ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 აპრილი, 2018


მთავარი საკითხი, მიწის საკითხი: რატომ სძულდათ ”კოლხოზები-კოოპერატივები” 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტ ე.წ. ”დისიდენტებს”?

მთავარი საკითხი, მიწის საკითხი: რატომ სძულდათ ”კოლხოზები-კოოპერატივები” 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტ ე.წ. ”დისიდენტებს”?


(იმიტომ რომ მოდიფიცირებული ”ბატონყმობის” აღდგენაზე მეოცნებე კაპიტალიზმის მგოსნებს ”კოლხოზები” ხელს უშლიდათ ქართველი ხალხის მიწების დასავლეთის კოლონიზატორების სასარგებლოდ თითქმის უფასოდ გასხვისებაში)




1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ მოახდინა მიწის ნაციონალიზაცია და მიწები მისცა უმიწაწყლო და მცირე მიწების მქონე გლეხებს.

სპეციალური აღნიშვნის ღირსია, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიწის ნაციონალიზაცია მოხდა მნიშვნელოვანწილად არა-ქართველების ხარჯზე, რომლებსაც კაპიტალიზმის ბატონობის პერიოდში მიწები კანონიერად ჰქონდათ შეძენილი ე.წ. ”ქეიფის მოყვარული” ქართველი თავად-აზნაურობისაგან, და ამ ”ქეიფის მოყვარული” თავად-აზნაურობის მიერ უსასტიკესი ექსპლოატაციის შედეგად წელში გაწყვეტილი ქართველი გლეხობისგან, ხოლო ნაციონალიზებული მიწა ძირითადად გადაეცა ქართველ გლეხობას. ანუ, ფაქტიურად, საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული მიწა-წყალი მნიშვნელოვანწილად წაართვა არა-ქართველებს და მისცა ქართველებს. გაიაზრეთ, საბჭოთა ხელისუფლებამ მიწების ნაციონალიზაციის საშუალებით ქართველი ხალხის უმიწაწყლოდ დარჩენილი, და მცირემიწიანი ნაწილი, ანუ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, შიმშილით სიკვდილისგან იხსნა.

ეს რომ ასეა, იმითაც დასტურდება, რომ 1990-იან წლებში ე.წ. ”რესტუტიციის” შესახებ კანონი ამოქმედებიდან რეკორდულად მოკლე ვადებში გააუქმეს, გონებადაბნელებულ ახალი პლეადის ”ქეიფის მოყვარულებს” გონება გაუნათდათ, როცა ”მოულოდნელად” აღმოაჩინეს, რომ, კანონის თანახმად, ქონების უდიდესი ნაწილი მათ კი არა, არამედ ვიღაც არა-ქართველებს უნდა დაბრუნებოდათ.

1930-იან წლებში მოხდა გლეხების ”კოლხოზებში” გაერთიანება, ალაგ-ალაგ ნებაყოფლობით, ალაგ-ალაგ იძულებით.

ანუ, მოხდა წვრილი გლეხური მეურნეობების გაერთიანება უფრო მსხვილ მეურნეობებად, შესაძლებელი გახდა მსხვილ მეურნეობებში ტრაქტორების და კომბაინების გამოყენება, და შედეგად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სახელმწიფო გლეხებს აწვდიდა ტექნიკას, საწვავს ტექნიკისათვის, სასუქებს, შხამქიმიკატებს, მცენარეთა თესლებს. ამის სანაცვლოდ, გლეხი მოსავალს აძლევდა სახელმწიფოს. ანუ, ფაქტიურად იყო ”გარანტირებული სახელმწიფო შესყიდვები”.
გაიაზრეთ, ”გარანტირებული სახელმწიფო შესყიდვები”.

დაფიქრდით, ”გარანტირებული სახელმწიფო შესყიდვები” - ეს ის არის, რისთვისაც დღეს კერძო ფირმები ქრთამს აძლევენ სახელმწიფო მოხელეებს, სახელმწიფო შესყიდვების ტენდერში (შეჯიბრებაში) მოგვაგებინეო,. უფლება მოგვაგებინეო, ”მეო”, სხვამ კი არა, ”მეო”, ვიმუშაოო, პრუდუქცია ვაწარმოო, და მივყიდო სახელმწიფოსო.

”კოლხოზი-კოოპერატივების” პირობებში გლეხი სოფლიდან აღარ გარბოდა, ადგილზე რჩებოდა, რადგან შემოსავლის წყარო იქ ჰქონდა, სადაც ცხოვრობდა.

1947 წლის ბოლოსთვის, მე-2 მსოფლიო ომის დამთავრებიდან 2 წლის განმავლობაში, ”კოლხოზი-კოოპერატივების” არსებობამ იმის შესაძლებლობა შექმნა, რომ, სსრკ-მ საკუთარი შრომით, ყოველგვარი ე.წ. ”მარშალის გეგმით” დახმარების გარეშე, პროდუქტების განაწილების სატალონო სისტემა გააუქმა უფრო ადრე, ვიდრე კოლონიზატორმა დიდმა ბრიტანეთმა რომელიც სხვის ნაშრომს და ნაოფლარს ჭამდა საუკუნეების განმავლობაში.

”კოლხოზი-კოოპერატივების” გაკოტრება შეიძლებელი იყო, სახელმწიფო არ უშვებდა ”კოლხოზი-კოოპერატივების” გაკოტრებას. ანუ, გლეხი ნებისმიერ შემთხვევაში დაცული იყო ”კოლხოზი-კოოპერატივებში” არსებული თავისი წილი მიწის დაკარგვისგან, და გარანტირებული ჰქონდა მინიმალური შემოსავალი მაინც.

შედეგად, 1970-იან წლებში გლეხების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გურიაში ჩაის კრებით 2-სართულიანი სახლები ააშენეს, აჭარაში - მანდარინის კრებით, კახეთში - ყურძნის კრებით. მთელი საქართველო მოფენილი იყო გლეხების 2-სართულიანი სახლებით, თითოეულის ფასი, დღევანდელი ფასებით, იყო 30 000 - 50 000 - 80 000 დოლარი, ზოგიერთი რამდენიმე ასეული ათასი დოლარიც ღირდა.

რა ნიშნავს სიტყვა ”კოლხოზი”?

რუსულად ”კოლხოზი”, ქართულ თარგმანში ”კოლექტიური მეორნეობა”, თანამედროვე ტერმინოლოგიით ”კოოპერატივი”.


დღეს, 2018 წელს მოქმედი ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით ”კოოპერატივის” ცნება განმარტებულია როგორც:

ციტატის დასაწყისი:

”60.1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.
კოოპერატივებს მიეკუთვნება:
ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები:
გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები);
დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები;
ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები;
ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები;
ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით;
თ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები;
ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონით, თუ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
60.2. (ამოღებულია).
60.3. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით”.

ციტატის დასარული.



რა არის აქ მიუღებელი?

თითქოს ყველაფერი მისაღებია. გარდა ამისა, გლეხი რას შექმნის, კოოპერატივს, შპს-ს, სააქციო საზოგადოებას, თუ რაიმე სხვას, ამას სახელმწიფოსათვის რა მნიშვნელობა აქვს? თითქოს არანაირი.
მაგრამ ”კოლხოზები” 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტ ე.წ. ”დისიდენტებისთვის” მიუღებელი იყო პრინციპული მოსაზრებების გამო.

რატომ?

კაპიტალიზმის მგოსანი 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტებისთვის” იდეოლოგიური მიზანი იყო კაპიტალიზმის აშენება და სოციალიზმის დანგრევა. კაპიტალიზმის აშენება კი შეუძლებელი იყო მიწის ყიდვა-გაყიდვის საგნად გადაქცევის გარეშე. ამ მიზნის მისაღწევად დასავლეთის აგენტებს წინ ეღობებოდათ საბჭოთა კანონები ”კოლხოზში” შემავალი მიწების გაყიდვის აკრძალვის შესახებ. ”კოლხოზის” მიწები გლეხების საერთო საკუთრება იყო, გლეხის მიერ მისი წილი მიწის გაყიდვა აკრძალული იყო. ასევე შეუძლებელი იყო ”კოლხოზის” გაკოტრება, და შესაბამისად, გაკოტრებული ”კოლხოზის” ქონების ერთიანად გაყიდვაც.

”კოლხოზის” გაკოტრება შეუძლებელი იყო, კოლხოზში შემავალი გლეხების კუთვნილი მიწის ცალკეული წილების გაყიდვა აკრძალული იყო. ანუ, ”კოლხოზი-კოოპერატივების” წევრების საერთო საკუთრებაში არსებული მიწები რომ გაყიდულიყო, ამიტომ კაპიტალიზმის მგოსან 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტ ე.წ. ”დისიდენტებს” ჯერ ”კოლხოზები-კოოპერტივები” უნდა დაეშალათ.

რატომ?

იმიტომ, რომ მიწები ეყიდათ იმათ, ვისაც ემსახურებოდნენ 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტები”. დასავლეთის კოლონიზატორებს.

ამ ანტი-ხალხური, მოღალატეობრივი მიზნის მისაღწევად 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტმა ე.წ. ”დისიდენტებმა” სახელმწიფოს მიერ ”კოლხოზების-კოოპერატივების” მიერ წარმოებული პროდუქციის გარანტირებული შესყიდვები მოსპეს, ”კოლხოზს-კოოპერატივებს” ყოველგვარი დახმარება პრაქტიკულად მოუსპეს, ქვეყანაში უცხოურ პროდუქციას გზა გაუხსნეს, რითაც ადგილობრივი წარმოება ან წამგებიანი გახადეს, ან იმდენად მცირეშემოსავლიანი, რომ შრომას აზრი აღარ ჰქონდა, გლეხები ხელოვნურად გააკოტრეს, არსებობის წყარო მოუსპეს, შედეგად მიწები გაიაფდა, და დასავლეთის კოლონიზატორებს მიეცად მიწების თითქმის უფასოდ მითვისების საშუალება.

დაფიქრდით, დღეს უკვე ნებადართულია მიწების ყიდვა-გაყიდვა, და? დააკვირდით, 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტები” და მათი თანამედროვე თანამოაზრეებს უკვე აღარ აკრიტიკებენ ”კოოპერატივებს”, რატომ? იმიტომ, რომ როცა ”კოლხოზ-კოოპერატივებს” ლანძღავდნენ, სინამდვილეში ”კოოპერატივს” კი არ ლანძღავდნენ, კოოპერატივების როგორც მეწარმეობის ერთ-ერთი ფორმის ლანძღვა სისულელეა, სასაცილოა, არა, ლანძღავდნენ იმას, რომ საბჭოთა კანონებით მიწების ყიდვა-გაყიდვა იყო აკრძალული. მაგრამ მიწის გაყიდვის ნების დართვა არა-საკმარისი იყო, ერთდროულად საჭირო იყო ”კოლხოზების-კოლმეურნეობების” დაშლა, იმისთვის, რომ ცალკეული გლეხების მიწის ნაკვეთების გაყიდვა შესაძლებელი გამხდარიყო. სანამ ”კოლხოზები-კოლმეურნეობები” არსებობდა, გლეხი თავის წილ მიწას ცალკე ვერ გაყიდდა.

1980-იანი წლების დასავლეთის აგენტ ე.წ. ”დისიდენტებს” საკუთარი ქვეყნის მიწების გაყიდვა უნდოდათ, საბოლოო ანგარიშით, უნდოდათ მთელი ქვეყნის, ხალხთან ერთად, გაყიდვა.

გაიგეთ, 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტ ე.წ. ”დისიდენტებს” ფაქტიურად უნდოდათ საქართველოში ბატონყმობის აღდგენა, გლეხების ხელოვნურად გაღატაკება, გაღატაკებული გლეხებისთვის თითქმის უფასოდ მიწების წართმევა, ”ახალი ბატონების” შექმნა, ”კორპორაციების” სახით, რომელსაც ფლიდურად ”უცხოული კაპიტალის ინვესტიციას” ეძახდნენ, იმისთვის, რომ აეძულებინათ ქართველი გლეხები თითქმის უფასოდ ემუშავად-ევირად ”უცხოელი ინვესტორების” მიერ თითქმის ქართველი გლეხებისგან თითქმის უფასოდ შესყიდულ მიწაზე.

1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტები” ანგრევდნენ ”კოლხოზი-კოოპერატივებს” იმისთვის, რომ შეექმნათ მოდიფიცირებული ”ბატონყმობა”.

მათ მიერ ხელოვნურად გაღატაკებული გლეხების მიერ მიწების მასობრივად გაყიდვის შემდეგ, თითო-ოროლა ”კოლხოზი-კოოპერატივი” კვლავ შეიქმნეოდა თუ არა, ფლიდებისთვის სულერთი იყო. დააკვირდით, დღეს, სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის მოღალატეები, ეს სინდის-ნამუს გარეცხილი ფლიდები სიტყვა ”კოოპერატივს” საერთოდ არც კი ახსენებენ, არათუ თუ არ ლანძღავენ. რაო, ფლიდებისთვის, ახლა, ”კოოპერატივი”, კარგი გახდა?

1930-იან წლებში ”კოლხოზი-კოოპერატივების” შექმნამდე საშუალოდ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ცალკეულ რაიონებში მასობრივი შიმშილობა ჩამოვარდება ხოლმე, უამრავი მსხვერპლით,1930-იანი წლების შემდეგ, ცალკეული ლოკალური გამონაკლისების გარდა, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო, მასობრივ შიმშილობებს ადგილი არ ჰქონია. ვიდრე 1991 წლამდე. 1991 წლის შემდეგ, ქართული სოფელი ქრონიკულად შიმშილობს.

1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1950-იან წლებში ხელისუფლებაში მოსული ”ხალხის მტრების” ნიკიტა ხრუშჩოვის, შემდგომში 1980-იან წლებში მიხეილ გორბაჩოვის და ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ცალკეულ პროდუქტებზე არსებული ხელოვნური დეფიციტის შესახებ მოკლედ ვიტყვი.

ბრძენო ქართველო ხალხო, კარგად გაიხსენე წარსული, გაიაზრე, საბჭოთა ხელისუფლებას მიზნად რომ დაესახა დეფიციტის მოსპობა, მაშინ დეფიციტი არ იქნებოდა. ფასებს აწევდნენ და დეფიციტიც გაქრებოდა. და ხალხის დიდი ნაწილიც სულს გააფრთხობინებდა, და მერე და რა? ნაკლები უმადური იქნებოდა, ვინც დაბალ ფასებს არ აფასებდა, ხომ? მაგრამ ასე არ მოიქცნენ. სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი ხელისუფლება, ნიკიტა ხრუშჩოვი, შემდგომში 1980-იან წლებში მიხეილ გორბაჩოვი და ედუარდ შევარდნაძე, ”ხალხის მტრები” იყვნენ, მაინც, სახელმწიფო მთლიანობაში, იდეოლოგიური მიზანდასახულობის გავლენით, ხალხს უფრთილდებოდა.

ბრძენო ქართველო ხალხო, კარგად გაიხსენე წარსული, და შეადარე დღევანდელ დღეს. დღეს სუპერ-პუპერ კაპიტალიზმის პირობებში, საქართველოს ეკონომიკა რას აწარმოებს, იმაზე მეტს, ან უკეთესს, რაც ადრე იყო? ჰოდა, კარგად გაძეხით? რაო, დარწმუნდი თუ არა, რომ 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტები” სტყუოდენ, როცა ამბობდნენ, რომ ”კოლხოზების” დაშლის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობა აყვავდებოდა-გაიფურჩქნებოდა, და შედეგად მუქთა საჭმელ-სასმელების ჭამა-სმისგან კუჭი გაგებერებოდათ? გაძეხით? 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” ტყუილებით კარგად გაძეხით?

რატომ სძულდათ ”კოლხოზები-კოოპერატივები” 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტ ე.წ. ”დისიდენტებს”? იმიტომ რომ მოდიფიცირებული ”ბატონყმობის” აღდგენაზე მეოცნებე კაპიტალიზმის მგოსნებს ”კოლხოზები” ხელს უშლიდან ქართველი ხალხის მიწების დასავლეთის კოლონიზატორების სასარგებლოდ თითქმის უფასოდ გასხვისებაში.

ეს იყო კაპიტალიზმის მგოსანი 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე.წ. ”დისიდენტების” ანტი-ქართული საქმინობის მიზეზიც, მიზანიც, შედეგიც. ქვეყნის და ხალხის გაყიდვა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
22.04.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები