ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2009


ქალბატონი მუზის პორტრეტი

თორემ დავყრუვდი...
                    ამ სიჩუმეში...
ისევ მოითხოვს ხაზთა მარულა
სიტყვით ნახატებს,
                  სად დაკარგულა?...
ფერთა თამაშის უსაზღვრო სევდა...…
და ადგილიც გამოვუნახე,
                  მაღლა კოფოზე,
დაბრძანდით...
არა!
ქალბატონო, რატომ მაწვალებთ?
ხომ იცით, ახლა არ დაგითმობთ...
ღიმილის სევდა...
ნერვიულად ვაწვალებ კალამს,
არ ვაძლევ სალამს,
და გავებუტე!…
რად დამაყრუე?
სევდით დამყურებს...
იცის, მაინც ვერ გამაგონებს,
და არც ცდილობს,
მხატე და მხატე...
ქალბატონო...
და  ყველა ალერსს მირჩევნია...
ჰოდა, რას არჩევ...
(გადავუხვიე!)
იქ მშვენიერი ქაოსების ფერთა უცნობი გადაფასების… გაგრძელებული უცნობის ძებნით, მაინც არ ვწყდები,…და ეს ულევი სიტყვის თამაში მინდა და ვრისკავ, ვბედავ და ვბერავ...… გეყოფა! ამდენ აუხდენელ სიზმართა წყებას… გადააკერე ერთი სარჩული წითელი ფერის, მოხატული ჭრელი ხაზებით,… რაღაც არ მესმის რატომ ბრაზდებით?...
(ისევ ვაგრძელებ!)
ქალბატონი ზურგშექცევით ზის.
ღიმილს დავფარავ მარაოსფერი მონატრებით და...…
დახატულ პორტრეტს დაუსრულებელს, შავი საფენი
ჩამოვაფარე...… ნეტავ და...
თორემ დავყრუვდი...
                      ამ სიჩუმეში...
და ფერთა ძებნა სიტყვით გნებავთ..?
ქალბატონო, ხომ რჩებით ჩემთან?... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები