ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“

1 2 3 4 5 6
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 ივნისი, 2017 18:20:45
არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველო“
ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკი“-ს თანადგომით


აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ლილე 2017“

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ საკონკურსო ნაწარმოებები, 2017 წლის 1-ლი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე urakparaki.com@gmail.com
კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნით  ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.

კონკურსის მიმდინარეობა:
კონკურსი იყოფა რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი –  კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები  გადაირჩევა და გადაეცემა ჟიურის.
II ეტაპი – 2017 წლის 18 აგვისტოს  გახდება ცნობილი ჟიურის ვინაობა,
                  რომელიც შერჩეული ნაწარმოებებიდან გამოავლენს 10 საუკეთესოს.  ჟიურის წევრების რაოდენობა განისაზღვრება 5-დან  7 წევრამდე.
III ეტაპი – 10 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
IV ეტაპი – გამოცხადდება კონკურსის შედეგები  და დაჯილდოვდებიან ლაურეატები.

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე  უნდა გამოაგზავნონ :
1) გამოუქვეყნებელი საკონკურსო ნაწარმოები ( ვორდის ფაილთ ).
2) ავტორის გვარი და სახელი ( ან ფსევდონიმი ).
3) საკონტაქტო ინფორმაცია.
4)ფინალურ ათეულში გადასული მონაწილეებმა დაბადების თარიღიც

მონაწილისგან მიიღება მხოლოდ ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
ასეთი დასტურის არ მიღების  შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ მიზეზი იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან. 
საიტზე  www.urakparaki.com  მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი ( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული.
შეზღუდულია საკონკურსო ნაწარმოების მოცულობა და უნდა შეადგენდეს 1500 ასონიშნიდან 8500 ასონიშნამდე ( დაახლოებით 1-დან 5 გვერდამდე )
ტექსტი შექმნილი უნდა იყოს ნებისმიერ თემაზე და ეხმაურებოდეს ენერგოეფექტურობასა და ე.წ. „მწვანე ენერგოტექნოლოგიების, როგორც 
„მერების შეთანხმებას კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ ევროპული ინიციატივის ფარგლებში  გლობალური დათბობის შერბილებისა და
მდგრადი მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი საშუალებების  პოპულარიცაზიას.

ამ იდეის გარეშე წარმოდგენილი ნაწარმოებები მოიხსნება კონკურსიდან.
( აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაცია და სპეციალური გამოცემები შეგიძლიათ იხილოთ „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“
http://www.eecgeo.org/ge/homeg.htm
და მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის
http://www.merebisshetankhmeba.eu/index_ka.html   
ვებგვერდებზე
მაგალითად  http://www.eecgeo.org/docs/COMO/CoM_East_Infosheet_GE.pdf   
და http://www.eecgeo.org/docs/COMO/CoM_East_Leaflet_GEO.pdf    ).

კონკურსის 10 საუკეთესო ნაწარმოები გამოქვეყნდება კრებულში „ლილე 2017“.

2017 წლის 30 სექტემბერს  გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:
პირველი ადგილი - 400 ლარი;
მეორე ადგილი - 250 ლარი;
მესამე ადგილი - 150 ლარი.
50 ლარი  - წამახალისებელი ჯილდო.  მეოთხე - მეათე ადგილებზე გასულ ნაწარმოებებში ყველაზე ახალგაზრდა ავტორს.


თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ, აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე,
ან კონკურსის მიმდინარეობისას, სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული და მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,
ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ ასეთი ნაწარმოების ავტორის ვინაობა გამოქვეყნდეს საიტზე,  წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობი იქნებიან ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

20 აგვისტოს ჩათვლით კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს საკუთარი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, არ გადაეცემა ჟიურის შესაფასებლად და არ გამოქვეყნდება.

ფინალურ ათეულში გადასული ნაწარმოებები გამოიცემა წიგნის სახით.
კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე ავტორს ეკრძალება, კონკურსის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში,
გამარჯვებული (პირველ სამ ადგილზე გასული) ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში.

კონკურსის დასრულების შემდეგ:

ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონული ფოსტით ) დადასტურებული უარის არ არსებობის შემთხვევაში,
გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასება.

ბ) ავტორების წერილობითი (ელექტრონული ფოსტით) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები,
რომელიც ავტორის სურვილით მოიხსნა კონკურსიდან , ან ვერ გადავიდა მომდევნო ეტაპზე.

გ) ფინალურ ათეულში გასული მოთხრობა აუცილებლად გამოქვეყნდება ურაკპარაკის ფორუმზე.


კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის წევრების ყველა შეფასება ანონიმურად.
იმ შემთხვევაში, თუ ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასების ჩამონათვალს,
ამის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადოს საიტ ურაკპარაკზე“ , შესაბამის თემაში და/ან კონკურსის ორგანიზატორებთან.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.
ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.

დასაშვებია  ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუ ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას
გამოკლებული ერთი ქულა, ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება დანარჩენი წევრების შეფასებებიდან
ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა
შეფასების ამ სისტემის გათვალისწინებით, ჟიურის წევრს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობის მიღება.

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
ნებისმიერ ეტაპზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან  ჯამური ქულებით.

მეორე ეტაპზე ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს  10 ნაწარმოებს.
ამ ეტაპზე  შეფასებაში ჟიური შეზღუდული არ არის. ნაწარმოებები შეირჩევა ჯამური ქულით.
ჯამური ქულების ერთნაირობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება უმაღლესი ქულების რაოდენობა.
მათი თანაბრობის შემთხვევაში - ერთით დაბალი შეფასების რაოდენობები და ასე შემდეგ განსხვავების აღმოჩენამდე.
მეორე ეტაპზე ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში ყველა ასეთი ნაწარმოები გადავა მესამე ეტაპზე.

მესამე ეტაპზე გადასულ 10 ნაწარმოებს ჟიური ხელახლა შეაფასებს 10 ბალიანი სისტემით.
ამ ეტაპზე ქულები შეზღუდულია.
ჟიურის წევრს შეუძლია დაწეროს მხოლოდ ორი 10 ქულიანი და სამი  ცხრა ქულიანი შეფასება. სხვა შეფასებები შეუზღუდავად.

მესამე ეტაპზე თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება წინა ეტაპის ჯამური ქულები,
შემდეგ მესამე ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები და ბოლოს მეორე  ეტაპის უმაღლესი შეფასებების რაოდენობები.
სრულიად ერთნაირი ქულების შემთხვევაში შესაბამისი საპრიზო თანხების ჯამი შუაზე გაიყოფა.


თაზო ქიზიყელი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 3 ივნისი, 2017 11:03:15
ენერგოეფექტურობაში რა იგულისხმება და თემაგლობალურ დათბობაზე და ეკოლოგიაზეა თუ?

ნინო ქადაგიძე
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 3 ივნისი, 2017 14:36:57
ენერგოეფექტურობაში ნაკლები ენერგიის დახარჯვა და მეტი კომფორტის  შექმნა იგულისხმება. სავარაუდოდ ქარის, მზის , წყლის  დახმარებით  ელექტროენერგიის მოხმარება და არა მარტო. ხის ნაკლები ხარჯვა და ფურცლების გაფრთთხილება , ნაგვის დახარისხება და ა.შ... ტერმული წყლებიცაა მგონი სათბურებისთვის... კარგი მოთხრობის დაწერა შეიძლება , დროცა არის 20 აგვისტომდე ... წარმატებები ყველას  

თაზო ქიზიყელი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 3 ივნისი, 2017 16:16:58
ნამდვილად კარგი თემები დაიწერება იმდენად აქტუალური და საჭირბოროტო საკითხია თუმცა რეალობაში მისი განხორციელება მეჩვენება მე საეჭვოდ ვინაიდან ქვეყანას როცა პრიორიტეტად მსხვილი ჰესების მშენებლობა აქვს აღებული ხოლო ხეტყის რესურსი უკვე ისე  გაჩანაგებული რომ ეკოლ0ოგიური კატასტროფის ზღვარზე ვართ და ალბათ ამიტომაა ეს ენერგოეფექტურობა აუცილებელი. წარმატებებს ვუსურვებ მეც ყველას.

თამარ ბუკია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 ივნისი, 2017 01:59:33
უცნაური მოთხოვნაა... ჯერჯერობით აზრზე ვერ მოვდივარ, რა შეიძლება დაიწეროს.  პროზას ითხოვენ  თუ პოეზიას?
"ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია!"...

????????????????

ქეთიკა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 ივნისი, 2017 10:21:31
კონკურსის წესებს რომ გავეცანი პირველი ის გავიფიქრე, რომ ტრაქტორის ნაწილებზე უფრო ადვილად დავწერდი მოთხრობას ვიდრე ამაზე.:-D :-D :-D :-D
რავიცი...
წარმატებები ყველას.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 ივნისი, 2017 18:06:13
ციტატა:
ენერგოეფექტურობაში რა იგულისხმება და თემაგლობალურ დათბობაზე და ეკოლოგიაზეა თუ?


მოცემულია ყველაფერი "ენერგოეფექტურობის ცენტრის" ვებ გვერდზე
კითხვის შემთხვევაში შეგგიძლიათ მათთანაც დააზუსტოთ

ზოგადად კი ნინო ქადაგიძე მართალია 

სხვათაშორის პირველი ნაწარმოები პირველსავე დღეს შემოვიდა 


"თამარ ბუკია" დაწერა:
უცნაური მოთხოვნაა... ჯერჯერობით აზრზე ვერ მოვდივარ, რა შეიძლება დაიწეროს.  პროზას ითხოვენ  თუ პოეზიას?
"ტყე შეუნახე შვილებსა,
მამა ხარ, შენი ვალია!"...


ქალბატონო თამარ, ზოგადად პროზა იგულისხმება, მაგრამ თუკი ვინმე მოიტანს 1500-დან 8500-მდე ასონიშნიან პოეზიის ნიმუშს ამ თემაზე,
დამეთანხმებით, რომ მხოლოდ შრომაში შეიძლება მიენიუჭოს პრიზი

ანუ ზოგადად პროზაა, მაგრამ პოეზიაც მოსულა, თუკი წესებს დაიცავთ.


"ქეთიკა" დაწერა:
კონკურსის წესებს რომ გავეცანი პირველი ის გავიფიქრე, რომ ტრაქტორის ნაწილებზე უფრო ადვილად დავწერდი მოთხრობას ვიდრე ამაზე.:-D :-D :-D :-D
რავიცი...
წარმატებები ყველას.

ქეთიკა ტრაქტორის ნაწილებზე დაწერა ხელს არ უშლის თან მოცემულ თემებთან იყოს კავშირში 

წარმატებები ყველას

ნინო ქადაგიძე
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 5 ივნისი, 2017 21:57:27
ცოტა მეტი ფანტაზია რომ გამოვიყენოთ არც არაფერი დაშავბდება   თუმცა ტრაქტორის ნაწილებზეც დაიწერება, დონ კიხოტი თუ ქარის წისქვილებს ებრძოდა , რა უჭირს.... იმდენი თემა მიტრიალებს თავში, დავალაგებ იმედია... ადრეც იყო რაღაცა მსგავსი კონკურსი მახსოვს, ლელა გავიდა ხო ნიკ ? ცუცქირიძე, აქ ვეძებე ის ტექსტი და ვერ ვიპოვე.... რაღაცა ასეთი სპეციფიური მოთხოვნა იყო, მგონი ჰესზე იყო დასაწერი თუ რაღაცა ამდაგვარი, მახსოვს ლელამ გაიმარჯვა იქ...

თაზო ქიზიყელი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 5 ივნისი, 2017 22:56:37
ქეთიკამ უკვე მიაგნო გამოსავალს მართლა მარტივად გადაიყვანე დიზელის საწვავიდან დენის ბატარიებზე ან მზის ენერგიაზე დამუხტე და დაზოგილია ენერგო რეურსიც და ეკოლოგიური ნორმებიც დაცულია მაგრამ აი როგორ მოხნავს მინდორ ველებს ეგაა მერე საკითხავი.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 ივნისი, 2017 23:02:40
ზუსტად ასეა
მადლობა ნინი ქადას 

აქ არის წინა კონკურსის, გამარჯვებულების სია
შეგახსენებთ, რომ მაშინ პირობაში იდო, რომელიმე ცნობილი ნაწარმოების გადაკეთება
და ისევ და ისევ აუცილებლად ენერგოეფექტურობასთან კავშირი

აი სია:

ლელა ცუცქირიძე
„ყველაზე კარგი შობა“
I  ადგილი


რატი წეროძე
„ოსტატი და ბიოგაზი“
                            II ადგილი

გია არგანიშვილი
„კაცია-ადამიანი?!“
III  ადგილი


ლელა ცუცქირიძე
„ყველაზე  კარგი  შობა“
Facebook-ის რჩეული (LIKE)


თეა თოფურია
„ამბავი რომლესაც ტკბილატკივებული დათვი შეესწრო“
„ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-ს რჩეული


გიორგი ლოქაფიშვილი
„დაბრუნდა“
„ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-ს რჩეული
ყველაზე პატარა მონაწილე



იმედა ცუცხუბაია
„თარაშ ემხვარის ახალი გზა“
„ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-ს რჩეული




ქეთიკა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 ივნისი, 2017 23:22:34
ნ-ი-კ-ი, ლინკი რომ გთხოვოთ თუ შეიძლება?
"ოსტატი და ბიოგაზი" -მა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში.

თაზო, მადლობა რჩევისთვის :-)  მოვახვნევინებ ჩემზე არაა დამოკიდებული?! :-) :-) :-)

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 ივნისი, 2017 11:27:22
ქეთიკა  ვეცდები მოვიძიო

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 7 აგვისტო, 2017 17:32:41
განვაახლოთ ინფორმაცია 

კონკურსის ჟიური დამტკიცებულია
კონკურსს ეყოლება 7 წევრისგან შემდგარი ჟიური და თან მე ვიტყოდი, ძალიან კარგი ჟიური.

ჟიურის ვინაობა დასახელდება საკონკურსო ნაწარმოებების მიღების შეწყვეტამდე 2 დღით ადრე

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 აგვისტო, 2017 12:21:38

მოგესალმებით ყველას
კონკურსის საპრიზო ფონდს დაემატა ერთი პრემია 200 ლარის ოდენობით.
დაწვრილებით ცოტა მოგვიანებით დავწერ


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 15 აგვისტო, 2017 17:53:19
ზაფხულის სიცხის გათვალისწინებით და კონკურსანტების მოთხოვნით
ასევე, ჟიურის წევრების თხოვნით და რჩევის გათვალისწინებით, კონკურსის ვადებმა გადაიწია ერთი თვით

ანუ, ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი
ჟიურის წევრების გამოცხადება მოხდება 18 სექტემბერს
20 სექტემბრის ჩათვლით, მონაწილეებს შეუძლიათ, უკან გაითხოვონ ნაწერები.
21 სექტემბერს ნაწარმოებები შესაფასებლად გადაეცემა ჟიურის წევრებს.
ფინალური ეტაპი შედგება 8 ოქტომბერს

გარდა ამისა დაემატა ჟიურის ერთ-ერთი წევრის პრიზი 200 ლარის ოდენობით
"ორიგინალური საავტორო ტექსტისთვის"

ამრიგად, სულ გვაქვს 5 პრიზი ( ჯერჯერობით )
პირველი ადგილი - 400 ლარი;
მეორე ადგილი - 250 ლარი;
მესამე ადგილი - 150 ლარი.
50 ლარი  - წამახალისებელი ჯილდო.  მეოთხე - მეათე ადგილებზე გასულ ნაწარმოებებში ყველაზე ახალგაზრდა ავტორს.

200 ლარი - ჟიურის წევრის პრიზი ორიგინალური საავტორო ტექსტისთვის

წარმატებებს გისურვებთ ყველას


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 სექტემბერი, 2017 15:27:42
მოგესალმებით ამ თემის მკითხველებს
კონკურსანტებს, გულშემატკივრებს  და ჟიურის წევრებს

კონკურსანტებს ვუსურვებ წარმატებებს
მათ გულშემატკივრებს ვუსურვებ რჩეულების გამარჯვებას
ჟიურის წევრებს კი საინტერესო ნაწარმოებების გაცნობას და მათი კითხვით სიამოვნების მიღებას

როგორც დაგპირდით, 18 სექტემბერს უნდა გამოცხადებულიყო ჟიურის ვინაობა
ხოდა, რაკიღა დღეს უკვე 18 სექტემბერია ვაცხადებთ კიდეც. იმედია მოგეწონებათ.
( ჟიურის სია მოცემულია გვარების ანბანური თანამიმდევრობით. ერთადერთი დარღვევა ამ მიმდევრობის ის არის, რომ ქალბატონი დავაყენეთ პირველ ადგილზე )



ჟურნალისტი
ქალბატონი ირმა მარდალეიშვილი

კონკურისის თანაორგანიზატორი ორგანიზაციის "ენერგოეფექტურობის ცენტრი"-ს წარმომადგენელი
ბატონი გიორგი აბულაშვილი

მწერალი
ბატონი გია არგანაშვილი

მწერალი
ბატონი არმენ არუთინოვი


მწერალი
ბატონი ირაკლი ლომოური

ჟურნალისტი
ბატონი მიშა რატიანი

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი
ბატონი ოქტაი ქაზუმოვი




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 22 სექტემბერი, 2017 12:42:37
საკონკურსო ნაწარმოებები გადაეცა ჟიურის შესაფასებლად

ველოდებით შედეგებს


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 ოქტომბერი, 2017 13:10:11
ფინალური შეფასებები მიღებულია

8 ოქტომბერს გამოცხადდება შედეგები

მანამდე აქ განვათავსებ მოთხრობებს


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 ოქტომბერი, 2017 15:50:16
შეგიძლიათ განიხილოთ მოთხრობები
დაწეროთ რა მოგეწონათ და რა არა

ავტორებს ვთხოვ არ მიანიშნონ თავისი ვინაობა
არაავტორებს შეუძლიათ იმსჯელონ ავტორის ვინაობაზე


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 6 ოქტომბერი, 2017 15:58:00
მოთხრობები დალაგებულია ნომრების რიგითობის მიხედვით.
ასეთი ნომრებით გადაეცა ისინი ჟიურის
ნომრები მინიჭებულია შემთხვევითი წესით და არ გამოსახავს მათი გამოგზავნის რიგითობას


1 2 3 4 5 6

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი