ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
18 აპრილი, 2018


დაბადების დღე

                                                    ნაწილი მეოთხე

      სანდროს საუკეთესო მეგობარი ვატოა. ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, სანამ უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდნენ. თავიდან მათი ურთიერთობა, არც თუ ისეთი კარგი იყო. ძალიან უყვარდათ შეჯიბრი, რაღაცაზე ან ვიღაცაზე გამარჯვებული, კი იღებდა ჯილდოს, რომელსაც თვითონვე აწესებდნენ. მათი მეგობრობა, უკვე სამი წელია გრძელდება და დღეს ისინი კოლეგები არიან.
- ეეე ბიჭო სად დაიკარგე?
- რავი აბა, პატარა საქმეები მქონდა?
- საქმეები ჩემს გარეშე ძმა?
- ისეთი არაფერი, შენ ის მითხარი, აქ რა ხდება?
- რა უნდა ხდებოდეს, ორი დღეა უფროსი გეძებს, მგონი შენი საგვარეულო გადაქექა უკვე.
- ღადაობ შესვლა მიწევს არა?
- ყველა ვარიანტში, თორე მეც ვეღარ ვიშორებ.
- გადავხედავ აქაურობას და შევალ ცოტახანში.
- ის გოგო ვინაა? დერეფანიდან გაშტერებული, რო გიყურებს.
- არავინ თინას მეგობარია.
- იქნებ გაგეხედა.
- არა იყოს, ისედაც ბევრი საქმე მაქვს. 
          სანდრო თავის პროფესიასთან ერთად ხატავს, მაგრამ ეს მხოლოდ რამოდენიმე მეგობარმა და დედამ იცის. მისი ნახატები, საჯაროდ არასდროს არ გამოუტანია. ხატვას
მხოლო, თავისუფალ დროს უთმობს, ნახატებით გადმოსცემს, იმას რისი თქმაც უნდოდა და ვერ თქვა. სანდრო მდგომარეობიდან გამოსული არავის ახსოვს, თუმცა იყო რამოდენიმე მომენტიც, როცა ის უბრალოდ ამდგარა და დაუტოვებია ფართი, შექმნილი უსიამოვნო ფაქტის გამო. მისი ერთი უჩვეულო ჩვევა, მოულოდნელად წასვლაა. მიდის როცა იცის, რომ იქ საუბარს აზრი არ აქვს. ეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის. ყოველთვის შიში აწუხებს, რომ ადრე თუ გვიან ისინიც მამასავით წავლენ.
- შეგიძლია ერთხელ მაინც ახსნა, სად გარბიხარ, ვისგან გარბიხარ?
- მაპატიეთ ქალბატონო ეკატერინე, ეს აღარ განმეორდება.
- გამაგებინე როდემდე შეიძლება ესე გაგრძელება? უკვე ორი დღეა ვცდილობ, შენთან დაკავშირებას. სანდრო თუ არ შეგიძლია საქმეს თავი გაართო, ძალიან გთხოვ, დაწერე განცხადება და წადი სამსახურიდან.
- მიზეზი მქონდა, მაგრამ აღარ გავიმეორებ.
- გენაცვალე პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ ძალიან გთხოვ ეგ პრობლემები, სამსახურის გარეთ დავტოვოთ.
- თქვენის ნებართვით, სამსახურს დაუბრუნდები.
- მოიცადე! აჰა მოგწონს ესე?
- როგორ ესე?
- იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, რომ არა შენი გაქცევა.
- ეკა ძალიან გთხოვ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- სანდრო მე ისევ, მიყვარხარ გესმის?
- გეყოფა გთხოვ, იყოს ყველაფერი, როგორც არის. აქ მხოლოდ ჩემი უფროსი ხარ, მე კი შენი მორიგი თანამშრომელი.
- კარგი შეგიძლია საქმეს დაუბრუნდეთ.
        სამსახურში ყოველთვის აბრკოლებდა, ის რომ თავისი უფროსი, მისი ყოფილი საცოლე იყო. ეხლა კი, ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. მათი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, როცა ბატონი ზურა, პენსიაზე გავიდა და მის მაგივრად, თავისი დიშვილი ეკატერინე დატოვა. ეკა დაშორებიდან, ერთი წლის შემდეგ, სანდრომ კლინიკაში, როგორც უფროსი ისე გაიცნო.
- ბიჭო რა გითხრა, კიდევ დაგემუქრა გაგდებით?
- ეე ბიჭო, შემეშვი რაა! მე მაგასთან მუშაობას აღარ ვაპირებ.
- სერიოზულად ამბობ, მართლა მიდიხარ?
- აღარ მინდა, უბრალოდ მაგის აქ ნახვა.
- კაი ძმა მისმინე, დაივიწყე ის წარსულია, ეს კიდე შენი სამსახურია, რომელსაც ესე უბრალოდ ვერ დატოვებ.
- რა ხდება, გარეთ რა ხმაურია?
- რავი მგონი კიდე თინას დედა ყვირის.
            სანდრო ცდილობს გაარკვიოს რა ხდება, მაგრამ იმდენი ხალხია, ექიმამდე მისვლასაც ვერ ახერხებს. დაცვის დახმარებით, ძლივს ჩააწყნარეს სიტუაცია. მარიკა კატაგორიულად ითხოვს, თინას გადაყვანას სხვა საავადმყოფოში, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ექიმი ცდილობს დეტალურად აუხსნას მდგომარეობა, მაგრამ უშედეგოდ, ისინი მაინც არ იცვლიან გადაწყვეტილებას.
- უკაცრავად შეგიძლით დამშვიდდეთ?
- როგორ დავმშვიდდე როგორ? ჩემი შვილი ორი კვირაა თითქმის გათიშულია, არავინ არაფერს მეუბნება, იცით საერთოდ ეხლა რას განვიცდი? მისი აქედან წაყვანა მინდა.
- ქალბატონო თქვენი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ თინას მდგომარეობა კრიტიკულია, მისი აქედან გადაყვანა სახიფათოა, შეიძლება მდგომარეობა უფრო გართულდეს.
- თქვენ ვინ ხართ? თინას ექიმი სხვა არის, რაზე მელაპარაკებით საერთოდ?
- მე სანდრო ვარ, თინას ექიმი არ ვარ, მაგრამ ყველაფერი ვიცი. დერეფანში ესეთ მგდომარეობაში, რომ დაგინახეთ, ჩავთვალე საჭიროდ მესაუბრა თქვენთან.
- შვილო რაზე უნდა ვისაუბროთ? როცა არ ვიცი, ჩემი შვილი გონს როდის მოვა.
- თინა ძალიან ძლიერი გოგოა, გონს მალე მოვა, მთავარია სიმშიდე შევინარჩუნოთ.
- იცნობთ ჩემს შვილს?
- არა უბრალოდ რაც შემოიყვანეთ, მეც ვიცი მისი ისტორია.
- მეც და ჩემს მეუღლესაც გვირჩევნია, რომ აქედან წავიყვანოთ.
- დამიჯერეთ აჯობებს თინა აქ დარჩეს, გარკვეული პერიოდი მაინც.
        სანდროს არც დაასრულებინა საუბარი, რომ მარიკამ დატოვა კაბინეტი. ბევრი ჭიდილის შემდეგ, თინას მშობლები მაინც დაითანხმეს, სავადმყოფოში დარჩენაზე. ორი სმენის დაგროვილი საქმე სანდროს თავზე ეყარა. შესვენებაზეც არ გასულა.
- დავინახე შესვენებაზე არ გასულხარ, ყავა მოგიტანე ერთად დავლიოთ.
- მადლობა ეკა, მაგრამ არ მცალია.
- კარგი ხო, ყავაზე გეპატიჟები, როგორც თანამშრომელი ბოლოსდაბოლოს, უფროსი ვარ და უარს ვერ მეტყვი.
- იცი რა ყელში ამომივიდა შენი უფროსობა აქ, გადი საქმე მაქვს. ჩემი უფროსი, ერთი იყო და ისიც წავიდა და არ ვარ ვალდებული შენ დაგემორჩილო.
- გინდა არ გინდა, დღეს მე ვარ შენი უფროსი და მოგიწევს დამემორჩილო.
- არ მინდა ხო, არ მინდა! გთხოვ გადი დღეს მაინც აღარ მინდა, შენთან ჩხუბი.
- კარგი გავდივარ, მაგრამ იცოდე თუ საუბარი მოგინდება, იცი სადაც უნდა მომძებნო.
- შენთან სალაპარაკო, აღარაფერი მაქვს.
          სანდრომ და ეკამ ერთმანეთი ჩიკაგოში გაიცნეს, სანდრო მაშინ, მივლინებით იმყოფებოდა ამერიკაში. მათი ურთიერთობაც მალევე, სიყვარულში გადაიზარდა. ეკას ოცნება, პატარა სახლი და დიდი სიყვარული იყო. ერთ თვეში ისე განვითრადა მოვლენები, რომ სანდროს სახლში დაბრუნება და დედისთვის მისი გაცნობა უნდოდა . წამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ეკას ცოლობა სთხოვა. დილით კი სასტუმროს საწოლზე, ეკას გამოსამშვიდობებელი წერილი დახვდა „მაპატიე სანდრო, მაგრამ არ შემიძლია.“ ეკა სანდროს ჩიკაგოში, სრულიად სხვა სახელით და გვარით გაეცნო. სანდრომ დიდი ხნის განმავლობაში, ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო.
- საღამომშვიობისა სანდრო ექიმო. შეიძლება?
- დედაა, კი როგორ არა მოდი.
- შვილო დღეს აღარ შემომიარე, კარგად ხარ?
- კი დედა კარგად ვარ, უბრალოდ ბევრი საქმე დამიგროვდა, შენ როგორ ხარ მომიყევი?
- გცალია მერე სალაპარაკოდ? სულ ფურცლებში გაქვს თავი.
- კი აი გისმენ, მეც ცოტას დავისვენებ, შესვენებაზეც ვერ მოვახერხე ჭამა, რა მომიტანე?
- ქადები გამოგიცხე და ერთი ორი სალათაა, კიდე აი ნახე ესაა, რაც მოვასწარი. მეც ბებიასთან ვიყავი წასული.
- რატო დეე? რა ჭირს ბებოს?
- არაფერი, წნევა ჰქონდა მაღალი და ხო იცი, ეგრევე პანიკებში ვარდება და მეც მიხეთქავს გულს.
- არა რა, ეგ ქალი მაინც არ ისვენებს ჰო?
- რა ვქნა შვილო,  ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლია, სულ მოძრაობა უნდა.
- სანდრო უფროსი გეძახის.
- გადაეცი, რომ სტუმარი მყავს და მოგვიანებით შევალ.
- შვილო მიდი, მე დაგელოდები.
- არაუშავს ცოტახნით მოიცდის.
- წუხელ გვიან მოხვედი სახლში, აღარაფერი გკითხე დილით ისე ადრე გახვედი, შვილო მშვიდობაა?
- კი დედა მშვიდობაა, ჩემს მეგობარს დახმარება ჭირდებოდა და უარი ვერ ვუთხარი.
- ვერ გავიგე, მე რატო უნდა მოვდიოდე, როცა გეძახი?
- მგონი გადმოგქცეს, რომ სტუმარი მყავდა.
- იქნებ აჯობებს, სტუმრები სახლში მიიღოთ და სამსახურში საქმეზე იფიქროთ.
- ზედმეტები ხომ არ მოგდის?
- შვილო გაჩერდი უფროსს, როგორ ელაპარაკები?
- უფროსს იმდენი შეგნება მაინც უნდა ჰქონდეს, რომ კაბინეტში არ უნდა შემომივარდეს.
- ქალბატონო იქნებ დამაცადოთ, თანამშრომელთან საუბარი და სასაუბროთ კარს უკან დაელოთ?
- კარგი შვილო გავალ.
- დედა დაჯექი! აქედან ეკა გავა. გადი  და ცოტახანში მე თვითონ შემოვალ.
- დედა? უკაცრავად დიდი ბოდიში, არ ვიცოდი სანდროს დედა თუ იყავით, მაპატიეთ ძალიან გთხოვთ.
- კარგი შვილო, არაუშავს მე ისედაც, წასვლას ვაპირებდი უკვე.
          სანდროს მარიტა შეუყვარდა ისეთი, როგორიც ჩიკაგოში გაიცნო. მორიდებული და მორცხვი მარიტა, სულ სხვანაირი იყო. მარიტას თვალებში, ყოველთვის ირეკლებოდა სიყვარული და ნდობა. მათ დაუვიწყარი დღეები, სწორედ იქ აქვთ გატარებული. წყვილს ძალიან მოსწონდათ ღამე ჩიკაგოში. ქუჩებში სადაც ისინი სეირნობდნენ, ღამე ისეთი მშიდი  და უჩვეულო იყო. მათ დაქორწინებაც, იქ ჰქონდათ გადაწყვეტილი. მარიტას მოხიბვლა, ძნელი არ ყოფილა, სანდრო ყოვლეთვის ზრუნავდა მასზე, ხელს ისე მჭრდროდ იჭერდა, თითქოს ყოველთვის გრძნობდა მის წასვლას. წყვილის ერთმანეთთან პირობა ჰქონდათ დადებული, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთმანეთს არასდროს დატოვებდნენ. მარიტამ გაუჩინარებამდე, რამოდენიმეჯერ სცადა სანდროსთვის ყველაფერი აეხსნა, თუმცა რაღაც აბრკოლებდა და ყოველთვის იხევდა უკან.
- სანდრო მაპატიე მართლა არ ვიცოდი, რომ დედაშენი იყო.
- აიღე.....
- ეს რა არის?
- ცნობა სამსახურიდან წასვლის შესახებ.
- არა სანდრო, მაპატიე ძალიან გთხოვ, ეს აღარ განმეორდება გპირდები.
- ყელში ამომივიდა შენი დაპირებები,  აქ გაჩერებას აღარ ვაპირებ.
- საკმარისიაა! სანდრო ერთხელ მაინც, რომ დარჩენილიყავი, მოგესმინა იქნებ  ყველაფერი გაგეგო კიდეც, რატო წავედი სასტუმროდან.
- ჯანდაბა! სწორედ მაშინ გამოჩნდი, როცა უკვე ყველაფერი დავიწყებული მქონდა.
- სანდრო შემომხედე, მე მარიტა ვარ, ის ვინც გიყვარს, ჩვენ ისევ გვიყავრს ერთმანეთი.....
- მოკეტე, მოკეტე გთხოვ! არაფრის მოსმენა აღარ მინდა. ერთხელ მაინც არ გიფიქრია რა გადავიტანე? მე მარიტას ვეძებდი მარიტას, რომელიც მე მიყვარდა, მაგრამ შენ, შენ......
- მე ვაპირებდი, ყველაფრის თქმას, მაგრამ შემეშნდა.
- შეგეშინდა, ჩემი შეგეშინდა?
- არა შენი არა.. მე, მე.......
- სანდრო გეძახიან
- უთხარი რომ არ მცალია.
- სასწრაფოა გელოდებიან ზედამხედველობიდან, არიან მოსულები.
- ჯანდაბა მოვდივარ, შენ მერე დაგელაპარაკები.


          გაგრძელება იქნება!
         
           



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები