ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 აპრილი, 2018


მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ენათმეცნიერების სიკვდილის შედეგები

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ენათმეცნიერების სიკვდილის შედეგები


მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ენათმეცნიერება მოკვდა.

შედეგად, ფართოდ გავრცელდა ანტიმეცნიერული შეხედულებები, რომლებიც არა თუ ენათმეცნიერების, არამედ საღი აზრის მიღმა დევს. მაგალითად, ფართოდ გავრცელდა ანტიმეცნიერული შეხედულება, რომ, თურმე, ”თუ არ არსებობს დამწერლობა, არ არსებობს ენა”. ამ უკუღმართი შეხედულების მიხედვით, თუ რომელიღაც აფრიკული ტომი ლაპარაკობს რაღაც ენაზე, რომელიც მათ გარდა არავის ესმის, მაგრამ არა აქვთ დამწერლობა, ესე იგი, ეს ენა არ არსებობს. სასწაული ლოგიკაა.

ამავე სასწაული ლოგიკით, რომელიღაც საუკუნემდე, სანამ ქართული დამწერლობა გაჩნდებოდა, რა გამოდის, ქართული ენა არ არსებობდა? ამ სასწაული ლოგიკით, გამოდის, რომ არა. ეს რა ბოდვაა? ძალიან სასაცილოა.

ამ სასწაული ლოგიკით თუ ბოლომდე ვიხელმძღვანელებთ, მაშინ, ვინაიდან მსოფლიოში, სულ 14 ანბანი-დამწერლობაა, ამიტომ, თურმე, ენაც არ უნდა არსებობდეს 14-ზე მეტი. ძალიან სასაცილოა.

ასევე, ფართოდ გავრცელდა ანტიმეცნიერული შეხედულება, რომ, თურმე, ”თუ რომელიმე ენა იყენებს სხვა ენის ანბანს, ამიტომ ეს ენა იმ სხვა ენის დიალექტი არის”. ამ სასწაული ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ, თურმე, ინგლისური ენა, ფრანგული ენა, გერმანული ენა, ენები კი არ არიან, არამედ, ვინაიდან, ლათინური ენის ანბანით სარგებლობენ, ლათინური ენის ”დიალექტები” ყოფილან. ძალიან სასაცილოა. კიდევ უფრო სასაცილო ის არის, რომ, თუ, მომავალში, ინგლისის, საფრანგეთის და გერმანიის მთავრობები გადაწყვეტენ ლათინური ენის ანბანის საფუძველზე შექმნილი თავიანთი ანბანების შეცვლას, მაგალითად, არაბული ენის ანბანის ასოებით, მაშინ, ამ სასწაული ლოგიკით თუ ბოლომდე ვიხელმძღვანელებთ, გამოვა, რომ ინგლისური ენა, ფრანგული ენა და გერმანული ენა, თურმე, ყოფილა არაბული ენის ”დიალექტები”. სასაცილოა. სასწაულია.

კიდევ უფრო სასწაულია, რომ ფილოლოგების დიპლომების მქონე მთელი არმია უარყოფს ქართული ენათმეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ქართული ენის გრამატიკის ფუძემდებლური სახელმძღვანელოს ავტორის აკადემიკოს აკაკი შანიძის მტკიცებას, რომ მონათესავე ენები, მეგრული ენა, ლაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, ქართველური ენები არიან (და არა ქართული ენის დიალექტები).

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ენათმეცნიერება მოკვდა.

ცნობისთვის, რას ნიშნავს სიტყვა ”დიალექტი”.

”დიალექტი” (ბერძ. διαλέγομαι, dialegomai „ერთად ლაპარაკი“) არის გარკვეული ლიტერატურული ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი, მისი რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა, რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური თუ ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას იყენებს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადში გასაგებია სტანდარტული ენის მატარებლებისთვის.

დააკვირდით, საკვანძი ფრაზაა ”იგი ძირითადში გასაგებია სტანდარტული ენის მატარებლებისთვის”.

ანუ, თუ ”განსხვავებული” გასაგებია ”სტანდარტული ენის მატარებლებისთვის, მაშინ ”დიალექტია” (ბერძ. διαλέγομαι, dialegomai „ერთად ლაპარაკი“), ამიტომ διαλέγομαι-ენ, dialegomai-ენ, „ერთად ლაპარაკობენ”. თუ ”განსხვავებული” იმდენად არის ”განსხვავებული” ”სტანდარტული ენის მატარებლებისთვის”, რომ გაუგებარია, მაშინ უკვე ვეღარ არის ”დიალექტი”, ვეღარ διαλέγομαι-ენ, ვეღარ dialegomai-ენ, „ერთად ვეღარ ლაპარაკობენ”, ანუ ძალიან ”განსხვავებული” არის ”ენა”, მონათესავე, მაგრამ ”ენა”. სპეციალურად უნდა სწავლა, რომ ”ერთად ილაპარაკონ”.

გაუმარჯოს საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბამდამდე. გაუმარჯოს საქართველოს ზღვიდან ზღვამდე. რაც შეიძლება მეტი მიწებით და მეტი მოსახლეობით. გაუმარჯოს მონათესავე ენებს (თუნდაც დიალექტები დაუძახეთ). საჭიროა მათი სწავლა, სკოლაში, იმისთვის რომ ”ერთად ლაპარაკი” გახდეს შესაძლებელი, მათ შორის თურქეთის მიერ დროებით უკუპირებული სამხრეთი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებთან. შენიშვნა ოპონენტებს, ლაზებს ლიტერატურული ქართული ენა არ ესმით. გეკითხებით, ლაზებს რა ენაზე ვესაუბროთ? თურქულად? ოღონდ ლაზურად არა (თუნდაც ლაზური დიალექტი დაუძახეთ), და მზად ხართ თურქულად ისაუბროთ, ხომ?

დააკვირდით, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ენათმეცნიერების სიკვდილს რა შედეგები მოყვა.

ყალბი ენათმეცნიერული რიტორიკით შენიღბული დივერსანტები რას ეუბნებიან თურქეთის მიერ დროებით უკუპირებული სამხრეთი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს? რომ რა? თურქები მშობლიურ ენაზე, დედა-ენაზე, დედის ენაზე, ლაზურ ენაზე, საუბრის უფლებას არ გაძლევენ, არც ჩვენ მოგცემთო. იმიტომ რომ ლაზური ენა არ არის ენა, დიალექტი არისო. თან ერთდროულად რელიგიური რიტორიკით შენიღბული დივერსანტები უძახიან, რატომ ხართ მუსლიმანური აღმსარებლობისო? თუ არ ხართ ქრისტიანული აღმსარებლობის, ამიტომ არ ხართ ქართველებიო. და ორივე ეს დივერსია ერთად თურქეთის მიერ დროებით უკუპირებული სამხრეთი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ლაზებისთვის საფუძველშივე სპობს იმის მოტივაციას, რომ ისინი როდისმე დაბრუნდნენ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ფაქტიურად დივერსანტები რას ეუბნებიან ლაზებს? თქვენი მიწა გვინდა, თქვენ კი არ გვინდიხართო.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში ენათმეცნიერება მოკვდა, და საქართველოს სიდიადის წინააღმდეგ მიმართული დივერსანტებისთვის პასუხის გამცემი პრაქტიკულად აღარავინ აღარ დარჩა.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
25.04.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები