ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2018


მალაყი (ქამარი 6)

ამ დღეებიდან გამომდინარე,
პირი იბრუნეს ძილში ამბებმა.
სადაც ძაღლები ბავშების სახით
ადამიანებს ეხუტებოდნენ;
გაუგებარი წყევლის მიხედვით
მუქი ბალანი ედებოდათ ისევ სხეულზე
და გამოჰქონდათ ზედაპირზე ფარული შიშის
თანდაყოლილი, აუხსნელი გამოვლინება.
ამ სხეულს დააქვს ჩემი შიგთავსი
გამოფიტული უდროობიდან,
როცა პირველად მეწოდა - ჩვილი,
მოზარდი შვილი, შემდეგ - ეფება.
ახლაც ასეა, ამ სიშორიდან
ჩემი სიტყვები ისე ეხება
გარდამავალი მოუსვენრობის
ჯერ დაუვიწყარ წაბორძიკებას,
როგორც კეთროვანს - ძველი ნაცნობი.
ამ სხეულს გუშინ მიაცილებდა
ჩემთვის ხილული და უხილავი
უცხო სიმშვიდე.
ფერად სითხეებს ბუშტუკები რომ ასკდებოდა
ცისფერ კოლბებში,
არ მეუცხოვა;
რომელშიც ისხდნენ სიფრიფანა ენით ჩიტები
და გაკვირვებას თვალში მარწყევდნენ.
მახსოვს ერთ-ერთი დამაფრინდა კეფაზე ფრთხილად,
ვიგრძენი რაღაც ამომაცალა.
შემდეგ უცნაურ სისტემებში გაუჩინარდა,
ჩემი იქ ყოფნის განგაშის ნიშნად.
გამოვიქეცი დავინახე ღამის მნათობი,
კუდამოჩრილი მთებზე როგრ გადაიპარა
და წამოკრიფა ნახანძრალი სახლის ეზოდან
გაფითრებული სილუეტები.
ამ სხეულს ჩემი სახელი ქვია,
ვიბრუნებ თავს და ყველა ცვალებად
აკვიატებას ვუხრჩოლებ გოგირდს.
ასე დევნიან ქვეწარმავლებს კარმიდამოდან.


ებეფა - ძველ საბერძნეთში 18 - 20 წლის ჭაბუკი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები