ფორუმი


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“

1 2 3 ... 7 8 9
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2019 20:55:09
ეს წერილი ნინო დარბაისელმა პირადი შეტყობინებით გამოგვიგზავნა.
ვულოცავთ დაბადების დღეს და  ვუსურვებთ წარმატებას!

მაშ ასე, ახალი კონკურსი

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 8 მარტი, 2019 20:56:46
ყურადღება !!!
”ურაკპარაკელთა” კონკურსი პოეზიაში
“მარტის ბლიცი”
- -

დღეს ჩემი დაბადების დღეა.
არ გამთქვათ და 58 წლის გავხდი.
ვიფიქრე, როგორ მივულოცო საკუთარ თავს ეს დიადი დღესასწაული  .... ლიტმცოდნეს და პოეტს ყველაზე მეტად რომ გაახარებს?..და ასეთი რამ მოვიფიქრე.



1. საკონკურსოდ მიიღება თავისუფალი ლექსი, რომლის მოცულობაც არ აღემატება 50 სტრიქონს.

2. ლექსის ავტორი უნდა იყოს საიტ ,,ურაკპარაკის” წევრი, (მნიშვნელობა არა აქვს წევრობის ხანდაზმულობას)

3. ლექსის წარმომდგენი შეიძლება იყოს თავად ავტორი ან ნებისმიერი საიტელი, ავტორთან წინასწარი შეთანხმებით. ავტორის მითითების სისწორეზე პასუხისმგებელია წარმომდგენი.

4. საკონკურსო ნაწარმოებს წინ აუცილებლად(!) უნდა დაერთოს წარდგინება - წარმომდგენის ტექსტი, რომლის მოცულობაც შეზღუდული არ არის,
მაგრამ მასში მინიმუმ, დასახელებული უნდა იყოს სამი  ობიექტური ან (სუბიექტური) მიზეზი, რითაც ეს ნაწარმოები ყურადღებას იმსახურებს. დასაბუთების ცდა - სასურველია, თუმცა არა - აუცილებელი.

5. წარმოდგენილ ნაწარმოებზე
აზრის გამოთქმა შეუძლია ყველას. ასევე, შეფასება ,,+1” ან ,,-1” ლექსის ავტორისა და სათაურის დასახელებით, შეუძლია დატოვოს ყველამ.

6. 20 მარტს, დღის 12 საათზე წყდება საკონკურსო ნაწარმოებების მიღება.

7. კონკურსის შედეგების შესახებ საბოლოო დასკვნას მიიღებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან თქვენი მონა-მორჩილი,  გია არგანაშვილი და მიშა რატიანი.

8. მთავარი პრიზი: პირველ სამ ადგილზე  გასული ნაწარმოებები ითარგმნება ინგლისურად, დაერთვის ავტორის ფოტო და ჩემი დაწერილი წარდგინება გავრცელდება ურაკპარაკით და ფეისბუქით, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არხებით.

9. ნებისმიერ მონაწილეს, წარმომდგენსა და კონკურსის გულშემატკივარს შეუძლია დააწესოს  და კონკურსის მიმდინარეობისას  გაასაჯაროოს თავისი სახელით ნებისმიერი პრიზი,
ნებისმიერ, მისთვის სასურველ თუ მის მოგონილ ნომინაციაში, ნებისმიერი პირისთვის ( გამარჯვებისთვის,
წამახალისებელი,  კარგი სათაური სთვის,  ორიგინალურობისათვის, საყურადღებო აზრისა თუ პოეტური სახისთვის, ლექსიკისათვის, პირადი სიმპათიისთვის  და ასე შემდეგ.
შესაძლოა, პრიზი კარგი წარდგენისთვის ან განხილვა- კომენტირებაში კარგი მონაწილეობისათვისაც.
(გულწრფელი კრიტიკა მისაღებია, მაგრამ კომენტარები, რომელიც არ შეესაბამება ურთიერთობისა და აზრის გამოთქმის ეთიკას ან ემსახურება ვინმეს პიროვნულ დაკნინებას,
წაიშლება და ადმინისტრაცია იმსჯელებს მათი ავტორისადმი შემდგომი რეაქციის შესახებ.

10. პრიზის ღირებულება და რაოდენობა შეუზღუდავია. ის შეიძლება იყოს, მაგალითად, წიგნი, საკუთარი შემოქმედების ნიმუში, მიძღვნილი მონაწილისადმი (ნახატი, მუსიკალური ნაწარმოები,
საკუთარი შექმნილი ნივთი, ნაქსოვი, ნაქარგი, რაიმე ხელთნაკეთობა და ა.შ.;
ორი ბილეთი  ფილმზე, წარმოდგენასა თუ კონცერტზე დასასწრებად.
დაპატიჟება კაფეში.
ყვავილები,
ნამცხვარი, ქილა მურაბა (განსაკუთრებით კაკლისა, თეთრი ბლისა, ლეღვისა,  საზამთროსი, გარგლისა, ლენკროტისა, შინდიც მაგარია და ა.შ) ჩურჩხელები -ხუთზე ნაკლები არ მიიღება, ერთი აცმა ლეღვის ჩირი, რბილი ....
მოკლედ, თან - საქმე, თან - ხალისი!
ვიწყებთ!

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 მარტი, 2019 00:51:32
ფეისბუქზე უკვე დავაკომენტარე ნინოს სტატუსი და აქაც გადმოვიტან ბარემ...

რაღაი ამ სტატუსს ვაზიარებ... თან გემიდან პირდაპირ მეჯლისზე მოვხვდი, სტატუსის ავტორის წყალობით და თანაც იუბილარიც გახლავთ იგი, - უპირველესად მას, ნინო დარბაისელს ვულოცავ დღევანდელ დღეს და...

მერე უკვე ყველა ქალბატონს, - სიყვარულით, სიხარულით გილოცავთ ქალების დღესასწაულს, ჩემო ძვირფასებო! მრავალს დაესწარით!

...და მივესალმები კონკურსს! - აბა, წარმატებები ყველას!

რაღა თქმა უნდა, უჩემპრიზოდ არც ეს კონკურსი ჩაივლის, მაგრამ ჯერ არც კი მომიფიქრებია ან რა ნომინაციას ავირჩევ და ან თავად პრიზი რისი მურაბა იქნება... იმედია, 20 მარტისთვის ჩამოვყალიბდები და აქვე მოგახსენებთ!

მიყვარხართ!

jonatan livingstoni
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 მარტი, 2019 13:15:23
ვულოცავ ქალბატონო ნინოს დაბადების დღეს და ამ  მშვენიერი კონკურსის გამოცხადებასაც !

რაღაცის დაზუსტება მინდა- ლენკროტი რა ხილია ?

ნინო დარბაისელი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 9 მარტი, 2019 16:55:39
ნიკი, მიშა, ჯონათან, მადლობა ჩემო კარგებო!
ლენკროტიო, არა?
დავგუგლე, ვიპოვე და თავისი დიდი ტექსტიანად გადმომაქვს.... და გული არ გაგისკდეთ, ყველაფერი არ ჩანს დამაჯერებელი აქ, მაგრამ საინტერესო კია.
https://www.google.com/amp/s/geotony.wordpress.com/2014/07/25/%25E1%2583%259C%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2593%25E1%2583%2595%25E1%2583%2598%25E1%2583%259A%25E1%2583%2598-%25E1%2583%25A5%25E1%2583%2590%25E1%2583%25A0%25E1%2583%2597%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598-%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%25E1%2583%2599%25E1%2583%2595%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%2598/amp/

ნინო დარბაისელი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 9 მარტი, 2019 16:59:45
https://geotony.wordpress.com/2014/07/25/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/amp/

ნინო დარბაისელი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 9 მარტი, 2019 17:41:09
საღამო მშვიდობისა!
ირიჟრაჟა თუ არა ჩემთან, ეშმაკობის ხასიათზე გამეღვიძა...
ეს - გადმომაქვს ჩემი გვერდიდან.

კონკურსი ‘მარტის ბლიცი ანუ  ,,მეფე და მხატვარი” ახლებურად
- -

გუშინ ,ნიკის” პირადი წერილი მივწერე,  საიტზე კარგ ლექსებს ვეძებ, ინგლისურად რომ ვთარგმნო, პოეზიაში  ბლიც-კონკურსის გამოცხადება მინდა და რას იტყვით-მეთქი.
კი, ბატონო, მაგრამ პირად გვერდზე არ გამოვა, იქ მარტო საკუთარი ნაწარმოების დადების უფლება გაქვთ და ფორუმზე გავხსნათ თემაო.
ასეც მოვიქეცით.
ფორუმს კი ვერა და ვერ შევეჩვიე.
გული აქეთ მომიწევს, თუნდაც იმიტომ, რომ გაცნობოთ:
იქ შემოდით, კონკურსების  განყოფილებაში ადვილად იპოვით  პირობებს. გავერთოთ და ვიმუშაოთ...

სულხან-საბას  ის იგავი ხომ გახსოვთ, მხატვარს  ცალთვალა მეფემ პორტრეტი რომ  შეუკვეთა და  გამოსავალი მოძებნა: მეფე ნადირობის მომენტში დახატა, რომ ცალი თვალი მოჭუტული ჰქონოდა?
გამახსენდა და  მეც მოვიფიქრე ასეთი გამოსავალი...

ხომაა ეს ლექსი, ანუ საკუთარი შემოქმედება?!
ჰოდა,  ვდებ.

***
მე ახალი რაღაც ვიცი
და არ უნდა ფიცი-მტკიცი,
თუ ფორუმზე შეიხედავ,
კონკურსია  თურმე “ბლიცი”.



ნია-კო
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 მარტი, 2019 12:19:38
სად უნდა გავაგზავნოთ საკონკურსო ნაწარმოები და თუ უნდა გამოვაქვეყნოთ, ალბათ მითითებული უნდა იყოს, რომ საკონკურსოა, ხო? და კიდევ ერთი, გამოქვეყნებული უნდა იყოს აქ, თუ არა?
მზია თვალაბეიშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 მარტი, 2019 13:12:49
მოგესალმებით, ნინო, გილოცავთ დაბადების დღეს და ბედნიერებას გისურვებთ თქვენს მშვენიერ ოჯახთან ერთად. მივესალმები ჟიურის წევრებს, ნიკის და ურაკპარაკელებს. ვიქნები პირველი მერცხალი და პრინციპით „ცდა ბედის მონახევრეა“ გამოვაქვეყნებ ჩემს ლექსს ძალიან მცირე წარდგინებით.

  სიყვარული და ვერაგობა – კაცობრიობის თანმდევი მარადიული თემა.  ლექსი კლასიკური ნაწარმოების  მსუბუქი და მომხიბვლელი „რიმეიკია“, აქვს რიტმული წყობა, შინაარსი და სიამოვნებით იკითხება.

ატლასის კაცი და აბრეშუმის ქალი
                          ანუ
      ოტელო და დეზდემონა

ატლასის კაცი იყო, პრიალა და მბზინავი,
თვალს რომ ვერ მოსწყვეტ ისეთი,
აი, კუნაპეტ ღამესავით შავი ატლასის.
„გარეთ ატლასი შიგნით ათასი“,
ათასი ფიქრი უტრიალებდა ...
– შავია და შახიაო, – ამბობდნენ ქალები
და გარს ეხვეოდნენ.
– შავი ჩემი თავიც მეყოფაო, – თქვა და
აბრეშუმის ქალი მოიყვანა ცოლად.
აი, ისეთი, თეთრი და სიფრიფანა აბრეშუმის,
საქორწინო ბეჭედში რომ გაეტეოდა.
შავ მეფეს თეთრი დედოფალიო, –
ყვიროდნენ ქორწილში და თან
შავსა და თეთრ ღვინოს ეძალებოდნენ..
უყურებდა  ქმარი ცოლს
და ნატრობდა: – შავ ფიქრებს გადამავიწყებსო.
შეთვრა მეჯვარე და იყვირა:
– ოტელოს და დეზდემონას გაუმარჯოსო!
ცუდი ხუმრობა იყო, არ მოეწონა ატლასის კაცს.
არ მოეწონა, ცუდად ენიშნა, მაგრამ არ შეიმჩნია.

მეჯვარე არც შავი იყო და არც თეთრი,
ნაცრისფერი იყო, ხორკლიანი,
ხორკლიანი შურით  შურდა.
იცოდა, ვერც ატლასის გახდებოდა ოდესმე
და ვერც აბრეშუმის ქალი ეღირსებოდა.
რასაც კი ეხებოდა, ყველაფერს ნაცარტუტად აქცევდა.
ბევრი ნაცარი აყარა თვალებში ატლასის კაცს,
სანამ ისევ არ გაუშავა ფიქრები,
გაუშავა და
აისრულა ხორკლიანი წადილი.

აღარ იყო აბრეშუმის ქალი და აღარ იყო ატლასის კაცი.

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 მარტი, 2019 15:23:48
ნინო დარბაისელს...

ნინო, იქნებ, როგორღაც მოხდეს საკონკურსო ლექსების ერთად თავმოყრა... აგერ, პირველი მერცხალიც გვყავს უკვე (მზია, მოგესალმები!) და რაღაი საკომენტარო სივრცეც აქვეა, შესაძლებელია, რომელიმე ნაწარმოები გამოგვრჩეს...

მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახი!

ნინო დარბაისელი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 10 მარტი, 2019 17:01:02
რაკი კონკურსი არის ღია და ბლიცი, ჩემი ჩანაფიქრით, ყველაფერი იდება აქ, ერთ ადგილზე.
ვიცი, ტექნიკურად ეს  მთლად მოსახერხებელი არ არის ჟიურისათვის, მაგრამ დრო ისეთი შემჭიდროებულია, ვფიქრობ, გავუმკლავდებით., მით უფრო , რომ სხვა ყველა ასპექტი უკიდურესად გამარტივებული გვაქვს. მერე ჩვენ, ჟიურის  შეგვიძლია, სადმე გადავიტანოთ ყველა ტექსტი, ან საუკეთესო ნაწილი და საბოლოო დასკვნა ისე გამოვიტანოთ.
წარმომდგენისა და წარმოდგენის წესების შესახებ რომ დავწერე, ზმნები “დასახელება” და “დასაბუთება” ავტორებსა და წარმომდგენებს ხომ არ დააბნევს-მეთქი, დავეჭვდი.
მადლობა ქალბატონ მზის თვალაბეიშვილს. მისმა  კომენტარმა დამარწმუნა, რომ ჩემი ეჭვი საფუძველს მოკლებულია

ნინო დარბაისელი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 10 მარტი, 2019 17:25:26
მიშა, ამ ჩვენს საყვარელ საიტს აქვს თავისი ტექნიკური ლიმიტები. სადმე, ცალკე ლინკად ან ლინკზე ად რომ დაიდოს ნაწარმოებები,  ამდენ გადასვლა-გადმოსვლაში პირადად მე გავწვალდები და აქ “ ჩამოსკროლვა” მირჩევნია.
გამოგიტყდები და მთავარი გვერდისთვის  გამარჯვებულების არჩევაშიც იმიტომ ვარ პასიური. ხშირად მინატრია, რა მოხდება, ეს ლექსები ერთად იდოს, ერთიანად წავიკითხავ და უკეთესობაც უფრო ადვილად გამოჩნდება- მეთქი... მაგრამ ეს უფრო ჩემი პრობლემა მგონია...

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2019 02:35:10
ციტატა:
მიშა, ამ ჩვენს საყვარელ საიტს აქვს თავისი ტექნიკური ლიმიტები


ტექნიკური ლიმიტები არ ვიცი მე... ახლა ავდგები და ლექსების შემოსვლის მიხედვით თან დავნომრავ, თან გავაწითლებ საკონკურსო მასალებს... ეგ არის და ეგ!

მიშა რატიანი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2019 02:37:30
N1 - მზია თვალაბეიშვილი

სიყვარული და ვერაგობა – კაცობრიობის თანმდევი მარადიული თემა. 
ლექსი კლასიკური ნაწარმოების  მსუბუქი და მომხიბვლელი „რიმეიკია“, აქვს რიტმული წყობა, შინაარსი და სიამოვნებით იკითხება.

ატლასის კაცი და აბრეშუმის ქალი
                          ანუ
      ოტელო და დეზდემონა

ატლასის კაცი იყო, პრიალა და მბზინავი,
თვალს რომ ვერ მოსწყვეტ ისეთი,
აი, კუნაპეტ ღამესავით შავი ატლასის.
„გარეთ ატლასი შიგნით ათასი“,
ათასი ფიქრი უტრიალებდა ...
– შავია და შახიაო, – ამბობდნენ ქალები
და გარს ეხვეოდნენ.
– შავი ჩემი თავიც მეყოფაო, – თქვა და
აბრეშუმის ქალი მოიყვანა ცოლად.
აი, ისეთი, თეთრი და სიფრიფანა აბრეშუმის,
საქორწინო ბეჭედში რომ გაეტეოდა.
შავ მეფეს თეთრი დედოფალიო, –
ყვიროდნენ ქორწილში და თან
შავსა და თეთრ ღვინოს ეძალებოდნენ..
უყურებდა  ქმარი ცოლს
და ნატრობდა: – შავ ფიქრებს გადამავიწყებსო.
შეთვრა მეჯვარე და იყვირა:
– ოტელოს და დეზდემონას გაუმარჯოსო!
ცუდი ხუმრობა იყო, არ მოეწონა ატლასის კაცს.
არ მოეწონა, ცუდად ენიშნა, მაგრამ არ შეიმჩნია.

მეჯვარე არც შავი იყო და არც თეთრი,
ნაცრისფერი იყო, ხორკლიანი,
ხორკლიანი შურით  შურდა.
იცოდა, ვერც ატლასის გახდებოდა ოდესმე
და ვერც აბრეშუმის ქალი ეღირსებოდა.
რასაც კი ეხებოდა, ყველაფერს ნაცარტუტად აქცევდა.
ბევრი ნაცარი აყარა თვალებში ატლასის კაცს,
სანამ ისევ არ გაუშავა ფიქრები,
გაუშავა და
აისრულა ხორკლიანი წადილი.

აღარ იყო აბრეშუმის ქალი და აღარ იყო ატლასის კაცი.

ნია-კო
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2019 10:28:20
მაინც არავინ მიპასუხა, ლექსი გამოქვეყნებული უნდა იყოს და გამოუქვეყნებელი

ნინო დარბაისელი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2019 12:46:59
კითხვა სადაც დამისვეს, იქვე ვუპასუხე, ანუ ჩემს პირად გვერდზე,  რომ  ლექსი აუცილებლად უნდა იყოს დადებული ურაკპარაკზე, ვიდრე საკონკურსოდ წარმოადგენდეთ.
თუ ბეჭდურად გამოქვეყნებას გულისხმობთ, მნიშვნელობა არა აქვს.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2019 13:02:15
აქაც იდო ეგ კითხვა ქალბატონო ნინო
ცოტა ზემოთ და გამოგრჩათ ალბათ
მაინც კარგია, რომ პასუხი გაეცა

ალბათ მასე ჯობია, გეთანხმებით
გამოაქვეყნოს თავის გვერდზე და ბმული მოიტანოს აქ  ( ამ პრინციპით ქალბატონ მზიას გამოსაქვეყნებელი აქვს ეგ ლექსი მაშინ და იქნებ გამოაქვეყნოს).
ან, იქაც გამოაქვეყნოს და აქაც
ან თუ გნებავთ, მე გავხსნი ცალკე თემას, სადაც გადავიტან მხოლოდ ლექსებს და ჩავკეტავ კომენტარის გაკეთების უფლებას
ერთად იქნება თავმოყრილი
რას იტყვით?

მოკლედ, ლექსების შეკრებაზე და გამორჩენაზე არ იდარდოთ, მე მოგაწვდით ერთად ყველას
მთავარია მეთოდი აირჩიოთ განთავსების

ნია-კო
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2019 13:04:19
დიდი მადლობა, მაპატიეთ, რომ ვერ წავიკითხე და გამომრჩა ჩემი თვალების ბრალია, წვრილ შრიფტს ვერ ვკითხულობ კარგად გმადლობთ კიდევ ერთხელ პასუხისთვის

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2019 13:05:00
"ნია-კო" დაწერა:
სად უნდა გავაგზავნოთ საკონკურსო ნაწარმოები და თუ უნდა გამოვაქვეყნოთ, ალბათ მითითებული უნდა იყოს, რომ საკონკურსოა, ხო? და კიდევ ერთი, გამოქვეყნებული უნდა იყოს აქ, თუ არა?


ბარემ უფრო დავაზუსტებ:  არა აქვს მნიშვნელობა გამოქვეყნებული იყო თუ არა აქ ან სადმე
მთავარი პირობაა, რომ აქ აუცილებლად უნდა იქნას გამოქვეყნებული
თუ უკვე იყო, შეიძლება წარდგინებასთან ერთად ურაკპარაკის ბმული ( ლინკი ) დადოთ ლექსის და თუ აქ არ იყო და სხვაგან იყო გამოქვეყნებული ( ან სულაც ახალია ),
მაშინ ჯერ უნდა გამოაქვეყნოთ და მერე მოგვაწოდოთ ბმული

ნია-კო
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 მარტი, 2019 13:33:25
გმადლობ, ნიკი. გაიხარე <3
1 2 3 ... 7 8 9

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი