ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2018


(*** ვერ გავბედავდი...)

ვერ გავბედავდი ალბათ  მეთქვა, ჩემს სიყვარულზე.
რადგან მჯეროდა,
ეს თვალები მეტსაც
გეტყვიან,
განა იმიტომ, რომ სიტყვებსაც არა აქვს ფასი,
არის რაღაცა, რაც სიტყვაზე უფრო მეტია...
და ახლა მაინც შენი ისევ სრულიად მჯერა,
თუმცა უშენო, უარაფრო დავრჩი იმედით,
ჩემში შენდამი რწმენა ისევ შეუცვლელია,
დროის ცვლილებამ ვერ შეცვალა თუნდაც
მცირედი...

19.04.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები