ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“

1 2 3 4 5 6
ავტორი შეტყობინება

მიშა რატიანი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 13:48:55
გაუძელით, ცალ-ცალკე მიწევს დაპოსტვა! - ვფიქრობ, ჟიურის ყველა წევრი ვალდებულია ორიოდე სიტყვით მაინც გამოხატოს საკუთარი განწყობა და შთაბეჭდილება კონკურსისადმი. სხვაგვარად რაღაც განყენებულ კასტად გამოვიყურებით, რომელსაც ყველაფერი ეპატიება და არავისთანაა ანგარიშვალდებული.

მიშა რატიანი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 13:51:42
დიახ, ქოშუკუღმაყრილი შევეხმიანე კონკურსის მასალების კითხვისას ჟიურის ზოგიერთ წევრს (სახელს არ ვიტყვი), მაგრამ, იმედია გჯერათ, ყოველგვარი ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე მოხდა ქულების დაწერა... და აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ერთნაირი თვალით წაგვიკითხავს და შეგვიფასებია ნაწერები (ეს უკვე ძალიან, ძალიან კარგია!).

მიშა რატიანი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 13:53:48
იმედია, ჩემს გაბრაზებას ჟიურის სხვა წევრები ოდნავ მაინც წააყრიან ნაცარს... ან პირიქით, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას!

მიშა რატიანი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 13:54:36
ჩემი გულითადი სალამი საიტსა და მწერალ-მკითხველთა პატივცემულ საზოგადოებას!

მიშა რატიანი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 13:56:17
ნიკი, აბზაცის ფუნქციაა გაუქმებული თუ რა ხდება? - ჩემი ამბავი მოგეხსენება და, მოკლედ რა მათქმევინებს? - ასე ლუკმა-ლუკმა ვწერო?

მანანა კაკაჩია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 14:58:14
სადაა მოთხრობები?

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 17:26:16
"მანანა კაკაჩია" დაწერა:
სადაა მოთხრობები?


ამავე თემაში დევს ქალბატონო მანანა, წინა გვერდებზე ქვემოთ ( და ზემოთაც ) რიცხვები წერია 1 2 3 4 5  და ამ რიცხვებზე დაწკაპუნებით გადადიხართ პირველ, მეორე და ა.შ. გვერდებზე
ახლა იმყოფებით ამ მომენტისთვის ბოლო, მე-5 გვერდზე


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 17:28:10
"მიშა რატიანი" დაწერა:
ვაჰ, ამდენი ვწერე და მხოლოდ პირველი ფრაზა წამოვიდა!


ეცადეთ გაგზავნაზე დაჭერამდე დააკოპიროთ გრძელი ტექსტი ბატონო მიშა, რომ თავიდან აკრება აღარ დაგჭირდეთ

ტაბულაცია არ მუშაობს, ტაბულაციას გადაყავხართ სხვა ადგილას
ამიტომ ტაბულაცია 4 ან რამდენიც გნებავთ პრაბელით შეცვალეთ ჯობია


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 17:30:13
ციტატა:
მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას!


რასაკვირველია
აუცილებელიცაა ბატონო მიშა
    აი ესეც 4 პრაბელიანი ტაბულაცია
აქვე ბარემ ბრჭყალებიც ვცადო "აი ბრჭყალებიანი ტექსტი"
თორემ შეიძლება ბრჭყალებზეც ჰქონდეს პრობლემა

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 17:31:24
ანუ ბრჭყალებზე არა აქვს პრობლემა
ტაბულაცია კი რამოდენიმე პრაბელით და ენთერით გააკეთეთ ბატონო მიშა

მადლობა დიდი კიდევ ერთხელ

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 21:42:59
კითხვა იყო დასმული ქულებთან დაკავშირებით და სავსებით მართებულად
რატომ იყო პირველი ეტაპის 11-ვე მონაწილის ქულებში სხვა მონაცემები ჯამში  და მეორე ეტაპის ხუთეულში სხვა
ამის მიზეზი მარტივია. პირველი ეტაპის ქულები მოცემული იყო მანდ კორექტირებამდე და ხუთეულის ქულები კორექტირების მერე
ამ კორექტირებას ხუთეულში გადამსვლელ მოთხრობებზე გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ მაინც ვდებ აქ ორივე ქულებს
სადაც ფერებით ნაჩვენებია ის ქულები, რაც დაკორექტირდა, ხოლო ნაწარმოების დასახელებებში ისინი, რომლებსაც ადგილი შეეცვალათ ( თუმცა ორივე გადავიდა ფინალურ ხუთეულში )





არმენ არუთინოვი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი, 2017 23:53:12
          მოგესალმებით, მეგობრებო!
          პირველ რიგში ვულოცავ გამარჯვებულებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს! ღირსეული გამარჯვებულები გვყავს და ეს ნამდვილად მეამაყება.
          სიმართლე გითხრათ, ავტორების ვინაობის გაგების შემდეგ მეუხერხულება კიდეც, რომ მათი ნაღვაწის ქულებით შეფასება მომიხდა (ზოგი მათგანის შემოქმედების გულშემატკივრებისა და თაყვანისმცემლების რიგში მეც ვარ); მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მგონი სრულიად ობიექტური ვიყავი მათი მოთხრობების შეფასების დროს.
          ვცდილობდი, ძალიან კრიტიკული არ ვყოფილვიყავი, რაც ხან გამომდიოდა, ხან - არა.  ზოგი მოთხრობა ცუდად დაწერილი საშინაო დავალების შთაბეჭდილებას ტოვებდა, ზოგი მხოლოდ ენერგოეფექტურობაზე დაწერილი თავისუფალი ნარკვევი მეგონა, ორგანულად კი მხოლოდ ერთი-ორ მოთხრობაში იყო ენერგოეფექტური თემატიკა ლიტერატურასთან გაზავებული, - სამწუხაროდ, ხელოვნურობას ვერ გაექცნენ უმეტესი ავტორები.
არ შემიძლია ცალკე არ აღვნიშნო მოთხრობა ,,ტრაქტორის ნაწილები", რომლის მიმართაც დიდი სიმპატიით განვეწყე და ცოტა გული დამწყდა, საპრიზო სამეულს მიღმა რომ აღმოჩნდა.
გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ორი ავტორი წაკითხვისთანავე ხელწერით ვიცანი, რაც შეფასებაზე ნამდვილად არ ასახულა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფაქტს არც აღვნიშნავდი. მათგან მხოლოდ ერთი მოხვდა ფინალურ ეტაპზე, მეორე, სამწუხაროდ, მის მიღმა დარჩა.
ყოველი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ჩემთვის, შეფასების დროს სახელმძღვანელოდ, რაღაცებს ვინიშნავდი, ასე ვთქვათ წერილობით ვფიქრობდი ხმამაღლა. თავიდან განზრახული მქონდა, რომ კონკურსის დასრულების შემდეგ სადმე აქ ერთად გამოვაქვეყნებდი. მაგრამ მთლიანობაში რომ შევხედე ჩემს ე.წ. შენიშვნებს, უმორჩილესად გთხოვთ, თუ ღმერთი გწამთ, ეს არ მომთხოვოთ, ჩემს ძალებს აღემატება  არა იმიტომ, რომ არაფერი მომეწონა, ქვა ქვაზე არ დავტოვე, უბრალოდ მართლა ძალიან გამიჭირდება ამის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში ყველა მოთხრობას ვერ შევეხები და მხოლოდ აქა-იქ თუ გამოვურევ ჩემს მოკრძალებულ აზრს. ისიც მხოლოდ აქ, ფორუმზე.
მაპატიეთ, რომ ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს ვიკავებ. იმედია მოვლენ სხვა ჟიურის წევრებიც და გულწრფელად მჯერა, რომ უფრო კომპეტენტური შეფასებების მოსმენის საშუალება გვექნება.

პატივისცემით,
ერთი რიგითი მკითხველი

ქეთიკა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 ოქტომბერი, 2017 02:00:52
გამახარეთ არმენ.

ჩემი "ტრაქტორის ნაწილების" მიმართ თქვენი სიმპათიის გამოხატვისთვის უდიდესი მადლობა. მინდოდა პოზიტიური მუხტი შემომეტანა.

ანანე კიკნაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 ოქტომბერი, 2017 13:12:09
გილოცავთ, ბევრი ბევრი წარმატება მომავალშიც.
აწი შევუდგები ნაწარმოებების კითხვას
თემური57
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 ოქტომბერი, 2017 15:21:37
ვულოცავ ხუთეულს წარმატებას!
არმენის განმარტება მისაღებია. ჩემი აზრით გულწრფელია და ამოტომ
მინდა მასაც ვუსურვო სიკეთე.
იდეის ავტორებს, როგანიზატორებს და შემფასებლებს განსაკუთრებული მადლობა,
კონკურსი ღირსეულად განასრულეს.
 
დავით_ა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 13 ოქტომბერი, 2017 16:14:37
დაგვიანებით ვულოცავ გამარჯვებულებს. დავით ალელიშვილი. "ნაზირ-ვეზირის" ავტორი.
დავით_ა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 16 ოქტომბერი, 2017 12:57:51
დავით ალელიშვილი
„ნაზირ–ვეზირი“
პირადი ელ–გზავნილი გვიან ვნახე, რისთვისაც მოვიხდი ბოდიშს და და ვეცდები უნებლიე ხარვეზი გავასწორო:

1) თანახმა ხართ თუ არა, რომ თქვენი მოთხრობა დაიბეჭდოს ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ გამოცემულ კრებულში დანარჩენ (ჯამში 11 ) მოთხრობასთან ერთად? ( მიუხედავად მის მიერ დაკავებული ადგილისა)

ამის  თაობაზე უკვე მქონდა პირადი საუბარი საიტის ადმინისტრატორთან ნ–კ–ი–სთან, რომლის მიმართაც გამოვხატავ პატივისცემასა აქაც და ზოგადად ამ საიტზე გაწეული მუშაობის გამო...
2) გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი ფოტო, თქვენი მოკლე წარდგინება მკითხველს
და ასევე მოკლედ, თუ რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა.

იგივე შეკითხვა საკუთარ თავსაც დავუსვი...)))
უფრო სერიოზულად შემიძლია ვთქვა – შეფასების პირველი მაჩვენებელი (ენერგოეფექტურობა) არანაირად არ მაღელვებს. ჩემთვის უფრო დამაფიქრებელია ის ქულები, რაც ჩემმა მოთხრობამ მეორე მაჩვენებლით (ლიტერატურული) მიიღო. ალბათ არ შეიძლება ჟიურის 7 წევრიდან ყველას ეშლებოდეს. მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებო. დავფიქრდები.

ისე, ზოგადად მოთხრობა ორ პატარა ბიჭზეა, ცხოვრებამ ერთს რომ არგუნა იმაზე დიდი იყოს, ვიდრე არის, მეორეს, კი, როგორც პატარა ბიჭების უმრავლესობას, უფრო უფროსი უნდა იყოს.

3) თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ ურაკპარაკსა და კონკურს ლილე-2017-ს

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა გამარჯვებულს. მოთხრობებს თვალი გადავავლე. ცოტას მოვიცლი და ყურადღებით წავიკითხავ. რომელიც მომეწონება, ავტორს პირადად დავუკავშიდები და ხოტბისასაც ვეტყვი...)))
პატივისცემას გამოვხატავ ჟიურის ყველა წევრის მიმართ.

4) გთხოვთ მიუთითოთ თქვენი დაბადების წელი არის 1991-ის მერე, თუ მანამდე
მოგეხსენებათ ერთი პრიზი ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეზეა.
1991 წელზე ბევრად ადრე დავიბადე. 



ზღაპრადმოსული
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 16 ოქტომბერი, 2017 19:40:01
  ყველა გამარჯვებულს ვულოცავ! მრავალი წარმატება მომავალშიც. გული დამწყდა მოთხრობა ,,ტრაქტორის ნაწილები'' რომ ვერ მოხვდა გამარჯვებულთა შორის, მომეწონა გამარჯვებული მოთხრობა ,,წასვლა''.
    მოგიკითხეთ ყველა.

ქეთიკა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 17 ოქტომბერი, 2017 14:51:50
ზღაპრადმოსულს მდლობა ჩემი "ტრაქტორის ნაწილებისთვის."
ეს სიტყვები გამარჯვების ტლფასია ჩემთვის.

ლელა ცუცქირიძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 17 ოქტომბერი, 2017 18:22:16
ზღაპრადმოსულს მადლობა  
1 2 3 4 5 6

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი