ნაწარმოებები



ავტორი: სვანიძე
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2018


უსათაურო

უბრალოდ თუ დაფიქრდები,
შენი მიხვდები,
რომ აქცენტს სენტიმენტებზე აკეთებ,
დღედაღამ მოთქვამ სევდაზე, წარსულზე, ტკივილზე,
ფიქრში ღამეებს ათენებ,
უბრალოდ გახსოვდეს, რომ ყველაფერი შენშია მხოლოდ,

შენ შეგიძლია განაგო ბედი,
შენ შეგიძლია შეიქმნა ხედი,
შენ შეგიძლია გაუშვა გედი,
შენ შეგიძლია აქციო გვერდი,
შენ შეგიძლია.
შენ უნდა შეძლო,

უბრალოდ ფართოდ გაახელ თვალებს
ბედნიერება ხომ შენ წინ დაძრწის,
შენ დაინახავ, რომ ეს უღმერთო,
სენტიმენტები შენგან შორს გარბის

შენ შეგიძლია გააღო კარი,
შენ შეგიძლია გაშალო ფრთები,
შენ შეგიძლია დაისხა ჩაი,
შენ კიდევ ამას ვერა, ვერ ხვდები.

შენ გინდა ვინმემ, გაგიღოს კარი,
შენ გინდა ვინმემ დაგისხარ ჩაი,
შენ გინდა ვინმე, სხვის მოლოდინში,
შენ გინდა ვინმე, მაგრამ ხარ მკვდარი.

ბედნიერება დეტალებშია,
წამში წუთებში საააათებშია,
შენი ღიმილი შენს მკლავებშია,
სხვისი ღიმილი, შენს თვალებშია.

ახლა კი მინდა, გააღო კარი,
ახლა კი მინდა, გაშალო ფრთები,
ახლა კი მინდა, დაისხა ჩაი,
ბედნიერი ხარ!!! ამას ხომ ხვდები !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები