ტელეფონის ზარი. ოთახი. საწოლი. ჩარჩო კედელზე. - თვითმკვლელები ფოტოებში სევდიანად გამოიყურებით, ნიტა... - ფიქრობს. ნემსი. წამალი. სიგარეტის ნამწვავით სავსე საფერფლე და ეს სუნი... - ჯოჯოხეთში თუ აყროლდება ასე. ნეტავ, გავიდე ამ ოთახიდან… ბავშვი?! - ვერ დგება. ტასო პირველ კლასშია. ზღვისფერი თვალები და შავი თმა აქვს. იმ დღეს, შესვენებაზე, დაფაზე “მამა” დაწერა. ბავშვის სახე ხელებში ჩაიდო მასწავლებელმა, ვერც კი მიხვდა, როგორ დაიჩოქა კლასის მტვრიან იატაკზე და ასე უყურებდა მშვიდ ზღვას, სადაც მზის სხივების ნაცვლად დამხრჩვალი ბავშვობა ირეკლებოდა. მერე თავად ჩაუდგა ზღვა თვალებში და ტასუნას ნაღვლიანმა ხმამ გამოაფხიზლა: - რატომ ტირით, მასწ.?! - გამოხვედი, ბიჭო?! რომ ამბობდი, ბავშვია სკოლიდან გამოსაყვანიო, სად ხარ?! - ტასო... ნიტა... ნეტავ... - ფიქრობს, ტელეფონი გათიშა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ვისიამოვნე! მშვენიერია. ვისიამოვნე! მშვენიერია.
7. მეც მოგიკითხე თამუნა :) მეც მოგიკითხე თამუნა :)
6. +5 + მოკითხვა და კეთილი სურვილები :) +5 + მოკითხვა და კეთილი სურვილები :)
5. მადლობა კომენტარებისთვის :) მადლობა კომენტარებისთვის :)
4. ემოციური, მხატვრული, აქტუალური, იდეური.
ემოციური, მხატვრული, აქტუალური, იდეური.
3. Kargia, sauketeso Kargia, sauketeso
2. ძალიან კარგი, გამიხარდა :) მადლობა კომენტარისთვის. ძალიან კარგი, გამიხარდა :) მადლობა კომენტარისთვის.
1. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|