ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ჩემი საყვარელი ლექსი

1 2 3 ... 44 45 46
ავტორი შეტყობინება

ანემონე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:12:44
უი ლელა შენც ფორუმის ხმამ არ დაგაძინა?

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:12:46
სათაური მოიფიქრე და გავხსნათ. და აქ ნუ აოფებთ, წავაშლევინებ ყველაფერს იცოდეთ. დღიურში ან პირადში მომწერეთ.
აქ საყვარელი ლექსი მხოლოდ

ანემონე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:13:37
აქ რა ბრაზიანი ხარ ნიიკ

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:16:18
ღრრრრრრრრრრრრრრრრრ   

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:16:58
ვახ ჩემი, სურათი უნდა შევიცვალო სიმონ, ან პრიჩოსკა მაინც

ნეკერა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:18:21
ამ ერთმა დილამაც დააწყო უშენო
თითები მინებზე და სუნთქვა შემიკრა_
ოქროსფერ ღილებით. კლდეს თავ-პირს უშენენ
უძილო ფიქრები და მესმის შენი ხმა.
და  ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი
კრიალა ზეცისას თვალებზე დავიფენ.
ვმშვიდდები_დროები­თ... და ჭრელი ნაჭრებით
დახუნძლულ ხესთან ვარ: ალიხე, მალიხე,
სალიხე... ალიხე... და ღმერთმა შეგინდოს!
დღეს ჩემი დამხრჩვალი ოცნება ჭინკებმა
ქირქილის თოკებით ბეღელში შეჰკიდეს.
სიბნელე...
სიბნელე!
სიბნელე!!!
იქნება სულშიდაც გათენდეს,
ოდესმე მოხვიდე ეგება!
და თვალებს ლეკვივით ამიხელს
მაგ ცხელი ტუჩების შეხება.

ხომ ხედავ,_ მე გნატრობ:
ალიხე, მალიხე, სალიხე...


ჩემი უსაყვარლესი ნუკრის უსაყვარლესი ლექსი...

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:23:32
ლამაზია, არადა ადრე მახსოვს, ეს ლექსი მგონი დავიწუნე 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:25:26
1. კარგი ლექსია  მაგრამ რაღაც  მაკლდება

4 ქულა

"ერთ წყვილ სამკუთხედს მერცხლების დაჭრილი
კრიალა ზეცისას "    მაგარია

ნეკერა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:26:08
რა არის მაგარი -ლექსი თუ კომენტარი?
თუ შენი მეხსიერება? :P

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:28:20
არა რა მეხსიერება?  ეგ არის დაკოპირებული ჩემი კომენტარი
მაგარი ის ციტატაა

ნეკერა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:30:34
მაგარი ნუკრია...

ქეთ
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 03:58:43
      რაღა დროს მარტია? მე მაინც მოვალ
და კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან,
ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი,
მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან...
ბოლომდე გამიძელ, მე ვცდი და დაგხატავ,
ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე,
ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში
და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე...
რაღა დროს მარტია?! ვნებას არ ვეურჩოთ,
ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით,
გახსოვს? ბავშვობაში შენი სახელებით გადაჭრელებული
რომ მქონდა რვეული? ..
კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს,
გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია,
ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი,
მეტყვი : "მაისია, რაღა დროს მარტია?" 


გიო ანდრონიკაშვილი

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 04:02:27
მაგარია გიო, დღეს მისი "მუნჯო"  წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში

ლელა-65
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 04:07:54

შემომეყარა ყივჩაყი

შამამეყარა ყივჩაყი
სამზღვარს მუხრანის გზისასა,
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა დავერ მივე
მიმყვანდა სიდედრისასა.
ან კი ცოლს როგორ მივცემდი,
ქალსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰხვია აკოცა,
მოზიდა ნაწნავს თმისასა,
შესტირა საბრალო ქალმა:
"ვაი ცოლს ცუდი ყმისასა!"
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო
ელვასა ჰგავდაცისასა,
მაგრამ დაუცდა მუხანათს,
ვენაცვლე მადლსა ღვთისასა,
ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდე მადლს ლაშრის ჯვრისასა,
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც მომიხვდა ქვიშასა,
არ იყო ღირსი,მოშორდა
ცქერას ნათელის მზისასა,
ცოლი სიდედრსა მივგვარე,
ის კი იქა სჭამს ქვიშასა.


ესეც ჩემი უსაყვარლესი ლექსი!

Бездомный
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 04:26:59
არა, არა, არაა აქაურობის საშველი

წავედი მე, ბერლიოზს გავუვლი, ლუდს დავლევთ სადმე და დავიძინებ მერე...
კარგად მენახეთ.
სიკეთეში მოიხმარეთ საიტიც და ფორუმიც.
საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს
დაკომპლექსებული და დაძაბული ხალხის გაკეთებული საქმე არ გაიშვას.
აბა სიკეთით გევლოთ.

ლელა-65
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 04:31:28
ვინაა დაძაბული ბიჭოო? წამო შაირებში და გაჩვენებ შენ:P

იოჰან ხევსური
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 06:04:57
"მთაწმინდაზე ჰყოვიან ალუჩები
გვერდით მამყვება თაია...
- ქალაუ თუ მაგწონს ქალაწის ქუჩები ?
- ძალიან ძალიან კაია,
- შენ აქაურ ვაჟებს ვერ გადაურჩები...
- კაი ერთ, თუ მიხოლ - გაია!
მთაწმინდაზე ჰყოვიან ალუჩები და
გვერდით მომყვება თაია..."

ა__ჩ__ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 09:20:16
ვახ

pipinia
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 10:25:48
არ მიძებნია,
ისე გამიჩნდნენ მტრები,
არ ამინთია,
ისე ჩამიქრეს კვარი,
სულ თვალწინ მიდგას შენი შიშველი თმები,
ზურგსუკან მესმის შენი ნაბიჯი ჩქარი.

არ უწვიმია,
ისე დავსველდი გუშინ,
ყველა ვინც დადის,
ახლა ჩემს გულზე დადის,
შენზე ტკივილი ღრმად ჩამეზარდა გულში,
შენზე დარდია ჩემი მთავარი დარდი.

გვერდზე მიმაგდო შენზე წუხილმა დღესაც,
გზები არა ჩანს,
ხევებს მივყვები ქვიანს,
შენ აღარა ხარ,
ჩემი ბედია ესაც
და ჩემს ბედს ახლა შენი სახელი ჰქვია.

esec chemi sayvareli leqsi am saitidan

ნელიკო გოგუაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ივლისი, 2008 10:26:45
მარი აბრამიშვილი

აი, სად შემხვდი

აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა,_ ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა, ის გული მე მაქვს_
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი, ის ქალი მე ვარ,_
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.

* * *
სითბო დაჰკლებია მზის სხივს,
საღამოს ვეგებები მარტო.
ნისლი ჩამოადნა თბილისს,
წვიმს... მაგონდები... გნატრობ...


1 2 3 ... 44 45 46

ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ჩემი საყვარელი ლექსი


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი