ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მაისი, 2018


ჩემი ტაძარი (ეტიუდი)

სადარბაზოში კიბეს აჰყვები და
კართან ჩაიმუხლები.
სართული მესამე...
მტვრის ნაწილაკებს მუხლებზე აკრულს,
არ დაიბერტყავ და
გახსენდება, კარს მიღმა ბავშვობა-ახალგაზრდობა.
სართული მესამე...
გამოღმით უღიმღამო, მძიმე დღეები,
იქ სადაც ქუდს ესვრი ყველა გამვლელს,
ხურდას გიყრიან!
სართული მესამე...
ღია კარებში შემოგხვდება ქსელი ნაქსოვი,
ხვდები რომ, იქ, სხვაა მასპინძელი მრავალი საცეცით.
ეჭვგარეშეა, გაკვირდება სტუმარს გაფაციცებით!
სართული მესამე...
ალამივით, რომ გაშლი ხელებს,
ააფრიალებ ფიქრთა ფაფარს,
აუცილებლად, გაშლილ ხელებს შემოჰკრავ დაფდაფს!
სართული მესამე...
ცამ იხუვლა! გეცნო ხმა დაფდაფისა და
კედლები, კვლავ, მფარველად გევლინებიან.
ხვდები, რომ დრო-ჟამი უჟანგავია!
სართული მესამე...
ოთახიდან ოთახში ინაცვლებ და
ჰაერიც თან დაგყვება, დაგუბებული.
ტრიალდები, მას ეხუტები მონატრებული!
სართული მესამე...
ცხრა საფეხური, ცხრა ლახვარია ზურგით ნათრევი,
და რომ გაჰყო სამზე, სამია ისევ.
გულიც სამად გაიყო: წარსული, აწმყო, მომავალი!
სართული მესამე...
ფანჯრიდან ხედავ თოკზე გაფენილ ყველა მეზობელს,
მაგრამ თვალებში გეჩხირება ბეწვის ნაცვლად - გორგალი.
ხვდები, რომ არაფერი შეცვლილა!
სართული მესამე...
ისევ ყალბია უბნის ყველა ქუჩა ფანჯრიდან.
სტენოგრამები დაფრინავენ ჰაერში, მტვრის ნაცვლად,
სიტყვა არ ითქმის ერთიანად, არც მარცვალ-მარცვალ!
სართული მესამე...
შემობრუნდები - ფანჯარა ღია, უკან გრჩება, ჰგავს შავ ხვრელს
და ეჭიდები ოთახებში დაგუბებულ ჰაერს.
შავ ხვრელს, კი, ჰქვია: წარსული, აწმყო და მომავალიც!
სართული მესამე...
ხსნი ამოცანას, მათემატიკურს -
რა მანძილია "ა" წერტილიდან "ჰ" წერტილამდე?
ოცდაცამეტი!
სართული მესამე...
რა არის წარსული თუ აწმყოში არ ცხოვრობ მომავლისთვის?
ან რა არის აწმყო თუ წარსული დაივიწყე მომავლისთვის?
და კიდევ, რა არის მომავალი თუ წარსული და აწმყო არ დააქორწინე?
სართული მესამე...
სადარბაზოში კიბეს აჰყვები და
კართან ჩაიმუხლები.
ჩემი ტაძარი!
სართული მესამე...

გიგო რიონელი
06.05.2018 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები