ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 მაისი, 2018


ვინ ითხოვს აჭარის ავტონომიის გაუქმებას? ძირითადად?

ვინ ითხოვს აჭარის ავტონომიის გაუქმებას? ძირითადად?


სასწაული არის, როცა სამეგრელოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ზვიად გამსახურდიას ჩაგონებით, იმდენი უძახა აფხაზებს, არ ხართ აფხაზებიო, ნამდვილი აფხაზები მეგრელები არიაონ, თქვენ კი აფსუები ხართო, და ამიტომ წადით აქედან, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლდითო, რომ ბოლოს საქმე ომამდე მივიდა. და როცა 1992 წელს ომი დაიწყო, ზვიად გამსახურდიამ მანიფესტი გამოსცა, არიქა, მსოფლიო საზოგადოებავ, დაიცავით ”მცირერიცხოვანი აფხაზი ერი” განადგურებისგანო. ვისგან განადგურებისგანო? ვისგან და შევარდნაძის ბანდებისგანო. ნეტავი ვინ ჰქონდა მხედველობაში ”მცირერიცხოვან აფხაზ ერში”? ისინი, რომლებიც მანამდე არ-არსებულად გამოაცხადა, აფსუები ხართ და წადით ჩრდილოეთ კავკასიაშიო, რომ ეუბნებოდა? და თუ მართლა ფიქრობდა, რომ აფხაზი ერი არ არსებობდა, დავუშვათ, ვითომ, კი მაგრამ, 1992 წელს რახას თხოვდა მსოფლიოს”მცირერიცხოვანი აფხაზი ერის”, ანუ მანამდე მის მიერ ”აფსუებად” გამოცხადებულების დაცვას ქართველებისგან? ნეტავ, როდის იყო გულწრფელი?

სასწაულია, როცა ახლა აჭარას უჩხიკინებენ, არ გვინდა აჭარის ავტონომია, ხარჯებია ზედმეტიაო, გავაუქმოთო, აჭარის ავტონომიაო, და ამას იძახიან აჭარის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრის საწინააღმდეგოდ. დააკვირდით, ის ”ც-ა-ლ-კ-ე-უ-ლ-ი მეგრელები”, რომლებიც აჭარის ავტონომიის გაუქმებას ითხოვენ, ვითომდა ხარჯების ეკონომიის მიზნით, არ ითხოვენ თბილისში მყოფი აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას, ხარჯების ეკონომია ”არ ახსენებდებათ”. სასწაულია, აბა რა არის.

ცალკე სუპერ-სასწაულია ის, რომ აჭარის ”ავტონომიური მმართველობის” (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლიღ დადგენილი ტერმინით: ”სამუსლიმანო საქართველოს ბათუმის მხარის” ”ავტონომიური მმართველობის”) გაუქმებას შედეგად მოჰყვება აჭარის მითვისება თურქეთის მიერ, 1921 წლის 13 ოქრომბრის ყარსის ხელშეკრულების და აგრეთვე 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე, შეგახსენებთ, ერთი ხელშეკრულებაც და მეორეც, 1989 წლის 9 აპრილის დღეებშიც მოქმედებდა, და მიუხედავად ამისა, მაინც ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ აჭარის ავტონომიის გაუქმებას, დაწყებული ზვიად გამსახურდიიდან, დამთავრებული ე.წ. ”ზვიადისტური” მოძრაობის წევრების უმრავლესობით, თუ ყველათი არა. ჟანრის კანონების მიხედვით, რახან ბელადმა ასე თქვა, ჩვენაც იგივე უნდა გავიმეოროთო, პრინციპით, ოღონდ აჭარის ავტონომია გავაუქმოთ, და აჭარა თუნდაც თურქეთმა წაიღოსო.

და ყველაზე მთავარი, ამ ”ც-ა-ლ-კ-ე-უ-ლ-ი”  პათოლოგების ავადმყოფური სიძულვილი აჭარისადმი, მათ შორის, ბათუმი-ქობულეთისადმი, რომელიც ერთი პერიოდი გურიოში შედიოდა, ისტორიულად სამეგრელო-გურიის ომებიდან მოდის. სწორედ ამიტომ ცდილობენ ასეთი ფანატიკური თანმიმდევრობით აჭარის სახლის გადაწყობა-განადგურებას აჭარის სახლის პატრონების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
6.05.2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები