ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2018


დედის ცრემლები (100 სიტყვა)

(ნამდვილი ამბავი)

შვილი ავად გაუხდა. არ უმხელდნენ, რა სჭირდა შვილს. არ იცოდა, რომ უკვდებოდა!
მერე საზღვარგარეთაც წაიყვანეს სამკურნალოდ.
დედას მხოლოდ მესიჯები მოსდიოდა:
„კარგად ვარ. თავს გაუფრთხილდიიი“...
ტელევიზორში მოჰკრა თვალი...
- თვალი მატყუებს, ჩემს შვილს მხოლოდ სიმაღლით ჰგავსო...
ეჭვი გულს უღრღნიდა, გულს დაჯერება არ უნდოდა. ვერ იმეტებდა სასიკვდილოდ!...

****
სიკვდილმა აჯობა სიცოცხლეს!
- სახლში დედაა, არ იცის მისი სიკვდილი, გული გაუსკდებაო...
ჩამოასვენეს... ტაძარში დაასვენეს.
არც მაშინ უთხრეს დედას.
ვერ დაიტირა შვილი, ცრემლი ვერ ჩააყოლა სამარეში.
მერე მესიჯი მიიღო:
„კარგად ვარ. თავს გაუფრთხილდი“...
- ჩემი შვილის მოწერილი არ არის! ბოლოში სამ „ი“-ს წერდა, აქ კი - ერთი წერიაო,- ყველაფერს მიხვდა დედა. მწარედ ატირდა.
თუმცა, დაიგვიანეს დედის ცრემლებმა!
ძალიან დაიგვიანეს!

15. 03. 2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები