ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“

1 2 3 4 5 6
ავტორი შეტყობინება

ნინო ქადაგიძე
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 22:55:08
ვაიი, მადლობაა, ამ ცხრილებით ისე ავიბენი არ ველოდი 
მადლობა ნიკი და მადლობა ჟიურის

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 22:57:40
ერთნაირი ჯამური ქულებით შეფასდა
ლევან ლორიას  - არ გავაბრაზოთ დედამიწა და
ლელა ცუცქირიძის - წასვლა

მაგრამ კონკურსის პირობების გათვალისწინებით, წინა ეტაპზე დაგროვილი ქულების მიხედვით

მეორე ადგილზე გავიდა და მეორე პრიზი -250 ლარი გადაეცემა
მოთხრობისთვის
წასვლა

ლელა ცუცქირიძეს

ვულოცავთ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალი პრიზის მოპოვებას




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 23:01:05
შესაბამისად მესამე ადგილზე გავიდა და პრიზი -150 ლარი გადაეცემა
მოთხრობისთვის
არ გავაბრაზოთ დედამიწა

ლევან ლორიას

ვულოცავთ წარმატებას და მასაც ბევრ კონკურსში გამარჯვებას

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 23:04:41
კონკურსის წამახალისებელი პრიზი, მე-4 -მე-10 ადგილზე გასული ყველაზე პატარა მონაწილისთვის
გადაეცემა

კონსტანტინე ქარდავას

ვულოცავთ მას ამ პრიზს და ვუსურვებთ მომავალ კონკურსებში საპრიზო ადგილს


ლ. ლორია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 23:05:51
რა ლამაზი ღამეა,  ასე მგონი თბილისმა საჩუქარი გამიკეთა,  ვულოცავ ნინოს და ლელას, 1000-1000 მადლობა ჟიურის , ურაკპარაკს და  ნიკის  <3  

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 23:07:47
გარდა ამისა, დაწესებული იყო პრიზი ჟიურის ერთერთი წევრისგან ბატონ მიშა რატიანისგან
ორიგინალური საავტორო ტექსტისთვის

თუმცა ის იმდენად უკმაყოფილო დარჩა საკონკურსო ტექსტებით, რომ ასეთი ორიგინალური ნაწერი ვერ გამოარჩია

ლ. ლორია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 23:09:12
ხო რა თქმა უნდა  1000  ბოდიში  11-ეულის სხვა მონაწილეებს, თუმცა  ვთვლი რომ  ისინიც გამარჯვებულები არიან  და ვულოცავ 

ნინო ქადაგიძე
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 23:13:31
ძალიან  გამიხარდა ლელას და ლევანის წარმატება ლელას გუშინდელ გამარჯვებას აქაც ვულოცავ წლის საუკეთესო ნაწარმოებებისთვის პროზასა და პოეზიაში ,  წარმატებები კონსტანტინეს და კონკურსის სხვა მონაწილეებს. უღრმესი მადლობა ნიკის და ჟიურის წევრებს გარჯისთვის .

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 23:25:52
არ დამამთავრებინეთ ჟიურის წევრის პრიზის ამბავი 


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 23:28:36
სწორედ ამიტომ, რაკიღა ვერ გამოარჩია ორიგინალური ნაწერი
გადაწყვიტა:

პირველ ადგილზე გასულს გადაეცეს 100 ლარი
მეორე და მესამე ადგილზე გასულებს კი 50-50 ლარი

შესაბამისად ნინო ქადაგიძე მიიღებს 500 ლარს
ლელა ცუცქირიძე  300 ლარს
ლევან ლორია 200 ლარს

დიდი მადლობა ბატონ მიშას ამ პრიზისთვის და კიდევ ერთხელ ვულოცავთ გამარჯვებულებს 



ლ. ლორია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 ოქტომბერი, 2017 23:31:37
  რა მაგარია, მადლობა  თანაც ერთი  კი არა  ათასი  <3     

ქეთიკა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 00:40:47
ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს.

მადლობა ჟიურის და ორგანიზატორებს. 

ცხრილების ბევრი ვერაფერი გავიგე. როგორც მივხვდი მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები დავიკავე.
მიხარია და მადლობა ჟიურის წევრებს.

თხოვნა მექნება მათთან გამიზიარონ შთაბეჭდილებები ჩემს მოთხრობაზე.

სხვა ნაწარმოებებზე ვერაფერს ვიტყი, სამწუხაროდ ვერ მოვახერხე წაკითხვა რასაც აუცილებლად გამოვასწორებ.

ძალიან კარგი კონკურსი იყო, მიხარია რომ მივიღე მონაწილეობა.

jonatan livingstoni
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 00:48:15

ვულოცავ კონკურსის ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით გამარჯვებულებს !

როგორც თავადაც ნახეთ, მაინცდამაინც დიდი არჩევანი არ ჰქონდა ჟიურის, არც ხარისხობრივად და არც რაოდენობრივად

მთლად ბატონი მიშასავით "ქოში უკუღმა არ მიყრია", მაგრამ....

მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს, რომ ჟიურის სრული თავისუფლება მიანიჭა

უამრავ წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ ყველას!

ნინო ქადაგიძე
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 07:58:16
უი, ისეთი აჯიტირებული ვიყავი წუხელ, მართლა არ ვაცადე ნიკის ბოლომდე აზრის დასრულება. მოკლედ, უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადო კიდევ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ კონკურსის ჩატარებაში.
ვწუხვარ რომ ჟიურის არ ჰქონდა დიდი არჩევანი, უღრმესი მადლობა ბატონ მიშავს  დამატებითი თანხისთვის.  რადგან ასეა, ერთ პატარა საიდუმლოს გავამხელ, რომ ჩაფიქრებული მქონდა თუ კონკურსში გავიდოდი ამ  თანხას პატარა საქველმოქმედო საქმეს მოვახმარდი. ცხოვრება ხომ მხოლოდ ლიტერატურა არაა , " ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობსო : ჰოდა, მადლობა თქვენ ადამიანებო და შეგიწიროთ უფალმა კეთილად, მე  ამ თანხით ოეი გარდაცვლილი ადამიანის სულს გავახარებ საიქიოში და სააქაოში კიდევ - სხვების, ღმერთიც არა მგონია გულგრილი დარჩეს  ამ სიკეთის მიმართ და მადლბა მას და მადლობა თქვენ რომ მომეცით ამის საშუალება.
კიდევ ორ კონკურსს ველოდები, ჩოხელის და ინანიშვილის, 2015 ში ჩოხელზე პირველი ადგილი ავიღე,მ ინანიშვილში - მეორე, იმედია წელს არ გამიწყრებაქ ღმერთი და იქნება იქაც სამეულში გავიდე და ის თანხაც მიემატება ამ საქმეს....  ჰოდა , ძალიან დიდი მადლობა ყველას, სამინისტროდან დაწყებული, ჟიურით, მონაწილეებით, ნიკით, საიტით და თითოეული მკითხველის ჩათვლით <3 წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას <3

ნინო ქადაგიძე
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 08:00:01
სამსახურში გავრბივარ და ბოდიშიც მომითხოვია არეული და გაუმართავი ტექსტისთვის

ლელა ცუცქირიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 08:47:23
ნინო, ლევან, გილოცავთ! 
დიდი მადლობა  კონკურსის ორგანიზატორებს და ჟიურის.   
ბატონმიშა,  პირადი მადლობა დამატებითი ბონუსისთვის  და ბოდიში ტექსტიზა
წარმატებები ყველას

მიშა რატიანი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 13:38:52
ციტატა:
მთლად ბატონი მიშასავით "ქოში უკუღმა არ მიყრია", მაგრამ....


ანუ ჩემი ქოში ყოფილა მიზეზი!

მიშა რატიანი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 13:44:28
ვაჰ, ამდენი ვწერე და მხოლოდ პირველი ფრაზა წამოვიდა!

მიშა რატიანი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 13:45:30
ხვალიდან ვიწყებ ჩემი სათქმელის გამოქვეყნებას ნაწილ-ნაწილ...

მიშა რატიანი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 13:46:53
მთავარი განცხადების გაკეთება მოვასწარი, თორემ უკვე მეორედ შემიმოკლა ერთ ფრაზამდე პოსტი საიტმა. სად შემიძლია ამდენი მე - ასაკოვანსა და ავადმყოფ ბერიკაცს?!
1 2 3 4 5 6

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი