი და დაუნდობელი რიცხვები შერხჩა ხელთ. სიბერე მართლა დამდგარიყო. იმ წამიდან გაქრა ყოველივე რაც ცხოვრებას ულამაზებდა. ფერი დაკარგეს ძვირადღირებულმა ტანსაცმელებმა, გაქრნენ ტაყვანისცემლებიც, როგორც აღმოჩნდა მათი დიდი ნაწილი უკვე შვილიშვილს ასეირნებდა შაბათობით ქალაქის სკვერში. გაქრნენ მეგობრებიცა და ის მხიარულება, რომლიც ახალ მხოლოდ კარგად გასახსენებელი მოგონებებიღა იყო. უხარმაზარი სახლიცა და საძინებელიც ზედმეტად დიდი არმოჩნდა ერთი ადამიანისათვის. მირანდა მიხვდა, რომ სიბერე ხელცარიელი არ მოსულა მან მოიტანა ბინოკლი, მარტოობა და სიცარიელე, რომლელიც სახლის ყოველი კუნჭულიდან ყოფდა თავის ცივ ხელებს და ეფერებოდა მირანდას დამჭკნარ ხელებს. საბოლოოდ მან მაინც ვერ სეძლო ეღიარებინა, რომ ყველფერი მხოლოდ მისი ბრალი იყო. ყურში გამუდმებით ჩაესმოდა აუტანელი ხმა - საოცრად სწორად წარმართეთ თქვენი ცხოვრება, საცორად სწორად, სწორად წარმართეთ თქვენი ცხვორება. საკუთარი თავისადმი სიძულვილი სიბრალულმა შეცვალა. ასე იქცა მირანდა ქალბატონ მირანდად.
                            ***
- შენ რა მართლა ვერ შეძლებ?... არა მე მეგონა მაინც მოახერხებდი.. რას ნიშნავს უფრო მნიშვნელოვანი?... წადი შენი...  გამოსირებულო.. - ნინამ ყურმილში ჩაჰყვირა და და ტელეფონი მოისროლა. - არავის არ გავაფუჭებინებ ხასიათს, თუნდაც ყველას საქმე გქონდეთ მე მაინც ვიმხირულებ. ეს ახალი წელი მარტო ჩემი იქნება არავის გავუყუოფ მას. მარტოც კარგად გავერთობი. - თქვა ბოლოს, ჩუმად ნინამ და გარდერობი გამოაღო. ერთ-ერთ კაბას მოკიდა ხელი და სარკის წინ მიიტოლა. შემდეგ ტანზე გაიხადა და როცა კაბის ჩაცმას აპირებდა სწორედ, მაშინ შენიშნანა, რომ ქალბატონი მირანდა თავისი ბინოკლით უთვალთვალებდა. მივარდა ფანჯარასთან და ფარდა ისეთი ძალით ჩამოაფარა ლამის ჩამოაგდო. - ამან ხო თავი მომაბეზრა. ბებერი ძუკნა. ერთ დღესაც იქნება თვაზე დავამტვრევ მაგ ბინოკლს. მერე მიყუროს რამდენიც უნდა.
ნინამ კაბა ჩაიცვა და სარკის წინ დაიწყო შესწორება. ცოტაც და საკუთარი გამოსახულება მოეწონა. სარკეში არეკლილ საკუთარ თავს გაუღიმა. ეს იყო ერთადერთი რამ რამაც წამით გაამხიარულა. დღეს ყველამ უარი უთხრა სტუმრად მოსვლაზე. არც დაპატიჟებით შეუწუხებია თავი ვინმეს. ნინა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ახალი წლის გატარება მარტო მოუწევდა. ეს როგორც მისთვის, ისე ქალბატონი მირანდასთვცისაც წარმოუდგენელი იყო. რადგან ხშირ შემთხვევაში მან უფრო მეტი რამ იცოდა ნინას შესახებ ვიდრე თვითონ ნინამ.
- ნინამ შამპანიურის ბოლთილი ამოიტანა, დაისხა, ნახევრად სავსე ჭიქა მაგიდაწე დადო და დაიწყო თვალების შავად შეღებვა. შამპანიურის მეტი სახლში არც რაიმე ჰქონია. სულაც არ აპირებდა სახლში დარჩენას. ეგონა რესტორანში წავიდოდა ვინმესთან ერთად. თუმცა რადგან საქმე ისე არ აეწყო როგრც თვითონ უნდოდა გადაწყვიტა სახლში დარჩენილი ბოლომდე დამტკბარიყო მარტობით. თმები ზერელედ აიწია და შიკრა. თხუთმეტი წუთი იჯდა ასე სარჯის წინ საღამოს კაბით, თვალებს იღებავდა და თან ღიღინებდა:
- მალე შემოაღებს ახალი წელი კარებს და გაგვითენებს ბედნიერ დღეს. - მალევე მიხვდა, რომ ტექსტი მაინცდამაინც კარგად არ იცოდა და სიმღერა შეწყვიტა. - თუ როგორც არის.- თქვა და  საწოლზე წამოწვა. თვალები დაღუჭა ცოტას დავისვენებო, მაგრამ ზარის ხმა გაიგონა და წამოდგა. მთელი დღე არაფერი უკეთებია თუმცა მაინც თქვა : - ერთს არ დაგასვენებენ. მოვდივარ! - იყვირა ბოლო ხმაზე და ოთახიდან გავიდა, თან ჭიქის წაღება არ დავიწყებია.
ნინამ დაინახა თუ არა ვინ იდგა კარს მიღმა სახეზე გამომეტყველება შეცვალა, ისეთი სახე მიიღო თითქოს ვიღაცამ თავი ძალიან მოაბეზრა. კარები გააღო, იყვირა შემოდითო თვითონ კი დერეფანს გაუყვა. როცა ნიკა და ანა ოთახში შემოვიდნენ დაინახეს დივანზე  წამოგორებული ნინა შამპანიურის ჭიქით ხელში. სტუმრები გაოცებულები ჩანდნენ ასეთი დახვედრით. არ ალოდნენ, რომ სახლში შეუშვებდნენ. თვალის დახამხამებაში ჭიქა მაგიდაზე იდო და ნინა სიგარეტს უკიდებდა. პირველი ნაფაზის შემდეგ სტუმრებს ისე დაუსვა შეკითხვა თითქოს ისინი მისი ქვეშედგომები ყოფილიყვნენ.
- აბა რა გინდათ? თქვენი დრო არ მაქვს. - სინამდვილეში სულაც არ უნდოდა ოთახიდან ვინმე გასულიყო.
- შემოწირულობებს ვაგროვებთ და გვინდა თქვენც გაიღოთ ცოტაოდენი თანხა.
- თქვენ რა სხვა საქმე არაფერი გაქვთ? - ნინა სრულიად უაზრო მზერით მიშტერდა ბავშვენს და ასე მანამ უყურა სანამ თვითონ არ მობეზრდა. - ხო კარგი. შეგიძლიათ არაფერი მიპასუხოთ. თქვენნი არ იყოს ბევრი საქმე არც მე მაქვს. შენ ფეხზე რა გჭირს?
- მოვიტეხე?
- ა, ხო თავიდანვე, როგორ ვერ მივხვდი. რაო ფული გვინდა აგახიოთო? მაგ სუპერდაცულ სეიფში რაც გიყრიათ ის ვინ მოგცათ? - ანამ ქილას დახედა და გაიღიმა. მიხვდა აქ არ უნდა მოსულიყვნენ.
-ქალბატონმა მირანდამ. - უპასუხა ანამ.
- ვინ ქალბატონმა? აჰ, მირანდამ? ნუთუ ის მართლა დაეხმარა ვინმეს. - ნინამ სიგარეტი ჩააქრო. - საოცარია მაგ ბებრუხანას საკუთარი თავის მეტი არავინ აინტერესებს. დასანახად ვეჯავრები. შენ ვიღცას მაგონებ. - თითი გაიშვირა ნიკასკენ. - ვინმეს ხომ არ გამსგავსებენ?
- მამაჩემს. - ნიკა დაიბნა.
- ეგ ვინღაა?
- მამაჩემი თემური, ჩვენ მესამე სახლში ვცხოვრობთ მარჯვნივ.
- აჰ, მაგის შვილი ხარ. ვიცი გამიგია. და თვითონ სადაა, იცის აქ, რომ ხარ?
- თვითონ ბაკურიანშია.
- მამა ბაკურიანშია ცოლ შვილი სახლში ჰყავს. დედაშენი რას ამბობს მამშენი ბაკურიანში რომაა?
- არ ვიცი. დედაც მასთანაა?
- უკვე აღარაა საინტერესო. - ჩაილაპარაკა ნინამ თავისთვის. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ გემრიელად გადაიხარხარა. ბავშვებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა გადხედეს. - მოიცა შენ აქ დაგტოვეს და თვითონ ისვენებენ? - ნინამ ისევ გაიცინა. ამჯერად მას ანაც აყვა. - წავალ ფულს მოვიტან. - ძლივს ამოისუნთქა და ოთახიდან გავიდა. როცა უკან დაბრუნდა საკმაოდ დიდი თანხა ჩაადგო ქილაში.
- ამდენი საჭირო არაა. - დანაშაულის გრძნობა გაუჩნდა ანას.
- ფულს რისთვის აგროვებთ?
- მოხუცთა თავშესაფრისთვის. - არ დაიბნა ანა.
- ჰოდა მერე შენ რა იცი რამდებნი ეყოფათ იმ ბებრუხანებს. - ნინა დივანზე წამოჯდა და ფეხები მაგიდაზე ააწყო.
- მაგარი კაბა გაცვია.
- ვის მეე? - ნინამ ტანზე დაიხედა. - მადლობა. ვერც ვევამჩნიე ეს, რომ მეცვა. დღევანდელი საღამოსთვის ვიყიდე. გინდა გაჩუქო. მაშინ ერთი კვირის შემდეგ შემოიარე. მოახლეს ვეტყვი გაგირეცხოს. შენ სახლში მარტო ხარ? - უთხრა ნიკას და სახეზე ისევ ღიმილი აეკრა.
- დიახ. ესე მოხდა ამ ფეხის გამო. ბევრი არაფერი დამაკლდება აქ ყოფნით იქ თოვლი მაინც არ ყოფილა.
- ჰო, თოვლი მართლა სანატრელი გაგვიხდა. თქვენი არ მესმის იმის მაგიერ, რომ ერთად განმარტოვდეთ როცა მშობლები სახლში არ არიან თქვენ ამ ქილით დადიხართ ასე კარდაკარ. - ნიკას და ანას არ მოეწონათ ის რაც ნინამ ახლა თქვა. - წელს მეც მარტო მომიწევს ყოფნა. ორივეს ჩემთან დაგპატიჟებდით მაგრამ ვიცი საქმე იქამდე მივა, რომ თქვენ გამოთვრებით და მე არასრულწლოვანთა გახრწნისთვის დამაპატიმრებენ. ნეტა ვიცოდე სიტყვა გახრწნა ას ეთ დროს იხმარება? სიმართლე გითხრათ თქვენი ნერვები არ მაქვს. დღეს მარტო ყოფნა ჩემს გეგმებში არ შედიოდა. იმ ნაბიჭვრებს საქმე გამოუჩნდათ, ყველას ერთად. მე მათ მხოლოდ სამუშაო დღის ბოლოს ვჭირდები. საბოლოდ მაინც ოჯახი არჩიეს. რა სულელი ვარ, აბა რა მეგონა. ყველა ასეა. სამწუხაროა, რომ ჭკუას ვერასდროს ვერ ვისწავლი. შეგიძლიათ  წახვიდეთ, კარებისკენ გზას თვითონაც მშვენივრად გააგნებთ. - ნინამ თავი უკან გადააგდო და შამპანიურის ბოთლი მოიყუდა.
                          ***
ნინა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი თანატოლებისგან. მისი გარეგნობა იყო ის რაც ხდიდა მას გამორჩეულს. ბებიასგან მემკვიდრეობით მიღებული ქერა თმები, ნაცრისფერი თავლები და თხელი ცხვირი კარგ აღნაგობასთან ერთად ხშირად უკვალავდა გზას ცხოვრებაში. მშობლებისგან საოცრად განებივრებული ბავშვი მიჩვეული იყო ყურადღების ცენტრში ყოფნას. იგი ყოველთვის პირველი იყო და ყოველთვის უფრო მეტს ღებულობდა ვიდრე თავისი მეგობარი ნათაია. გამონაკლისი აღმოჩნდა უნივერსიტეტში ჩაბარება. როცა სასიამოვნო გარეგნობამ დამღუპველი შედეგი გამოიღო და ნინა გარიცხეს უზნეო ქცევისთვის სასწავლებლის ტერიტორიაზე. მამისმა რომელიც საოცარი სიმკაცრით გამოირჩეოდა ყველას დასანახად უთხრა, რომ არარაობა იყო. რთულია იმის წარმოდგენა, რა ხდებოდა მაშინ ნინას სულში. საშინლად დამცირებულსა და შეურაწყოფილს მხოლოდ ის უნდოდა საერთოდ არ არსებულიყო, დროსა და სივრცეში გამქრალიყო. სახლიდან გაქცეული ორი კვირა მეგობართან ცხოვრობდა,უყურებდა როგრ დადიოდა ის ყოველ დღე ლექციებზე და როგორ ულოცავდნენ ნაცნობები ჩაბარებას. ნინა საბოლოდ დარწმუნდა, რომ მისთვის ჭკუა ზედმეტი იყო და უფრო ადვილი იქნებოდა ყველას უჭკუო ქერათმინი ჰგონებოდა. მაშინ მისთვის ყველა კარი ისევ გაიღებოდა. ასეც მოიქცა და თავისი შემდგომი ცხოვრება ნიღბს ამოფარებულმა გაატარა.
ერთ დღეს როდესაც ნინას მეგობრის, ნათიას ოჯახის წევრები ერთად შეიკრიბნენ, ნინამ ოთახი დატოვა და სამზარეულოში გავიდა. ამ ოჯახში თავს ზედმეტად გრძნობდა და არ სურდა ვიმესთვის დისკომფორტი შეექმნა. იცოდა ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და მალე მოუწევდა სხვაგან გადაბარგება, თუმცა სახლში დასაბრუნდებლად ჯერ მზად არ იყო. სამზარეულოში შესულს იქ გიორგი დახვდა. ნინა მაგიდაზე დაჯდა და ვაშლი ჩაკბიჩა.
- როგორ ხარ? - ნინამ თავი დაუქნია.
გიორგიმ იცოდა ნინას ამბავი და მასზე უფრო მეტად ღელავდა ვიდრე თვითონ ნინა საკუთარ თავზე. საერთოდ გიორგის ის საჭიროზე მეტად უყვარდა და სწორედ ამიტომაც არასოდეს შეუხედავს ნინას მისთვის სხვა თვალით, ცოტათი მაინც, რომ მოსწონებოდა შეიძლება ყურადღება არ მიექცია იმ ფაქტისთვის, რომ მის საუკეთესო მეგობარს ბავშვობიდან უყვარდა ის.
- მომისმინე შეიძლება დამცინო იმის გამო რასაც ახლა გეტყვი მაგრამ მე დღეს ქალაქს ვტოვებ. სამუშაოდ სხვაგან მიწევს გადასვლა და მინდა უკანსასკნელად ვცადო ბედი. - ნინა მიხვდა რის თქმასაც აპირებდა გიორგი და ლუკმა გადასცდა, თუმცა გიორგის ამითვის ყურადღება არ მიუქცევია. - მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე. ცოლად გამომყვები?
ნინა ლამის დაიხრჩო.
- არ ველოდი ამას თუ მეტყოდი. - სანამ ზუსტ პასუხს ეტყოდა და საბოლოოდ უარს განუცხადებდა ნინა კარგად დააკვირდა გიორგის და პირველად შენიშნა, რომ იგი საკმაოდ სიმპათიური იყო, მართალა გულით უყვრდა გოგო, თანაც საკმაოდ დიდი ხანი და საკმაოდ უიმედოდ საიმისოდ, რომ გადაჰყვარებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ნინამ პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ უარის თქმა სწორი იქნებოდა.
- ცოლად მომიყვან თუნდაც იცოდე, რომ ჩემს პასუხზე სიყვაულის გარდა ბევრმა სხვა ფაქტორმა იმოქმედა?
- მზად ვარ.
- მე არ ვარ ისეთი, როგორიც შენ გგონია. არ მინდა იმედები გაგიცრუო.
- ვიცი როგორიც ხარ.
ნინა შემოტრილდა და ღია კარიდან ნათია დაინახა, რომელიც თავისი წარმატებით ტკბებოდა და ხმამაღლა იცინოდა. შემოტრიალებულს გიორგი უფრო სიმპათიური მოეჩვენა.
- მაშინ თანახმა ვარ.
გიორგის რეაქციაც უცნაური იყო, მას არ ეტყობოდა, რომ სანატრელ საწადელს მიაღწია. ის მადლობელი იყო.
მათ ყველაფერი სწრაფად მოაგვარეს და ერთი კვირის თავზე მზად იყვენენ შეექმნათ ოჯახი, საკუთარ თავზე აეღოთ ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერც კი აცნობიერებდნენ. საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ნინა ულამაზესი იყო. როდესაც ოთახში განმარტოვდა რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ოთახში ნათია შემოვიდა. ერთხანს ერთმანეთს უსიტყვოდ უყურებდნენ.
- ამას რატომ აკეთებ?
- აქ ხარ? მეგონა არ მოხვიდოდი.
- შენ მარტო საკუთარ ცხოვრებას კი არ ინგრევ, შენ მე მანადგურებ. აცობიერებ მაინც რას ჩადიხარ?
- წესით უნდა მეუბნებოდე, რომ შეუდარებელი ვარ და ამ დროს შენ რას აკეთებ. მოდი პირდაპირ ვთქვათ აქ დროს ფუჭად კარგავ. ორივემ ვიცით მე რომ ქორწილი ჩავშალო შენ შანსი საერთოდ არ გაქვს. მერეც მან რომ ცოლობა შემოგთავაზოს შენ რა მზად ხარ გაყვე? ყველაფერის მერე? სიმართლე გაინტერესებს? მე შენ ოცნება წაგართვი, ისევე როგორც შენ მე. ახლა ბარი-ბარში ვართ. ხომ ხედავ ყველაფერი მარტივადაა. - ნათია გაოგნებული უყურებდა ნინას.
- სულ გააფრინე.
- ვიცი. - ნინამ ყვავილი საწოლზე დადო და თვითონაც იქვე ჩამოჯდა. ცოტაც და ატირდებოდა. - აქ არ უნდა მოსულიყავი. გთხოვ დამტოვე.
ამ საუბრიდან ორ საათში ნინა უკვე გათხოვილი ქალი იყო.
მისი ცხოვრების შემდგომი განვითარებით ნინას ადგილზე ბევრი კმაყოფილი იქნებოდა, თუმცა მისი ხასიათი არ აძლევდა საშუალებას დამტკბარიყო სტაბილურობის ყოველი უპირატესობით. მისთვის მისმა ქორწინებამ კონტრაქტის, რაღაც შეთანხმების მსგავსი ხასიათი მიიღო. გიორგი თავისი წინადადებით სწორედ მაშინ გამოჩნდა როცა ნინას ყველასთვის სამაგიეროს გადახდა უნდოდა, რისთვის თვითონასც არ იცოდა. ცოლობა და მასთან ერთად უზრუნვველოყოფილი მომავალი შესთავაზა. ორივემ მშვენივრად იცოდნენ, რომ მათ შორის სიყვარული ქორწინდებიდან ერთი წლის შემდეგაც ცალმხრივი იყო. ნინა შესანიშნავად ართმევდა თავს მზრუნველი მმეუღლის როლს. მითუფრო, რომ სამსახურიდან დაბრუნებული გიორგისთვის ცხელი სადილის დამზადება და მსგავის რამეები მას არ ევალებოდა. ყველაფერი ერთი შეხედვით საკმაოდ ლამაზად ჩანდა. სჭირო იყო მოხლოდ ცოტაზე ოდნავ მეტი მოთმინების გამოჩენა. გიორგისგან განსხვავებით, რომლესაც ერთი წუთით არ დაუკარგავს რწმენა, რომ მისი ქორწინება ნამდვილ სახეს მიიღებდა, ნინას ყოველთვის ჰქონდა დროებითობის შეგრძნება. მან შესანიშნავად იცოდა ადრე თუ გვიან ყველაფერს ლოგიკური დასასრული ექნებოდა. სწორედ ამიტომ მას არ სურდა გიორგისთან ბევრი საერთო გასჩენოდა. რათა შემდგომში დაზღვეული ყოფილიყო ყოველგვარი მონატრებისა და ნოსტალგიისგან. ამ ერთი წლის მანძილზე დაგროვილი ტკბილი მოგონებები საკმარისზე მეტი იყო. ამიტომაც ყველაზე მეტად მისთვის არასასურველი ბავშვის დაბადებისა ეშინოდა. დედობა თან მოიტანდა ბევრ არასასიამოვნო რამეს. ამიტომაც თავის წინასწარ დაზღვევა მის ნომერ პირველ კანონად იქცა. მაშინ როცა მისი მეორე ნახევარი სულ იმაზე ლაპარაკობდა როგორ უნდოდა მამობა. ყველაფერმა იმან რაც ბოლო დროს ხდებოდა ნინა დაახლოვა სხვასთან, რომელიც უბრალოდ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ცხოვრებისთვის გაეძლო. იცოდა არც სხვა და ვერც გიორგი მას ბედნიერებას ვერ მოუტანდნენ, თუმცა ამ ეტრაპზე სინდისი სულაც არ ეუბნებოდა არ გადადგა ეს ნაბიჯიო.
ერთ ჩვეულებრივ ორშაბათს როცა ქმარი სამსახურში წავიდა ცოლი ჯერ კიდევ საწოლში იწვა და გაღვიძებით თავი არ შეუწუხებია. კარგად გამოძინების შემდეგ ადგა და სახლიდან გავიდა. ძირითადად ასეთ გასეირნებების შემდეგ სახლში ნავაჭრით ხელდამშვენებული  ბრუნდებოდა.  ამ შემთხვევეაშიც მისთვის კარგად ნაცნობ მაღაზიას მიაკითხა და სწორედ იქ გაიცნო სხვა. პივრეწლმა ფლირტმა მასში მიძინებული გრძნობა გააღვიძა. პირველ შეხედვაზე გაახსენდა სკოლა, სადაც უამრავი მსგავსი მზერის გაძლება უხდებოდა. იგრძნო როგორ დაუარა მუცელში ცივმა და ამავე დროს სასიამოვნო ჟრუანტელმა. სხვა საკმაოდ მომხიბვლელი აღმოჩნდა და დასაკარგიც არაფერი იყო. მაღაზიიდან გამოსულებმა ერთმანეთს გაუღიმეს. სხვამ მშვენივრად შენიშნა ცოლის ხელზე საქორწინო ბეჭედი თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. ცოლს ეს კიდევ უფრო მოეწონა.
სახლში დაბრუნებული ცოლი სხვაზე ფიქრს ვერ იშორებდა თავიდან. ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. სადილიც კი მოამზადა, თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა. გამუდმებით სხვის მზერას გრძნობდა და ეს საოცრად სიამოვნებდა. სამზე ექიმთან უნდა წასულიყო. ქმრის თხოვნა იყო. უკვე მერამდენედ უწევდა მოტყუება ვითომ იმის სამკურნალოდ წასვლა, რაც სინამდვვილეში არ აწუხებდა. წამით ქმარი შესძულდა. ყოფილა შემთხვევი როცა უნდოდა მისთვის პირში მიეხალა, რომ განგებ არ ფეხმძიმდებოდა.
- არადა ზოგი წყვილი რამდენს ოცნებობს.
ცოლმა საათზე დაიხედა, მერე აბაზანა მიიღო. შემდეგი ერთი საათი კი საკუთარ თავთან ტანჯვად ქცეული ბრძოლა აღმოჩნდა. უნდოდა ისევ მაღაზიაში გავარდნილიყო და სხვა ენახა. იცოდა ის იქ დახვდებოდა. წარმოდგენა არ ქონდა რატომ მაგრამ იცოდა იქ იქნებოდა. თუმცა მთელი არსებით უნდოდა სახლიდან გასულიყო შინაგანად მაინც რაღაც აკავებდა. ბოლოს მისმა ინ ნაწილმა გაიმარჯვა, რომელსაც სხვა თავიდან არ ამოსდიდოდა.
არ ახსოვდა როგორ გაიარა მაღაზიამდე გზა. შიგ შესულს კი სხვა იქ დახვდა. ისიც ცოლს ელოდა. ნომრები გაცვალეს და უკვე მომდევნო შაბათს სასტუმროში Eშეხვედრაზე შეთანხმდნენ. სხვა სასტუმროს ნომერში ელოდა ცოლს. ისიც მალე მოვიდა. და გაუღიმა.
- ჰო სულ დამავიწყდა მეთქვა მე ნინა მქვია.
                            ***
ურთიერთობის პირველი ექვსი თვე მსუბუქი და საოცრად სასიამოვნო აღმოჩნდა. ნინა ბედნიერი იყო. შემდეგ ექვს თევს კი ეჩვენებოდა, რომ სხვა უყვარდა. ყველაფერი კარგად იყო სანამ სხვას სამი თვით, ქალაქიდან არ მოუწია წასვალა. ყველაფერი თერთმეტის ოც წუთზე მოსულმა შეტყობინებამ გადაწყვიტა. სადაც სხვა წერდა, რომ ნინა უყვარდა. ნინა ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. მის თავს კვლავ შეგროვდნენ შავი ღრუბლები. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მთელი ღამე გიორგი მხოლოდ იმას იძახდა, როგორი ბედნიერი იყო ნინასთან და როგორ შეიცვლებოდა მათი ცხოვრება ბავშვის გაჩენის შემდეგ. ნინა მიხვდა, რომ არჩევნის გაკეთების დრო დამდგარიყო. ეს უკვე აღარ იყო უბრალო გართობა ან თამაში. საქმე რეალურ ადამიანებს ეხებოდა. საწოლიდან წამომდგარმა ნინამ უნიტაზში ჩარეცხა თეთი ტაბლეტები. შხაპი მიიღო და იქედან გამოსული ქმარს მოეფერა. ეს უჩვეულო რამ იყო ორივესთვის. ნინას არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა. მან მხოლოდ ახლა გააცნობიერა თუ რა ძლიერად უყვარდა ქმარი.
ამის შემდეგ პერიოდი, სანამ სხვა ქალაქში დაბრუნდებოდა იმავდროულად რთულიც იყო და სასიამოვნოც. ნინა მართლა ხვდებოდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც კარგი ეტაპი უნდა დამდგარიყო. მან მომავალი დედებისთვის განკუთვნილი ჟურნალების შეძენაც კი დაიწყო. თუმცა ყველაფერთან ერთად ის სულმოუთქმელად ელოდა როდის შეძლებდა სხვასთან ურთიერთობის გაწყვეტას. აი სულ მალე ისიც დაბრუნდა და ნინამ მას იმავე სასტუმროში თხოვა შეხვედრა სადაც პირველად.  ყუველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ეგონა. ის მიხვდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ადამიანების გრძნობებზე თამაშობდა.  ნინა სხვას ჩაეხუტა, შუბლზე აკოცა, წარბები გადაუწია და სასტუმროდან თავლებაცრემლებული გამოვიდა.
უკვე ყველაფერი უკან იყო ახლა მას შეეძლო გიორგითან გულწრფელი ყოფილიყო, თუმცა შინაგანად მაინც უზარმაზარ ტკივილს გრძნობდა. ფიქრებში გართული მანქანას სახლისაკენ დიდი სიჩქარით მიაქოროლებდა. პივბელი შუქნიშანი, მერე მეორე და ნინამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა. იგი ხიდის მოაჯირს შეასკდა.
გამოფხიზლებული საავადმყოფოს პალატაში იწვა. ექთანიც იქვე იდგა.
- დღეს რა რიცხვია? - როგორც ჩანს ნინას ახსოვდა რა მიზეზით აღმოჩნდა აქ.
- თქვენ დღეს მოგიყვანეს. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გაგიმართლათ. შეიძლებოდა მანქანა სულაც ხიდიდან გადავარდნილიყო. სამწუხარდო ცუდი ამბავი უნდა გითხრათ. არ ვიცი მზად ხართ თუ არა ამის მოსასმენად.
- სიარულს ვეღარ შევძლებ?
- არა ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა.
- მაშინ რა მოხდა?
ექთანმა პაუზა გააკეთა.
- თქვენ მუცელი მოგეშალათ. ვწუხვარ.
ეს სიტყვები გულში დანის გაყრას უფრო გავდა. მუცელში საშინელი სიცარიელე იგრძნო. თითქოს ექთანმა მის ოცნებებს საძირკველი გამოაცალა და მთელი მისი სამყარო თავზე სისხლიან აგურებად დაეცა. ტირილი მხოლოდ უმცირესი იყო რითაც მონანიება შეიძლებოდა. ნინამ ტელეფონი აიღო. და ნათიას ნომერი აკრიფა, თუმცა მალევე გადაიფიქრა მასთან დაერეკა.
- ასეთ დროს რას გრძნობენ?
- უკაცრავად?
- შეგიძლიათ მითხრათ რას გრძნობენ დედები როცა ბავშვს კარგავენ.
- ტკივილს. - ექთანი ჩაფიქრდა.

საბედნიეროდ საბუთები და ცოტაოდენი ფული თან აღმოაჩნდა. მანქანა არც მოუკითხავს. საავადმყოფო დატოვა. მობილურის რეკვის ხმა გაიგონა. არც უნახია ვინ ურეკავა ისე გადააგდო ხიდიდან. უახლოეს ავტოსადგურში მივიდა. ტუალეტში თმები შავად შეიღება. პირი დაიბანა. თავლებს ვერაფერი მოუხერხა მთელი გზა ტიროდა და ამიტომაც დაისიებული ჰქონდა. პირველივე ავტობუსში ჩაჯდა არც უკითხავს საით მიდიოდა. ფანჯარასთან მოკალათდა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა გვერდით მჯდომმა ქალბატონმა მის თითზე ბეჭედი შენიშნა და ჰკითხა:
- გათხოვილი ხარ?
                        ***
მაშ, ასე მეგობრებო შეიძლება არ დაიჯეროთ მაგრამ ვგრძნობ, რომ თქვენთან გატარებული დრო მომენატრება. დიახ, თქვენ გული სწორად გიგრძნობთ. და ის, რაც ახლა უნდა გითხრათ ბევრს გაუხადება, ბევრს კი თქვენც წარმოიდგეინეთ ეწყინება კიდეც. ოღონდ არ მითხრათ, რომ დაგაკლდებით. ეს ერთი წელი წამოუდგენელი გამოცდილება იყო ჩემთვის. ყოველ პარასკევ საღამოს სახლში დაბრბუნებული ვგრძნობდი, როგორ პოულობდით და ეცნობოდით ჩემს მიერ გამოგზავნილ წერილებს. ხოლო როცა კარგად გამიცანით გეშინოდათ კიდეც მისი გახსნა. დღეიდან ყველაფერი ძველებურად იქნება. მე მარტო წერილების გამოგზავნას კი არ შევწყვეტ, არამედ დღეიდან ქალაქსაც დავტოვებ. მე პირველი ვიქნები ვინც გამბედაობა მოიკრიბა და ეს ჯურღმული დატოვა.
                        ***
  ახალი წელი სულ უფრო ახლოვდებოდა. ბავშვებსაც დაღლა ეტყობოდათ. ადვილი ხომ არ იყო მთელი ქუჩის კარდაკარ შემოვლა. მათ ნელი ნაბიჯით ახალ სახლში შეუხვიეს. ყველაფრის გაკეთება უნდა მოესწროთ.
ზარის ხმას მალევე მოჰქყვა ფეხის ხმა. ახალგაზრდა გოგომ კარები გააღო.
- თქვენ მაკა ხართ არა? - იკითხა გაღიმებულმა ანამ.
- დიახ! - მაკამ სტუმრები აშკარად ვერ იცნო და თვალები შეავიწროვა.
- აჰ, რათქმაუნდა მე ანა ვარ. ამ ქუჩაზე ვცხოვრობ. ჩვენ მეზობლები ვართ. - ანამ უკანასკნელი სიტყვები სიამაყით თქვა.
- მართლა? - მაკამ კისერზე მოისვა ხელი. - რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-  საქმე იმაშია, რომ ჩვენ ფულს ვაგროვებთ გვინდა მოხუცთა თავშესაფარს გადავცეთ საშობაოდ. თქვენი დახმარებბის იმედი გვაქვს.
- ჰო რათქმაუნდა. - მაკა სტუმრებს გაუძღვა.
- ვინ იცის რამდე ხანს მინდოდა ამ სახლში შემოსვა. - ჩასჩურჩულა ანამ ნიკას.
სასტუმრო ოათახში შესულები ყვველანი ერთად დასხდნენ. ქილა თითქმის სავსე იყო ხურდებითა და სხვადასხვა კუპიურებით. მათ მაკას მიერ გაღებული ფულიც დაემატა.
- თქვენ ნაძვისხე არ გიდგათ.
- განწყობა არ მაქვს.
ეს გრძნობა სტუმრებისთვისაც ნაცნობი იყო. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მაკა ბავშვებს შესცქეროდა.
- უცნაურია. ამდენი ხანია ამ ქუჩაზე ვცხოვრობთ და ერთამანეთი მხოლოდ ახლა გავიცანით.
- ახლა ანუ ახლას წელს?
- არა ახლა ანუ როცა აქედან გადასვლა გადავწყვიტე.
- რაა? აქედან გადადიხართ? - შეწუხდა ანა. - ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ თქვენ ჩემი მეზობელი ხართ. ვინ იცის ამით, როგორ ვამაყობდი. გამოდის სამსახურსაც მიატოვებთ არადა რამდენი მკითხველი ჰყავს თქვენს გვერდს. ვინ იტყოდა თქვენს ადგილზე უარს ყველაფერი მიეტოვებინა.
- ნუ ღელავ, ზუსტად არ ვიცი შევძლებ თუ არა გადასვლას. ჯერ გამბედაობა ვერ მოვიკრიბე.
ნიკამ ისეთი რამ შენიშნა რაც ანს გამორჩა.
- სად აპირებთ გადასვლას? - ჰკითხა ნიკამ.
- იქ საიდანაც ჩამოვედი. - ხანგრძლივი სიძუმე ჩამოწვა. - მე წარმოშობით ერთი პატარა ქალაქიდან ვარ. ის აქედან შორს მთებში მდებარეობს. თქვენ ალბად არც იცით. პატარა ქლაქია. წლების წინ იქედან ჩემი ნებით წამოვედი. აქ ყოფნის პერიოდში მომდიოდა ცნობები იქაური ცხოვრების შესახებ და ვგრძნობდი, რომ ჩემი ადგილი იქ იყო. მე მისი მკვიდრი ვიყავი და არა ამ ქუჩის. ახლა კი როცა გადავწყვიტე წავიდე აღმოჩნდა, რომ იქ დაბრუნებას იმაზე მეტი გამბედაობა სჭირდება ვიდრემე გონა. მე ეგ გამბედაობა არ გამაჩნია.
იქაურობა საოცარი მუხტით აივსო. თითქოს ყველაფერი რასაც მაკა და სტუმრები გრძნობდნენ გარემოზე აისახა. თუმცა საგნები ღრმა მელანქოლიაში ჩაიძირა, ისინი მაინც ირეკლავდნენ ოპტიმიზმის სუსტ სხივს.
- იქედან რატომ წამოხვედით?
- ბებიაჩემი ხშირად იმეორებდა, - ჩვენ ვართ იმ მდინარის მხოლოდ ერთი წცვეთი, რომელიც მუდამ მიედინება, - მე მინდოდა უფრო მეტი ვყოფილიყავი ვიდრე უბრალოდ ერთი პატარა წვეთია.

                          ***
ერთხელ როცა ნოემბრის სუსხში ყველანი სახებში შეყუჟულიყვნენ ქალაქში მოხდა მეტად უცნაური რამ, ის რაც ამ ქალაქის ბინადრებმა პირველი ერთი საათის განმავლობაში ვერ შეამჩნიეს. პარასკევ საღამოს ყოველი მათგანის კარში შემოცურდა თეთრ კონვერტში გახვეული წერილი. ადრესანტი მითითებული არ იყო.
წერილების გამოჩენა ყველას გაუკვირდა. უფრო მეტად კი იმან გააკვირვა ყველა რაც ამ წერილებში ეწერა. უცნობი ავტორი ყველას ესალმებოდა და გამოთქვამდა ღრმა იმედს, რომ ისინი მას შეიყვარებდნენ. შემდეგ კი თხრობა გადადიოდა ქალაქის ათასგვარ ჭორზე.
,, როგორც ხედავთ ჩვენი ქალაქი არც ისე უცოდველია, როგორც ეს უცხო თვალისთვის ჩანს, მე კი ვამხელ ყველა ცოდვილს. თავს არ შეგაწყენთ ვინაიდან ჩემთან შეხვედრა კიდევ არაერთხელ მოგიწევთ’’ - სწორედ ასე მთავრდებოდა პირველი წერილი.
პირველმა წერილმა აჟიოტაჟის გარდა თან მოიანა ბევრის გაკვირვება, რაგდან შიგ ეწერა, რომ მღვდელი ქალაქის საკონდიტროდან ღამით ნაყიდი ნამცხვრებით არღვევდა მარხვას, რომ გასულ კვირას გარე ჰგანათების ბოძს სწორედ ქალაქის მერი შეეჯახა და წააქცია იგი, რომ კუთხის მაღაიის გამყიდევლი სასწორს ყოველ დღე არასწორად აყენებდა რათა კლიენტები მოეტყყუებინა.
წერილის გამო ქალაქის ბინადრების აღშფოთებას საზღვარი არჰქონდა. ყველაფრი კიდევ უფრო გამწვავდა მაშინ როცა შაბათ დილით გაარკვიეს წერილები აბსოლიტურად ყველა ოჯახმა მიიღო. ხალხი ადგილზე იყინებოდა როცა სადმე მრვდელი, ქალაქის მერი ან კუთხის მაღაზიის მფლობელი გამოჩნდებოდა. ყველა ერთმანეთს თვალს არიდებდა. ისე დადიოდნენ თითქოს ირგვლივ არაფერი არსებობდა, თითქოს ბრმები იყვნენ. სინამდვილეში მშვენივრად იცოდნენ, რომ წერილის უცნობი ავტორი სიმართლეს წერდა. ეს კი უფრო ართულებდა საქმეს.
შემდეგ პარასკევს ისევ მიიღეს წერილები ამჯერად, უცნაური და საოცრად საინტერესო ისტორიებით. შემდეგ და შემდეგ მოსული წერილები შეიცავდა ნაწყვეტებს საქართველოს ისტორიიდან. მაგალითისთვის ბევმა პირველად გაიგო, რომ პირველი ქართული ნაწარმოები მეხუთე საუკუნეში დაიწერე და ის წმინდანის ცხოვრებას შეეხებოდა. ხალხს სიამოვნებდა წერილების კითხვა. ბევრი მათგანი პარასკევ საღამოს დახურულ კართან ელოდნენ როდის შემოცურდებოდა წერილი. მისი მოსვლის შემდეგ სურვილიც არ ჰქონდათ კარი გაეღოთ და ენახათ ვინ იყო წერილების უცნობი ავტორი. ზოგმა შემთხვევით, ზოგმა განგებ მოკრა თვალი იმას ვინც ქალაქის ერთფეროვანი ცხოვრება გამოაცოხლა.  სოწორედ ამიტომ როცა თებერვლის ერთ პარასკევს წერილი ჩვეულებრივსამებრ არ მოვიდა. ქალაქის ცენტრში მდებარე სახლში დაისმა უამრავი ზარი. ხალხი ყურმილს მიღმა, მხოლოდ ერთ რამეს კითხულობდა:
- ალო, მაკას რამე ხომ არ მოუვიდა?
მაკა გაციებული იყო და წერილების დარიგება ვეღარ შესძლო.
გავიდა სამი თვე. დადგა გაზაფხული. ჯერ ძალან ადრე იყო, მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო როცა მაკასთან სტუმრად მეგობარი მივიდიდა მას უკვე გაეგო ახლი ამბავი.
- შენ რა მართლა წასვლას აპრებ? -მაკას დუმილში თანხმობა იკითხებოდა . - იცი მაინც რას აკეთებ ხალხს იმედი გაუცრუე. ისინი პარასკევიდან პარასკევამდე ცხოვროვბენ, შენ მათ ცხოვრებაში უამრავი ნათელი ფერი შეიტანე ახლა აღარ გაქვს უფლება მათ ყველაფერი წაართვა. - ამ სიტყვებს უკვე აზრი აღარ ჰქონდა.
- შეგიძლია ერთ ადგილას გამომყვე?
ორივენი დიდ ტრიალ მინდორზე აღმოჩნდნენ. მაკას ხელში თეთრი ბოთლი ეჭირა.
- აქ დამელოდე.
მაკა ნატვრის ხისაკენ დაიძრა. ეს ხე აქ დიდი ხანია რაც იდგა. ქალაქის თითქმის ყველას მცხოვრებს ასეთი ახსოვდა. დიდი, ცაში ტოტებ აღმართული, გამხმარი და ბოთლებ-შებმული. ბოთლებს აქ ნაჭრების ნაცვლად აბამდნენ. ბაწრის ერთი ბოლოს ხეს, ხოლო მეორეს ბოთის თავს ამაგრებდნენ. ბოთლები სხვადასხვაფერისა და ზომის იყო. დროთა განმავლობაში ცარიელი ბოთლები წვიმის წყლით ივსებოდა.
მაკა ხესთან ახლოს დადგა. ცერებზე აიწია, ბოთლი შეაბა და  სამჯერ ჩურჩულით გაიმეორა:
- ისე ქენი, რომ აქ არარასოდეს დავბრუნდე. ისე ქენი, რომ აქ არარასოდეს დავბრუნდე .ისე ქენი, რომ აქ არარასოდეს დავბრუნდე
ამომავალი მზის ფონზე მაკაც და ხეც შავ სილუეტებად გამოჩდნენ.

                            ***
საათის პატარა ისარი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა თორმეტს. დრო არ ჩერდებოდა და ახალი წელიც მალე შემოაბიჯებდა. განათებულ ქუჩაზე ვერავინ შენიშნა, რომ სულ მალე ახალ წელში გადააბიჯებდნენ.
ნიკა და ანაც ბოლო რამდენმე ოჯახს მიადგნენ ქილით ხელში. მათდა გასაკვცირად ქილა გავსებული იყო. თერთმეტი საათისთვის ისინი უკვე იყვნენ სტუმრად ახალგაზრდა გოგოსთან, რომელმაც კარი თვალაცრებმებულმა გაუღო, უკნიდან კი ბავშვის ყურისწამრები ტირილი ისმოდა. ისინი ასევე ესტუმრნენ მოხუც მზარეულს, რომელიც უცნაურად იღიმოდა და საოცრად წყლიანი თავლები ჰქონდა, ის მარტო მიჯდომოდა ათასგვარი კერძით გაწყობილ უზარმაზარ მაგიდას.
- დრო იყო ეს მაგიდა სულ მთლიანად ივსებოდოა. - უთხრა მან ბავშვებს.
მათ ასევე მოასწრეს შეევლოთ ფეხმოტეხილ ბალერინასთან, რომლის სახლიდანას საახლაწლო სიმრერების ნაცვლად ჩაიკოვსკი ისმოდა.
მათ არც შუახნის ადვოკატისთვის შევლა დავიწყებიათ, რომელიც ყოველ შაბათს უახლოეს კინოტეატრში მიდიოდა და თითქმის ცარიელ დარბაზში უყურებდა ოცდაათიანი წლების, შავთეთრ ამერიკულ ფილმებს. სულ ბოლოს ნიკასა და ანას დაღლილობა ეტყობოდათ.
- წარმოგიდგენია ქილა აივსო. - თქვა უღიმღამოდ ანამ.
- ჰო. - დაეთანხმა ნიკა.
- ჩვენი ქუჩა მართლა ლამაზია. სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ ფასადებია. - ორივემ ირგვლივ მიმოიხედეს.
- ახლა რას აპირებ?
- არ ვიცი სახლში დაბრუნება არ მინდა.
- ახალი წელი ახლოვდება შენ ოჯახთან ერთად უნდა იყო. - ანამ სევდიანად გაიღიმა.
- შენ მარტო იქნები არა?
- ჰო.
- შეიძლება შენთან წამოვიდე?
ნიკამ თავი  ჩახარა, ყავარჯნები აათამაშა და ეშმაკურად გაიღიმა.
- წამოდი მე უკეთესი რამ მოვიფიქრე.
თავალის დახამხამებაში ორივენი ქუჩას მიეფარნენ.
- იცი არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის გაკეთება ღირს.  მეტისმეტი ხომ არ არის? ისედაც ხალხი ლამის გავძარცვეთ.
- კარგი რა ეს შენი იდეა არ იყო? თანაც ამ ფულს ჩვენთვის ხომ არ დავიტოვებთ არა? ჩვენ ამ ქუჩის ბინადრებს შანსი მივეცის სიკეთე გაეკეთებინათ. მოვა დრო და მადლობას გვეტყვიან - ანამ ჯიბეში ხელი ჩაიყო. - სულ დამავიწყდა ფული ჩვენ არ ჩაგვიგდია. - ქილაში კიდევ ორი კუპიპურა ჩავარდა. - მიდი ამას შენ გააკეთებ თუ მე გავაკეთო?
- იცი რა მართალი ხარ. დროა ისინი სორებიდან გამოვყაროთ.
ორივემ გაიღიმა და სახელურს ხელი ჩამოკრეს. ქუჩა წყვდიადში ჩაიძირა. სულ ჩაბნელდა. არ მოჩანდა აღარც ნათურები ფანჯრებს მიღმა, რომ ანათებდნენ და არარც ათასგვრად აკიაფებული ილუმინაციების ნათება მოგჭრიდათ თავლს. ის რაც ირგვლივ ხდებოდა მეტად უცნაური იყო. სიჩუმე ჩამოწოლილიყო. თბილმა სიომ დაუბერა. მართლაც რა უცნაურია ზოგჯერ სიბნელეში უფრო ნათელი ხდება ყველაფერი.
მოულოდნელად ქუჩაზე ტაქსის ფარებმა შემოანათეს. თავისი სახლიდან მაკა გამოვიდა, ნიკას ხელი დაუქნია და ტაქსში ჩაჯდა. მას მხოლოდ პატარა ჩანთა ჰქონდა თან.
- მიმაქვს მხოლოდ ის რაც თან მოვიტანე...  ყოჩაღ ბავშვებო! - ჩაიჩურჩულა მან.

ნიკა და ანა სახლში შევიდნენ. ნიკას სახლი ერთადერთი იყო სადაც ნათურები ჯერ კიდევ ანათებდნენ. ცხადია იქ განგებ არ გამორთეს. ბავშვებმა კარები ღია დატოვეს. ბნელ ქუჩაზე მხოლო ფართოდ გაღებული კარიდან გამოდიოდა სინათლე. ქილაც იქვე, კართან იდგა. ქუჩის მცხოვრებლებმა გარეთ გამოიხედეს. ყველა ფანჯრიდან იყურებოდა. ყველას აინტრესებდა გარეთ რა ხდებოდა. ზოგიერთი მათგანი გარეთაც გავიდა. ყველას მხოლოდ ერთი რამ უნდოდათ შესულიყვნენ ღია კარებში. გამჭირველე, ფულით სავსე ქილა კი თითქოს ეძახდა:
- მოდით თქვენ ეს დაიმსახურეთ!
ვერავინ ბედავდა პირველი ნაბიჯი გადაედგა. მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო.
თორმეტს აკლდა თხუთმეტი წუთი, როცა ყველა სახლი დაცარიელდა. ჰაერში სუსხი დარტრიალდა. მოულოდნელად აგრილდა და მოიღრუბლა. ვინ იცის იქნებ მოეთოვა კიდეც?..
1 2 3 4 5

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> "ლიტბუნიობის" რიგით მეორე კონკურსი პროზაში


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი