ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2018


პროტესტი

ვიბადებით და ვტირით...
დაბადებისას თვალზე გადაკრული ლიბრივით
სქელ, გაურკვეველ მომავალს ვტიროდეთ თითქოს...
და მერე, მთელი დარჩენილი ცხოვრება,
გაშმაგებით და გაგიჟებით და თავდავიწყებითაც კი -
მარტოობას გავურბივართ
და ისე, როგორც ბავშვობაში,
თვალახვეულები რომ ვეძებდით ერთმანეთს,
ახლაც იმგვარად, ხელისცეცებით ერთმანეთს ვეძებთ...
ვცდილობთ როგორმე გამოვიცნოთ:
თმა ვინ მოგვწიწკნა,
ვინ გვაკოცა,
ან ვინ გვკრა ხელი....
....................................................................................
და ერთხელაც აღმოვაჩენთ, რომ ყველა მცდელობის მიუხედავად,
ყველა გზისა და ხერხის ძებნის მიუხედავად,
ჩვენ მარტოები დავრჩენილვართ
შუაგულ ტყეში,
ცხოვრება რომ დაარქვა ერთ დროს,
ჩვენზე ჭკვიანმა.
.....................................................................................
და გულის მომწურველი
და სულის დამქანცველი
და ძალის წამრთმევი მარტოობა
შანთივით ედება სხეულს,
რომელიც
მიწა კი არა,
ია ყოფილა და არ ვიცოდი...
............................................................................
„ია-ია დაგიკრიფეო“ –
არასოდეს ასწავლოთ შვილებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები