ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
21 აპრილი, 2018


Emily Dickinson - Contained in this short Life (1165)

ემილი დიკინსონი - მოიცავს მოკლე საწუთრო ესე (1165)


მოიცავს მოკლე საწუთრო ესე
ხანდახან ისეთ ჯადოსნურ წამებს,
მიღმიერიდან როდესაც შეძლებს
სული მდუმრიად სტუმრობას ღამე,


ისე, ვით მკაცრად ზრდილი ბალღები
შვებას ჰპოვებენ ზღვისკენ გასხლტომით,
რომლის უფსკრულნი, ლურჯი ტალღები
ერწყმიან სამანთ მარადჟამობის.

21 აპრილი, 2018 წ.



Emily Dickinson - Contained in this short Life (1165)


Contained in this short Life
Are magical extents
The soul returning soft at night
To steal securer thence

As Children strictest kept
Turn soonest to the sea
Whose nameless Fathoms slink away
Beside infinity

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები