ნაწარმოებები


დაიწყო ლიტერატურული კონკურსი “მაისის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=120     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2018


ბედი და გზები

ყველა თავის გზას მიყვება,
ზოგს ინერცია აგორებს,
ზოგი ზის მატარებელში,
ზოგიც ახდება ვაგონებს.
ზოგიც შარა გზას მიყვება,
ხვდება ამვლელი-ჩამვლელი,
მე ჩემს ბილიკზე მივდივარ,
და გზის აქცევას არ ველი.
ზოგს ბეწვის ხიდიც შეხვდება
ზოგი აჰყვება ქარაფებს,
გზად დარზე მეტი ავდარით,
ვერ ავხსნით ბედის ქარაგმებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები