ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
1 მაისი, 2018


რა მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ანულირების შემთხვევაში?

რა მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ანულირების შემთხვევაში?




დავსვათ საქართველოს შემადგენლობაში აჭარის ყოფნა-არყოფნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვა:

- ”რის საფუძველზე არ არის ძალაში 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება?”


შეგახსენებთ,

1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ოსმალეთს ეკუთვნოდა აჭარა, აჭარის სამხრეთით მიწები, აგრეთვე დამატებით ახალქალაქი და ახალციხე.


გენისოების საყურადღებოდ,


რომ აღშფოთდებით, სამართლიანად, როცა თურქეთი აჭარის დაბრუნებას ითხოვს,  და  მეორე მომენტში, ბევრნი, რომ ითხოვთ, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ანულირებას (ზოგიერთი დენონსაციასაც ითხოვს, რაც შეუძლებელია, - დენონსაცია რომ მოხდეს, ამის შესაძლებლობა ხელშეკრულებით უნდა იყოს დათქმული, ყარსის ხელშეკრულების ტექსტში კი დენონსაციის შესაძლებლობა  არ არის გათვალისწინებული), რაც ერთადერთი დოკუმენტია (გარდა 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებისა), რომლის საფუძველზე აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება (გარდა 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებისა), ეს რითი ავხსნათ? დიდი-დიდი ჭკუით?



1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშკეულებაში სწერია, რომ ყველა წინა ხელშეკრულება უქმდებაო.


მისი წინა არის 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება.


1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ოსმალეთს ეკუთვნოდა აჭარა, აჭარის სამხრეთით მიწები, აგრეთვე დამატებით ახალქალაქი და ახალციხე.

შენიშვნა გიჟების საყურადღებოდ, თავი გენიოსებად რომ წარმოუდგენიათ, 


1918 წლის 4 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში პარლამენტი არ არსებობდა, ამიტომ საერთაშორისო ხელშეკრულებების პარლამენტის მიერ არც 1, არც 2, და არც 3  მოსმენით არავითარი რატიფიკაციის ინსტიტუტიც არ არსებობდა, შესაბამისად, 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებას  საქართველოს  პარლამენტის მიერ რატიფიცირება პრინციპში არ სჭირდებოდა, და რატიფიცირებული პრინციპში ვერც  იქნებოდა, პარლამენტის არ არსებობის გამო.

ისე, რომელმა ჭკუანაკლულმა მოიფიქრა ”არგუმენტი”, 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულება ნამდვილი არ არის, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტს 3 მოსმენით არ აქვს რატიფიცირებულიო?

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი 1919 წელს აირჩიეს, გეიგევებით?

მაინც, რა თაღლითური შეგნების უნდა იყოს ადამიანი, თაღლითს მაინც რამდენად დებილი უნდა ეგონოს ქართველი ხალხი, რომ 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების  ნამდვილობითვის მოითხოვის საქართველოს პარლამენტის მიერ მე-3 მოსმენით რაფიფიცირება, მაშინ როცა საქართველოს პარლამენტის არჩევნები 1919 წელს ჩატარდა, ანუ 1918 წლის 4 ივნისის მდგომარეობით, იმ მომენტისთვის, 1918 წლის 4 ივნისამდე, და 1918 წლის 4 ივნისს, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს პრინციპში არ სჭირდებოდათ არ-არსებული პარლამენტის მიერ რატიფიცირება.







რა მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების ანულირების შემთხვევაში?

რა მოხდება და თურქეთი  წაიღებს აჭარას, აღდგენა თავდაპირველი მდგომარეობა, რაც იყო ყარსის ხელშეკრულების დადებამდე.

აღდგება 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულების დადებით არსებული მდგომარეობა.

1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ხელისუფლებამ აღიარა, რომ ოსმალეთს ეკუთვნოდა აჭარა, აჭარის სამხრეთით მიწები, აგრეთვე დამატებით ახალქალაქი და ახალციხე.


ცნობისთვის, 1918 წლის აგვისტოში  ოსმალეთმა მოახდინა აჭარის ანექსია, - აჭარა გამოაცხადა ოსმალეთის სახელმწიფოს ნაწილად.

შენიშვნა გენიოსების საყურადღებოდ,


რა გადაწყვიტეს თურქეთმა და ბრიტანეთმა, ეს არ ეხება საქართველოს ვალდებულებებს თურქეთის მიმართ, ჯერ ერთი, ასე არის დადგენილი საერთაშორისო სამართლით, და მეორე, მთავარი, ასე ფიქრობს თურქეთი, მისი არმიითურთ.



ჰო, კიდევ,

შენიშვნა გენიოსების საყურადღებოდ,


1918 წლის 28 მაისს, საქართველო-გერმანიის ხელშეკრულების ხელმოწერის საშუალებით, საქართველომ აირჩია გერმანიის მოკავშირეობა-კოლონიაობა, პროტექტორატის ქვეშ ყოფნა,
ანუ,
1918 წლის შემოდგომაზე 1-ელ მსოფლიო ომში დამარცხდა არა მარტო გერმანია, და ოსმალეთი, არამედ აგრეთვე საქართველოც, როგორც გერმანიის მოკავშირე-კოლონია-პროტექტორატის ქვეშ მყოფი.


გეიგევებით?

კიდევ  ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი  დოკუმენტი  (გარდა 1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებისა), რომლის საფუძველზე აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება, ეს არის 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება. და ვინც მის ანულირებას ითხოვს, ეს დიდი-დიდი ჭკუით არ მოსდის.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
1.05.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები