ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
7 ნოემბერი, 2019


ტანგო მთვარესთან (ეტიუდი)

არ სძინავს თეთრ ნაბადში გახვეულ მთვარეს,
არც კაკლის ხე თვლემს,.
არც ალუბალი იბერტყავს კალთებს.
ღამეა და მიწის სუნია ღამეში, სადაც დგას ამაყი მუხა!

სძინავთ სახლებს! დახუჭულ თვალებში კრამიტების მტვრევის ხმა ისმის. სიზმარი გრძელი და უსასრულოა.
დილამდე იცეკვებენ ბუნების ქმნილებანი, ხოლო წყვილი, რომელიც ტანგოს ცეკვავს ტოტებჩაგრეხილ გრძნობებში ჩაკარგულა...
თბილია ღამე, მაგრამ სიზმარში კვლავ კრამიტების მტვრევის ხმა ისმის.

არ სძინავს თეთრ ნაბადში გახვეულ მთვარეს!
თვლემს მხოლოდ ის ერთი, ვინც სიზმარს ხედავს და ესმის კრამიტების მტვრევის ხმა.
მღელვარე სული ეძებს სიმშვიდეს და აბებს, რომელიც ხელთან ახლოს, იქვე, ერთ პატარა ზარდახშაშია.
აბი, რომელიც მთვარეს ჰგავს, ტკბილია როგორც სიცოცხლე და მწარე როგორც სიკვდილი!
ერთ მუჭაში ჩატეული "ათასი" მთვარე შავ ხვრელში შთანთქმულ სამყაროს დაემსგავსა.
სად არის წყალი?
სად არის ნაბადი, რომელშიც მთვარე გახვეულა და ჯვარი, რომელიც მძინარე დედის ყელს ამშვენებდა?
ჯაჭვი როდის გაწყდა?
იმ ღამეს, როცა თეთრ ნაბადში გაეხვა მთვარე და ტანგოს ცეკვავდა წყვილი?

ბებერი მუხა ეცეკვება მთვარეს!

გიგო რიონელი
1 მაისი 2018 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები