ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: იუმორისტული
1 მაისი, 2018


ჩვენ რა გვიშველის?! :)

მოწევა აკრძალულია,
გაწევა აკრძალულია,
მოწვევაცა და დაწვევაც
ტრადიციულად- რთულია.

მთელი დუნია, კანონთა
თხზვა- სრვაზე გადართულია,
ვჭრით, ვკერავთ, ვბრძანებთ- ამბებში
ჩაუხედავნი სრულიად.

მარტივს ვართულებთ ( გაგვდის და)
რთული ისედაც რთულია,
ვინ საით გარბის, არ გარბის,
ლაღად ვალს თუ დაბმულია-

აღვნუსხავთ, მამა-პაპური
მახათიც დაჯავშნულია,
აბსურდში ვხარისხდებით და
მთავარი-განწირულია.

ცოდნა ფულია, სიბრიყვე
ფული და ფულზე ფულია!
და რამე რომ გვეშველება,
შანსი ყოველმხრივ- ნულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები