ნაწარმოებები



ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 მაისი, 2018


ერთიდან მილიონამდე (ეტიუდი)

სვავებს ვინ მოთვლის ცის კამარაზე,
რამდენია?!
მოქუფრულ თვალებზე დასთამაშებთ მათ ჩანაფიქრი - ავი!
ციდან დასცქერიან ველებს, რომლებიც ბრტყელია და მასზე საზრდოობენ:
ფლორა-ფაუნის "უნაკლო" შვილნი!
დღეს მათი ტყვეა ყველა თავ-თავი,
ისინი კორტნიან ბრტყელი სივრცის ყველა კაპილარს და
მკურნალი არსად ჩანს!
დასვრეტილ ველებს გასდით: მდინარე, რუ და ზღვა-ოკეანე...
სველ გალაკტიკას ირმის ცრემლები დაერქვა - გადახტომისას!
ირმის ცრემლები მკურნალია სვავის კვალისა, მაგრამ
მიწა, მშობლისა სხვის კართან მიტოვებულ ჩილ ბავშვს ჰგავს
და კართან დგანან დედის ნაცვლები.
მოქუფრულ თვალებზე მათ დასთამაშებთ ჩანაფიქრი - ავი,
სვავებს ვინ მოთვლის რამდენია ცის კამარაზე!...
მიწა მშობელი ჩვენ დავითვალეთ - მხოლოდ ერთია,
გალაქტიკები მილიონობით!
გიგო რიონელი
11 მარტი 2018 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს