მივესალმები კონკურსის მონაწილეებს, ფინალისტებსა და ჟიურის წევრებს (როგორც იქნა შემოვაღწიე ფორუმზე ვულოცავ გამარჯვებულებს.
რაც შეეხება ჩემს მოთხრობას: თემატიკიდან გამომდინარე შევარჩიე ერთგვარად „დოკუმენტური“ სტილი ძუნწი მხატვრული ელემენტებით. ჟიური, როგორც ჩანს, ნეიტრალური აღმოჩნდა ასეთი გადაწყვეტისადმი. მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ჩემი მოთხრობა არ ჩაიკარგა და კრებულში დაიბეჭდება.
კონკურსის ყველა მონაწილეს შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
რამდენიმე მოთხრობა წავიკითხე და ვერ ვიტყვი, რომ მოვიხიბლე. ზოგი იქამდეა კარგი, სანამ ენერგოეფექტურობა "ჩაეკვეხება" მოთხრობაში. ადვილი არ უნდა იყოს შეკვეთილ თემაზე წერა.
ბოდიში ზედმეტი პირდაპირობისთვის
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა საიტს, კონკურსის ორგანიზატორებს, კონკურსის ჟიურის და წევრებს . პერსონალური მადლობა ბატონ მიშას დამატებითი პრიზისთვის, წუხელ მივიღე და გმადლობთ