ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2018


ლექსი დევისა და სადგისისა

არაგვის ხეობა.
ვმხნეობ და  ამ ღრეკარს
დევს რომ ჰგავს დავყურებ დოინჯით.
მოიცდის,
მოიცდის ქვეყანა უფალო
მოდექ და ამ დოქთან მოვარდი,
მოიწი...
უბრძანე უებრო კვაზარებს უბირო, გამა ანთებანი უშტერონ არაგვზე.
უთხარი ამ პულსარს თავი რომ ჰგონია სამყაროს შუქურა უყუროს,
უყუროს ჩემსა და ამ ჩემი მზემიწის რკინებას.
ინებე,
ლაზარეს მიწისა ინებე.
როგორი ძნელია იდგე შენს მიწაზე უფალო ტუსაღად
რამდენმა არამწრმემ შენ იცი, ჩემს მამულს თავი მრწმედ უსაღა.
ეს დოქი?
ეს დოქი სავსეა
შხამით და ბალღამით.
ვინ შესვას?
მომლხენი ცოტაა
ან სულაც არ არი.
არაგვზე რა მინდა?
კალმახებს ვეახელ
არა თქვეს აღმისა...
მეც შევრჩი ამ ღრეკარს
დევს რომ ჰგავს
დევს, დევგმირს
კისერში სადგისად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს