შენი ხასიათი ქმნის ამინდებს და არა პირიქით, შენი ღიმილი-რიჟრაჟის სხივი, შენი კისკისი- ტალღები ზღვის. შენი ხასიათი ქმნის ამინდებს და არა პირიქით. ცრემლები- ცის ჩამოქცევა, წვეთ-წვეთად ეცემა ტუჩებს. შენ დაიბადე აგვისტოს თვეში და მზით გამთბარი მიწის სურნელი- კანია შენი, შენი ბრაზი,წარბის შეკვრა-ელვები ცის. წამწამებს რომ ხრი, სადღაც მზე ჩადის, შენს ქუთუთოებს ეფარება ყვითელი ბურთი. ბედნიერება შენი- ვარდის კვირტების აფეთქებაა და სიხარული- პირველი თოვლის მოსვლა. შენ ქმნი ამინდებს და არა პირიქით. ისინი ვერასდროს შეძლებენ შეგცვალონ შენ...