ნაწარმოებები



ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2018


მტკვარი

დის თბილისში მტკვარი დუნედ,
მერამდენე საუკუნე.

ახსოვს სუნთქვა ოპიზართა...
მეფეთა თუ დედოფალთა...

სხვათა გენიც,  სხვათა გეშიც,
ახსოვს სევდა გილგამეშის.

ათჯერ ათი ათას წმინდანს
სისხლი მტკვარში გაუცივდა.

განთიადი მზისფრად ქარგავს
კლდეებს _ საუკუნეჩამდგარს.

ატარებდა ზურგით ტივებს,
პოეტურად მოტივტივეს.

მთვარით მთვრალს და ღვინით მრეშებს,
ირეკლავდა აზარფეშებს,

თან მიჰქონდა მღვრიე გულთან
ცრემლი ჩუმ შეყვარებულთა.

ახლაც მიაქვს... თვალუბამი
მიაქვს დარდი დღის და ღამის.

მიაქვს ხსოვნაც, დავიწყებაც...
მიაქვს, რაც კი დროს მიჰყვება.

ჯერ ქრისტემდე ბევრი წელი               
წყალუხვი და ნაპირვრცელი,

ქრისტეს მერეც მოდუდუნებს _
ოცდაერთი საუკუნე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები