ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2018


გ ა რ დუ ვ ა ლ ო ბ ა ჩემო ბეღურა

ხედავ რარიგად მობუზულხარ ჩემო ბეღურა,
დაზამთრებამდე ხის ფოთლები, სახლი გლეხურად.
ალბათ ზამთარმა ჩაგაფიქრა და შეგაშინა.
ვწუხვარ რარიგად შეგცივნია ჩემო ერთგულავ,
მე  რომ  მესიზმრა, შენ იყავი, ალბათ  მაშინაც.
როცა იმედმა მონაცრისფრო ნისლში შესცურა
მოსაშველებლად ბედმა  როცა შეაგვიანა
ქარმა წამართვა იმედები  მაშინ  მთლიანად.
გასაძლებია  სამმყაროში მთელი  სიცოცხლე,
ზამთარს ხელგაშლილს სიცივე  აქვს გადასარჩენად,
ბევრსაც გეტყოდი  შენი ენა ნეტა ვიცოდე.
სადღა  მარცვალი, ან  ნამცეცი ვინ დაარჩინა
ყოფნა  ასეა, არ გამოდის არსად მარტივად,
მე ვნახე  ბევრი,  დრომ უწყალოდ რომ აატირა.
უკვე მივდივარ და  გზადაგზა ჩემ საგზალს ვწირავ.
შენ კი აქ რჩები და  იყავი ყველასთან ფრთხილად.
მაგრამ მობუზვა?  არა  მასში შვება არ არის
თავადაც იცი ბედისწერა ყველგან  დაფრინავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები