ნაწარმოებები



ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2018


ბინდის ლანდები

არ მსურს ვუმზერდე უღონო ჟინით,
წარმოსახვათა ფანტასტურ მირაჟს.
მოჩვენებათა თალხი ფოფინით,
სატრფოს თვალების ზღვათა პეიზაჟს.

რადგან, დავკარგე სინამდვილე, როგორც არსებამ.
რომ ეს ლექსებიც, სავსე არის არარსებობით.
და უარვყავი მტკიცე აზრით,სრულყოფის ცნება,
იდეალები, უნატიფეს სილუეტებით.

ზეცის შორეთით, უტიფარი მეწვევა ბინდი,
რომ უნატიფეს იდეალთა ლანდებს გადამდოს.
მათი თვალების, მოზიდული მზერათა მშვილდით,
სურთ ჩემ მტკიცე აზრს, ყოყმანობის ბზარი მოედოს.

მსუბუქი როკვით, უნაზესი, შემოვა ღამე.
ზეცის შორეთი, მაყარივით მაწვევს ბინდობას.
ააკისკისებს, ოცნებათა შორეულ ლანდებს.
უარყოფილნი,მოელიან ჩემგან შენდობას.

ვანადგურებ მათ,არარიან შესაბრალისნი.
და შეშლილივით დავხარხარებ იდეალთ კვდომას,
სადაც, შესეულ ნისლით აღვსილნი,
ხრამები ხრავენ ღამეთა ხროვას..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს