ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
6 მაისი, 2018


დაბადების დღე

                                    ნაწილი მეშვიდე
      ყველაფრი თინას დაბადების დღიდან დაიწყო,. 15 აპრილს მეგობრები, ოჯახის წევრები საღამოსთვის წვეულებას ვგეგმავდით. ჩვენ  ვიცოდით, რომ ამ დღეს ყველაზე განსაკუთრებულად ემზადებოდა. ვცდილობდით არაფერი შეემჩნია, როცა რაღაცას ახსენებდა მალევე საუბარი სხვა თემაზე გადაგვქონდა, ფოტოსესიაც მოუწყეთ ეს ყველაფერი სულპრიზის ნაწილი იყო. თინას მთელი დღის ლოდინის შემდეგ, იმედები გაუცრუვდა  და თავის სალონში ჩაიკეტა. მეგობრებს უთხარი, რომ  წასულიყვნენ მასთან მე დავრებოდი. სალონში, როგორც კი შევედი გათიშული დამხვდა, თავიდან სისხლი მოსდიოდა, ძალიან შემეშინდა  დასახმარებლად მოედანზე გამოვიქეცი, მაგრამ აღარავინ  დამხვდა. სასწრაფოთი თინა საავადმყოფოში გადავიყვანე. იქ სანდრო დამხვდა, რომელმაც თინა გასინჯა.
- ესაც თქვენი პირველი შეხვედრა, გააგრძელეთ შემდეგ რა მოხდა?
- თინა  რო  შემოიყვანეს, ის უკვე გონზე იყო თავზე დიდი ჭრილობა არ ჰქონდა, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა მისი დატოვება ერთი დღით  მაინც მინდოდა.
- მოდი გამოვიცნობ, იმდღესვე გაწერეთ?
- არც გამიწერია, ელენეს დაჟინებით სავადმყოფოდან თინა გავიყვანეთ.
- ესაც შენი ერთი დანაშაული, სანდრო ექიმო.
- სანდრო არაფერს შუაშია ეს მე დავაძალე, თინას ეს დღე ძალიან უნდოდა, თან  უკვე ყველა მას ელოდებოდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ყველა ულოცავდა მისი სახე ბედნიერებისგან ბრწყინავდა. შემდეგ სცენაზე გადაწყვიტა ასვლა, მადლობის მოსახდელად. ნელ-ნელა ვხდებოდი, რომ კარგად არ იყო. სიტყვა დაასრულა თუ არა გონება დაკარგა. იმ დღის შემდეგ ის კომაშია.
- რატო დამალეთ ეს ყველაფერი? როგორც ვატყობთ თქვენ თინასთვის, ცუდი განძრახვა არ გამოძრავებდათ.
- არა დეტექტივო რას ამბობთ, მე და თინას მთელი ბავშვობაა ვიცნობ. მე მას არასდროს არაფერს დაუშავებდი.
- ყველაფერი გასაგებია, დანარჩენს განყოფილებაში გავარკვევთ ორივე დაკავებულები ხართ.
- არა! ძალიან გთხოვთ, მოგვეცით საშვალება ყველაფერი აგიხსნათ.
- დანარჩენი განყოფილებაში, ნუღა გამამეორებინებთ  მეორედ მომყევით ორივე.
- ელენე გეყოფა თავის მართლება, ჯობია გავყვეთ.
- სანდრო არ დაუშვებ, ჩემს გამო შენც დაგიჭირონ.
- გინდა არ გინდა, ორივე დამნაშავეები ვართ.
- მოიცადეთ! ჩვენ უკვე გავარკვიეთ დაახლოებით ვინ შეიძლება შეიძლება ყოფილიყო, ვინც წუხელ ღამით თინას ოთახში შეიპარა.
- საინტერეოსოა, და ვინ?
- ყველაფერს მოგიყვებით, ოღონდ მოგვეცი საშვალება ვილაპარაკოთ.
- კარგით წამოდით, შესაფერისი ადგილი მოვძებნოთ სალაპარაკოთ.
- მადლობა დეტექტივო.
- რატო დამალეთ ეს ყველაფერი, შენ პატარა ქალბატონო ვის დაუმალე?
- ეს თინას სურვილი იყო მას უნდოდა, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო. დავიწყე საკუთარი თავის დადანაშაულება და დავიწყე იმის გარკვევა, თუ რატო მივიდა თინა ასეთ მდგომარეობამდე. შემდეგ კი მასზე იმდენი რამ გავიგე, თურმე სულ არ ვიცნობდი ჩემს მეგობარს...
- ელენემ თინას ოთახში სავიზიტო ბარათი იპოვა, რისი დახმარებითაც თინას მეგობარს შევხდით, ქალბატონ ნატას. მან მისი ძმიშვილი ილია გაგვაცნო, დღეს კი გავიგეთ რომ ილია თინას შეყვარებული იყო.
- და თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი ილიამ გააკეთა?
- არა არამგონია ძალიან გურწფელად საუბრობდა, მას თინა ძალიან უყვარს. აი მისი მეგობრებზე კი რა გითხრათ არ ვიცი , არ ვიცნობთ და ხვალ ვაგრძელედით ამის გარკვევას.
- ესეიგი მე რომ არა, ხვალ გამოძიებას ისევ გააგრძელებდით?
- დეტექტივო ჩვენ დამნაშავეები არ ვართ, შეიძლება კანონები კარგად არ ვიცი და ისიც არ ვიცი შეცდომა სად დაუშვი, მაგრამ დამიჯერეთ ეს ყველაფერი, მეგობრის გამო გავაკეთე ვცდილოდი, როგორმე მაინც დავხმარებოდი. ჩვენ უკვე ერთი მეგობარი დავკარგეთ და მეორედ, ამ დიდ ტრაგედიას ვეღარ გადავიტან. მე გავაკეთე ის რაც საჭიროდ ჩავთვალე. ჩვენ უკვე ყველაფერი მოვყევით, ეხლა თქვენი გადასაწყვეტია წაგვიყვანთ თუ არა განყოფილებაში.
- ეხლა რას აპირებთ?
- ხვალ ილია მინდა თინასთან შეუშვა. შემდეგ კი მას კვალდაკვალ გავყვებით, მინდა მისი მეგობრები შორიდანაც გავიცნო და თუ საჭირო გახდება, ილიას მეორედ დაველაპარაკებით.
- ექიმო ესეთი გონება გამჭრიახე გოგონას, სად გადაეყარეთ?
- დიახ სხვააშორის ძალიან ჭკვიანია.
- ელენე სად ხარ? უკვე საღამოს 22:35 წუთია შენ თქვი, რომ მალე დაბრუნდებოდი?
- ლუკა, არ მცალია ცოტახანში გადმოგირეკავ.
- მოიცადე არ გათიშო! აჰაა დედა ამ გოგომ კიდე არ ისწავლა, რომ საუბარი უნდა დამასრულებინოს და ისე გათიშოს?
- შვილო მეც უკვე აღარ ვიცი შენი და როგორია, რამდენი ხანია ნორმარულად არც მელაპარაკება.
- მოვა და მე დაველაპარაკები.
-ბავშვებო, თქვენ წადით დანარჩენს მე მივხედავ, მაგრამ ერთი პირობით ჩემი მეთვალყურეობის ქვეს იქნებით, ქალაქიდან გასვლა აგეკრძალებათ, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ.
- მართლა გვიშვებთ?
- მეორედ თუ დასვამ მაგ შეკითხვას, შეიძლება გადავიფიქრო კიდეც.
- და ჩვენ ჰო ყველაფერს გვეტყვით?
- ჯერ მე უნდა გადავამოწმო ყველაფერი და შემდეგ თუ საჭიროდ ჩავთვლი გეტყვით. იცოდეთ, რომელიმე თქვენთაგანი თუ  გადამეყრება, შემდეგში ესე მარტივად აღარ გაგიშვებთ.
- მადლობა დეტექტივო.
- ექიმო გაუფთხილდი, მისგან მგონი დეტექტივი იძერწება.
- დაცვა არ მჭირდება, საკუთარ თავს მე თვითონ დავიცვავ.
- რაღაც მეეჭვება.
- გეყოფა სანდრო წამოდი წავიდეთ, სანამ მართლა გადაუფიქრებია.
- აჰა კმაყოფილი ხარ?
- მეგონა უკვე წასული იყო, რა ვიცოდი კედელს თუ  კრუგს დაარტყამდა.
- როგორც ჩანს, ყველაფერი სწორედ ვერ გათვალე.
-კარგი რა სანდრო არ ვიჩხუბოთ, ისედაც ვერ ნახე რა საშინელი საღამო იყო.
- შენ პირობა დაარღვიე.
- რა პირობა?
- შენ შემპირდი, რომ ბევრს არ ილაპარაკებდი.
- მე შეგპირდი ილიასთან სახლში არ ვილაპარაკებდი, დეტექტივი კი ჩვენს გეგმაში არ შედიოდა.
- ძალიან სასაცილო იყავი.
- სანდრო რა გაცინებს?
- შენი სახე უნდა გენახა, დეტექტივის დანახვისას სულ გაფითრდი.
- საერთოდ არაა სასაცილო, რამის გული გამისკდა ვიფიქრე ვინაა ეს გაბერილი კაცი. სულაც შავი შენობა მეგონა, გულში კი გავიფქრე რა არის ეს ამხელა კამოდი კაცითქო.
- ეგ კაცი, რომელზედაც ეგრე საუბრობ არ  დაგავიწყდეს რამოდენიმე წუთის წინ, ჩვენს დაჭერას აპირებდა და მადლობას უნდა უხდიდე, რომ გამოგვიშვა.
- არა მადლობელი ვარ მართლა, უბრალოდ გითხარი ჩემი პირველი ემორციები მის დანახვისას.
- როგორ შეიძლება ერთდროულად, ესეთი გიჟიც იყო და ძალიან ჭკვიანიც?
- ჩემს შემთხვევაში, ალბათ ეს შესაძლებელიცაა. კარგი უკვე გვიანია უნდა წავიდე, ჩემებიც მელოდებიან.
- ღამემშვიდობის.
- ჰო მართლა მაპატიე, პატარა ინციდენტის გამო ალბათ ხვდები, რომ მარტო დეტექტივის გამო მოვიქეცი ესე.
- კი  არაა პრობლემა მესმის, უბრალოდ კარგი იქნება შემდეგში  გამაფთხილო.
- ხუმრობ? მეორედ არასდროს მოხდება.
- კარგი დროა,  სახლში შეხვიდე.
- კარგად.
          ისევ და ისევ დამღლელი დღის შემდეგ, ელენე სახლში შეპარვას ცდილობს, მაგრამ ეხლა უკვე სახლში სრული ჰარმონიაა. მას უკვე ძმა და დედა ელოდება, დიდი საყვედურებით. ეს ყოველთვის ესე ხდებოდა, როცა ლუკა ჩამოსული იყო, ელენეს ყოველთვის აკონტროლებდა. ამის გამო მათ ბევრჯერ მოსვლიათ კამათი.
- მოხვედი?
- კი მოვედი და ძალიან დაღლილი ვარ, დასვენება მჭირდება.
- შენ თქვი, რომ მალე დაბრუნდებოდი დაგირეკე,  როგორც ყოველთვის სიტყვაც არ დამასრულებინე და ტელეფონი დამიკიდე. შეგიძლია ამიხსნა რა ჯანდაბა ხდება?
- ასახსნელი არაფერი მაქვს.
- სად მიდიხარ?
- ჩემს ოთახში.
- და მე გითხარი, რომ უნდა წახვიდე?
- ლუკა ძალიან გთხოვ, ჩხუბი არ მინდა.
- ვცდილობ გავარკვიო რა გინდა? დედა უკვე შეწუხდა შენი დევნით, გაინტერესებს რატო ჩამოვედი? ალბათ არა, მაგრამ მე გეტყვი. დედამ მითხრა, რომ სახლში თითქმის არ მოდიხარ, არ ჭამ და არ იცის საერთოდ სად დადიხარ რას აკთებ. შენი აზრით სწორედ იქცევი?
- უკვე აღარ ვიცი, რა არის სწორი და არასწორი. დავიღალე იცი, უკვე თქვენს მითითებებზე ცხოვრებით დავიღალე. რა გინდა? ჩხუბი? კარგი იყოს ეგრე. შენ სად ხარ ლუკა, სად? წელიწადში ერთხელ ჩამოდიხარ და მერე იწყებ ჩემი ცხოვრების გაკრიტიკებას. მე გავიზარდე გესმის! უკვე გავიზარდე და მგონი უკვე დროა, მე მივიღო გადაწყვეტილებები. რაც შეეხება დედას, ნუ ნერვიულობ ყველაფერი როგორც კი დამთავრდება, მე თვითონ მოუყვები. შენზე როცა განიცდის დედა, მაშინ სად ხარ?  შენ უყვები სად ხარ და რას აკეთებ, შენ იქცევი ეგრე? გასაგებია ბიჭი ხარ, შენ ერთადერთი ბიჭი ხარ და არა! შენთვის არ შეიძლება კრიტიკა!
- საკმარისია! შენ რას აკეთებ? ერთხელ მაინც დაინტერესებულხარ ჩემი ძმა როგორაა, იქ რას აკეთებს? მე იქ თქვენს გამო წავედი, არ მინდოდა სამუდამოდ ამ ძველ სახლში გაგვეტარებინა მთელი ცხოვრება. თქვენთვის უკეთესი ცხოვრება მინდოდა შემექმნა, რაც მამამ ვერ შეძლო მე მინდოდა იმ ყველაფრის შექმნა და გაკეთება.
- მამა წავიდა, გესმის მიგვატოვა! მან სხვა ცხოვრება დაიწყო, ისევე როგორც შენ, შენც წახვედი. რაც შეეხება ამ სახლს, მე მომწონს და ბედნიერი ვარ აქ ცხოვრებით.
- მე მამას არ ვგავარ.
- იქნებ შენ გგონია ესე და საერთოდაც ერთმანეთს გაუგებდით, რომ გეპოვნა.
- ელენე საკმარისიაა! ზედმეტები მოგდის.
- მე გითხარი, რომ ჩხუბი არ მინდოდა.
- არ დაიღალე, ყოველ ჩემს ჩამოსვლაზე ჩხუბით?
- მე არ ვაპირებდი, შენ დაიწყე.
- საკმარისია ბავშვებო! გინდათ რომ გული გამისკდეს? ჩემზე სულ აღარ ფიქრობთ ძლივს ერთად გხედავთ, ეხლა მაინც ნუ იჩხუბებთ.
- ეგ შენ ბიჭს უთხარი, მე წავედი უნდა დავისვენო.
- დედა არ მისმენს გესმის? რამდენჯერაც საუბარი დავიწყე, იმდენჯერ ვიჩხუბეთ.
- შვილო ერთ დღესაც მოგისმენს, უბრალოდ მას ეხლა რთული პერიოდი აქვს უნდა გაუგო.
        სანდრო დაწვა და ჭერს გაშტერებული შეჰყურებს.“ღმერთო რა საყვარელია.“ კოცნა გაახსენდა და თავისდაუნებურად წარმოსთქვა ეს სიტყვები. „არა რა სისულელეა, ის უბრალოდ გიჟია“ აგრძელებს საკუთარ თავთან ლაპარაკს და გამალებით აკვირდება ჭაღის უეცარ მოძრაობას. „ ხო ის მეგობარია, ჩემი ახალი მეგობარი.“ ცდილობს საკუთარ თავს რაღაც დაუმტკიცოს, მაგრამ ფიქრები არ აძლევს ამის საშვალებას.
- ელენე? აქ რას აკეთებ?
- სად?
- ჩემს ოთახში თან....
- თან რა?
- შენ პიჯამოებით ხარ. აქ როგორ შემოხვედი?
- რთული არ იყო შენი მისამართის გაგება, ბოლოსდაბოლოს უკვე პრაქტიკა გავიარე, საუკეთესო პანტნიორთან ერთად.
- რატო მოხვედი?
- გაფთხილებ
- რას?
- შენ ჰო მითხარი, გამაფთხილე კიდე თუ დააპირბო.
- არა არ გაბდო!
      „ ჯანდაბა ელენე! სიზმარშიც რომ არ ხარ ნორმარული, რა იყო ეხა ეს? კარგი სანდრო დაივიწყე, ეს სიზმარი იყო, ამოიგდე თავიდან რაც იყო იყო, ის უბრალოდ კოცნა იყო„
- დილამშვიდობის ილია! წამოდი თინას ოთახამდე მიგიყვან, მაგრამ მხოლოდ 5 წუთით შეგიძლია დარჩენა.
- მადლობა ეგაც საკმარისია, უბრალოდ დავხედავ.
- კარგი მიდი, მე აქ დაგელოდები.
- ღმერთო საყვარელო ეს როგორი ხარ, სულ გაუფერულებული შენ ეს არ გიხდება. ბოდიშის მოსახდელად მოვედი აქამდე ვერ შევძელი შენი ნახვა, არ მიშვებდნენ. გუშინ სანდრო გავიცანი ელენესთან ერთად იყო მოსული, კარგი ადამიანია აქ მან შემომიშვა. შენთვის ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, მაგრამ დრო არ მეყოფა ამისთვის, ნელ-ნელა ყველაფერს მოგიყვები. ჰო იცი გიჯი ვატო, ის ბარმენი რომ მოსწონდა მაინც დაითანხმა. ეხლა ისეთი შეყვარებულები არიან, ვატო მგონი ვისკსაც ვეღარ ხედავს ძაან შეიცვალა. ჩემზე რა გითხრა, არაღ გიჯერებ ისევ წამალზე ვარ. შენმა წასვლამ, ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მჭირდები გესმის! ბოლო ამოსუნთქვამდე მჭირდები. უკვე ნამეტანია, დროა დაბრუნდე გეყობა ამდენი შოპინგი, ყველაზე დიდი ხანს მხოლოდ მაშინ გელოდებოდი, ეხლა კი უკვე ნამეტანია. ტირიხარ?  თინა საყვარელო, შენ გესმის ჩემი გთხოვ მომეცი ნიშანი, რომ ჩემი გესმის.
- ხელი გაამოძრავა სანდრო! თინამ ხელი გაამოძრავა.
- ილია ძალიან გთხოვ დამშვიდდი, გამატარე ნინო ექიმს დაუძახე.
- სანდრო კარგად იქნება?
- ილია ძალიან გთხოვ გარეთ დაგველოდე.
- იი ილია....
- გონს მოდის, ილია ვინ არის?
- მისი შეყვარებულია, ვინც აქ იყო.
- ყოჩაღ მათ სიყვარულს, მის ხმამ მასზე კარგად იმოქმედა. დაე გადაირა ყველანაირმა საშიშროებამ.
- მადლობა ღმერთს! წავალ მის ოჯახს წევრებს გავაგებინებ.
- ყველაფერი კარგადაა, თინა გონს მოვიდა.
- სერიოზულად, შეიძლება მისი ნახვა?
- ჯერ არა, თვითონ ექიმი გეტყვის.
- კარგად იქნება?
- კი უკვე ყველაფერი კარგად იქნება, შენ ეს შეძელი შენი დამსახურებაა.
- როგორ ხარ?
- სანდრო რატო მირეკავ,  დილის 8 საათზე?
- გადავწყვიტე კარგი ამებები, დილიდანვე მეთქვა.
- რა ამბები, იპოვეს ის თაღლითი?
- არ შეგიძლია, სულ გამოძიებაზე არ იფიქრო?
- აბა რა ხდება?
- მოდი მირჩევნია, აქ მოხვიდე და გეტყვი.
- ისევ კაბინეტში მეპატიჯები?
- ისევ კაბინეტში.
- დილამშვიდობის ოჯახო, უნდა წავიდე სასწრაფოა.
- დამელოდე მზად ვარ, მეც მოვდივარ.
- არაა საჭირო მარტო წავალ.
- შენთვის აზრი არ მიკითხავს.
- ბავშვებო ძალიან გთხოვთ.
- სავადმყოფოში წავალ, თორე შენგან რამის გაგებას აზრი არ აქვს, მაინც არაფერს ამბობ.
- მეც იქ მივდივარ.
- ძალიან კარგი ერთად წავალთ, იქნებ გზაში ცოტა რამე მომიყვე შენზეც.
- არ ვაპირებ.
- დედა დროებით!
- არ იჩხუბოთ, ხალხის თვალში მაინც.
- ეს ელენეზეა დამოკიდებული.
      კარგი ამბებები დროზე მალე გავრცელდა, ერთ საათში თითქმის ყველა შეიკრიბა. თინა უკვე პალატაში გადაიყვანეს, თავს იმდენი ახვევია, აღარ იცის საუბარი პირველი ვის დაუწყოს.
- კომაში რამდენი ხანს ვიყავი?
- სამი კვირა და ორი დღე.
- დიდი დრო კი გასულა, ესეიგი გადავრჩი?
- რას ამბობ შვილო, ეგ მეორედ აღარ გაიმეორო ვსიო გაიარა ყველაფერმა, ყველაფერს თავიდან დავიწყებთ.
- ელენე სად არის?
- გააგებინეს უკვე გზაშია.
- ბიჭებო თქვენ არაფერს მეტყვით?
- რა უნდა ვთქვათ ყველაზე საყვარელი, ყველაზე ლამაზი და დაგვიბრუნდა. ამაზე მეტად თუ კიდე რამე გამიხარდება, არ ვიცი.
- მაა მომენატრე, ყველანი მომენატრეთ. ბავშვები სად არიან?
- ისინი ჩვენს მერე შემოვლენ, ორ ადამიანზე მეტს არ უშვებენ ისიც ვთხოვეთ, რომ ოჯახი შემოვსულიყავით.
- შენ წადი, მე მეგობრს ვნახავ და დაგეწევი.
- ელენე ისევ ის ექიმი გუშინ, რომ მოვიდა ჩვენთან?
- შენი საქმე არ არის.
- მეტი თავაზიანობა გამოიჩინე ხალხში, ნუ დედამ თქვა ასე.
- გიღიმივარ, ამაზეც მადლობას უნდა მიხდიდე.
- მოვედი!
- კარგი შემოსვლა იყო, როგორ ხარ?
- მე კარგად მეგობარო შენ?
- მეც კარგად, აბა მზად ხარ ახალი ამბავისთვის?
- კი თქვი ბოლოს და ბოლოს, რა ხდება?
- თინა უკვე კარგადა.
- ანუ?
- გონს მოვიდა, ეხლა მისი ოჯახის წევრები არიან პალატაში და ელაპარაკებიან.
- სერიოზულად? მოდი უნდა ჩაგეხუტო.
- არაა საჭირო.
- არა მოდი.
- აღარ გამიშვებ?
- ააა ჰო, მაპატიე უბრალოდ ძალიან გამიხარდა.
- მესმის არაა პრობლემა. მიდი გელოდებიან მეგობრები აპირებენ შესვლას.
- წავიდე?
- ხო უნდა წახვიდე.  რა გჭირს, მოხდა რამე?
- არ ვიცი.
- რას ქვია არ იცი, ისედაც ამდენი ხანი ელოდებოდი ამ მომენტს მიდი.
- რა უნდა უთხრა? მასზე უბრალოდ იმდენი რამე გავიგე, რასაც მიმალავდა რა უნდა ვთქვა არ ვიცი.
- ელე გელოდება, გიკითხა კიდეც, მეგობრებიც ყველა შენ გელოდება რომ შევიდნენ.
- კარგი წავედი, ძაან მაგარიაა.
- კი ძალიან. „ სულელი“
      ელენემ რატომღაც შესვლაზე უარი თქვა და კიბეებით, კლინიკის ეზოში, ბაღში ჩამოჯდა. ელოდებოდა ყველას გამოსვლას, რომ ის მარტო შესულიყო თინასთან სასაუბროდ. მეგობართან ბევრი შეკითხვა დაუგროვდა, რაზეც პასუხები მისგან აინტერესებს.
- ლუკა რა სულპრიზია, სადაა შენი და?
- ჩემზეა გაბრაზებული და ალბათ არ მოვა.
- არა  გიგი მოვა, ერთად მოვედით ახლობელი ნახა და მალე მოვა.
- შენ აქეთ ხარ?
- კი როგორც ყოველთვის ცოტახნით ჩამოვისეირნე, რა კარგ ფეხზე მოვსულვარ, ძალიან გამიხარდა თინას ამბები. „ სად ჯანდაბაში ხარ ელენე?“
- რამე თქვი?
-  არა არაფერი მიხარია თინას ამბავი, დაიცადე გავხედავ ელენეს სადაა?
- სანდრო ჰო?
- გამარჯობა ლუკა, რით შემიძლია დაგეხმარო?
- ელენეს ვეძებ და მგონი შენთან უნდა მოსულიყო.
- კი ვნახე და წამოვიდა.
- არა არც პალატასთან არის, გადამრევს ეს გოგო სად წავიდა?
- ეხლა ყველაფერი გასაგებია, მაინც გაიგქცა.
- ვერ გავიგე, სადმე უნდა გაქცეულიყო?
- არაფერია უბრალოდ, გადაუვლის და მალე დაბრუნდება.
- როგორც ჩანს, უკვე კარგად იცნობ.
- არამგონია, მაგრამ ვიცოდი რომ გაიქცეოდა.
- დეტექტოვო?
- ელენე უპატრონო ბავშვივით, აქ რატო ზიხარ?
- ველოდები
- რას?
- ხალხის წავსლს.
- ვერაფრი გავიგე, მაგრამ  თინას ამბები გავიგე და მეც მოვედი.
- ჰო უკვე კარგადაა, გონს მოვიდა
- მერე არ უნდა გიხაროდეს?
- მიხარია ძალიან მიხარია, უბრალოდ დრო მჭირდება მასთან სასაუბროდ. თქვენ გაარკვიეთ რამე?
- კი დავადგინე ვინც იყო შეპარული ოთახში, მაგრამ ეხლა თინასთანაც მინდა გასაუბრება.
- და ვინ იყო?
- ეგ უკვე ჩვენი სამსახურეობრივი საიდუმლოებაა, რომელსაც ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძირითადი ინფორმაცია, თქვენგან მივიღე და ამისთვი ყოჩაღთ თქვენ.
- მადლობთ, ილიას ერთერთი მეგობარი იყო ჰომ?
-საქმე დაგიხურია და ეგ არის.

          გაგრძელება იქნება!







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები