ნაწარმოებები



ავტორი: რარარა
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2018


ჩვეულებრივი ისტორია

ჩვეულებრივი(ბანალური ისტორია) ამბავი .
უნივერსიტეტთან მანქანის დასაყენებელი  ცარიელი ადგილის  დავინახე და  სასწრაფოდ  შევაყენე მანქანა. შეხვედრა ნახევარ საათში მქონდა  და იქვე  კაფეში შევედი.
ხალხით  სავსე კაფეში  ,  მარტოდ  მჯდომ  გოგოსთან  მივედი , არ მიყვარს , ვინმესთვის  მყუდროების  დარღვევა ,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა , ვთხოვე ნება მოეცა მის მაგიდასთან დავჯდარიყავი.
„დაბრძანდითო“    მითხრა და მივხვდი მისთვის  სულერთი არ იყო იყო  ჩემი დაბრძანება. გაუხარდა ,ისეთი შეგღზნება დამრჩა  ელოდებოდა  ვინმეს  , ვინც  დაუჯდებოდა და გამოელაპარაკებოდა.
უცხო ,უცნობი  ადამიანი სჭირდებოდა ,  სახელისა და გვარის გარეშე , რომელსაც გულს  გადაუშლიდა  და რომელსაც შემდეგ დაივიწყებდა.
დავეხმარები რატომაც არა , გავიფიქრე და გამიხარდა, რომ ასე ადვილად შემეძლო კარგის გაკეტება. ნახევარი საათი მაინც ვიხსედით.  ის თავის ყავას , მე ჩემს ჩაის უხმოდ მივირთმევდით,  ვერ გაბედა  გამოლაპარაკება, მეც  მომერიდა..
მერე წავიდა, წასვლისას გამიღიმა .კარგად ბრძანდებოდეთო .
მას მერე იქნებ ერთი თვეც გავიდა და  დღეს დაძინებისას  გამახსენდა ის გოგო.
ვინ იცის როგორ სჭირდებოდა იმ დღეს  ვინმესთან საუბარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს