ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2018


დაბადების დღე

                                            ნაწილი მეექვსე
- სანდრო ძალიან გთხოვ ეს გოგონა, აქედან გაიყვანე.
- ელენე წამომყევი აქ ყოფნა, არ შეიძლება.
- რა ხდება, თინას რას უშვრებიან?
- ექიმები ყველაფერს აკეთებენ, მის გადასარჩენად.
-კვდება? სანდრო თინა კვდება!
- არა, თინა არ მოკვდება.
          სასოწრკვეთილი ელენე, ცდილობს თავი აკონტროლოს, მაგრამ არ შეუძლია. ყვირის გამალებით, ცდილობს თინას მიაწვდინოს ხმა. „ თინა ისუნთქე, ძალიან გთხოვ ისუნთქე! სიკვდილის უფრება არ გაქვს, გესმის? ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელია. ჯანდაბა! ისუნთქე...“ წამები, რომელიც კოშმარს გავს და მოლოდინი, რომელიც არ გაძლევს საშვალებას, რაიმე კარგზე იფიქრო. ყველაფერმა, შენს თვალწინ ჩაიარა. ერთად გატარებული ბავშვობა, გაუთავებელი თამაში ტალახში და გაბრაზებული მშობლები, ჩვენი დანახვისას. თითქოს ამ ყველაფერმა, შენს თვალწინ გაირბინა. ცდილობ გააჩერო დრო, ჯანდაბა! დროც როგორ, არ ჩერდება. ქაოსი და ყვირილი, კლინიკის მეორე სართულზე ისევ მეორდება. საკითხი სიცოცხლეესა და სიკვდილის შეიძლება ყოველდღე დადგეს. ადგილი სადაც, ელოდები ისევ ელოდები მეორედ. შენი მეგობრის სიცოცხლე, ეხლა მთლიანად ექიმებზეა დამოკიდებული და შენ მუხლმოდრეკილი, რეამინაციის კარს მიღმა ელოდები. დრო როდესაც წამები, საათებზე გრძელი აღმოჩნდა. ეხლა სულ სვანაირად, გეჩვენება ყველაფერი. შენს გარშემო ერთი დიდი ქაოსია, მაგრამ ამ დროს შენ უკვე ვეღარაფერს ხედავ.
„ კარგადაა, ძლიერი გოგონაა, ძალიან დაგვეხმარა ეტყობა , რომ სიცოცხლე უყვარს.“
- გესმის ელე, თინა კარგადა.
- ყველაფერი ჩემი ბრალია.
- სანდრო, მგონი კიდევ სტრესშია.
- ჰო, ამას მე მივხედავ.
- შენით შეძლებ წამოსვლას? გასაგებია, მაშინ მე ვიცი.
            სანდრომ  ხელში აყვანილი ელენე, თავის კაბინეტში დივანზე დააწვინა. „ელენე ესე თუ აპირებ გააგრძელებას და ხმას არ ამოიღებ, იცოდე შენს მაგივრად მე მივიღებ გადაწყვეტილებებს.“
- როგორ არის?
- ნორმარულად, გამოვა მდგომარეობიდან დრო ჭირდება უბრალოდ.
- რატო, შენს კაბინეტში და არა პალატაში? იქნებ გადასხმა გაგვეკეთებინა.
- არაა საჭირო, ისედაც ნემსების ეშნია.
- შენ საიდან იცი?
- ეეე, ბიჭო შენ სხვა საქმე არ გაქვს?
- ბიჭო მგონი ეს გოგო, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ამაგას შენ თვითონვე ვერ ხვდები.
- მოკეტე სისულელეებს ნუ ამბობ, ეს გოგო უბრალოდ ჩემი მეგობარია.
- მე ჩემი გითხარი. კარგი წავედი, გამიხარდა თინას ამბები.
    „ ჰაა, დროა გამოფხიზლდე, პანტნიორი მჭირდება. შენ საუკეთესო ხარ ცოტა გიჯი, რომ არ იყო. ვფიქრობ  კიდევ ბევრი საქმე გაქვს ერთად გასაკეთებელი. რამდენს ლაპარაკობდი და ცოტა რთულია ჩემთვის ეგრე ჩუმად, რომ ხარ. არა არ გაბედო! სულელი, ისევ ჩემ კაბინეტში ჩაეძინა.“ სანდრო მასთან ახლოს ჩამოჯდა და აკვირდება. მეგობარო ნეტა ვის გავხარ, წითური თმით? ან ეს შრამი რატომ გაქვს? რო გაიღვიძებ, კიდევ ბევრი გაქვს მოსაყოლი.
- სად ვარ?
- ჩემს კაბინეტში?
- რამდნი ხანი მეძინა.
- 4 საათი თუ არ ჩავთვილის, რომ 2 საათი მუნჯივით იყავი.
- მუნჯივით, რა მოხდა?
- ხუმრობ არა, მართლა არაფერი გახსოვს?
-არა მარტო ის მახსოვს, რომ აქ ვიყავით მერე გარეთ, რაღაც ხმაური იყო. შენ გახვედი, მერე მეც გამოგევი. ღმერთ ჩემო! თინა როგორაა?
- დამშიდდი ეხლა კარგადაა.
- ეს როგორ მოხდა, ვინ იყო შესული თინასთან?
- აჰაა დეტექტივო, რაც გინდა ის ჰო კარგად გახსოვს.
- კიდე რამე მოხდა?
- არა მეტი არაფერი.
- მარიკა დედიას, ჰო არ გაუგია.
- კი აქ არიან უკვე.
- ვინ შეიძლება ყოფილიყო, ვის ჭირდება თინას სიკვდილი?
- ნატას ნომერი კიდევ გაქვს?
- კი მაქვს, მაგრამ რათ გინდა.
- მომეცი დაურეკოთ, იქნებ რამე იცოდეს.
- გამარჯობათ, ქალბატონო ნატა მე სანდრო ვარ, თინას მეგობარი გახსოვართ?
- კი როგორ არა, თქვენს ზარს ველოდებოდი თინა როგორაა?
- ისევ ისე. შეგიძლიათ ილიას ნომერი მომცეთ თქვენი ძმიშვილის?
- რატო რამე დააშავა?
- არა არაფერი უბრალოდ, გვინდა გავესაუბროთ.
- ტელეფონი კი აქვს, მაგრამ ხანს სად უგდია ხან სად, შეიძლება არ უპასუხოს. მისამართს მოგწერთ, ეხლა ჩემთან ცხოვრობს,
საღამოს მოდით  10_ზე სახლში ვიქნები.
- კარგით საღამომდე.
- შენგან კარგი დეტექტივი დადგებოდა.
- სხვათაშორის მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ავირჩიე.
- სანდრო პოლიცია მოსული, თინას მეგობარს კითხულობენ ვინც გუშინ საღამოს იყო.
- კი, მაგრამ ამას არაფერი ახსოვს.
- წავალ დაველაპარაკები.
- იმედია ამ ყველაფრის, მოყოლას არ აპირებ?
- ეგეთი სულელი გგონივარ?
- რავიცი შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.
- გამაჯობა, ელენე ხო?
- დიახ, მე ვარ გისმენთ.
- რამე უცნაური ჰო არ შეგიმჩევით, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა?
- არა მე გასული ვიყავი საჭმელად.
- ვინმეზე, ჰომ არ გაქვთ ეჭვი?
- არა არავისზე.
- იქნებ , რომლიმე თქვენი მეგობარი იყო? არავისთან ჰქონდა, ცუდი ურთიერთობა.
- არა რას ამბობთ, აქ ვინც ვართ, ყველა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. თინა არაჩვეულებრივი მეგობარია, მასთან ვის უნდა ჰქონოდა ცუდი ურთერთობა.
- რატო ღელავთ?
- არ ვღელავ, უბრალოდ  შეკითხა არ მესიამოვნა.
- კარგი, ბოლო შეკითხვა. თინას ვინმე მეგობარი ბიჭი ჰომ არ ჰყოლია?
- შეყვარებული?
- დიახ?
- არა, როგორც ვიცი არა.
- კარგით მადლობა.
- დეტექტივო, რამეს მიაგენით?
- ჯერ ვერაფერს, მაგრამ ის პატარა ქალბატონი, რაღაცას მალავს.
- კარგი რა,  გოგონასგან რაღა გინდა?
- დამიჯერე დღეს  ეს საქმე, მე მომანდე ყველაფერს გავარკვევ.
- მე მაინც მგონია, რომ ამ საქმესთან არაფერს შუაშია.
      მარიკა, უკვე დაუყოვნებლივ ითხოვს მისი აქედან გაყვანას. გამომძიებლისგან ითხოვს პასუხს, ვის უნდოდა თავისი შვილის მოკვლა. ბიჭებიც ვეღარ ისვენებენ,  ერთი სული აქვთ იპოვონ ის, ვინც თავისი და სასიკვლიდოდ გაიმეტა.
- ელენე, როგორ შეიძლება არ შეგემჩნია ის იდიოტი, თინასთან შეიპარა და შენ გეძინა?
- გიგი გეფიცები, მე არაფერ შემიმჩნევია. სიმშვიდე იყო მეც საჭმელად ვიყავი გასული.
- და ექიმები, ექიმები რას მიკეთებდნენ? ამოიღეთ ხმა იდიოტებო! ვინ იყო პასუხიმგებელი, თინას სიცოცხლეზე?
- გიგი დამშვიდდი გთხოვ, მათ ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად.
- ხო, როცა კვდებოდა არა? ვიღაც იდიაოტი რეამინაციაში შეიპარა, თინას კლავდა და ვიღაცას ეძინა ვიღაცა ჭამდა. აი მესმის კოლექტივი. ჩემი და აქედან მიგვყავს, მკვლელების ხელში დატოვებას აღარ ვაპირებ.
- საკმარისია!
- ელე ღმერთო ჩემო, შენზე არ მითქვამს.
- ყველაფერი უკვე გასაგებად თქვი. მაპატიეთ, მაგრამ მე აქ დარჩენას აღარ ვაპირებ.
- ჯანდაბა! მაპატიე ალეწილი ვარ და არც კი ვიცი, რას ვამბობ.
- მთელი ღამე, ისედაც აქ ვიყავი. სახლში მინდა წასვლა.
- გიგი, მგონი ზედმეტები მოგივიდა. ბავშვმა ისედაც მთელი ღამე გაათენა.
-დედა კარგად უნდა მიეხედა და ეს ყველაფერი, არ მოხდებოდა.
        ყველაფერი უფრო აირია. დაძაბულმა სიტუაციამ ელენეც იმსხვერპლა. სახლისკენ მიმავალ ბილიკს, ნელი ნაბიჯებით მიუყვება. ძალა გამოცლილი, უკვე აღარ იცის რაზე იფიქროს. უკვე ბევრ რამეზე დაიწყო ფიქრი, რომ არა დაბადების დღე, იქნებ ეს ყველაფერი არც მომხდარიყო. თინა რომელიც ეგონა, რომ კარგად იცნობდა, თურმე სინამდვილეში სხვანაირად უცხოვრია. ექიმთან ვიზიტი, როდესაც ჩვენ ვიცოდით რომ ის არასდროს დადიოდა ექიმთან. სტრიპტიზის უფროსი ნატა, მისი მეგობარი და უცნობი ბიჭი, რომელიც ალბათ მისი შეყვარებული. ეხლა უკვე მკაცრად აქვს გადაყვეტილი, გაარკვიოს ვინ იყო თინასთან შეპარური  და პასუხი აგებინოს, მომხდარის გამო.
- მოხვედი შვილო, როგორ ხარ?
- უკეთესადაც ვყოფილვარ.
- ღმერთო  ჩემო რას გავხარ, თვალები რადღეში გაქვს.
- დედა ძალიან გთხოვ ჩამეხუტე.
- დედა მანდ რა ხდება, მეტიჩარა დაბრუნდა?
- ლუკა  ჩამოვიდა?
- რაიყო, ისევ არ გაგიხარდა? წავალ თუ გინდა.
- არა რას ამბობ, უბრალოდ არ ვიცოდი ჩამოსვლას თუ აპირებდი.
- გადავწყვიტე ძველ სახლს მომენახულებინა, თორე აქ მეტი სანახავი არც არაფერია.
- თითქოს იგრძენი, რომ მჭირდებოდი.
- მოდი ჩამეხუტე, პატარა ქალბატონო.
- რა კარგია აქ, რომ ხარ. მოყევი რა ხდება შენს ქალაქში?
- მიდი ჯერ ნახე, რეები ჩამოგიტანე და მერე ვილაპარაკოთ.
- საიდან მიხვდი, რომ ეს სუნამო არაღ მქონდა, მადლობა.
- ინფორმატორები, აქაც დავტოვე.
- დედა, შენ არა?
- რა ვქნა, ჩემი ბრალო არაა.
- გარეთ ეზოში, მაგიდასთან შეამჩნიე? იქაც რაღაც იყო.
- ველოსიპედი, მეხუმრები?
- ეს იმისთვის წინა ჩამოსვლისას, რომ დაგიმტვრიე.
- აბა რა გეგონა, მაგხელა რომ ჯდებოდი.
- მიხარია ორივეს ერთად, რომ გხედავთ.
- დედაა, აჰა დაიწყო უკვე ტირილი, კარგი ცოტა შემოიტოვე შემდეგისთვისაც.
- ელენე მიდი დაისვენე და საღამოს სამივემ ერთად გავისეირნოთ.
- საღამოს საქმე მაქვს.
- რა საქმე?
- თინასთან სავადმყოფოში, ცოტა არეულობაა და იქ უნდა წავიდე.
- უი ხო მართლა, მეც გავიგე ეგ ამბავი. მეც წამოვალ ძველ მეგობრებს მოვინახულებ.
- ეხლა ძალიან დაძაბულობაა, ჯობია ხვალე იყოს.
- დედა ამ გოგოს, რა ჭირს? საკუთარ თავს არაღ გავს ადრე, რო მხედავდა ეგრევე ჩემს გაგდებაზე ჩალიჩობდა, ეხლა კიდე პირიქით.
- შვილო ესეა, რაც თინა კომაშია.
- კი, მაგრამ მგონი სხვა რაღაც ხდება. ესეთი თბილი ჩემს მიმართ, არასდროს მახსოვს, ცოტა უცნაური არ არის?
            ელენემ კლინიკა ისე დატოვა, სანდრო არც გაუფთხილებია, თუმცა სანდრომ ყველაფერი დაინახა, მაგრამ მიახლოვება არც უცდია. არ უნდოდა მდგომარეობა უარესად გაემწვავებინა. ისიც სახლში წავიდა დასასვენებლად. გრძელი სმენის გამო, მანაც ძილი გადაწყვიტა.
- დედი გაღვიძე უკვე, იმდენი ხანი გეძინა, მგონი ძილი ძალიან მოგნატრებია.
- არა დედა უბრალოდ, ძალიან რთული ღამე მქონდა.
- ეხლა სად მიდიხარ?
- მეგობარი უნდა ვნახო, მალე დავბრუნდები.
- ის გოგონა სავადმყოფოში, რომ გავიცანი?
- ელენე?
- ხო მაგაზე გეკითხები.
- კი ეგ უნდა ვნახო.
- შვილო ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ  ძალიან დარდიანია.
- როგორც ჩანს, კარგად გაგიცნია.
        ელენემ სპორტულები ჩაიცვა, გეგომება კერძო დედექტივია და გამოძიებაზე მიდის. თმა შეიკრა ქუდი წამოიფარა და ყვირილით, სახლიდან გაგქცევას ცდილობას.
- მოიცა, მოიცა სავადმყოფოში მასე ქურდვით, აპირებ წასვლას?
- კარგი რა ლუკა, გამატარე გარეთ ცივა და აბა, როგორ წავიდე კაბით?
- არაა, ეგრე ჯობია კიდე, მაგრამ ძალიან სასაცილო ხარ.
- ვინმეს ელოდები?
- მე არა.
- აბა კარზე ვინ არის?
- მე გავხედავ.
- სანდრო აქ რას აკეთებ?
- აბა უჩემოდ აპირებდი წასვლას?
- კი ვაპირებდი და წავალ კიდეც.
- ნუ სულელობ იმ გიჯებთან, მარტო არ გაგიშვებ.
- ელე შენ მეგობარს, არ გამაცნობ?
- უი ეს ლუკაა ჩემი ძმა, ეს კიდე სანდროა ჩემი მეგობარი.
- სასიამოვნოა მეგობარო.
- ჩემთვისაც.
- მგონი აქ უფრო დიდი ხნით, მომიწევს დარჩენა.
- ლუკა გეყოფა, შედი მე მალე დავბრუნდები.
- რატო არ მითხარი, შენი ძმა თუ ჩამოსული იყო?
- მეც დღეს გავიგე სახლში, რომ მოვედი და შენ როგორ გეტყოდი?
- კარგი წავიდეთ.
- სანდრო ჯობია, მარტო წავიდე.
- მარტო არ წახვალ.
- რატო?
- იმიტომ, რომ იქ გიჯები არიან.
- რა იცი, იქნებ ჩვეულებრივი, ადამიანები არიან?
- არ ვიცი, მაგრამ მეც მოვდივარ.
- ნუ მომყვები!
- ან ერთად წავალთ, ან ისევ სახლში დაბრუნდები.
- კარგი, ოღონდ ერთი პირობით.
- რა პირობით?
- მეც მომცემ, ლაპარაკის საშვალებას.
- შევთანხმდით, ოღონდ ცოტა ილაპარაკე კარგი?
- ვნახოთ.
- შენი ძმა დიდი ხნით ჩამოვიდა?
- ორი კვირით, მაგრამ არამგონია გაძლოს, ერთ კვირაშივე უკან დაბრუნდება.
- რატო არ მოსწონს აქაურობა?
- რას აკეთებ, გაგიჯდი?
- გვითვართვალებენ.
- ვინ? მგონი გეჩვენება. ელენე ძალიან გთხოვ გაიწიე.
- მაპატიე მაგრამ ცოტახნით ესე მოგვიწევს ყოფნა. გამომძიებელია დღეს, რომ იყო სავადმყოფოში. ვიცოდი, რომ გამომყვებოდა.
- საიდან იცოდი?
- გავიგონე თავის მეწყვილეს, რომ ელაპარაკებოდა სახლამდეც კი მომაცილა.
- ყოჩაღ შენ, და ეხლა რას აპირებ, არ გამიშვებ?
- არა რაღაც უნდა მოვიფიქრო, რომ წავიდეს.
- გაგიჯდი! რატო მაკოცე?
- აი წავიდა.
- ხვდები რა გააკეთე?
- კი გაკოცე.
- მერე?
- რა მერე? მადლობა თქვი, რომ იმ პარაზიტისგან გადაგარჩინე.
- გეფიცები, ნორმარული თუ იყო.
- რაიყო გოგოსთვის, ჯერ არ გიკოცნია.
- დამცინი? კი როგორ არა, მაგრამ ესე არასდროს.
- არაუშავს რაღაც უცნაურიც, ჰო უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში.
- საქმე თუ შენ გეხება, უცნაურობები კი მოხდება.
- აღარ მოდიხარ?
- კი, მაგრამ დეტექტივო თუ ხართ დაწმუნებული, რომ გამომძიებელი წავიდა?
- კი დავინახე.
- აი მივედით.
- შემოდით ბავშვებო, მომიყევით თინა როგორ არის?
- კარგადაა, ილია სადაა?
- თავის ოთახშია დავუძახებ.
- ილია გამოდი, მოვიდნენ.
- ნატა ჰო გითხარი, მაგათთან ლაპარაკს არ ვაპირებ.
- გამოდო რომ გეუბნები,  გელოდებიან.
- გამარჯობათ ილია.
- სასიამვნოა, მე თინას მეგობარი ვარ.
- დიახ, გიცნობთ შორიდან.
- მართლა და შენ საიდან, იცნობ თინას?
- თინას დიდი ხანია ვიცნობ.
- საიდან?
- აუცილებელია, დეტალების მოყოლა?
- კი აუცილებელია.
- ვინ ხართ, პოლიციელები?
- თუ არაფერს იტყვი, პოლიციას ისედაც დაგაყენებ, რომ მოვინდომო.
- კარგით ხო. მე თინას ორი წელია ვიცნობ, ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანი. ჩემი ძმაკაცი ვახო, ჩემამდე იცნობდა. სწორედ მან მოიყვანა, ჩვენთან ბარში და იქ გავიცანი.
- მერე?
- მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა.
- ანუ შენ ხარ ის იდიოტი?!
- ელენე დამშვიდდი!
- სანდრო ეს იყო, გესმის ეს კლავდა თინას.
- რა მოხდა, თინას რამე დაემართა?
- ნახე რა  თავს ისე გვაჩვენებს, ვითომ არაფერი იცის. იდიოტო გუშინ შენ არ იყავი, თინას რო კლავდი?
- არა რა სისიულელეა საიდან მოიტანეთ, მე ის მიყვარს, თინას რატო მოვკლევდი? ისედაც ვერ ვახერხებ შემოსვლას, რომ ვნახო არ მიშვებენ.
- სიმართლეს ამბობ?
- გეფიცებით სიმართლეს ვამბობ, ეხლა როგორ არის?
- ისევ კომაშია.
- შეგიძლია გვითხრა, ვინმე მტერი ხო არ ყავდა?
- არა ჩვენს სამეგობროში, ეგ დაუშვებელია.
- ოჰჰ, სამეგობრო.
- ელენე მისმინე, თინას არ შეეძლო ჩვენს შესახებ, თქვენთვის თქმა. ჩვენ სულ სხვა საზოგადოება ვართ. თინას დედა მე არასდროს არ მიმიღებდა, არც თქვენ. თინას მაღალ საზოგადოებაში ცხოვრება, არ მოსწონდა და თავს ჩვენთან აფარებდა. ერთად ძალიან ბევრი, რამ გვაქვს გადატანილი.
- თინას არაფერი არ აწუხებდა, მას ყველაფერი ჰქონდა, რაც უნდოდა.
- კი ყველაფერი ჰქონდა. გარდა სითბოსი. დედამისი თავისი დახმარების ფონდით იყო დაკავებული, მამამისი თავისი გამოძიებებით, ძმებიც თითქმის სახლში არ იყვნენ. თინას როცა საუბარი ჭირდებოდა, არავინ უსმენდა. ყველა თავისი საქმით, იყვნენ დაკავებულები. ჩვენ ძალიან უბრალო ხალხი ვართ, აი ესე ვცხოვრობთ, ნაქირავებში და ერთ ოთახში და ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის მოსმენა.
- და რა იცი, მე როგორ ვცხორობ? არც მე ვცხორობ სასახლეში. შეიძლება მართალი ხარ, დრო არ მქონდა თინასთვის მომესმინა, მაგრამ ჩვენ ცუდი მეგობრები, არასდროს არ ვყოფილვართ.
- მე არ ვამბობ, რომ ცუდი მეგობრები ხართ. თინას უბრალოდ ჭირდებოდა სხვა საზოგადოება, სადაც მიიღებდნენ და მოუმენდნენ. ჩვენ მივიღეთ და მოუსმინეთ კიდეც.
- ხელზე ტატუ გაქვს? მოიცადე მსგავსი, თინასაც აქვს.
- კი ერთად გავიკეთეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.
- ბოლოს, როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ცოტა ვიკამათეთ, მაგრამ სერიოზული არაფერი იყო.
- და რაზე?
- მაპატიეთ, მაგრამ პირადია და ყველაფრის მოყოლას, აღარ ვაპირებ.
- ელენე, წავიდეთ ილია არაფერს შუაშა.
- შეგიძლიათ დამეხმროთ?
- რაში?
- თინასთან შემიშვით ის მელოდება, უკვე დიდი ხანია, მე მარტო ვერ ვახერხებ.
- ხვალ მოდი, და შეგიშვებ.
- სანდრო რას აკეთებ?
- დამიჯერე ვიცი, რასაც ვაკეთებ.
- დიდი მადლობა, მოვალ დილით აუცილებლად.
- ნახვამდის.
- აბა გისმენთ, გვრიტებო.
- დეტექტივო?
- ვწუხვარ მაგრამ დეტექტივისთვის, ეგეთი მარტივი არაა გაცურება. დაგინახეთ რომ დამაფიქსირეთ და საპირისპირო გზით გამოგყევით. საინტერესო იყო, ექიმის და პატარა ქალბატონის სასიყვარულო იტორია, ამას როგორ გამოვტოვებდი.
- ჩვენ შეყვარებულები არ ვართ!
- ეგ ჯერჯერობით.
- კარგით ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ სანდრო გაუშვით მე ვარ თინას მეგობარი, მე წამიყვანეთ.
- აი ეგ უკვე, ჩემი გადასაწყვეტია!



                  გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები