ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“

1 2 3 4 5 6
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 19:26:46
#04  წასვლა

ავტორი ლელა ცუცქირიძე

კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა

ვარ ლელა ცუცქირიძე,  მწერალი.    ვწერ  როგორც დიდებისთვის,  ასევე  ბავშვებისთვის, როგორც ლექსებს, ასევე  მოთხრობებს. 
 
აზარტის გამო J  ამასთანავე  ვფიქრობ,   რომ  ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 
ამ  თემატიკაზე  უნდა იწერებოდეს  ბევრი ტექსტი ( ნარატივიც და საინფორმაციო-შემეცნებითიც),  როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს

შენიშვნები არ მაქვს   საიტს ვუსურვებ ბევრ  მკითხველს და ხარისხიან ლიტერატურას,  კონკურსს - მეტ მონაწილეს, ორივეს - წარმატებას.
ყველაზე მთავარი გამომრჩა და ჩაწერეთ აუცილებალდ: ურაკპარაკს ვუსურვებ   გამორჩეული  კონკურსის,  "ლიტბუნიობის"  დაბრუნებას. 



ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 19:30:06
#05  თეთრი და შავი

ავტორი გია ხუბუა

კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა

ჩემს შესახებ: ვცხოვრობ ზუგდიდში, ვმუშაობ აფხაზეთში, სადაც ვატარებ დროის უდიდეს ნაწილს. დიდი ხანია ვიბეჭდები ქართულ სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში.
დაწერილი მაქვს ასზე მეტი მოკლე მოთხრობა და ნოველა, სამი რომანი, ოთხი პიესა და ა. შ. გამოცემული მაქვს ათი წიგნი.
მონაწილეობა მივიღე ჩემი, როგორც მწერლის, ცნობადობის გაზრდისათვის (პროვინციაში ცხოვრება ხელს მიშლის ლიტერატურულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობაში),
მით უმეტეს, რომ მქონდა მოთხრობა, რომელიც, ჩემი აზრით, აკმაყოფილებდა კონკურსის მოთხოვნებს.. 


თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს
შენიშვნები არ მაქვს. საიტს და მის კონკურსებს ვუსურვებ მეტ ფინანსურ მხარდაჭერას სპონსორებისგან.




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 19:36:11
#06  შიზოფრენიული სონეტი

ავტორი ნიკოლას მაჩაბელი  ( ფსევდონიმი )

კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა

ვარ ახალგაზრდა ავანტიურისტი პოეტი და ლიტერატორი. რომლის დევიზია მექსიკური გამოთქმა "დაგვმარხეს მაგრამ არ იცოდნენ რომ თესლები ვიყავით"

რატომ მივიღე მონაწილეობა ენერგოეფექტურობის კონკურსში
პირველ რიგში იმიტომ რომ ვარ ბუნების და ენერგიების მოტრფიალე, მჯერა ფიზიკის, მეტაფიზიკის, ბუნების ძალების, ბუნების ენერგიების,
აგრეთვე იმიტომ რომ პროფესიით ვარ გეოგრაფი და ჩემთვის საკმაოდ ნაცნობია განახლებადი ენეგიების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროს არსებობაში.
და ბოლოს იმიტომ რომ ეს თემა ყველაზე ლიტერატურულად და რომანტიულად მივიჩნიე, მითუმეტეს თუ მას ადამიანურ ურთიერთობებთან გავაიგივებდი
და შედარების სახით წარმოვაჩენდი განახლებად ენერგიებს, როგორც სიყვარულს ურთიერთობებში


თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს
შენიშვნები "ლილეს" მიმართ არ მაქვს, საკმაოდ გამართული და წინასწარგაწერილი და ისეთი კონკურსია რომ ორგანიზატორები აშკარად იცავენ თავისავე დადგენილ წესებს და ეს ძალიან მოსაწონია,
"ურაკპარაკის" მიმართ იქნებოდა ეს არეული დარეული თემები ფორუმზე ცოპტა დალაგდეს, ძალიან ბევრი არაააქტიური და უფუნქციო თემებია და რომ წაიშალოს







ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 19:44:23
#07  მერების შეთანხმება

ავტორი თემურ ტაბატაძე

კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა
გამოვეცი 6 წიგნი. მიღებული მაქვს: ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის ,,წმინდა ნინოს ჯვრის’’  მედალი. ლექსები  შევიდა ფესტივალის ფარგლებში გამოცემულ 2015-16 წ.წ. კრებულებში.
საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის  ,,მეორე მსოფლიო ომის გმირები’’ -ნახევარფინალისტის დიპლომი.
საავტომობილო კონცერნის  ,,ლადა-ვესტას’’  საერთაშორისო ლიტ. კონკურსის პირველი პრიზის მფლობელი.
საბერძნეთის  ,,ანტიკური ფურცლების’’ ლიტ.კონკურსის ნომინანტი.
ლონდონის ევროპისა და აზიის შემოქმედთა გილდიის საერთაშორისო  ლიტ.კონკურსის ნომინანტი. მიწვეული ვარ მ/წ ოქტომბერში ქ. სტკოჰოლმში, დასკვნით ცერემონიაზე.
ნომინირებული ვარ საერთაშორისო ლიტ. კონკურსში  ,,მწერალი - 2017,’’ რომლის დასკვნითი ეტაპი გაიმართება 2018 წლის მარტში.

ონკურსმა დამაინტერესა. თემატიკა მნიშვნელოვანი და აქტიუალურია. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომლებმაც მოძებნეს კავშირი ლიტერატურასა და უმნიშვნელოვანეს პრობლემას შორის.

თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს
ჩემი აზრით, ეს სინთეზი მომავალშიც გაამართლებს და ამიტომ კარგი იქნება თუ კონკურსი ყოველწლიური გახდება
(რა თქმა უნდა, გლობალური დათბობის ძირითადი თემატიკის სხვადასხვა განშტოებით). 
აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის გარკვეული წილი ხომ ,ინფორმაციის გავრცელებაზეც მოდის. მასობრიობაზე, კონკრეტული ადამიანის თვითშეგნებაზე.
ურაკ-პარაკი არის ყველაზე მაგარი ლიტ. საიტი. ამით ყველაფერია ნათქვამი:

(ეს ლექსი თავის დროზე ექსპრომტად დაიწერა)
ოჯახი გახდა ჩემთვის ურაკი,
უკიდეგანო სიგრძე-სიგანით,
უკვე არ მეთქმის პოეტს დურაკი, 
,,ქებათა-ქება’’ მერგო დიდძალი.
აქ საოცარი სივრცეებია,
ცისფრად ლივლივებს ,,ლექსების ყანა,’’ 
გულის სიღრმეებს ეხეთქებიან,
მუზები შეშლილ ზღვის ტალღებს გვანან.
აქ, ,,მორცხვი მთვარე’’ ეტრფის ,,დიანას,’’
,,ვარსკვლავთმრიცხველი’’ თვლებს ფანტავს ქარში,
,,პუშკინი’’ უხვევს  ,,დანტეს’’  იარას,
,,გაზრდილი’’  ,,გამზრდელს’’ დამბაჩას ახლის.
აქ  ,,თემუჩინი’’ - ყაენი ჩინგიზ,
სონეტებს თარგმნის, აცოცხლებს შექსპირს,
ერთი მრევლი ჰყავს ტაძარს და მიზგითს,
მათი ხატია ფარვანა ლექსი.
რა საოცარი ფერთა სხივია,
ამდენი შლეგი შეყრილი ერთად,
პარნასისაკენ ერთად ივლიან? ...
ღმერთმა ისურვოს! ... ატაროს ღმერთმა!







ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 19:46:58
#08  ცისარტყელა

ავტორი კონსტანტინე ქარდავა

კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა
მე ვარ კონსტანტინე ქარდავა - ამჟამად ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის სპეციალობაზე (მაგისტრატურის მეორე კურსი).
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მივიღე ორი მიზეზით: ბაკალვარიატში ვსწავლობდი ეკოლოგიის მიმართულებაზე და ასევე ძალიან მიყვარს წერა.
ამრიგად წერისა და ეკოლოგიისადმი ინტერესები ამ კონკურსში მონაწილეობით გაერთიანდა.

თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობას ვუხდი საიტ ურაკპარაკს აღნიშნული კონკურსის შესახებ ინფორმაციის განთავსებისთვის ინტერნეტსივრცეში
და ზოგადად ამ ლიტერატურული კონკურსის თანადგმოისთვის. ვისურვებდი, რომ მომავალში კიდევ მრავალჯერ ჩატარებულიყოს ლიტერატურული კონკურსები
ასეთ სპეციფიკურ და ორიგინალურ თემატიკაზე მისი აქტუალობიდან გამომდინარე.










ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 19:53:42
#09  დედა, მე და ლონდონი

ავტორი სოფიო მილაძე

კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა
განსაკუთრებული რა უნდა გითხრათ? მიყვარს კითხვა, კარგი ლიტერატურა და ადამიანები თავისი მრავალფეროვანი ისტორიებით
კონკურსი საინტერესო იყო ყველა პირობით. გარკვეულწილად საკუთარი თავი გამოვცადე

თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს
ურაკპარაკს ვუსურვებ გემოვნებიანი მკითხველისა და ავტორების სიმრავლეს. კარგი იქნებოდა, ნაწარმოებთა მოცულობა რომ არ იზღუდებოდეს






ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 19:56:54
#10  ტრაქტორის ნაწილები

ავტორი ქეთევან ბარნაბიშვილი

კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა
მე ვარ ქეთევან ბარნაბიშვილი. ბოლო ერთი წელია აქტიურად ვწერ პროზაულ ნაწარმოებებს. წერა ძალიან მიყვარს და ვცდილობ სხვადასხვა პერსონაჟის სახით გადმოვცე სათქმელი.
ვცდილობ ჩემი ნაწარმოებები იყოს ნამდვილი ამბების მსგავსი და ახლოს იყოს რეალურ ცხოვრებასთან.
ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ჩემთვის იყო დიდი გამოწვევა. თემატიკიდან გამომდინარე, მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა დავი გამერთმია მითითებებისთვის. ვეცადე სახალისო ამბავი მომეფიქრებინა.
ჩემი ლიტერატურული ფსევდონიმია "ორპირი ქარი". 

თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს
კონკურს "ლილეს" შესახებ ურაკპარაკიდან შევიტყვე  და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო.
ყველა კონკურსში ვღებულობ მონაწილეობას, რადგან მიყვარს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. 
ძალიან მიყვარს საიტი ურაკპარაკი. მინდა რომ იყოს ძალიან აქტიური და ხშირი დისკუსიები იმართებოდეს, ავტორებსა და ნაწარმოებებზე.
ჩემი აზრით მეტი რეკლამა და პროპაგანდაა საჭირო რომ ურაკპარაკის შესახებ მეტმა ავტორმა თუ მკითხველმა გაიგოს.
ჩემი აზრით ლიტერატურულ პორტალ ურაკპარაკს თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში მნიშვნელობანი წვლილი შეაქვს.




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 20:00:36
#11  თხილიანა

ავტორი მზია თვალაბეიშვილი

კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა
დავიბადე თბილისში
დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1994 წლის აპრილიდან მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ და ვმუშაობ ბელგიაში. ვარ ანტვერპენის პირველი ინსტანციის სასამართლოს ნაფიცი თარჯიმანი.
ვწერ მოთხრობებსა და ლექსებს, ვხატავ (ბელგიაში მონაწილეობა მივიღე მოყვარულ მხატვართა გამოფენებში),
ვარ კალიგრაფი (2011 წელს საქართველოში ჩატარებული კალიგრაფიის კონკურსის პრიზიორი) და რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი/ ნომინანტი პროზასა და პოეზიაში.
ჩემი ნაწარმოებები შესულია ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში.
ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება ძალიან აქტუალური თემაა ევროპაში და მოხარული ვიქნები, თუ საქართველოშიც შესაძლებელი გახდება ქარის, მზის და ენერგიის სხვა წყაროების გამოყენება,
რაც დადებითად იმოქმედებს ეკოლოგიაზეც. ამიტომ სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა თემატურ კონკურსში.

თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს
ლიტერატურული პორტალი „ურაკპარაკი მომწონს( როგორც უკვე ვთქვი, ვერ შევდივარ. თორემ ვიაქტიურებდი).




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 20:15:01
ახლა ჟიურის შეფასებები

უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ცოტა ნაწარმოები შემოვიდა კონკურსზე, რაც მოულოდნელი იყო
რაც შემოვიდა, მათ მიმართაც ჟიურის განწყობა არც თუ ისე დადებითი იყო.
ცხადია მეტ-ნაკლებად, მაგრამ ზოგადად ჟიური თვლიდა, რომ არ იყო მაღალი დონის მოთხრობები.
გაცილებით უკეთეს ნაწარმოებებს ელოდა ჟიური.

ეს ალბათ თემატიკის ბრალოა
ალბათ ძნელია წერო ასეთ თემატიკაზე, თუმცა მეტი მოწადინების შემთხვევაში ალბათ ყველა მონაწილეს გაცილებით უკეთესად გამოუვიდოდა

ასეაა თუ ისე, შედეგები გამოქვეყნდება და თავად იმსჯელეთ
თუკი კონკურსზე და ნაწარმოებებზე აზრის გამოთქმის სურვილი გაუჩნდება, ყველა მსურველს დიდი სიამოვნებით მოვუსმენთ.

ახლა გამოვაქვეყნებთ ამ 11 მონაწილის შეფასებებს. ხოლო ამათგან 5 ყველაზე მაღალქულიანის შეფასებებს ( და შესაბამისად გამარჯვებულებსაც ), ცოტა მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ
გთხოვთ გაითვალისწინოთ რამოდენიმე ნიუანსი:
ეს 11 მოთხრობა შედის კრებულში.
გაითვალისწინეთ:  მათი ამ ეტაპის შეფასება მხოლოდ ფარდობითია.
ანუ ჟიურის წევრის აზრით ყველაზე საუკეთესოს ამ 11-ში ეწერება აუცილებლად 10 ქულა და ყველა დანარჩენი ფასდება მასთან მიმართებით
ნებისმიერი ქულა შეიძლება დაიწეროს ნებისმიერი რაოდენობით, გარდა ერთი ათიანისა, რომელიც აუცილებლად უნდა დაეწეროს ჟიურის აზრით შედარებით უკეთეს მოთხრობას





ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 20:32:52
შეფასება ენერგოეფექტურობის კუთხით
ლურჯად მონიშნული შეფასებები დაკორექტირდა ( დაკორექტირების შესახებ იხილეთ ამავე თემის პირველი პოსტი, კონკურსის წესები )




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 20:33:57
დაკორექტირების შემდეგ ამ შეფასებებს აქვთ ასეთი სახე:






ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 20:35:24
ეს არის შეფასებები ლიტერატურული კუთხით
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს არის ფარდობითი შეფასებები და არ გამოხატავს ჟიურის წევრის აბსოლუტურ შეფასებას




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 20:36:20
ესეც ლიტერატურული შეფასებები კორექტირების შემდეგ






ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 20:45:18
ესეც ჯამური შეფასება და შესაბამისად ამ თერთმეტ ნაწარმოებს შორის ადგილების გადანაწილება
ამის შემდეგ, ამათგან 5 ყველაზე მაღალქულიანი ნაწარმოები თავიდან შეაფასა ჟიურიმ.
ახლა უკვე ლიტერატურული კუთხით მხოლოდ და თანაც აბსოლუტური შეფასებით
აქ აღარ იყო აუცილებელი 10 ქულის დაწერა და ჟიურის წევრს ქულებით უნდა გამოეხატა მისი დამოკიდებულება შესაბამისი ნაწარმოების ხარისხისადმი.
ხუთეულის განმეორებით შეფასებებს რამოდენიმე საათში მოგაწვდით








ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 20:46:40
შეგიძლიათ განიხილით შედეგები და გამოთქვათ აზრი
საინტერესო იქნება თითოეული მოსაზრება

ნინო ქადაგიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 20:51:02
სათაური რომ სწორად ეწეროს ჩემს მინიატურას, ძალიან გამიახრდებოდა     რუფინე -ქერისფერი .... დანარჩენი, რა ვთქვა, ჟიური ჰყავდა კონკურსს და უკეთესი იქნებოდა, მათ ეთქვათ , მოვუსმენდით

მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები ყველას.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 22:09:12
ბოდიშს მოვუხდით ნინოს სათაურის დამახინჯებისთვის
შეფასების ცხრილშია  მხოლოდ დამახინჯებული მექანიკური შეცდომის გამო
ჟიურის წევრებს სწორი სათაურით გადაეცათ ნაწარმოები სესაფასებლად

იმედია გვაპატიებთ ამ მექანიკურ შეცდომას 

ნინო ქადაგიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 22:46:34
მექანიკურს არა უშავს,  ნიკი

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 22:46:56
ახლა დროა ფინალური შეფასებებიც განვათავსოთ

წინა ეტაპის და ამ შეფასებებში ჟიურის ერთიდაიგივე წევრი ერთიდაიგივე ნომრითაა აღნიშნული






ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 22:50:59
ასე და ამრიგად, კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა და პირველი პრიზი -400 ლარი გადაეცემა
მოთხრობისათვის
რუფინე ქერისფერი
ნინო ქადაგიძეს

ვულოცავთ მას ამ წარმატებას
მრავალი გამარჯვება მიგველოცოს 
1 2 3 4 5 6

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი