ნაწარმოებები



ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2018


* * *

სულ ორიოდე სიტყვა დამრჩა
ალბათ სათქმელად,
მოდი ჩემთან და ჩემს თვალებზე
ვილაპარაკოთ,
ვზივარ მარტო და
ხალხმრავლობა ისე დამჩემდა,
რომ შემიძლია
მარტოობას ველაპარაკო .
გაუჩერებლივ !
ამოსუნთქვით წუთში, არც ერთჯერ,
მიუხედავად იმისა რომ
ისე სუსტად ვარ,
გეუბნები რომ
არ იარო! უნდა გაჩერდე,
გეუბნები რომ
ღმერთი ხარ
და
ისე მიყვარხარ,
რომ შემიძლია
შენს სიყვარულს,
ვაჩუქო სული.
და ვიკინკლავე
ამასწინად,
მახსოვს იღბალთან,
ამ შინაარსით,
რომ ტკივილზე
ვარ გულმოსული
მოდი ჩემთან და
ჩამეხუტე ისე სიგიჟი,
ისეთი განცდით, ემოციით.
თითქოს საკენკად,
გადამექეცი ...
(ღამე
ვერაფერს
ვერ ვართულებდი),
ხო,
მე ვარ
ჩიტი,
ერთადერთი
ვინც
არ დაფრინავს
თბილი
ქვეყნების
მიმართულებით.
სულ ორიოდე სიტყვა დამრჩა
ალბათ სათქმელად.
და ვეღარაფრის
თქმას ვერ მოვასწრებ,
იმდენად გრძნობით
გაჟღენთილი,
ცუდი
საქმე მაქვს,
გადავიკითხავ,
მეათასედ,
მე შენს მონაწერს .
და ტყე რომელიც,
ხეებისგან
დაცარიელდა,
უყვავილობას
გრძნობდა სხეულში,
მე უშენობამ
რაც გამიბედა,
დავაბინავე
დღეს
ჩემს რვეულში .
შენ ჩემი ღმერთი
გქვია და
მოკლედ,
უღმერთობაზე
ლაპარაკს ვბედავ,
ჩემში
იმდენი სიგიჟე მოკლეს,
რომ
ჩემს თავს
მხოლოდ
გარედან ვხედავ,
უარტერიო ლექსებს გიწერ და
ჩემი სისხლიდან,
მაინც გავედი !
და გათენება
თუ მომიწევდა,
შენს გარეშე
არ
დავაღამებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები